მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი ჴურვებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას“ (8,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს-მე შევიდა სახლსა პეტრესსა? მე ვჰგონებ, თუ მოღებად საზრდელისა, რამეთუ შემდგომისა სიტყჳსაგან ცხად არს ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: გან-რაჲ-იკურნა სიდედრი პეტრესი, აღდგა და ჰმსახურებდა მას; რამეთუ მოწაფეთა თჳსთა თანა ჰყოფდა სავანესა, ვითარცა მათესსაცა შევიდა, ოდეს-იგი უწოდა მას, რაჲთა უმეტესი გულსმოდგინებაჲ მისცეს მათ, და რამეთუ იგინი ღირს იყვნეს შეწყნარებად მისა, რომელთა ყოველი დაუტევეს და შეუდგეს მას.

ხოლო შენ იხილე მოწიწებაჲ იგი პეტრესი, ვითარ უძლურღა იყო სიდედრი მისი, და არა იკადრა იძულებად, ვიდრემდის სხუანი იგი არა განკურნნა და სწავლაჲ არა აღასრულა; რამეთუ პირველითგან სწავლულ იყო სხუათა პატივ-ცემად უფროჲს თავისა თჳსისა. ვინაჲთგან უკუე ასისთავმან მან ჰრქუა, ვითარმედ: „არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოხუედ“, და უფალმან მიუგო, ვითარმედ: „წარვედ, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“, და იგი წარგზავნა, მერმე თავით თჳსით უფალი შევიდა სახლსა პეტრესსა პატიოსნებისათჳს მოწფისა მის კეთილისა.

ხოლო გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარნიმცა იყვნეს სახლნი იგი მეთევზურთანი, არამედ არავე უღირს-იჩინა შესლვაჲ სახლთა მათთა, რაჲთა ყოვლითურთ გუასწაოს ჩუენ კაცობრივისა ზუაობისა დათრგუნვად. და შეახო ჴელსა მჴურვალებითა შეპყრობილისასა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან. ოდესმე სიტყჳთ ხოლო განკურნის და ოდესმე ჴელი შეახის, რამეთუ არა ენება ყოვლადვე ესრეთ განსაკჳრვებელად ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ჯერეთ შეჰგვანდა მიფარვითრე ქმნაჲ, და უფროჲსად მოწაფეთა წინაშე, რომელნი-იგი დიდებულებასა მისსა ყოველთა მიუთხრობდეს. და ესე საცნაურ არს, ვითარ იგი გარდამოვიდოდა რაჲ თაბორით, ამცნო და ჰრქუა: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრე-თით აღდგეს“.1

„და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას“. მასვე წამსვე, შე-რაჲ-ახო, არა თუ მჴურვალებამან ხოლო დაუტევა, არამედ ესრეთ სრული სიმრთელე მიიღო, რომელ აღდგა და ჰმსახურებდა, რომელსა ვერ ჴელ-ეწიფების ყოვლისა სოფლისა მკურნალ-თა ქმნად; რამეთუ უწყით, ვითარ შემდგომად დაცხრომისა მჴურვალებისა მრავალ დღე უძლურებაჲ იგი ჰქენჯნინ გუამსა, ვიდრემდის ნელიად-ნელი-

1 მათ. 17,9.

ად სიმრთელედ და ძალად მოვიდის. ხოლო მაშინ ყოველივე ერთბამად იქმნა, და არა დედაკაცსა მას ზედა ხოლო, არამედ ზღუასაცა შეჰრისხნაო და მეყსეულად იქმნა დაყუდებაჲ დიდი, რომელ-ესე არა ბუნებითი არს, რამე-თუ აღიძრის რაჲ ქართა მიერ ზღუაჲ, დაღაცათუ ქარი დასცხრის, არამედ ესრეთ მსწრაფლ არა დაყუდნის; ხოლო ქრისტეს მიერ ქმნილნი სასწაულნი ყოველნივე უაღრეს ცნობისა იყვნეს და უზეშთაეს ბუნებისა. ამისთჳს აქაცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მეყსეულად აღდგა და ჰმსახურებდა მას“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნნა. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩუენნი აღიხუნეს და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნეს“ (8,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოვედინ აწცა მადლი სახიერისაჲ მის ჩუენ ზედა და განიოტენ სულებისა მის არაწმიდისა ბრძოლანი ჩუენგან და განკურნენინ ბოროტნი იგი სნეულებანი სულთა ჩუენთანი, რომელ არიან ცოდვათა მიერ მოწევნულ; რომელმან-იგი მაშინ დიდებულითა მით ქველისმოქმედებითა მისითა ესრეთ მოიყვანა ერი იგი სარწმუნოებად, ვიდრეღა არცა ჟამი იგი მწუხრისაჲ უდებ-ჰყოფდა მათ მოყვანებად უძლურთა მათთა და მიღებად კურნებისა. ხოლო გულისჴმა-ყავთ ესე, თუ რავდენსა სიმრავლესა სასწაულთასა თანაწარჰჴდებიან მახარებელნი და არა იტყჳან თითოეულად, არამედ ერთითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ საკჳრველებათა შეამოკლებენ თხრობად და კაცად-კაცადისა მათისასა თქუმად თანაწარჰჴდებიან.

ხოლო ვინაჲთგან ესოდენთა ბოროტად სნეულთა და ეშმაკეულთა ერ-თითა სიტყჳთა კურნებაჲ წარმოთქუა მახარებელმან, რაჲთა არავინ ურწმუნო იქმნას, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი მოიყვანა მოწამედ, რამეთუ არარას უდარეს სასწაულთასა წერილთა მიერ პირველვე ქრისტესთჳს თქუმულნი წამებანი სარწმუნოებად მოიყვანებენ გონებათა მორწმუნეთასა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: წინაჲთვე ქადაგა საქმე ესე წინაჲსწარმეტყუელმან ესაია და თქუა: „მან უძლურებანი ჩუენნი აღიხუნეს და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნეს“. არა თქუა, თუ: დაჰჴსნნეს, არამედ: „აღიხუნეს და იტჳრთნეს“, რომელ-ესე გულისჴმა-გჳყოფს, ვითარმედ ცოდვათათჳს თქუა სიტყუაჲ ესე წინაჲსწარმეტყუელმან, შემსგავსებულად იოვანესა, რომელი იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.1

ვითარ უკუე აწ მახარებელმან სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ სნეულებათათჳს ჴორციელთა თქუმულად გჳთხრა? ანუ რომელი-იგი მან ცოდვათათჳს თქუა, ამან ჟამსა შინა წამებად ამის საქმისაცა მოიღო, ანუ

1 იოან. 1,29.

თუ ვინაჲთგან უმრავლესნი სნებანი და უფიცხესნი ცოდვათა მიერ მოვლენ, რამეთუ უკუეთუ თავი იგი სნეულებათაჲ, რომელ არს სიკუდილი, ცოდვისა მიერ შემოვიდა სოფლად და მისგან აღმოეცენა, რაჲ საკჳრველ არს, თუ მრავალნი სნეულებანიცა ცოდვისაგან იქმნებიან. და ესე მებრ, რომელ ესრეთ ვნებათა და უძლურებათა შემწყნარებელ იქმნა ბუნებაჲ ჩუენი, განაღა ცოდვათა მიერ იქმნა. ამისთჳს მახარებელმან თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი მას ცოდვათათჳს ეთქუა და უძლურებათათჳს სულისათა, ამან სნეულებათათჳს ჴორციელთა მოიღო მოწამედ, რომელნი-იგი ნაშობნი არიან ცოდვათანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა მარადის და ყოველსავე საქმესა შინა სიმდაბლისმოყუარებასა მისსა? რამეთუ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა, ვითარმედ იგი არს ქრისტე; ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ ერისა მისგან განეშორა. და ამას იქმოდა, რაჲთა ჩუენცა სიმდაბლე გუასწაოს, და რაჲთა არარას სახილველად კაცთა ვიქმოდით სათნო-ყოფად მათდა, და შურსა მასცა ჰურიათასა ნუგეშინის-სცეს. რამე-თუ ვითარცა ჴორციელთა სნეულებათა ჰკურნებდა, ეგრეთვე უმეტესად სულიერთა ვნებათა მიანიჭებდა კურნებასა საქმითა და სიტყჳთა თჳსითა არა მაშინდელთა ხოლო მათ კაცთა, არამედ ჩუენცა, რომელთა გუესმიან სწავლანი მისნი. ამისთჳსცა უბრძანა წიაღსლვაჲ, რაჲთა მიჰრიდოს ერსა მას, რომელნი-იგი გარემოადგეს მას. რამეთუ იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა“.1 რამეთუ ყოველნი წადიერ იყვნეს ხილვად მისა და სუროდა ხედვაჲ დიდებულებათა მისთაჲ. და ვინმცა არა სურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“.2 ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“,3 გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო დავითს დიდებული იგი სახე ჴორციელისა ხატისა მისისაჲ სულითა წმიდითა ეუწყა და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთასა“, რაჲთა მოასწავოს მადლი მისი და სიბრძნე და

1 მარკ. 1,33. 2 ფსალმ. 44,3. 3 ესაია 53,2.

მოძღურებაჲ და სასწაულნი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“,1 რომლისა არა არს რიცხჳ მადლისა მის მისისაჲ.

ამისთჳსცა ყოველთა მიერ საწადელ იყო ხილვად, და ხილვისა ოდენ მისისაგან დიდითა სარგებელითა აღივსებოდეს, რამეთუ უკუეთუ პირი მოსესი დიდებულ იყო, და სტეფანესი იქმნა, ვითარცა ანგელოზისაჲ, გულისჴმა-ყავთ, ვითარიმცა იყო ყოველთა მეუფჱ. უწყი, ვითარმედ მრავალნი აწ აღივსენით სურვილითა ხილვად ხატისა მის მისისა, არამედ უკუეთუ გუენებოს, ფრიად უაღრესი ვიხილოთ. რამეთუ უკუეთუ კეთილად ვჰმსახუროთ მას ამას სოფელსა შინა, მივეგებნეთ მას ღრუბლითა და ვიხილოთ გუამითა უკუდავითა და დიდებულითა.

„და უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“. პირველად აღასრულა კურნებაჲ იგი სნეულთაჲ და მერმე ბრძანა წიაღსლვად. უკუეთუ არამცა ესრეთ ექმნა, არამცა მოწყუედილ იყო მისგან ერი იგი. ხოლო არა შეჰრისხნა სიმრავლესა მას და განყარნა, არამედ თავადმან მიჰრიდა, რაჲთა არა მოწყლნეს გულნი მათნი, რომელნი სარწმუნოებით და სიყუარულით მთად აღვიდეს მის თანა და ქალაქადმდე შეუდგეს და აწცა გარემო დგეს სახლისა მის. და ერმან მან ესევითარი აჩუენა სიყუარული და ესრეთ შეუდგა სარწმუნოებით, ხოლო ერთი ვინმე საფასეთა და საჴმართა მონაჲ და ზუაობითა სავსე მოუჴდა მას და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი“ (8,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ზუაობასა მას მწიგნობართასა? ჭეშმარიტად მათგანი იყო, ამისთჳს არა თავს-იდებდა ერისა მის თანა შერაცხვად, არამედ გამოაჩინებდა თავსა თჳსსა სხუათა უმეტესად. ამისთჳს ესრეთ ჰრქუა, რაჲ-იგი გულსა არა აქუნდა. ვითარცა სხუასა ადგილსა გამოსცდიდა მას სხუაჲ მწიგნობარი და ეტყოდა: „რომელი მცნებაჲ არს პირველი?“2 და ეგრეთცა არა შეჰრისხნა მას უფალმან ცუდისა მის და უჟამოჲსა კადნიერებისათჳს, რაჲთა გუასწაოს სულგრძელებით თავს-დებაჲ ესევითართა უწესოთა კაცთაჲ, არცა ამხილა განცხადებულად უკეთურებაჲ მისი, არამედ მიუგო სიტყუაჲ შემსგავსებული იჭჳსა მისისა, რაჲთა ეუწყოს, ვითარმედ არა დაეფარა მას ზრახვაჲ იგი გულისა მისისაჲ, და ესრეთ მხილებითა გონებისაჲთა პოოს ადგილი სინანულისაჲ, უკუეთუ უნდეს. ეგრეთვე აწ ამას მწიგნობარსა ზედა ქმნა, რამეთუ ხედვიდა რაჲ იგი მრავალთა მათ სასწაულთა და შეკრებასა მას ერისა ფრიადისასა, ჰგონებდა, ვითარმედ შეკრებაჲცა საფასეთაჲ ყოფად არს საკჳრველებათა მათგან, და ამის ჯერისათჳს ენება მას შედგომად უფლისა. ხოლო ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ მისი საცნაურ არს პასუხისა მისგან უფლისა, რამეთუ არა სიტყჳსა მიმართ მისისა, არამედ გონებისა მიმართ მიუგო პასუხი და ჰრქუა:

1 ფსალმ. 44,3. 2 მათ. 22,36.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: საფასეთა შეკრებასა მოელია ჩემ თანა სლვითა და არა ჰხედავა, ვითარმედ არცა თუ სწორად მფრინველთასაცა არა არს განწესებული სავანე ჩემდა? არამედ „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“.

ეჰა საკჳრველი საკჳრველებათაჲ! დამბადებელსა ყოველთასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს! ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.1

რამეთუ მოვიდა ძიებად ჩუენდა, უცხოქმნულთა სამოთხისაგან და ღმრთისა, მოვიდა ძიებად ცხოართა ამათ წარწყმედულთა და შეცთომილ-თა მთათა ზედა და ჴევთა უღაღთა, წარტაცებულთა მჴეცთა მიერ ბოროტ-თა და სულთა მომსრველთა. ამისთჳსცა თავს-იდვა არაქონებად, სადამცა თავი მიიდრიკა, რაჲთა ჩუენ კუალადმაგნეს სავანეთა მათ საუკუნეთა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა მისსა! ხოლო მწიგნობარსა მას არა თუ ამისთჳს ესრეთ მიუგო, რაჲთამცა გარემიაქცია, არამედ რაჲთა ამხილოს ბოროტი იგი გულისსიტყუაჲ მისი, და უკუეთუ სასოებითა ესევითარითა ენებოს, მისდევდეს მას გლახაკობითა და ჭირითა.

და იხილე უკეთურებაჲ მისი! ესმა რაჲ ესევითარი ბრძანებაჲ უფლისაჲ, არა თქუა, თუ: მზა ვარ, უფალო, შენ თანა სლვად, არამედ წინააღმდგომი რაჲ ესმა სასოებისა თჳსისაჲ, მეყსეულად დაიდუმა. ხოლო ამას საქმესა ვჰპოვებთ მრავალსა ადგილსა ქრისტეს მიერ ქმნილად, რომელ არა ხილულისა მის სიტყჳსა მიმართ ჰყოფს სიტყუასა, არამედ გონებისაებრ მკითხველთაჲსა; რამეთუ მან, რომელმან-იგი ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო“, ვინაჲთგან არა გულისად, არამედ ლიქნისსახედ ეტყოდა სიტყუასა მას, არარაჲ ჰრქუა სიტყუაჲ შემადლებისაჲ, არამედ: „რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.2

და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“,3 ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.4

და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“.5 არა სიტყუათა

1 იოან. 1,10-11. 2 მათ. 19,17. 3 იოან. 7,4. 4 იოან. 7,6. 5 მათ. 11,3-4.

მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.

ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“.

ჰხედავა გარდამატებულსა მას განგებულებისა მისისა სიმდაბლესა? ამითვე განგებულებითა ჭამდა და სუმიდა ბუნებითა კაცთაჲთა და არცა ვითარ იოვანე მარხვითა დიდითა და სიფიცხითა იქცეოდა, რაჲთა ამით ყოვლითა მიზეზი ცხორებისაჲ მისცეს ჰურიათა და ყოველსა სოფელსა. რამეთუ ამით ჯერითა მწვალებელთაცა პირსა დაუყოფს, და მათცა, რომელ-თა სიტყუანი მისნი ესმოდეს, მიიზიდვიდა სარწმუნოებად მისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ერთმან მოწაფეთაგანმან ჰრქუა მას: მოძღუარ, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“ (8,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა განყოფილებასა ამათ ორთასა? ვითარ ერთმან მან ურცხჳნოდ კადნიერებაჲ იჴმარა და ჰრქუა: „მიგდევდე შენ“, რომელიგი გულსა არა აქუნდა; ხოლო ესე საქმესა ჯეროანსა წარვიდოდა, არამედ ეგრეთცა ბრძანებაჲ ითხოა; გარნა არავე უბრძანა ქრისტემან, რამე-თუ ვითარცა ვთქუ, მარადის გონებათა განიხილვიდა. ხოლო რაჲსათჳს არა უბრძანა მისლვად და დაფლვად მამისა თჳსისა? რამეთუ იყვნეს სხუანი, რომელთამცა აღასრულეს საქმე იგი, და არა დაშთებოდა გუამი იგი დაუფლველად. ამისთჳს არა უბრძანა მოწაფესა მას უაღრესისა მის და დიდებულისა საქმისა დატევებაჲ, რომელ არს მის თანა ყოფაჲ, და წარსლვაჲ საქმესა მას გარეწარსა.

ხოლო რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“, ამით სიტყჳთა გამოაჩინა, ვითარმედ მკუდარი იგი არა მისი იყო, არამედ მათი, რომელნი ურწმუნოებითა მკუდარ იყვნეს სულიერად. ვინაჲთგან უკუე ურწმუნოებასა შინა აღსრულებულ იყო კაცი იგი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: აცადენ მკუდარნი იგი ურწმუნოებითა, რაჲთა მათ დაჰფლან მათისა ურწმუნოებისა მიმსგავსებული იგი მკუდარი, რამეთუ მათი არს იგი და არა ჩუენი, ხოლო შენ, რომელი-ეგე ჩემი ხარ, მე შემომიდეგ.

ხოლო უკუეთუ ვის უკჳრდეს ჭაბუკისა მის, ვითარ-იგი ესრეთ სა-თანადოჲსა საქმისათჳს ჰკითხა, და არა ხოლო თუ ჰკითხა, არამედ ესმა რაჲ უფლისაგან, ვითარმედ: ნუ წარხუალ! შეუორგულებელად ისმინა; და იტყოდის თუ ვინ, ვითარმედ: არა უმადლოებისა საქმე იყოა, რომელ არა წარვიდა დაფლვად მამისა თჳსისა? უწყოდენ მეტყუელმან ამის სიტყჳსამან, ვითარმედ უკუეთუმცა თჳსისა უდებებისაგან ექმნა არამისლვაჲ იგი, ჭეშმარიტად უმადლოებისა საქმე იყო; ხოლო ვინაჲთგან უფალმან დააყენა, რაჲთა არა უაღრესი იგი დაშჭირდეს, უფროჲსად მისლვაჲ სრულიადისა უგულისჴმოებისა სახე იყო. რამეთუ უფალმანცა არა თუ ამისთჳს დააყენა, ვითარმცა განაწესებდა უგულებელს-ყოფად პატივსა მშობელთასა, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ არარაჲ გჳღირს უპატიოსნეს საქმეთა ზეცისათა ქონებად; არამედ დაღაცათუ საჭირონი რაჲმე და სათანადონი საქმენი მოიწინენ დამაყენებლად ჩუენდა სულიერთა და საღმრთოთა საქმეთაგან, არავე მივერ-ჩდეთ მათ. რამეთუ რაჲმცა იყო უმეტესად სათანადოჲ და საჭიროჲ დაფლვასა მამისასა, და არცა თუ ფრიადი ჟამი წარეგებოდა საქმესა მას შინა, არამედ ეგრეთცა არავე უბრძანა უფალმან განშორებაჲ მისგან და წარსლვაჲ დაფლვად მამისა.

სწავლაჲ კზ ვითარმედ ცოდვასა შინა მყოფნი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან

ხოლო უკუეთუ ესოდენისაცა ჟამისა, რაოდენ არს დაფლვაჲ მამისაჲ, არა ჯერ-არს სულიერთა და საღმრთოთა საქმეთაგან დაკლებაჲ, გულის-ჴმა-ვყოთ, თუ რაჲ-მე ყოფად არს ჩუენდა, რომელნი ყოვლადვე განვე-შორებით საქმეთა მათ ქრისტესთა და შევექცევით ცუდთა და ამაოთა. რამეთუ ამისთჳს უფალმან ესრეთ უბრძანა მოწაფესა მას, რაჲთა ამით საქმითა გუასწაოს უფროჲს ყოვლისა საღმრთოთა საქმეთა პატივ-ცემად, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „არავინ დასდვის ჴელი ერქუანსა და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის სასუფეველსა ცა-თასა“.1 რამეთუ ამათ ყოველთა სწავლათა და იგავთა მიერ გუესწავების, რაჲთა არა წარვწყმიდოთ ჟამთაგან ცხორებისა ჩუენისათა ცუდსა და ამაოსა საქმესა შინა არცა თუ ერთი ჟამი, დაღაცათუ მრავალნი საქმენი გუაიძულებდენ, არამედ უფროჲს ყოვლისა საღმრთონი საქმენი იყვნენ ჩუენდა პატიოსან და საძიებელ; და გულისჴმა-ვყოთ, თუ რაჲ არს ცხორებაჲ, ანუ რაჲ არს სიკუდილი. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ, თუ ცხოელ არიან, და იგინი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან, რაჟამს ცოდვასა შინა იყოს ცხორებაჲ მათი, და უფროჲსღა უარეს მკუდართასა არს მათი იგი ცხორებაჲ. რამეთუ „რომელი-იგი მომკუდარ არს, განმარ-თლებულ არს ცოდვისაგან“,2 ვითარცა წერილ არს. ესე იგია, დაცხრო-

1 ლუკ. 9,62. 2 რომ. 6,7.

მილ არს ცოდვათაგან და არღარა აღასრულებს საქმესა მათსა, რამეთუ მკუდარ არს. ხოლო რომელი-იგი ცოცხალ არს ცოდვასა შინა, მონაჲ არს ცოდვისაჲ, რამეთუ აღასრულებს მას დღითი-დღე. და ნუ იტყჳ, თუ: არა მატლთა შესაჭმელ არს და ამით უმჯობეს რაჲმე არს მკუდართასა, ანუ რომელ არა სამარესა შინა მდებარე არს და არა დაყოფილ არიან თუალნი მისნი, არცა სახუეველითა შეკრულ არს; რამეთუ ფრიად უძჳრესი შეემთხუევის ცოდვასა შინა მყოფსა, ვიდრე სამარესა შინა მდებარესა. არა სჭამენ ჴორცთა მისთა მატლნი, არამედ სულსა მისსა ბევრეულნი ვნებანი დაჰბძარვენ. ხოლო რომელ აღხუმულ არიან თუალნი მისნი, ესეცა ფრიად უძჳრეს არს თუალთა მათ დაყოფილთასა, რამეთუ თუალნი იგი მკუდრისანი არარას ბოროტსა ხედვენ, ხოლო ესე აღხუმითა მით თუალ-თაჲთა ბევრეულთა ბოროტთა განიცდის და ურიცხუთა სენთა შეიკრებს თავისა თჳსისა. იგი მდებარე არს სამარესა შინა მიწისასა ჴორცითა, და ესე მდებარე არს სამარესა შინა ცოდვათასა, დაყროლებული სული-თა; დაღაცათუ არა დამპალ არიან ჴორცნი მისნი, ვითარცა მკუდრისანი, არამედ რაჲ სარგებელ არს ესე, რამეთუ სული მისი პირველ ხრწნილებისა მის ჴორცთაჲსა განხრწნილ არს, შეყროლებულ და დამპალ არს. მკუდარი ათ დღე ანუ ოც დღე, გინა თუ ორმეოც დღე ყარნ, და მერმე გარდაჴდის ფრიადი იგი სიმყრალე, ხოლო განხრწნილი იგი ცოდვითა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა ყარს უმეტეს მწჳრისა და უსაძაგელეს წუთხისა. მას ბუნებისა მის ჴორცთაჲსა ხოლო აქუს ხრწნილებაჲ, ხოლო ესე ჴორცთა თანა სულითაცა განხრწნილ არს და განრღუეულ. ხრწნილებასა მას და განრღუევასა მკუდრისასა არავინ ხედავნ, რამეთუ აქუს მას საფლავი საფარველად, ხოლო ესე შეყროლებული და დამპალი ყოველთა შორის იქცევის და მიმოაქუს სული თჳსი მკუდარი, ვითარცა სამარესა შინა გუამსა მას ცოდვითა შებღალულსა.

უკუეთუმცა იხილვებოდა სული ჴორციელითა თუალითა, იხილეთმცა სული კაცისა შუებასა შინა მყოფისაჲ და ცოდვითა შებღალულისაჲ და გულისჴმა-ყავთმცა, ვითარმედ ფრიად უმჯობეს არს სიკუდილი ჴორცთა და საფლავსა შინა დადებაჲ, ვიდრე კრულებაჲ სახუეველითა მით ცოდვათაჲთა სულითა და შესლვაჲ სამარესა მას სასოწარკუეთილებისასა, რომელსა ზედა ძენ ლოდი იგი მძიმე ულმობელობისა და უგულისჴმოებისაჲ, და არნ მას შინა სულმყრალობაჲ მოუთმენელი ბოროტთა საქმეთაჲ.

აწ უკუე რომელნიცა ესევითარნი მკუდარნი არიან, უკუეთუ იგინი ლოდსა მას ქუეშე ულმობელობისასა სხენან და არა ელმის, არამედ არიან თუ ვინმე თჳსნი და მეგობარნი მათნი, მოუჴედით მათთჳს იესუს, ვითარცა მაშინ ყო მარიამ ლაზარესთჳს. დაღაცათუ მრავალ დღისა იყოს მკუდარი იგი, ნუ წარიკუეთთ სასოებასა, არამედ ევედრეთ უფალსა, რაჲთა აღადგინოს წყალობით; აღიღეთ ლოდი იგი და იხილოთ შეკრული ცოდვათაგან არა ვითარცა სახუეველითა, არამედ ვითარცა ჴელბორკილითა რკინისაჲ-თა. რამეთუ ესრეთ არიან ცოდვასა შინა მყოფნი, რაოდენცა ჴორცითა დიდებულ იყვნენ და ფუფუნებულ.

და უკუეთუ გნებავს, დიდთა და დიდებულთა მთავართაგანი ვინმე შორის შემოვიყვანოთ, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ თჳნიერ სახელის-დებისა ვიტყჳ იგავსა ამას. დაღაცათუმცა სახელსა ვიტყოდე, არცა ეგრეთ გიჴმს შიში, რამეთუ ვისმცა სადა ეშინოდა მკუდრისაგან, რომელმან-იგი რავდენიცა რაჲმე უცნებაჲ აჩუენოს, მკუდარივე არს, ხოლო მკუდარსა ვნებად ცოცხალთა არა ჴელ-ეწიფების. გარნა ესრეთ თჳნიერ სახელისდებისა გულისჴმა-ყავთ მთავარი ვინმე დიდი, განფრდილი ცოდვათა შინა. იხილეთ იგი ყოვლით კერძო მკუდარ და განხრწნილ; იხილეთ თავი მისი, რომელსა შინა არს გონებაჲ, მთავარი იგი ყოვლისავე გუამისაჲ, ვი-თარ შეკრულ არს მთრვალობითა, და წარწყმედილ არიან ყოველნივე საცნობელნი მისნი; არა ასხენ თუალნი ხილვად საღმრთოთა საქმეთა, არცა ყურნი სმენად სიტყუათა ღმრთისათა, არცა ენაჲ მეტყუელი ვედრებასა უფლისასა, არცა გონებაჲ გულისჴმის-ყოფად უმჯობესისა რაჲსმე. არა მკუდარ არსა იგი და უსულო?

განიცადენით ჴელნიცა და იხილნეთ შეკრულნი საკრველითა მით ანგაჰრებისაჲთა, რომელი არა შეუნდობს ყოვლადვე განმარტებად, არცა მოწყალებისა მიცემად, არცა სხჳსა რაჲსმე კეთილისა საქმედ! განიცადენით ფერჴნიცა მისნი და იხილნეთ შეკრულნი საკრველითა ბევრეულთა მათ ზრუნვათაჲთა! ამისთჳსცა ვეროდეს ჴელ-ეწიფების ტაძრად ღმრთისა წარსლვად ანუ მისლვად და ხილვად ღმრთისმოყუარისა ვისმე და სულიერისა კაცისა, ანუ ხილვად უძლურისა, ანუ შესლვად საპყრობილედ და ნუგეშინის-ცემად პყრობილთა; არამედ შეკრულ არიან იგინი ბოროტად აურაცხელთა მათ ზრუნვათაგან.

იხილეთა მკუდარი იგი? აწ იხილეთ მკუდრისმმოსელიცა, თუ ვინ არს. ვინ არს უკუე მკუდრისმმოსელი ესევითარისა მის მკუდრისაჲ? ესე არს ეშმაკი, რომელი შეჰკრავს უბადრუკსა მას სახუეველითა ბოროტთა ჩუეულებათაჲთა და შთააგდებს სამარესა სასოწარკუეთილებისასა, ვი-თარცა მღჳმესა, ქუესკნელსა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა; და მიაგორვებს ლოდსა მას დავიწყებისა და ულმობელობისასა და ზედაიზახებნ სიქადულით, რამეთუ შეაყენა საბრჴეთა შინა თჳსთა საწყალობელი იგი.

აწ უკუე ვინაჲთგან ესევითარი იგი მკუდარ არს და უსულო, მოუჴდეთ მისთჳს და შეუვრდეთ იესუს, ვევედრნეთ აღდგინებად, ვისწრაფოთ ლოდისა მის გარდაგორვებად, რაჲთა ჴმა-სცეს მას მეუფემან, და ესმას ჴმაჲ მისი და აღდგეს მკუდარი იგი მრავალთა დღეთაჲ, ნუუკუე ღირს იქმნასცა სინანულითა თანამეინაჴე-ყოფად უფლისა, და რომელნიცა ექმნეს მას მიზეზ ცხორებისა, იწოდნენ სერსა მას უოხჭნოსა.

აწ უკუე რავდენნიცა ხართ მოწაფენი ქრისტესნი, ოდეს იყოს ვინმე თჳსი ანუ მახლობელი თქუენი ესრეთ მკუდარქმნილი ეშმაკისა მიერ, ესრეთ ისწრაფეთ განცხოელებად მისა: ევედრენით უფალსა; ასწავეთ ცოდვილსა მას მოქცევაჲ; აუწყეთ მწარე იგი სიკუდილი ცოდვილთაჲ; ნუ წარიკუეთთ სასოებასა, რაოდენცა ხრწნილებაჲ ცოდვისა მისისაჲ აღორძინებულ იყოს; ნუ დასცხრებით ვედრებად მისთჳს, ვითარცა მაშინ ქმნეს დათა ლაზარესთა, ვიდრემდის იხილოთ იგი განცოცხლებული.

უკუეთუ ესრეთ ვიღუწიდეთ თავთაცა თჳსთა და მოყუასთაცა ჩუენთა, ვპოოთ ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.