მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 1:11

10. And straightway coming up out of the water, he saw the heavens opened, and the Spirit like a dove descending upon him:11. And there came a voice from heaven, saying, Thou art my beloved Son, in whom I am well pleased.12. And immediately the Spirit driveth him into the wilderness.
Mark თავი 1
11. And there came a voice from heaven, saying, Thou art my beloved Son, in whom I am well pleased.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 9-11):

9. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. 10. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. 11. და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.

იესო ცოდვათა მიტევებისათვის არ მოსულა მოსანათლად, რადგან მას ცოდვა არ უქმნია, ისევე როგორც სული წმიდის მისაღებად, ვინაიდან როგორ შეეძლო იოანეს ნათლობის სულის მინიჭება, როდესაც მას, როგორც ვთქვი არ შეეძლო ცოდვათაგან განწმენდა? მაგრამ არც სინანულისთვის მიდის ის მოსანათლად, რამდენადაც თავად მეტი იყო ნათლისმცემელზე (მათე, 11. 11). მაშ რიღასთვის მიდის? ეჭვგარეშეა, იმისათვის, რომ იოანემ გამოუცხადოს მის შესახებ ხალხს. რამდენადაც მრავალი შეიკრიბა იქ, ინება მისულიყო რათა დაემოწმებინათ მრავალთა წინაშე, თუ ვინ არის ის და ამავე დროს, იმისთვისაც, რომ აღესრულებინათ „ყოველი სიმართლე“ ანუ სჯულის ყოველი მცნება, რამდენადაც წინასწამეტყველის მორჩილება, რომელიც ნათელს სცემდა როგორც ღმრთისაგან წარმოგზავნილი, იყო ასევე მცნება, ამდენად ქრისტე ამ მცნებასაც აღასრულებს. სული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).:

...აჲ, და უდარჱსი საქმჱ აჴსენა, რაჲთამცა იგიცა შეიწყნარეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. ; ; ; არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემია და ეზეკიელ და სხუათა მრავალთა. რაჲ არს უკუე ს...

სრულად ნახვა