მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 1:17

16. Now as he walked by the sea of Galilee, he saw Simon and Andrew his brother casting a net into the sea: for they were fishers.17. And Jesus said unto them, Come ye after me, and I will make you to become fishers of men.18. And straightway they forsook their nets, and followed him.
Mark თავი 1
17. And Jesus said unto them, Come ye after me, and I will make you to become fishers of men.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 16-20):

16. ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 18. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა. 20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.

პეტრე და ანდრია თავიდან წინამორბედის მოწაფეები იყვნენ, მაგრამ როდესაც იესო იხილეს, რომელზეც იოანე მოწმობდა, მას შეუერთდნენ. შემდგომ, როდესაც მიცემულ იქნა იოანე, ისინი მწუხარებით დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ ხელობას. ამგვარად, ქრისტე ახლა უკვე მეორედ მოუწოდებს მათ, რადგანაც ნამდვილი მოწოდება მეორეა. დააკვირდი, რომ ისინი თავიანთი მართალი შრომით იკვებებოდნენ და არა უკანონო საქმიანობით. ასეთი ხალხი ღირსი იყო, რომ ყოფილიყვნენ ქრისტეს პირველი მოწაფეები. მყისვე დააგდეს რა ყველაფერი, რაც ხელში ჰქონდათ, ისინი გაყვნენ მას, რადგან არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).:

...მელი შეუდგა. მაშინ ხოლო არად საჴმარ იყო ამას ადგილსა თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“, ; ; და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყ...

სრულად ნახვა