მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 1:33

32. And at even, when the sun did set, they brought unto him all that were diseased, and them that were possessed with devils.33. And all the city was gathered together at the door.34. And he healed many that were sick of divers diseases, and cast out many devils; and suffered not the devils to speak, because they knew him.
Mark თავი 1
33. And all the city was gathered together at the door.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 32-34):

32. და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი 33. და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა. 34. და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.

უმიზეზოდ არ არის დამატებული „მზის ჩასვლისას“. რამდენადაც ფიქრობდნენ, რომ შაბათ დღეს განკურნება არ შეიძლება და დაელოდნენ მზის ჩასვლას და მერეღა დაიწყეს ავადმყოფთა მოყვანა განსაკურნებლად. „მრავალი“ განკურნა, ნათქვამია ნაცვლად „ყველასი“    იმიტომ, რომ ყველა შეადგენს მრავალს; ანუ ყველა არ განუკურნავს, რადგან ზოგიერთი ურწმუნო აღმოჩნდა, რომელნიც არც იქნებიან განკურნებულნი თავიანთი ურწმუნოებისდა გამო. მაგრამ მრავალი, მათგან ვინც მოიყვანეს, განკურნა, ანუ ისინი რომელთაც ჰქონდათ რწმენა. ეშმაკებს უკრძალავდა ლაპარაკს, რათა როგორც ვთქვი, ჩვენთვის ესწავლებინა, რომ მათ არ უნდა დავუჯეროთ, თუნდაც ისინი სიმართლეს ამბობდნენ. სხვაგვარად, თუკი ნახავენ ვინმეს, ვინც სავსებით ენდობა მათ, რას აღარ იზამენ წყეულნი, შეურევენ რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).:

...ეთვე უმეტესად სულიერთა ვნებათა მიანიჭებდა კურნებასა საქმითა და სიტყჳთა თჳსითა არა მაშინდელთა ხოლო მათ კაცთა, არამედ ჩუენცა, რომელთა გუესმიან სწავლანი მისნი. ამისთჳსცა უბრძანა წიაღსლვაჲ, რაჲთა მიჰრიდოს ერსა მას, რომელნი-იგი გარემოადგეს მას. რამეთუ იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა“. რამეთუ ყოველნი წადიერ იყვნეს ხილვად მისა და სუროდა ხედვაჲ დიდებულებათა მისთაჲ. და ვინმცა არა სურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისა...

სრულად ნახვა