მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 11:26

25. And when ye stand praying, forgive, if ye have ought against any: that your Father also which is in heaven may forgive you your trespasses.26. But if ye do not forgive, neither will your Father which is in heaven forgive your trespasses.27. And they come again to Jerusalem: and as he was walking in the temple, there come to him the chief priests, and the scribes, and the elders,
Mark თავი 11
26. But if ye do not forgive, neither will your Father which is in heaven forgive your trespasses.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას,...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ლოცვას დიდი შუალედი აქვთ; ბრალდებასა და ლოცვასაც დიდი შუალედი აქვთ.

ღმერთს სთხოვ, მოწყალე იყოს, და სხვას იწყევლი? ნათქვამია: „ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“ (); შენ კი არა მხოლოდ თავად არ მიუტევებ, არამედ ღმერთსაც სთხოვ, რომ არ მიუტევოს? ხედავ ბოროტების უკიდურესობას? თუ იმას, ვინც არ მიუტევებს, არ მიეტევება, მას, ვინც მეუფესაც სთხოვს, არ მიუტევოს, როგორღა მიეტევება? მას კი არ აზიანებ, არამედ საკუთარ თავს. რატომ? რადგან შენი საკუთარი სათხოვრისთვის შესმენილიც რომ ყოფილიყავი, ამის გამო არასოდეს იქნები შესმენილი, ვინაიდან ლოცვებს შებილწული პირით აღავლენ; მართლაც შებილწული და უსუფთაოა ასეთი პირი, ყოველგვარი სიმყრალითა და ყოველგვარი უსუფთაობით აღვსილი. უნდა გეძრწოდეს შენს ცოდვებზე და მთელი ღვაწლი მათ გამო უნდა გასწიო, შენ კი ღმერთთან მიდიხარ, რომ იგი ძმის წინააღმდეგ...

სრულად ნახვა