მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 3:1

1. And he entered again into the synagogue; and there was a man there which had a withered hand.2. And they watched him, whether he would heal him on the sabbath day; that they might accuse him.
Mark თავი 3
1. And he entered again into the synagogue; and there was a man there which had a withered hand.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 1-5):

1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.

იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითის მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულთმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის