მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 9:47

46. Where their worm dieth not, and the fire is not quenched.47. And if thine eye offend thee, pluck it out: it is better for thee to enter into the kingdom of God with one eye, than having two eyes to be cast into hell fire:48. Where their worm dieth not, and the fire is not quenched.
Mark თავი 9
47. And if thine eye offend thee, pluck it out: it is better for thee to enter into the kingdom of God with one eye, than having two eyes to be cast into hell fire:
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თუალი შენი დაგაბრკოლებდეს, აღმოიღე იგი, ანუ თუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს, მოიკუეთე იგი“. ; ხოლო უკუეთუ ასოჲსა ბოროტად შეერთებულისაგან განკუეთაჲ კეთილ არს, არა უფროჲსად მეგობართაგან ბოროტად შეერთებულთა განყოფაჲ კეთილ არსა? ამისთჳსცა არა ყოლადვე კეთილ არს ერთობაჲ, ვითარცაიგი განყოფილებაჲ არა კეთილ არს ყოველსა ზედა.

სწავლაჲ ნზ ვითარმედ ჯერ-არს სივლტოლაჲ ბოროტთაგან

ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ვივლტოდით ბოროტთაგან და შევეყოფვოდით კეთილთა, რამეთუ უკუეთუ დამპალსა და უკურნებელსა მოვიკუეთთ, ნუუკუე სხუამანცა გუამმან იგივე ვნებაჲ შეიწყნაროს, არა უფროჲსად უკეთურებისა სენითა შეპყრობილთა ზედა ჯერ-არსა ამისი ქმნაჲ, რომელნი ვიხილნეთ, ვითარ უკურნებელ არიან? რამეთუ უკუეთუ ძალ-გუედვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთ...

სრულად ნახვა