თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გონებაჲ მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდეს-იგი იჭჳ ცოდვისაჲ მოიგონა, განტევებაჲ იზრახა, რაჲთა არა იყოს სახლსა მისსა წინააღმდგომი რჩულისაჲ; და კუალად, რაჟამს ესმა სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და იჭჳ იგი ბოროტი განქარდა, მეყსეულად ყოველივე ორგულებისა გულისსიტყუაჲ აღმოიგდო გულისაგან თჳსისა და წარიყვანაო, ესე იგი არს, თუ მიითუალა გონებითა ყოფად ქალწულისა სახლსა შინა მისსა. რამეთუ არა თუ სხუაგან სადმე იყო ანუ განსრულ იყო სახლით, რომელ იტყჳს, თუ „წარიყვანა“, არამედ გონებისა მისისა იტყჳს ზრახვასა. რამეთუ პირველ ჩუენებისა განეზრახა განტევებაჲ მისი და განვლინებაჲ სახლისაგან მისისა, ხოლო ესმა რაჲ სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და გულსავსე იქმნა, დაამტკიცა გონებასა თჳსსა მსახურებად ესრეთ საკჳრველისა მის ქალწულისა. რამეთუ ცნა, ვითარმედ ესე არს ქალწული იგი, რომლისათჳს მარადის აღმოიკითხვიდა წინაწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულსა, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“; და კუალად იტყჳს: „აღმოვიდეს კუერთხი ძირისაგან იჱსესისა, და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოსცენდეს“....
Matthew 1:24
23. Behold, a virgin shall be with child, and shall bring forth a son, and they shall call his name Emmanuel, which being interpreted is, God with us.24. Then Joseph being raised from sleep did as the angel of the Lord had bidden him, and took unto him his wife:25. And knew her not till she had brought forth her firstborn son: and he called his name JESUS.
Matthew თავი 1