მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 1:8

7. And Solomon begat Roboam; and Roboam begat Abia; and Abia begat Asa;8. And Asa begat Josaphat; and Josaphat begat Joram; and Joram begat Ozias;9. And Ozias begat Joatham; and Joatham begat Achaz; and Achaz begat Ezekias;
Matthew თავი 1
8. And Asa begat Josaphat; and Josaphat begat Joram; and Joram begat Ozias;
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:7-11 — მეფეთა თაობები და ბაბილონის ტყვეობა:

7-11. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. - ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს, ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:

...ფობისა იორამისა, ძისა იოსაფატისა, მეფობდა ოქოზია და იოას და ამესია, და მერმე მეფობდა ოზია და იოთამ და აქაზ და სხუანი იგი შემდგომითი შემდგომად. ხოლო მახარებელი სამთა მათ თანაწარჰჴდა და თქუა: „იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, და შემდგომითი შემდგომად, ვიდრე ტყუეობადმდე ბაბილოვნელთა, ნათესავი ათოთხმეტ“.

ესრეთ უკუე ვიტყჳთ, ვითარმედ სამნი იგი მეფენი არა აჴსენნა, რამე-თუ ურჩულოებისა მათისათჳს არა ღირს-ყვნა იგინი ჴსენებად, რამეთუ არა თუ მეფეთა აღჰრაცხავს, არამედ ნათესავთა. აწ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: „დავითისითგან ტყუეობადმდე ბაბილოვნელთაჲსა მეფენი ათოთხმეტნი“, სამართლადმცა ვინ თქუა, თუ წინააღმდგომად წიგნისა მის მეფეთაჲსა იტყჳს; ხოლო ვინაჲთგან არა მეფენი თქუნა, არამედ ნათესავი ათოთხმეტ, უცთომელ არს სიტყუაჲ მისი, რამეთუ ცხორებასა კაცისა ერთისასა ნათესავად წოდებაჲ არა შეჰგავს, ვინაჲთგან არა სწორ არიან დღენი ყოველთა კაცთანი, არამედ რომელნიმე ჟამსავე სიყრმისასა აღესრულნეს, სხუანი - დღეთა სიჭაბუკისათა, და სხუანი სიბერედმდე ეგნეს სოფელსა ამას შინა. ვითარ უკუე ეწოდოს ცხორებასა კაცისასა ნათესავ? ვინაჲთგან რომელმანმე ათი წელი დაყო, და რომელმანმე - ოცი, რომელმანმე - ერგასისი, გინა სამეოცდაათი და ოთხმეოცი, ანუ თუ ასი. ამისთჳსცა მახარებელმან, ვი...

სრულად ნახვა