მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 11:1

1. And it came to pass, when Jesus had made an end of commanding his twelve disciples, he departed thence to teach and to preach in their cities.2. Now when John had heard in the prison the works of Christ, he sent two of his disciples,
Matthew თავი 11
1. And it came to pass, when Jesus had made an end of commanding his twelve disciples, he departed thence to teach and to preach in their cities.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

ვინაჲთგან ზემოთქუმულნი იგი ბრძანებანი ყოველნი უბრძანა მათ და წარავლინნა ქადაგებად და კურნებად, განეშორა მიერ, რაჲთა მისცეს მათ ადგილი და ჟამი ქმნად, რაჲ-იგი უბრძანა, რამეთუ არცა თუ შესაძლებელ იყო, უკუეთუმცა თავადი მუნ იქცეოდა და აღასრულებდა კურნებათა, მათდა მიმართ მისლვაჲ ვიეთთაჲმე. ამისთჳს წარვიდა მიერ, რაჲთა მათ იწყონ საქმესა თჳსსა.

მაშინ იოვანეს ესმნეს საქმენი ქრისტესნი და მიავლინნა მოწაფენი მისნი. ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს, და მაშინ მიავლინნა იგინი. გარნა ამას შინა არარაჲ არს დაფარული, რამეთუ ესეცა შურსა მას მათსა მოასწავებს, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ. ხოლო შემდგომი ამისი ფრიადისა გულისჴმის-ყოფისა ღირს არს, რომელ-იგი მიუმცნო, ვითარმედ: „შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ რომელმან პირველ სასწაულთაცა იცოდა იგი, რომელმან სულისა წმიდისაგან ისწავა, რომელსა მამისა მიერ ესმა, რომელმან ყოველთა ზედა ქადაგა, აწღა მიავლენს ცნობად, თუ იგი არს მომავალი ანუ არა?

რაჲ არს ესე, ნათლისმცემელო, მოსრულო უდაბნოჲთ წინაშე მისსა ქადაგებად, უზეშთაესო შორის ნაშობსა დედათასა, უმეტესო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:1-6 — იოვანეს კითხვა და ქრისტეს პასუხი:

1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. - წარგზავნა რა მოწაფენი, იგი დამშვიდდა და სასწაულებს აღარ აღასრულებდა, არამედ მხოლოდ სინაგოგებში ასწავლიდა. აქ რომ დარჩენილიყო და სნეულნი განეკურნა, მაშინ მოწაფეებს აღარ მიმართავდნენ. ამიტომ, განკურნების საშუალება მათაც რომ ჰქონოდათ, თვითონ წავიდა.

2-3. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? - იმიტომ კი არ ეკითხება იოვანე, რომ ქრისტეს ვერ ცნობს, რადგან როგორ შეიძლება ვერ ეცნო ის, ვის შესახებაც დაამოწმა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ (ინ. 1,29). მაგრამ, რადგანაც მის მოწაფეებს ქრისტესი შურდათ, მასთან წარგზავნა, რათა სასწაულები ეხილათ და ერწმუნზთ, რომ ქრისტე იოვანეზე დიდი იყო. ამიტომაც დაიჭირა თავი ისე, თითქოს ვერ ცნობდა და შეეკითხა: შენ ხარა მომავალი? ანუ ის, ვისაც წმინდა წერილის მიხედვით ელოდებიან, რომ ხორციელად მოვა? ზოგიერთი ამბობს, რომ გამოთქმით, რომელიც უნდა ვოვიდეს (ὁ ἐρχόμενον) იოვანე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის