📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).
ვინაჲთგან ზემოთქუმულნი იგი ბრძანებანი ყოველნი უბრძანა მათ და წარავლინნა ქადაგებად და კურნებად, განეშორა მიერ, რაჲთა მისცეს მათ ადგილი და ჟამი ქმნად, რაჲ-იგი უბრძანა, რამეთუ არცა თუ შესაძლებელ იყო, უკუეთუმცა თავადი მუნ იქცეოდა და აღასრულებდა კურნებათა, მათდა მიმართ მისლვაჲ ვიეთთაჲმე. ამისთჳს წარვიდა მიერ, რაჲთა მათ იწყონ საქმესა თჳსსა.
მაშინ იოვანეს ესმნეს საქმენი ქრისტესნი და მიავლინნა მოწაფენი მისნი. ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს, და მაშინ მიავლინნა იგინი. გარნა ამას შინა არარაჲ არს დაფარული, რამეთუ ესეცა შურსა მას მათსა მოასწავებს, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ. ხოლო შემდგომი ამისი ფრიადისა გულისჴმის-ყოფისა ღირს არს, რომელ-იგი მიუმცნო, ვითარმედ: „შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ რომელმან პირველ სასწაულთაცა იცოდა იგი, რომელმან სულისა წმიდისაგან ისწავა, რომელსა მამისა მიერ ესმა, რომელმან ყოველთა ზედა ქადაგა, აწღა მიავლენს ცნობად, თუ იგი არს მომავალი ანუ არა?
რაჲ არს ესე, ნათლისმცემელო, მოსრულო უდაბნოჲთ წინაშე მისსა ქადაგებად, უზეშთაესო შორის ნაშობსა დედათასა, უმეტესო წინაჲსწარმეტყუელთაო, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებული თუალითა იხილე, ჴმაო სიტყჳსაო, სანთელო ნათლისაო, მეგობარო სიძისაო, მთიებო მზისა წინამორბედო, უკუეთუ არა იცოდე, ვითარმედ იგი არს, ვითარ სწამებდი? არა შენ იტყოდეა: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“?1 არა შენ იტყოდეა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს ძე ღმრთისაჲ“;2 არა იხილეა სული სახედ ტრედისა? არა გესმა ჴმაჲ მამისაჲ? არა აყენებდი მას და იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“?5 და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელ-
1 მარკ. 1,7. 2 იოან. 1,33-34. 3 მათ. 3,14. 4 იოან. 3,30. 5 მათ. 3,11.
მან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“?1 ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდეს ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, და ყოველსა ადგილსა განისმა ჰამბავი მისი, და მკუდარნი აღდგეს, და ეშმაკნი განისხნეს, და ესოდენნი საკჳრველებანი იქმნნეს, აწღა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა? და აქამომდე უმეცარ იყავა? ნუ იყოფინ! არა თუ იოვანე, რომელი საშოჲთვე დედისაჲთ ჰკრთებოდა და პირველ შობისა ქადაგა უფალი, მოქალაქე იგი უდაბნოჲსაჲ, რომელმან ანგელოზებრივი ცხორებაჲ აჩუენა, არამედ არცა თუ სხუამან ფრიად უდარესმან ქმნამცა ესე, რაჲთა შემდგომად ესოდენისა წამებისამცა კუალადღა იკითხვიდა.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იჭუეულ რაჲმე იყო და ამისთჳს მიავლინა, არცა უმეცარ იყო და ამისთჳს ჰკითხვიდა. არამედ რაჲ იყო მიზეზი ამის საქმისაჲ, ისმინეთ მეცნიერებით: წინააღმდგომ და მოშურნე იყვნეს მარადის ქრისტეს მიმართ მოწაფენი იოვანესნი, ვითარცა ესე ყოველსა ადგილსა საცნაურ არს. ამისთჳსცა იტყჳს იოვანე მახარებელი სახარებასა შინა თჳსსა, ვითარმედ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურია-თა თანა განწმედისათჳს. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“.2 და კუალად იგინივე მოუჴდეს უფალსა და ეტყოდეს: „რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“3 რამეთუ არა აქუნდა მათ ქრისტესთჳს ჯეროანი გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ ჰგონებდეს მას კაცსა ლიტონსა, და იოვანეს იტყოდეს დიდად და ფრიად უზეშთაესად კაცთასა და, ხედვიდეს რაჲ, ვითარმედ საქმენი ქრისტესნი აღემატებოდეს და ბრწყინვიდეს, ხოლო იგი დააკლდებოდა, მწუხარე იყვნეს ამას ზედა და მოშურნეობასა მის მათისათჳს არა მივიდოდეს უფლისა. და ვიდრემდის იოვანე იყო მათ თანა, ზედაჲსზედა ასწავლიდა და მიავლენდა ქრისტესა, გარნა ვერ დაარწმუნებდა. ვინაჲთგან უკუე ცნა, ვითარმედ მოიწია აღსასრული მისი, უმეტესი მოსწრაფებაჲ აჩუენა. რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე დაშთენ სრულიად განვრდომილნი და განწვალებულნი ქრისტესგან; რამეთუ იგი პირველითგან მოსწრაფე იყო, რაჲთამცა ყოველნივე მისნი შეაწყნარნა ქრისტესა, ხოლო ვინაჲთგან ვერ დაარწმუნებდა, ჟამსა მას აღსრულებისა მისისასა მოხარკე იქმნა საქმესა მას ზედა.
ვინაჲთგან უკუე იგინი თავით თჳსით მოუჴდეს და მიუთხრნეს მას საქმენი ქრისტესნი, ეგრეთცა არავე მან მიუთხრა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ქადაგებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ, არამედ აღირჩია მისა მიმართ მივლენაჲ, რაჲთა ვითარცა წყარომან სიბრძნისამან გულსავსე-ყვნეს იგინი. და ეგრეთცა არა ყოველნი მიავლინნა, არამედ ორნი ვინმე, რომელ-
1 იოან. 1,29. 2 იოან. 3,26. 3 მათ. 9,14.
ნი იცნოდა, ვითარმედ სხუათასა უმჯობეს არიან. და მიიჩემა სახე ესე კითხვისაჲ, რაჲთა ჰკითხონ მის მაგიერ, და ესმეს მათ ძალი სიტყჳსა მისისაჲ და ცნან, რავდენ შორს არს მისგან იოვანე. ამისთჳს მიავლინა და ჰრქუა: „შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?“
ხოლო ქრისტემან იცოდა გულისსიტყუაჲ იოვანესი, ამისთჳს არა სიტყჳთ ჰრქუა, თუ: მე ვარ, არამედ პირველად საქმით უჩუენა ჭეშმარიტებაჲ სასწაულთაჲ, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მას ჟამსა განკურნნა იესუ მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ“.1
ხოლო ესე ყოველი ქმნა არა თუ რაჲთა იოვანეს დაარწმუნოს, რამე-თუ მან პირველითგანვე იცოდა, არამედ მოწაფეთა მათ მისთა ურწმუნოთა ენება გულსავსე-ყოფაჲ; ამისთჳსცა ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენა, ვითარმედ დაფარულნი ყოველნივე გულისა მათისანი იცნის. ამისთჳსცა ჰრქუა მათ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა განცხადებულად, თუ: მე ვარ ქრისტე, ვინაჲთგან უგულისჴმონი იყვნეს, ეთქუამცა, ვითარცა ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ“.2 ამისთჳს, იცოდა რაჲ უფალმან გონებანი მათნი, სიტყჳთ არა თქუა ესე, არამედ სასწაულნი იგი საკჳრველნი ქმნნა, რაჲთა საქმემან უმეტესად დაარწმუნნეს, და რაჲ-იგი გონებათა შინა მათთა იყო, მიუთხრა, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ იგინი იყვნეს, რომელნი დაბრკოლდებოდეს. ესრეთ ქმნა და, ესრეთ რაჲ მიუთხრა, წარავლინნა იგინი, რაჲთა გონებათაგან თჳსთა ემხილოს და მოიქცენ გულის-ჴმის-ყოფად. ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ მე საქმესა ამას.
ხოლო ვინაჲთგან არიან სხუანი, რომელნი არა შეიწყნარებენ ამას თარგმანებასა, არამედ სხუად სახედ იტყჳან, კეთილ არს მათ მიერ თქუმულისაცა შორის შემოღებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ გამოჩნდეს. ესრეთ უკუე იტყჳან, ვითარმედ: არა ამის ჯერისათჳს წარავლინნა იოვანე მოწაფენი იგი თჳსნი, არამედ მას თავადსა ენება ცნობაჲ, რამეთუ ამას არა უმეცარ იყოო, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ხოლო ესე არა იცოდა, თუ ეგულების კაცთათჳს ვნებაჲ და ჯოჯოხეთს შთასლვაჲ. ამისთჳს მიუმცნო, ვითარმედ: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ ესე იგი არსო, ვითარმედ: შენ ხარა მომავალი ჯოჯოხეთად?
1 ლუკ. 7,21. 2 იოან. 8,13.
არამედ ამას სიტყუასა ძალი ყოვლადვე არა აქუს, რამეთუ იოვანე უმეცარ არარას ზედა იყო და უმეტესად ამას პირველ ყოვლისა ქადაგებდა და იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.1 ხოლო ტარიგად რაჲ სახელ-სდვა, ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ მოასწავა; და კუალად, ახუმაჲ რაჲ ცოდვათაჲ თქუა, ჯუარ-ცუმაჲვე მოასწავა. რამეთუ ჯუარ-ცუმითა განხეთქნა ჴელისწერილნი იგი ცოდვისანი, ვითარცა პავლე წამებს.2
და კუალად ესე ვინმცა ვერ გულისჴმა-ყო, თუ ვითარ შესაძლებელ არს, რომელი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა ყოველთა იცოდეს, რაჲთამცა უმეტესი იგი ყოველთაჲ უმეცარ იყო? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს და ქადაგებდეს ვნებისა მისისათჳს. ისმინე ესაიაჲსი: „ვითარცა ცხოარი კლვად მიიგუარაო, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სამართალი მისი მიეღო“.3 და არა ჯუარ-ცუმასა ხოლო იტყოდა მისსა, არამედ მის თანა დამოკიდებულ-თათჳსცა მოასწავა და თქუა, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“.4 და კუალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათჳს ქრისტესისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“;5 და კუალად ჯუარ-ცუმისათჳს და სიცბილისათჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“.6 და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.7
ვინაჲთგან უკუე წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცთომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვითარ ვინ უძლოს თქუმად, თუ უმეცარ იყო? ესე სიტყუაჲ ყოვლადვე შეუწყნარებელ არს. სარწმუნო არს უკუე და ჭეშმარიტ ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, რამეთუ ურწმუნოებისა მისთჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა მიავლინნა იოვანე უფლისა, რაჲთა უკუეთუ იყოს მათ თანა ნაწილი ცხორებისაჲ, ჰრწმენეს მისი, იხილნეს რაჲ სასწაულნი იგი ცნობისა უაღრესნი და ესმეს სწავლაჲ იგი ღმრთივშუენიერი; მათისა უკუე მისლვისათჳს იჩემა ნათლისმცემელმან სახე იგი კითხვისაჲ. ხოლო მან ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდა.
1 იოან. 1,29. 2 შდრ. კოლ. 2,14. 3 ესაია 53,7-8. 4 ესაია 53,12. 5 ფსალმ. 2,1-2. 6 ფსალმ. 21,18-19. 7 ფსალმ. 68,22.
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა
ხოლო შენ, საყუარელო, გიკჳრდინ და ადიდებდი მიუთხრობელსა მას გარდამატებულსა მეუფისა ჩუენისა სულგრძელებასა და სიმშჳდესა. ვი-თარ რომელნიმე გამოსცდიდეს, რომელნიმე ურწმუნო იქმნებოდეს, სხუანი შეურაცხ-ჰყოფდეს, სხუანი გმობდეს, და იგი არავის განურისხდებოდა, არამედ კაცად-კაცადსა ისწრაფდა სიმშჳდით მოქცევად ბოროტისაგან: რომელთამე სასწაულთა მიერ, სხუათა სიტყჳთა მიუთხრობელისა მის სიბრძნისაჲთა, სხუათა სიმშჳდით მხილებითა, გინა თუ რომლითაცა სახითა, ვითარცა მან იცინ კაცად-კაცადისა წამალი, მკურნალმან მან განწირულთამან.
რამეთუ აჰა ესერა ზემოწერილნი იგი მოწაფენი იოვანესნი რაჲ მოუჴდეს და ჰკითხეს მოძღურისა მათისა მაგიერ, ხოლო ყოველივე ურწმუნოებაჲ მათთა გონებათაჲ იყო, და სახიერმან მან ესე იცოდა, და ვი-თარ სიტყუათა მათ მოძღურისა თჳსისათა არა მიერჩდეს; გარნა არავე რაჲ ჰრქუა მათ შერისხვით ანუ მხილებით, არამედ ყოველივე სახიერებით და სიმშჳდით მიუგო. სასწაულნი უჩუენნა და გონებათა მათთა დაფარულნი სახითა იოვანეს მიმართ მიმცნებისაჲთა მიუთხრა და ესრეთ სიტკბოებით წარავლინნა. და რად ამათ ვიტყჳ? ყურიმლის-ცემაჲღა თავს-იდვა, კიცხევაჲ და ნერწყუაჲ, ბასრობანი და შეურაცხებანი და მერმე სიკუდილი სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. და მოქმედნი იგი ამათ საქმეთანი არა დაწუნა ცეცხლითა, არცა ცოცხლივ შთაჴადნა ჯოჯოხეთად, არცა ძეგლად მარილისა გარდააქცინა, ანუ სხუაჲ რაჲმე უცხოჲ და შეცვალებული ტანჯვაჲ მოაწია მათ ზედა, არამედ ვითარცა ღა-ღადებს ესაია: „ვითარცა ცხოარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებსო პირსა მისსა. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო, და თესლ-ტომი მისი ვინ-მე შეუძლოს მითხრობად?“1 და კუალად იგივე იტყჳს, ვითარცა პირისაგან უფლისა: „ბეჭნი ჩემნი მივსცენ გუემად და ღაწუნი ჩემნი ყურიმლის-ცემად, და პირი ჩემი არა გარემივაქციე სირცხჳლისაგან ნერწყჳსა“.2 ჵ გამოუთქუმელი იგი და მიუწთომელი სიმშჳდე და სულგრძელებაჲ მეუფისა ჩუენისაჲ! დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ აურაცხელსა მას სახიერებასა მისსა! რაოდენ დაითმინა ჩუენ უმადლოთა ამათთჳს და განდგომილთა მონათა!
აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა მოვიგოთ სიმშჳდე და სიმდაბლე, რამე-თუ ესრეთ იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.3
1 ესაია 53,7-8. 2 ესაია 50,6. 3 მათ. 11,29.
ნანდჳლვე! უკუეთუ გუნებავს სულთა ჩუენთა განსუენებაჲ, სიმშჳდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაჲ თანაგუაც, რაჲთა აღმოვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.
ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“;1 და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.2
მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.
არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თჳსთა? და მჴედრობასა განაწესებენ და ერისთავთა დაადგენენ და ხარკთა შეჰკრებენ და დღე და ღამე ამათ საქმეთა შექცეულ არიან, რაჲთა ორი ესე წარჰმარ-თონ: ძლევაჲ მტერთაჲ და მშჳდობით დაცვაჲ თჳსისა ერისაჲ. ხოლო ჩუენ საქმეთა შინა ჭეშმარიტად ჩუენთა ესრეთ უდებ ვართ და არა ვზრუნავთ, ვითარ მძლე ვექმნნეთ ვნებათა ანუ თუ ვითარ დავიცვნეთ ცოდვისაგან სულნი ჩუენნი, არამედ ყოველი ზრახვაჲ ჩუენი ჴორციელთათჳს არს და ცუდთა და წარმავალთა. და ოდეს ესევითარი რაჲმე იყოს ზრახვაჲ, არა განვძღებით, ხოლო უკუეთუ სულიერი რაჲმე სიტყუაჲ ჯერ-იყოს, მეყსეულად მოწყინებაჲ და ძილი წარგუტყუენვენ. ჩუენსა ამას შინა უდებ ვართ და არა ჩუენსა მას გულსმოდგინედ შევექცევით: ანუ ჭამადთათჳს არს ზრახვაჲ ჩუენი, რომელ-ესე საქმე არს მზარაულთაჲ, ანუ - საფასეთათჳს, რომელესე საქმე არს მეზუერთა და ვაჭართაჲ, ანუ - შენებათათჳს, რომელ-ესე საქმე არს გალატოზთა და ხუროთაჲ, ანუ - ქუეყანისათჳს, რომელ-ესე მუ-შაკთა შეჰგავს. ხოლო ჩუენდა არა ესევითარნი განწესებულ არიან საქმენი, ძმანო, არამედ ესე არს საქმე ჩუენი, რაჲთამცა სიმდიდრე სულიერი მოვიგეთ ძლევითა ვნებათაჲთა, ხოლო პირველთქუმული იგი ყოველიმცა გარეწარად შეგუერაცხა, და შინაგანიმცა ზრუნვაჲ ჩუენი და სიტყუაჲ ყოველი ბრძოლისა მისთჳს ვნებათაჲსა იყო. რამეთუ კეთილ არს ესევითართა საქმეთათჳს ზედაჲსზედა ზრახვაჲ, ვითარცა-იგი იქმან ყოველნი, რომელნიცა ჴელოვნებასა რასმე ისწრაფდენ წარმართებად, ყოვლადვე მისთჳს არს სიტყუაჲ მათი. მკურნალნი მარადის სამკურნალოჲსათჳს იტყჳან, ეგ-
1 შდრ. იაკობ 1,20. 2 იაკობ 4,6; 1 პეტ. 5,5; იგავ. 3,34.
რეთვე სხუანი ყოველნი. ხოლო ჩუენ უკუეთუმცა წარგუემართა ძლევაჲ ვნებათაჲ, რომელ არღარაჲმცა გუაქუნდა მათთჳს ზრუნვაჲ, თქუამცა ვინმე, თუ: რადღა საჴმარ არს ამისთჳს სიტყუაჲ? და მაშინმცა არავე ცუდ იყო სიტყუაჲ ესე, რაჲთამცა გულსმოდგინე-ვჰყოფდით ურთიერთას არღარა მოსლვად უდბებად, არამედ კეთილსა მას უვნებელობასა შინა განმტკიცებად და არა ცემად ადგილისა მერმეღა სენსა მას ვნებათასა უფლებად ჩუენდა. არა ჰხედავთა, რამეთუ მკურნალთა წიგნები აღუწერია არა ხოლო თუ სენთა კურნებისაჲ, არამედ მრთელთაცა მიმართ, თუ ვითარ წესად დაიცვან სიმრთელე თჳსი და არა მოვიდენ სნეულებად. აწ უკუე ჩუენცა დაღათუ მრთელმცა ვიყვენით, არცა ეგე ჯერ-იყო დაცხრომაჲ ზრუნვისა და მოღუაწებისაგან, რაჲთამცა უვნებელად დავიმარხეთ სიმრთელე იგი. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მიერ და მწარეთა სენთა ცოდვისათა შეპყრობილ ვართ, ორკერძოვე გჳჴმს მოღუაწებაჲ და განზრახვაჲ, თუ ვითარ განვერნეთ სენთა ამათგან ბოროტთა და თუ ვითარ კუალად არა შთავცჳვეთ მათ შინა.
გარნა აწ ჯერეთ წესისა მისთჳს კურნებათაჲსა გჳჴმს სიტყუად. ხოლო მო-თუ-გუცეს ღმერთმან სიმრთელე სენთა ამათგან სულიერთა, რომლი-თა შეპყრობილ ვართ, მერმე მისთჳს განვიზრახოთ მადლითა უფლისაჲთა.
გულისჴმა-ვყოთ უკუე, თუ ვითარ განვერნეთ სიმძიმისაგან ვნება-თაჲსა, ვითარ განვკურნნეთ მოწყლულნი ესე მათგან სულნი ჩუენნი. ვიხილოთ, თუ ვინაჲ იშვა სიმრავლე მათი, და მიზეზი იგი აღმოვფხურათ, ვინაჲ უკუე იქმნა შობაჲ და აღმოცენებაჲ მათი.
ანპარტავანებაჲ იქმნა დაწყება და ძირ ყოველთა ვნებათა, და მისგან აღმოეცენნეს მცენარენი იგი ბოროტთა ვნებათანი, რამეთუ ხემან ბოროტმან ბოროტნიცა ნაყოფნი გამოიხუნა. აწ უკუე აღმოვფხურათ ანპარტავანებაჲ და შევიმოსოთ სიმდაბლე, და აღმოიფხურნენ ძირნი ყოველთა ვნებათანი. ხოლო გულისჴმა-ვყოთ, თუ ვინაჲ არს ჩუენ შორის ანპარტავანებაჲ, რაჲთა ქუეით, იატაკითვე, ხე იგი ხენეში აღმოიფხურას. ამისთჳს არს ანპარტავანებაჲ ჩუენ შორის, რამეთუ არა გულისჴმა-ვჰყოფთ ბუნებასა ჩუენსა, არამედ ბუნებასა ქუეყანისასა გამოვეძიებთ და ბუნებასა მცენარეთა და იძრვისთასა, ბუნებასა ოქროჲსა და ვეცხლისა და სამოსელთასა და სხუათა ყოველთავე არად საჴმართა საქმეთასა, ხოლო ბუნებასა ჩუენსა უმეცარ ვართ. უკუეთუმცა კეთილად გულისჴმა-ვჰყოფდით მას, თუ ვითარ არს ანუ ვინაჲ, რაჲ იყო დაწყებაჲ მისი, ანუ რაჲ არს აღსასრული, რაჲ განწესებულ არს მის ზედა, ანუ სადა მიმავალ არს, - უკუეთუმცა ესე ყოველი ესრეთმცა გუაქუნდა გულთა ჩუენთა, ვითარცა ჭეშმარიტად ჯერარს, ძირიმცა ანპარტავანებისაჲ ჩუენ შორის არა იპოვა.
მრქუათ სადმე, ვითარმედ: ვინ უმეცარ არს ბუნებასა თჳსსა? გარნა მე ვიტყჳ, ვითარმედ: დიდად მცირედნი არიან, რომელნი, ვითარცა ჯერარს, მეცნიერმცა იყვნეს. რამეთუ მე მას ვიტყჳ მეცნიერებასა ჭეშმარიტსა და ჯეროვანსა, რომლისა ნაყოფი ჩნდეს, არა ამას - პირუტყუებრივსა და არარასა. მითხარღა, უკუეთუ ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მეცნიერ ვარ ჴელოვნებასა მკურნალობისასა, და მერმე ჴელ-ყოს ცულითა გინა წერაქჳთა განჴსნაჲ ძარღჳსაჲ, გრწმენაღამცა მისი მკურნალობისა მეცნიერებაჲ? ეგრეთვე შენცა, რომელი-ეგე იტყჳ, ვითარმედ: მეცნიერ ვარ ბუნებასა ჩემსა, და მერმე იქმოდიღა საქმეთა ფრიად უმეტესად შეუმსგავსებელთა ზემოწერილისა მის სახისათა, ვითარ მრწმენეს, თუ მეცნიერ ხარ ბუნებასა შენსა? აწ უკუე საქმით ვეძიებ მე მეცნიერებასა და არა სიტყჳთ, და მცირედნი იპოებიან ესევითარნი.
და რად ვიტყჳ საქმით მეცნიერებასა? სიტყჳთ მებრ უკუეთუ გკითხო, მცირედთა მომიგოთ ჯეროანი პასუხი, თუ რაჲ არს კაცი, რომლითა სახითა და წესითა განყოფილ არს პირუტყუთაგან, რომლითა სახითა აქუს თჳსებაჲ ანგელოზთა თანა, ვინაჲ შეიცვალების კაცებისაგან ანუ ვითარ. რამეთუ ვითარცა ნივთი რაჲმე წინამდებარე არნ ოქროჲსა, გინა ვეცხლისაჲ, ანუ თუ რვალისაჲ, გინა სხჳსა რაჲსმე ბუნებისაჲ, და შესაძლებელ არნ მისგან თითოფერთა ჭურჭელთა ქმნაჲ, გინა თუ კეთილთა, გინა თუ ხენეშთაჲ, ეგრეთვე არს კაცი: ჴელ-ეწიფების ანგელოზ-ყოფაჲ და ჴელეწიფების მჴეც-ყოფაჲ. არა აღმოგიკითხავსა წერილთა შინა: რომელთამე კაცთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ანგელოზი არს უფლისაჲ, და სამართალი ბაგეთა მისთაგან იძიოს“;1 და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“,2 - ნათლისმცემელისა იოვანესთჳს არს სიტყუაჲ ესე. კუალად სხუათა კაცთათჳს თქუმულ არს: „გუელ და ნაშობ იქედნეთა“.3
აწ უკუე ჴელმწიფებასა შინა კაცისასა არს ესე, და ძალ-უც გინა თუ მჴეც-ყოფაჲ, გინა თუ ანგელოზ-ყოფაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზ? შვილ ღმრთისა ძალ-უც ყოფად, უკუეთუ ენებოს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხარ-თო და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“.4 და კუალად წერილ არს: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“.5 - ვითარითამე სახი-თა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და აღსრულებითა მცნებათა მის-თაჲთა და ყოვლითურთ მისგან განუშორებელობითა გონებისაჲთა. ამას ესევითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოცემულ არს მოგებად, უკუეთუ გუენებოს, ესრეთ ვიქმნეთ ანგელოზ და შვილ ღმრთისა. დაღაცათუ არა ბუნებითა ვიქმნეთ ანგელოზ, არამედ საზომითა მით სულისაჲთა. და ესრეთ რაჲ ვიყვნეთ, არღარაჲ იყოს ჩუენდა სავნებელ ბუნებაჲ კაცობრივი.
და ესე ისწავე იოვანესგან, რამეთუ კაცი იყო და საზომსა ანგელოზ-თასა მიიწია; და კუალად ელია ჴორცითავე ამაღლდა; და სხუანი იგი, რომელთა ეგულების მუნ აღსლვად, ესენი ბუნებისა ამისგან ჴორცთაჲსა არა
1 შდრ. მალ. 2,7. 2 მათ. 11,10; მალ. 3,1. 3 მათ. 23,33. 4 ფსალმ. 81,6. 5 იოან. 1,12.
დაყენებულ იქმნეს ცათა დამკჳდრებად, ხოლო სხუათა მათ, დაღაცათუ უჴორცონი იყვნეს, ვერვე უძლეს მუნ ყოფად, არამედ გარდამოვარდეს უკეთურებითა თჳსითა.
აწ უკუე ნუვინ დრტჳნავს ბუნებისათჳს კაცობრივისა, თუმცა დაბრკოლებაჲ რაჲმე აქუნდა მისგან, არამედ ბოროტთა მათ ნებათა აბრალებდინ. იგი ანგელოზი იყო და ეშმაკ იქმნა თჳსითა მით ბოროტითა ნებითა, ხოლო ჩუენ, უკუეთუ გუენებოს, ვიქმნეთ ანგელოზ კაცებისაგან. რამეთუ ვი-თარცა-რაჲ პოვის ვინ ნივთი რაჲმე მრავალსასყიდლისაჲ და უმეცარ არნ სიკეთესა მისსა და ამისთჳს უგულებელ-ყვის იგი და დიდად დასჭირდის, გინა თუ მარგალიტი არნ, გინა თუ თუალი პატიოსანი, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ უმეცარ ვიყვნეთ ბუნებასა ჩუენსა და უგულებელს-ვყოთ იგი, ფრიადი დაჭირვებაჲ შეგუემთხჳოს. ხოლო უკუე-თუ ვიცნათ იგი, ვითარცა ჯერ-არს, და მოღუაწებაჲ ვიჴმაროთ, მრავალი კეთილი განგჳმარჯუდეს, რამეთუ ამის ბუნებისაგან, უკუეთუ ჴელოვანი იპოოს და გონიერი ვინ, იქმნების ტაძარი სამეუფოჲ, სამოსელი სამეუფოჲ, ძღუენი სამეუფოჲ, ყოველივე სამეუფოჲ ამისგან შეიმზადების.
აწ უკუე, საყუარელნო, ნუ უმეცრად და უგუნურად ვიჴმარებთ ბუნებასა ამას ჩუენსა; მცირედ ანგელოზთაგან დამაკლნა ჩუენ მოკუდავებითა, არამედ ესეცა მცირე კუალად მოგუანიჭა უფალმან და უკუდავებაჲ მოგუცა. არღარაჲ არს უკუე დამაყენებელ ჩუენდა ანგელოზთა საზომსა მიწევნად და შვილ ღმრთისა ყოფად, უკუეთუ გუენებოს.
ვინებოთ უკუე, ძმანო, და ვიღუაწოთ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილ-თა მკჳდრად გამოვჩნდეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.