მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 11:4

3. And said unto him, Art thou he that should come, or do we look for another?4. Jesus answered and said unto them, Go and shew John again those things which ye do hear and see:5. The blind receive their sight, and the lame walk, the lepers are cleansed, and the deaf hear, the dead are raised up, and the poor have the gospel preached to them.
Matthew თავი 11
4. Jesus answered and said unto them, Go and shew John again those things which ye do hear and see:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენა, ვითარმედ დაფარულნი ყოველნივე გულისა მათისანი იცნის. ამისთჳსცა ჰრქუა მათ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა განცხადებულად, თუ: მე ვარ ქრისტე, ვინაჲთგან უგულისჴმონი იყვნეს, ეთქუამცა, ვითარცა ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ“. ამისთჳს, იცოდა რაჲ უფალმან გონებანი მათნი, სიტყჳთ არა თქუა ესე, არამედ სასწაულნი იგი საკჳრველნი ქმნნა, რაჲთა საქმემან უმეტესად დაარწმუნნეს, და რაჲ-იგი გონებათა შინა მათთა იყო, მიუთხრა, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ იგინი იყვნეს, რომელნი დაბრკოლდებოდეს. ესრეთ ქმნა და, ესრეთ რაჲ მიუთხრა, წარავლინნა იგინი, რაჲთა გონებათაგან თჳსთა ემხილოს და მოიქცენ გულის-ჴმის-ყოფად. ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ მე საქმესა ამას.

ხოლო ვინაჲთგან არიან სხუანი, რომელნი არა შეიწყნარებენ ამას თარგმანებასა, არამედ სხუად სახედ იტყჳან, კეთილ არს მათ მიერ თქუმულისაცა შორის შემოღებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ გამოჩნდეს. ესრეთ უკუე იტყჳან, ვითარმედ: არა ამის ჯერისათჳს წარავლინნა იოვანე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:1-6 — იოვანეს კითხვა და ქრისტეს პასუხი:

1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. - წარგზავნა რა მოწაფენი, იგი დამშვიდდა და სასწაულებს აღარ აღასრულებდა, არამედ მხოლოდ სინაგოგებში ასწავლიდა. აქ რომ დარჩენილიყო და სნეულნი განეკურნა, მაშინ მოწაფეებს აღარ მიმართავდნენ. ამიტომ, განკურნების საშუალება მათაც რომ ჰქონოდათ, თვითონ წავიდა.

2-3. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? - იმიტომ კი არ ეკითხება იოვანე, რომ ქრისტეს ვერ ცნობს, რადგან როგორ შეიძლება ვერ ეცნო ის, ვის შესახებაც დაამოწმა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ (ინ. 1,29). მაგრამ, რადგანაც მის მოწაფეებს ქრისტესი შურდათ, მასთან წარგზავნა, რათა სასწაულები ეხილათ და ერწმუნზთ, რომ ქრისტე იოვანეზე დიდი იყო. ამიტომაც დაიჭირა თავი ისე, თითქოს ვერ ცნობდა და შეეკითხა: შენ ხარა მომავალი? ანუ ის, ვისაც წმინდა წერილის მიხედვით ელოდებიან, რომ ხორციელად მოვა? ზოგიერთი ამბობს, რომ გამოთქმით, რომელიც უნდა ვოვიდეს (ὁ ἐρχόμενον) იოვანე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის