მოწაფეთა მიმართ იოვანესთა ყოველივე კეთილად განაგო განმგებელმან მან ყოველთამან, რამეთუ იხილეს მათ თუალითა თჳსითა საკჳრველებანი მისნი და წარვიდეს. ხოლო ჯერ-იყო ერისა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ ესმა რაჲ იოვანეს მიერ მოვლინებული იგი სიტყუაჲ, არა იცოდეს მათ გულისსიტყუაჲ მისი, თუ რომლისა პირისათჳს ესრეთ მოუმცნო, და თქუესმცა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი ესოდენი წამა ამისთჳს, აწ კუალადღა იჭუეულ არს და ჰკითხავს: „შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ ნუუკუე პირველნი იგი სიტყუანი ცუდ იყვნესა? ნუუკუე საპყრობილისაგან მოშიშ იქმნაა? ვინაჲთგან უკუე მეცნიერმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ ესევითარსა იგონებენ, ამისთჳს ვითარცა-იგი მოწაფეთა მიმართ იოვანესთა კეთილად ყო სიტყუაჲ, ეგრეთვე ერისა მიმართ ჯეროვანი ბრძანებაჲ განაჩინა.
და ვითარცა მოწაფენი იოვანესნი წარვიდეს, „იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს“.
რაჲსათჳს ვინაჲთგან იგინი წარვიდეს, მაშინ იწყო სიტყუად? ამისთჳს, რაჲთა არა შეჰრაცხონ ერთა მათ, თუ მომადლებისათჳს იოვანესისა იტყჳს, ვითარმცა მოწაფეთა მისთა მიუთხრეს მას. ხოლო...