თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე მეოთხე სახე არს პირთა მათთა დაყოფისაჲ, რამე-თუ ესრეთ ეტყჳს: იხილენით, უგუნურნო, და გულისჴმა-ყვენით საქმენი ჩემნი, რასა-ესე ვიქმ: ღმერთსა შევაწყნარებ კაცთა, სათნოებასა ვასწავებ, სასუფეველსა ვქადაგებ, სინანულსა წინაუყოფ, წარწყმედულთა ვეძიებ, შეცთომილთა მოვაქცევ, დაცემულთა აღვადგინებ; ხოლო ეშმაკი წინააღმდგომსა იქმს ამის ყოვლისასა: წარწყმედასა ზედა კაცთასა მოხარულ არს, ცოდვასა ასწავლის, ღმრთისაგან უცხო-ჰყოფს.
აწ უკუე რომელი-იგი ესრეთ წინააღმდგომ არს ჩემდა, მტერი უძლური, და მოსწრაფე არს ჩემ მიერ შეკრებულთა განბნევად, ვითარ იტყჳთ, უბადრუკნო, ცოფნო და უგუნურნო, თუ მის მიერ განვასხამ ეშმაკთა?
ხოლო სიტყჳთა ამით არა ეშმაკთათჳს ოდენ მოასწავა, არამედ ჰურიათათჳსცა, და ეშმაკთა თანა განაჩინნა ბოროტნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი, რამეთუ იგინიცა მტერ მისა იყვნეს და მოსწრაფებაჲ აქუნდა განბნევად მის მიერ შეკრებულთა; არამედ განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა და, ვინაჲთგან ეშმაკისა თანაშემწე იყვნეს, ეშმაკისაცა ნაწილი დაიმკჳდრეს. რამეთუ გამოაჩინა უფალმან შემდგომითა მით სიტყჳთა, ვითარმედ მათცა მოასწავებდა, და ჰრქუა მათ: