არა კმა-ყვნა პირველნი იგი მხილებანი, არამედ სხუასაცა სიტყუასა ეტყჳს შერცხჳნებად მათდა; ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს: არავინ თქუენგანმანო აბრალა განკურნებულთა მათ, ვითარმცა არა განკურნებულ იყვნეს, არცა ვინ თქუა, თუ: ბოროტ არს ეშმაკისაგან თავისუფლებაჲ; რამეთუ რაოდენცა ურცხჳნო იყვნეს, ვერ ძალ-ედვა ესე თქუმად. ვინაჲთგან უკუე საქმესა მას ვერ სძაგებდეს, ხოლო მოქმედსა მისსა შეასმენდეს, ამხილებს, ვითარმედ უპირული არს ესე შესმენაჲ და სრულიად ცოფთაჲ.
ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ესრეთ ნაყოფიცა კეთილად შეჰრაცხეთ, რამეთუ ხე ნაყოფისაგან იცნობების, არა ნაყოფი - ხისაგან; დაღაცათუ ხე არს მიზეზ ნაყოფისა, არამედ ნაყოფი ხისა საცნაურმყოფელი არს. უკუეთუ კულა ხე ხენეშად შეგირაცხია, ნაყოფისაცა სიხენეშეღა თქუთ, თუ ძალ-გიც, არა გაყენებ, რომელ არიან საქმენი ჩემნი. ხოლო უკუეთუ საქმენი საქებელ არიან და ვერარას განჰგმობთ, ვი-თარ ჩემდამო ჰგმობთ, მოქმედისა ესევითართა საქმეთაჲსა? იგინი არიან ნაყოფ და მე - ხე, ვითარ ნაყოფსა აქებთ და მე შეურაცხ-მყოფთ?
რამეთუ ვითარცა ზემო თქუა, აქაცა მოასწავებს, ვითარმედ: „ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფი...