ჵ გარდამატებული ესე უგუნურებაჲ და გულფიცხელობაჲ უშჯულო-თაჲ მათ, რომელნი შემდგომად ესოდენთა სასწაულთა, ვითარმცა არარაჲ ქმნილ იყო, ესრეთ ეტყჳან: „გუნებავსო შენგან სასწაულისა ხილვაჲ“. რაჲსათჳს-მე უკუე ესრეთ ეტყჳან? გარნა ამისთჳს, რაჲთამცა კუალად მიიღეს მიზეზი ბრალობისაჲ. ვინაჲთგან სიტყუათა მიერ პირი დაუყო მათ ერთგზის და ორგზის და მრავალგზის და ენათა მათ მედგართა აღჳრ-ასხნა, ამისთჳს კუალად საქმეთა ხილვად სწადის მათ, რაჲთამცა მათ შინა ნუ რაჲმე პოეს მიზეზი შესმენისაჲ, რომლისათჳს განკჳრვებულ არს მახარებელი და იტყჳს: „მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვაჲ“. „მაშინ“, ოდეს? ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ჯერ-იყო თაყუანის-ცემაჲ მისი, ოდეს ჯერ-იყო საკჳრველებაჲ და დარწმუნებაჲ, ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს ქრისტე, მოსრული მოძიებად და ცხორებად წარწყმედულ-თა, მაშინ უმეტესად აღივსებოდეს იგინი უკეთურებითა და არა დაივიწყეს ორგულებაჲ თჳსი.
და იხილენ სიტყუანი მათნი, ლიქნითა ზაკუვისაჲთა აღვსებულნი, რამეთუ ჰგონებდეს ამათ სიტყუათა მიერ მიმთხუევად სათხოელისა მის.
ეჰა ფრიადი იგი უწესოებაჲ და...