მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მი-ვინმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“ (12,38-39).

ჵ გარდამატებული ესე უგუნურებაჲ და გულფიცხელობაჲ უშჯულო-თაჲ მათ, რომელნი შემდგომად ესოდენთა სასწაულთა, ვითარმცა არარაჲ ქმნილ იყო, ესრეთ ეტყჳან: „გუნებავსო შენგან სასწაულისა ხილვაჲ“. რაჲსათჳს-მე უკუე ესრეთ ეტყჳან? გარნა ამისთჳს, რაჲთამცა კუალად მიიღეს მიზეზი ბრალობისაჲ. ვინაჲთგან სიტყუათა მიერ პირი დაუყო მათ ერთგზის და ორგზის და მრავალგზის და ენათა მათ მედგართა აღჳრ-ასხნა, ამისთჳს კუალად საქმეთა ხილვად სწადის მათ, რაჲთამცა მათ შინა ნუ რაჲმე პოეს მიზეზი შესმენისაჲ, რომლისათჳს განკჳრვებულ არს მახარებელი და იტყჳს: „მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვაჲ“. „მაშინ“, ოდეს? ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ჯერ-იყო თაყუანის-ცემაჲ მისი, ოდეს ჯერ-იყო საკჳრველებაჲ და დარწმუნებაჲ, ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს ქრისტე, მოსრული მოძიებად და ცხორებად წარწყმედულ-თა, მაშინ უმეტესად აღივსებოდეს იგინი უკეთურებითა და არა დაივიწყეს ორგულებაჲ თჳსი.

და იხილენ სიტყუანი მათნი, ლიქნითა ზაკუვისაჲთა აღვსებულნი, რამეთუ ჰგონებდეს ამათ სიტყუათა მიერ მიმთხუევად სათხოელისა მის.

ეჰა ფრიადი იგი უწესოებაჲ და შემსგავსებული ჰურიებრივისა მის უგულისჴმოებისა და სიბოროტისაჲ! ოდესმე იტყოდეს, მთავრითა ეშმაკ-თაჲთა განასხამსო ეშმაკთა, ოდესმე კუალად „მოძღუარ“ სახელ-სდებდეს. ორივე უკეთურითა გონებითა იყო სიტყუაჲ მათი. ამისთჳსცა უფალმან ძლიერად ამხილა მათ და, ოდეს იგინი შეურაცხებით და მრისხანებით ეტყოდეს, იგი სიმშჳდით მიუგებდა, ხოლო ოდეს ლიქნით და პირსა ქებით ზრახვიდეს, კდემით და ფიცხლად მისცის სიტყუაჲ, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ ორისაგანვე ვნებისა უცხო არს და არცა რისხვად აღიძრვის, არცა ლიქნისა სიტყუათა თანააღჰყვების.

იხილეთ უკუე სიტყუაჲ მისი, ვითარ გამომაცხადებელი არს უკეთურებისა მათისაჲ, რამეთუ ეტყჳს: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს: რაჲ საკჳრველ არსო, რომელ აწ ესევითარსა იტყჳთ, რამეთუ ესე პირველითგან აქუს ნათესავსა თქუენსა, და მარადის დაუტეობდით ღმერთსა და ეშმაკთა ჰმონებდით და ყოვლადვე უმადლო იყვენით და უკეთურ; და რაოდენიცა კეთილი გეყო მამისა ჩემისაგან, თქუენ უძჳრესისა მიმართ წარემატებოდეთ. ხოლო მემრუშედ სახელ-სდვა გამოსაცხადებელად პირველისაცა და აწინდელისა ურწმუნოებისა მათისათჳს და განდგომილებისა, რამეთუ დაუტევეს ღმერთი და ეშმაკთა ჰმონეს. ამისთჳსცა გამოაჩინებს ერთობასა თჳსსა მამისა თანა, ვინაჲთგან ურწმუნოებაჲ მისისა ღმრთეებისაჲ მემრუშე-ჰყოფს ურწმუნო-თა მათ.

„ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ“. აწვე საიდუმლოსა მას აღდგომისასა მოასწავებს და სარწმუნო-ჰყოფს მას სახისა მისგან.

ხოლო თქუას ვინმე, ვითარმედ: ვინაჲთგან თქუა უფალმან, თუ: „ნა-თესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა მიეცეს მას“, არარაჲ მისცაა სასწაული? ხოლო ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: ბოროტთა მათ და უკეთურთა სასწაული არღარა მიეცა, ვინაჲთგან იხილა უფალმან გულფიცხელობაჲ იგი მათი და ვითარმედ არარაჲ სარგებელ ეყოფის; ხოლო რომელ-იგი სხუანი ქმნნა ამიერითგან სასწაულნი, არღარა მათ უკეთურთათჳს ქმნა და განწირულთა, არამედ მათთჳს, რომელთა ეგულებოდა მოსლვაჲ სარწმუნოებად. ხოლო უკეთურსა მას და მემრუშესა ნათესავსა არა მიეცესო სასწაული, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.

ესე იგი არს, ვითარცა მან დაქცევაჲ იგი ნინევისაჲ ქადაგა, გამო-რაჲვიდა ვეშაპისაგან, ეგრეთვე შემდგომად ჩემისა აღდგომისა გექმნას თქუენცა სასწაული, სრულიადი იგი მოოჴრებაჲ თქუენი. ვინაჲთგან ესოდენნი ქველისმოქმედებანი გიჩუენენ და არა სარგებელ გეყო, არცა ინებეთ თაყუანის-ცემაჲ ძალსა ჩემსა, ამისთჳს წინააღმდგომთა საქმეთაგან იცნათ ძალი ჩემი, ოდეს იხილოთ ქალაქი თქუენი და ტაძარი დარღუეული და თქუენ ტანჯულნი და დამონებულნი და განბნეულნი ყოველსა სოფელსა.

ესე იყოსო თქუენდა სასწაულად სამარადისოდ, რომელ შეუცვალებელ ეგოს ტანჯვაჲ იგი და ჭირი თქუენი. ამისთჳსცა მრავალთა ჴელ-ყვეს აღმართებად ტაძარსა მას მათსა და პირველსავე წესსა მოყვანებად მათდა და ვერ უძლეს.

ვინაჲთგან ჴსენებაჲ იონაჲსი შემოიღო, მოასწავებს საიდუმლოსაცა აღდგომისასა, რომელ-იგი საცნაურ მათდა ყოფად იყო, ვინაჲთგან შეემ-თხჳა ყოველივე, რომელი აუწყა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (12,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: განცხადებულად არა თქუა, თუ აღდგეს, რაჲთა არა საბასრობელად შეჰრაცხონ უშჯულოთა მათ, გარნა ესრეთ იგავით თქუა, რომელ მათცა ცნეს, ვითარმედ აღდგომასა მოასწავებს. ამის-თჳსცა ეტყოდეს პილატეს: „უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“.1

ხოლო მოწაფეთა ვერ გულისჴმა-ეყვნეს სიტყუანი ესევითარნი აღდგომისათჳს, არამედ ოდეს მკუდრეთით აღდგა, მოეჴსენა მოწაფეთა, ვითარცა იოვანე იტყჳს სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“.2 ეგრეთვე ესე არს. ხოლო აწ არა იცოდეს, არამედ მათ უკეთურთა აგრძნეს ძალი სიტყჳსა მისისაჲ, ამისთჳს უმეტესი სასჯელი მიეჴადოს მათ, რამეთუ არა უმეცრებით, არამედ ნეფსითი იყო უკეთურებაჲ მათი.

ხოლო იხილე, ვითარ გამოწულილვით თქუა: „ეგრეთ იყოსო ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა“, რაჲთა დაფლვაჲ მოასწავოს, და ვერვინ უძლოს თქუმად, თუ: უცნებაჲ რაჲმე იყო; რამეთუ ამისთჳს სამ დღე განაგო საფლავსა შინა ყოფაჲ, რაჲთა ვერვინ ურწმუნო იქმნას სიკუდილსა მისსა; და არა ჯუარ-ცუმითა ხოლო დაამტკიცა ესე, არამედ სამ დღე დაფლვითაცა. რამეთუ აღდგომისა მოწამე-ყოფად იყო ყოველივე იგი შემდგომი ჟამი, ხოლო სიკუდილისა მისისა სამი იგი დღე იყო დამამტკიცებელ, რაჲთა აღდგომაჲცა სარწმუნო იქმნას და ჭეშმარიტ.

ხოლო ამასცა ვიეთნიმე გამოეძიებენ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ თქუა უფალმან: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრე იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“; ვითარ იპოების რიცხჳ სამისა მის დღისა და სამისა ღამისაჲ, ვინაჲთგან პარასკევსა შევიდა საფლავად უფალი ჩუენი და კჳრიაკესა გან-თიად აღდგა?

ამის უკუე ჯერისათჳს, დაღაცათუ მრავალ არს განსამარტებელად სიტყუაჲ, თქუმული სხუათა მიერ ძმათა ჩუენთა, გარნა მოკლე და უჭირველი მიგითხრა. ჩუენ გურწამს, ვითარმედ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ცხორებისათჳს ჩუენისა ჯუარს-ეცუა, დაეფლა და მესამესა დღესა აღდგა.

ხოლო სახისა მისთჳს იონაჲსა, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა“, მან კეთილად იცოდა, თუ რაჲზომი ჟამი დაყო იონა მუცელსა ვეშაპისასა, რამეთუ ხედვიდა შთანთქმასაცა მისსა და გამოსლვასაცა ქუეყანად, და უცთომელად აღასრულა იგი, ვინაჲთგან ბრძანა სახისა მის აღსრულებაჲ; და ესოდენი დაყო საფლავსა შინა, რაოდენი მან მუცელსა ვეშაპისასა, რაჲთა ჭეშმარიტად სარწმუნო და მტკიცე იყოს საიდუმლოჲ დაფლვისა და სიკუდილისა მისისაჲ, და ესრეთ აღდგომაჲცა უეჭუელ იქმნას. ამისთჳს ყო-

1 მათ. 27,63. 2 იოან. 2,19.

ველსა ადგილსა სიკუდილსა მისსა ვქადაგებთ საიდუმლოთა ზედა ჟამისწირვისათა და ნათლის-ცემასა და სხუასა ყოველსავე ქადაგებასა ჩუენსა. ამისთჳს პავლეცა იტყოდა ბრწყინვალითა ჴმითა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“.1 ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ეგრეთ ყოფად არს შემდგომი საქმე მათი, ვითარცა მაშინ ნინეველთა, რომელნი მოიქცეს სინანულად და გარეწარაქციეს რისხვაჲ ღმრთისაჲ, არამედ რაჲთა საცნაურ-ყოს უკეთურთა მათ ჰურიათა უნანელობაჲ და მათ ზედა მომავალისა რისხვისა სამართლად მოსლვაჲ, ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უდიდეს იონაჲსსა არს აქა“ (12,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი მონაჲ იყო და მე - მეუფე; იგი ვეშაპისაგან განერა, და მე მკუდრეთით აღვდგე; იგი დაქცევასა ქადაგებდა, და მე სასუფეველსა ვახარებ; მათ თჳნიერ სასწაულთასა ჰრწმენა, და მე სასწაულნი ესოდენნი ვაჩუენენ; მათ მცირედნი ესმნეს სიტყუანი, და მე ესოდენნი ესე სწავლანი შევჰმზადენ; იგი მსახურებისა აღსრულებად მივიდა, და მე უფალი ყოველ-თაჲ და შემოქმედი მოვედ არა ბრალთა მოჴდად, არცა ტანჯვად, არამედ მიცემად ცოდვათა შენდობისა; იგინი კაცნი იყვნეს ბარბაროზნი, და ნათესავი ესე - აღზრდილი წინაჲსწარმეტყუელთა თანა; იონაჲსთჳს არარაჲ ვინ წინაჲსწარ მოასწავა, და ჩემთჳს ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს, და საქმენი სიტყუათა ეწამებიან; მან არცა თუ ყუედრებისა თავს-დებად ინება განრომილთა მათთჳს დაქცევისაგან, და მე სიკუდილი თავს-ვიდევ სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა, და ამისა შემდგომად კუალად სხუათა მივავლენ, რაჲთა უქადაგონ და მოაქცინენ. არს უკუე სხუაჲცა მრავალი, რომლითა გამოჩნდების, რავდენ მაღალ იყო და საკჳრველ მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ქადაგებაჲ, და უშჯულოთა მათ არა ჰრწმენა. სამართლად უკუე დასასჯელ მათდა იყვნენ ნინეველნიცა, რამეთუ მათ ქადაგებაჲ იონაჲსი ჰრწმენა. ამისთჳსცა სხუაჲ კუალად სახე მათისა ურწმუნოებისა დამშჯელი მოიღო და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა სოლომონისსა; და აჰა ესერა უდიდესი სოლომონისა არს აქა“ (12,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე პირველისა მის უმეტესი დასასჯელი იყო, რამეთუ იონა ნინევად მივიდა, ხოლო დედოფალი იგი არა სოლომონისსა მიელოდა

1 გალ. 6,14.

მისსა მისლვასა, არამედ იგი მოვიდა, დედაკაცი უცხოჲ და ესოდენ შორიელი, თჳნიერ შიშისა და თანანადებისა რაჲსმე, სურვილისათჳს ხოლო სიტყუათა სიბრძნისათა.

„და აჰა ესერა უდიდესი სოლომონისა არს აქა“. იგი კიდეთაგან ქუეყანისათა მოვიდაო, ხოლო მე არა თქუენ გაიძულე შორს წარსლვად, არამედ მე მოვედ თქუენდა და მოვჰლი ქალაქთა და სოფელთა. სოლომონ ხეთათჳს და მცენარეთა სიბრძნისმეტყუელებდა, რომელ-იგი მოსრულსა მას არას სარგებელ ეყოფოდეს, და მე მიგითხრობ საიდუმლოთა შესაძრწუნებელთა და წინაგიყოფ ცხორებასა სულთა თქუენთასა და წარწყმედისაგან განგაკრძალებ. ამისთჳს უკუე დიდ არს დასჯილებაჲ თქუენი, რომელ ამას ყოველსა ზედა არავე გრწმენა.

ესრეთ უკუე უჩუენა რაჲ ყოვლით კერძო, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და ვითარმედ მიზეზი წარწყმედისა მათისაჲ მათგან არს და არა სხჳსა ვისგან, და გამოაცხადა დასჯილებაჲ მათი ნინეველთაგან და დედოფლისა მისგან და სხუათა მრავალთა სახეთაგან, ამიერითგან მოასწავებს მოწევნადსა მას მათ ზედა რისხვასა იგავით და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მოვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სულნი შჳდნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა“ (12,43-45).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ აჩუენებს, ვითარმედ არა მას საუკუნესა ხოლო, არამედ ამასვე სოფელსა მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, თუ: „ნინეველნი იგი აღდგენ სასჯელსა მას ნა-თესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას“, რაჲთა არა სიგრძისათჳს მომავალისა მის სასჯელისა უზრუნველ იქმნენ, აქავე მოწევნადთა ბოროტთა მიუთხრობს. ხოლო სიტყუაჲ ესე მისი ესრეთ არს, ვითარმედ: შეპყრობილ იყვენით პირველცა მძლავრებითა ეშმაკისაჲთა და იყვენით, ვითარცა კაცნი ეშმაკეულნი და ცნობამიღებულნი, დაუტეობდით ღმერთსა და კერპთა თაყუანის-სცემდით; შვილთა თქუენთა დაუკლევდით მსხუერპლად ეშმაკ-თა; ფრიადსა აჩუენებდით სიბორგილესა და სიცოფესა; ხოლო არავე დაგიტევენ თქუენ, არამედ მრავლით კერძო ვინებე ჴსნაჲ თქუენი მონებისა მისგან ეშმაკისა: წინაჲსწარმეტყუელნი მოგივლინენ, ტყუეობითა გწუარ-თენ, სასწაულნი გიჩუენენ, და აწ მე თავადი მოვედ, რაჲთამცა სრულიად წმიდა-გყვენ თქუენ არაწმიდებათა თქუენთაგან. ვინაჲთგან უკუე არა გნებავს შეწყნარებაჲ ჩემი, არამედ უმეტესსა შეხუალთ უკეთურებასა, - მაშინ წინაჲსწარმეტყუელნი მოწყჳდენით და აწ ჩემი გეგულების მოკლვაჲ, - ამისთჳს ძალიცა იგი ეშმაკისაჲ უმეტესითა ჴელმწიფებითა გეუფლების თქუენ, ვიდრე პირველ, და ტანჯვაჲ უმეტესი მოიწიოს თქუენ ზედა; რამეთუ ნანდჳლვე ფრიად უმეტესი იყო, რაჲ-იგი უესპასიანეს და ტიტეს ზე შეემთხჳა ჰურიათა შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა, ვიდრეღა რაჲ-იგი პირველ შემთხუეულ იყო მეგჳპტელთაგან და ბაბილოვნელთა და ანტიოხოჲს ზე.

და არა ესე ოდენ მოესწავების იგავისა ამის მიერ, არამედ სრულიადიცა იგი ეშმაკთა მათ შორის დამკჳდრებაჲ საცნაურ იქმნების და ყოვლისავე კეთილისაგან ცარიელობაჲ მათი. რამეთუ პირველ დაღაცათუ ცოდვიდეს, არამედ იყვნესცა მათ შორის მოქმედნი სათნოებისანი, და მადლი ღმრთისაჲ არა სრულიად განშორებულ იყო, არამედ განაგებდა ცხორებასა მათსა; ხოლო აწ ოჴერ იქმნეს სრულიად და ყოვლისავე კეთილისაგან ცარიელ და მონა მძლავრებისა მის ეშმაკთაჲსა.

და უწყით ნათესავისა ამის ჩუენისა ზე, ოდეს-იგი ყოველთა უშჯულოთა უუშჯულოესი ივლიანე ბორგდა და ქრისტეანეთა ჰბრძოდა, ვითარ აღერინეს უკეთურნი იგი ჰურიანი წარმართთა და უძჳრეს მათსა იყვნეს.

ხოლო რომელ-ესე აწ დადუმებულ არიან, შიშისაგან მორწმუნეთა მეფეთაჲსა არს მყუდროებაჲ მათი. ხოლო უკუეთუმცა ესე არა იყო, ფრიად უძჳრესიმცა პირველისა მის ქმნეს. რამეთუ ყოვლითავე ბოროტითა სძლევენ პირველთა მათ: გრძნებითა, მისნობითა, ბილწებითა, რომელსა-იგი დიდითა წარმდებებითა იქმან. და სიცოფეცა მათი დიდ არს, რომლისათჳს მრავალგზის მეფეთაცა წინააღუდგეს და შემსგავსებულად უკეთურებისა მათისა იგუემნეს.

სადა-მე არიან, რომელნი სასწაულთა ეძიებენ? ისმინედ, რამეთუ გონებაჲ საჴმარ არს კეთილი. ხოლო იგი თუ არა იყოს, არცა ერთი იქმნების სასწაულთაგან სარგებელი. აჰა ესერა ნინეველთა თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, ხოლო ჰურიანი შემდგომად სასწაულთასა უძჳრეს იქმნეს და სიმრავლისა მის ეშმაკთაჲსა სამკჳდრებელ-ყვნეს თავნი თჳსნი და ბევრეულ-თა მათ განსაცდელთა შთაცჳვეს, და სამართლად, რამეთუ ოდეს ერთგზის განთავისუფლდეს კაცი ბოროტისაგან და არა შეიგონოს, ღირს არს იგი, რაჲთა უძჳრესი შეემთხჳოს. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მიმოვალნ სული იგი არაწმიდაჲ და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვერ პოა უკეთურებამან ეშმაკთამან სულნი ესრეთ შემწყნარებელნი მათისა სიბოროტისანი, ვითარ იყვნეს მღდელთმოძღუართა მათ ჰურიათანი, მწიგნობართა და ფარისეველთა და სხუათა მსგავსთა მათთანი. ამისთჳსცა მოიქცეს მათა და პოვნეს იგინი განმზადებულნი შეწყნარებად მათდა; შევიდეს მათ შორის, და იქმნა ყოველივე საქმე მათი უკუანაჲსკნელი უძჳრეს პირველისა.

სწავლაჲ მგ შიშისათჳს საუკუნოთა სატანჯველთაჲსა

ხოლო ამათ სიტყუათა ჩუენდა მომართცა ჟამი არს თქუმად, რამეთუ რაჟამს ნათლის-ღებისა მიერ პირველთა მათ ცოდვათა ჩუენთა პატიჟსა განვერნეთ და კუალად მასვე უშჯულოებასა ვერეოდით, ფრიად უძჳრეს იყოს ჩუენდა სატანჯველი შემდგომთა მათთჳს ცოდვათა. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა განრღუეულსა მას: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“.1

ესეღა ჰრქუა კაცსა, რომელსა ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა უძლურებასა შინა. გულისჴმა-ვყოთ და ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა. რამეთუ თქუამცა ვინმე, თუ: რაჲღამცა უძჳრესი შეემთხჳა ესოდენთა წელთა განრღუეულობისასა? არამედ ამას ნუვინ იტყჳს! უფროჲსღა ვილოცვიდეთ, რაჲთა არა შეგუემთხჳოს ჩუენ, რაოდენი ძალ-გჳც მოთმინებად; რამეთუ არა დააკლდებიან სიმრავლენი სატანჯველთანი ცოდვილთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: დიდისა მისებრ წყალობისა ღმრთისა ეგრეთვე დიდ არს რისხვაჲ მისი ცოდვილთა ზედა, რომელთა არა ინებეს სინანული;2 ვი-თარცა-იგი ეზეკიელის მიერ აყუედრებს იერუსალჱმს და იტყჳს: „გიხილე შენ შებღალული სისხლითა და განგბანე შენ და საცხებელი სიწმიდისაჲ გცხე შენ; და იქმენ სახელოან შუენიერებითა შენითა. და მერმე ისიძვე გარემოჲს შენსა მყოფთა წარმართთა თანა და იქმენ თავისა შენისა კერპნი. ამისთჳს შური ვიგო შენგან შურის-გებითა დიდითა“.3

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ დიდ არს უმადლოთა ზედა და შეუგონებელთა რისხვაჲ და სატანჯველი. ამისთჳს ვეკრძალნეთ, ძმანო, ნუუკუე ჩუენ ზედაცა ეგრეთვე იქმნას. რამეთუ ფრიად სულგრძელ მექმნა ჩუენ ღმერთი და აწცა სულგრძელ არს დღითი-დღედთა მათ ცოდვათა ჩუენთა ზედა. არამედ შევიგონოთ და მოვიქცეთ სინანულად, ნუუკუე გარდაიქცეს სულგრძელებაჲ მისი რისხვად, ოდეს იხილოს უკურნებელობაჲ ჩუენი, ვითარცა-იგი შეემთხჳა ფარაოს. მას უკუეთუმცა შეენანა მრავალსა მას სულგრძელებასა ზედა ღმრთისასა, არამცა ეხილვა რისხვაჲ იგი უკუანაჲსკნელი. ხოლო ვინაჲთგან ყოველივე იგი სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ მიზეზად უმეტესისა სიფიცხისა ქმნა მან, ამისთჳს ყოვლითურთ მჴედრებით მისით დაინთქა ზღუასა მეწამულსა.

გუეშინოდენ ჩუენცა, რამეთუ არიან მრავალნი ჩუენ შორის მსგავსად მისა უნანელნი და გულფიცხელნი, მაჭირვებელნი გლახაკთანი და მოყუარენი თიჴისა და ალიზისანი, რომელ-იგი არიან საქმენი ცოდვისანი. განვეშორნეთ უკუე ესევითარისა გულფიცხელობისაგან, რაჲთა არა მსგავსი მისი და ფრიად უძჳრესი შეგუემთხჳოს. დაღაცათუ არა წინაგჳც ზღუაჲ მე-

1 იოან. 5,14. 2 შდრ. ზირ. 16,13. 3 ეზეკ. 16,6,9,14,26,38.

წამული, არამედ წინაგჳც ზღუაჲ იგი ცეცხლისა მის უშრეტისაჲ; წინა-გჳც დღე იგი სასჯელისაჲ, დღე მწუხარებისა და რისხვისაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „დღე გულისწყრომისა და იწროებისაჲ ცოდვილთა ზედა“,1 ოდეს-იგი განვარდენ პირისაგან ქრისტესსა, - ჵ განსაცდელი იგი, - და მიეცნენ ცეცხლსა მას გეჰენიისასა და ბნელსა გარესკნელსა, სადა-იგი არავის თჳსთაგანსა და მეცნიერსა ხედვიდენ, არამედ ზედამდგომელთა მათ ხოლო სატანჯველისათა; ვითარცა-იგი რომელნი აქა შეცოდებათათჳს ბოროტთა შთაცჳვიან ვიეთნიმე ორმოებსა შინა ბნელსა, ყოველთა მიერ საწყალობელ იყვნიან.

და რაჲ არს ამის სოფლისა სატანჯველი მერმესა მას თანა? რამეთუ ფრიად უძნელეს და უმწარეს არს მერმისა მის საუკუნოჲსაჲ. აქაჲ ყოველივე წარმავალ არს, ხოლო მუნ - საუკუნე; აქა ეგების ვედრებაჲ მეფისა გინა მთავრისაჲ და გამოყვანებად დასჯილისა მის, გარნა მუნ არარაჲ ესევითარი შესაძლებელ არს, არამედ ვინაჲთგან მიეცეს განჩინებაჲ მართლმსაჯულისა მისგან მეუფისა და შთავარდენ ცოდვილნი ცეცხლსა მას, მიერითგან არღარა არს მიერ განრომაჲ, არამედ მარადის იწუებიან, და ეგევითარი აქუს სალმობაჲ და ტკივილი, რომლისა გამოთქუმაჲ ყოვლადვე შეუძლებელ არს. და უკუეთუ აქა ცეცხლად მიცემულთა ტკივილსა ვერვინ გამოიტყჳს, იგი ვითარმცა გამოთქუა? არამედ აქა მცირედსა ჟამსა იქმნების, ხოლო მუნ იწუების, რომელიცა შთავარდეს ცეცხლსა მას, და არა განილევის, არამედ უკუდავად ჰგიეს ცეცხლსა მას შინა.

რაჲ-მე უკუე ვყოთ მაშინ, რაჲ-მე უკუე ვყოთ? რამეთუ უფროჲს ყოველთა თავსა ჩემსა ვეტყჳ სიტყუასა ამას. არამედ მეტყჳან ვიეთნიმე, ვი-თარმედ: უკუეთუ შენ, მოძღუარი, ესრეთ იტყჳ თავისა შენისათჳს და მოელი მისლვად სატანჯველსა მას, მე არღარაჲ მეურვების; უკუეთუ შენ მუნ მიმავალ ხარ, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ მეცა შევიდე? ნუ, გევედრები! ნუვინ ნუგეშინის-იცემთ თავსა თქუენსა ამით ნუგეშინის-ცემითა, რამეთუ ამაო არს და უსარგებლო ესე ნუგეშინის-ცემაჲ. რაჲ სარგებელ არს შენდა, კაცო, ჩემისა ჯოჯოხეთად შთავრდომისაგან, ანუ რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ? არა უწყია, რამეთუ ეშმაკი პირველ ანგელოზი იყო და დიდად უაღრეს კაც-თა? ხოლო დაეცა იგი და იქმნა ეშმაკ.

აწ უკუე რომელნი მის თანა შთაცჳვენ სატანჯველად, აქუს რაჲ ამის საქმისაგან ნუგეშინის-ცემაჲ, რომელ ოდესმე ანგელოზყოფილი იგი მათ თანავე იტანჯების? ნუ იყოფინ, თუმცა ესე ნუგეშინისსაცემელ რაჲმე მათდა იყო! და ამასცა საწუთროსა უკუეთუ ვინ შეპყრობილ იყოს სენისაგან და ტკივილისა სასტიკისა, ვითარ-იგი არს ნიკრისად წოდებული, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, ოდეს სალმობაჲ იგი ძლიერად აჭირვებდეს, გულისჴმა-ყავ, ვი-თარმედ დაღაცათუ მრავალნი უჩუენნე უძჳრესითა ტკივილითა შეპყრო-

1 შდრ. ესაია 13,9.

ბილნი, არარაჲ ნუგეშინის-ეცემის მას. რავდენ უფროჲს გეჰენიასა შინა? ამისთჳს დიდად უგუნურებად მიჩნს სიტყუაჲ ესე, თუ მრავალთა თანა ტანჯვასა ნუგეშინის-ცემაჲ რაჲმე აქუს. და რომელ-იგი იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რაჲცა შეემთხჳოს სხუათა ყოველთა, მეცა მათ თანა, - აწ უკუე ცუდითა ამით ნუგეშინის-ცემითა რასა-მე ნუგეშინის-ვსცემთ თავთა თჳსთა? რამეთუ სხუათა ჭირისაგან ნუგეშინის-ცემაჲ ზომითთა ამათ მწუხარებათა და განსაცდელთა შინა იქმნების, ხოლო ოდეს განსაცდელი იგი და ჭირი უმეტეს სიტყჳსა იყოს, და ვერცა თავისა თჳსისა ცნობად მოცალე იყოს სული იგი, ვითარ მოიპოოს სხუათა ტანჯვისაგან ნუგეშინის-ცემაჲ? აწ უკუე ცუდნი ესე სიტყუანი საკიცხელ არიან და ყრმათა სამღერელ, და არცა ერთი აქუს ძალი ამას ნუგეშინის-ცემასა ჭირსა მას შინა და სალმობასა, რომელსა იქმს ღრჭენაჲ იგი კბილთაჲ და სხუანი მიუთხრობელნი სატანჯველნი.

და ვიცი, ძმანო, საწყინო ვარ თქუენდა და შეგაწუხებ ზედაჲსზედა წარმოღებითა ამათ სიტყუათაჲთა, არამედ რაჲ-მე ვყო? არცა მე მენება ამათი შორის შემოღებაჲ, უფროჲსად ამას წადიერ ვიყავ, რაჲთამცა თავისაცა ჩემისა და თქუენისაცა სათნოებაჲმცა ვიცოდე და უშიშმცა ვიყავ სატანჯველთა მათგან; ხოლო ვინაჲთგან უმრავლესნი ჩუენგანნი ცოდვათა მრავალთა თანამდებ ვართ, ჰე თუმცა უძლე ჯეროვნად შეწუხებად თქუენდა და დანერგვად სიტყუათა ამათ მწუხარებისათა გონებათა შინა თქუენ-თა, და მაშინმცა უძლე განსუენებად.

ხოლო აწ მეშინის, ნუუკუე ვიეთმე უგულებელს-ყვნენ თქუმულნი ესე და უმეტესისა სასჯელისა თანამდებ იქმნენ. რამეთუ უკუეთუ მეუფე ვინ განურისხნის მონათა თჳსთა და სიტყჳთა ლალვისაჲთა უთქუამნ მათ, და ვინმე მათგანი ეცინოდის სიტყუათა მისთა და არა ძრწოლით ისმენდეს, არამცა უმეტესად შეჰრისხნაა და ტანჯა იგი? ჰე, ჭეშმარიტად!

ამისთჳს გევედრები, ძმანო, ნუ გარეწარად ვისმენთ სიტყუათა ამათ, არამედ გუესმოდის რაჲ სიტყუაჲ გეჰენიისათჳს და სხუათა მათ საუკუნე-თა სატანჯველთა, შევიშინოთ და ლმობიერ ვიქმნეთ, რამეთუ არარაჲ არს უსარგებელეს ამის თხრობისა და უმჯობეს და უტკბილეს, რამეთუ არცა რაჲ არს საქმისა მის უმწარეს.

თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ ტკბილ არს გეჰენიისათჳს თხრობაჲ, რომელი-იგი ყოველსა უმწარეს არს საქმით? არამედ ამისთჳს არს ესე, ძმანო, რამეთუ უკუეთუ მარადღე ჴსენებაჲ მისი იყოს ჩუენ შორის, განეკრძალებიან სულნი ჩუენნი გზისა მისგან მუნ მიმყვანებელისა და განიფრთხობენ საქმეთა მიმართ საღმრთოთა, და რაჲმცა იყო ამისა უსაწადელეს? ჴსენებაჲ საუკუნეთა მათ სატანჯველთაჲ ფრთოან-ჰყოფს გონებასა და ბოროტთა მათ გულისთქუმათა განიოტებს და საკურნებელ იქმნების წყლულებათა მათ სულისათა. ხოლო უკუეთუ ამას ცხორებასა აღმოვიგდოთ გულთაგან ჩუენთა ჴსენებაჲ მათ სატანჯველთაჲ და უდებებით წარვლნეთ დღენი ჩუენნი საქმეთა შინა და გულისსიტყუათა ბოროტთა და მერმესა მას საუკუნესა მივეცნეთ ჯოჯოხეთად, რაჲ-მე იყოს სარგებელი აწ არაჴსენებისაგან?

და სატანჯველთა მათ თანა გულისჴმა-ყავთ სირცხჳლიცა იგი, რომელი უფროჲს ყოვლისა შემაურვებს მე, რამეთუ ვითარცა თქუმულ არს ჰურიათათჳს, თუ: ნინეველნი დასჯიდენ მათ, ეგრეთვე ჩუენ მრავალნი დაგუსჯიდენ, რომელნი აწ შეურაცხ არიან ჩუენ მიერ. გულისჴმა-ვყოთ უკუე, თუ რაბამი სირცხჳლი, რაბამი ბრალობაჲ იყოს ჩუენ ზედა, ოდეს მრავალნი უდარესნი ჩუენნი იპოვნენ კეთილისმოქმედ, და ჩუენ ბოროტისმოქმედთა თანა მდგომარე ვიყვნეთ.

გულისჴმა-ვყოთ ესე და ვიწყოთ აწვე საქმედ კეთილისა, შევიდეთ კარსა მას სინანულისასა, მოვიწყჳდნეთ ბოროტნი ჩუეულებანი. ნუვინ განრისხნების ესევითართა სიტყუათათჳს, პირველ ყოვლისა თავსა ჩემსა ვეტყჳ. ვიწყოთ სლვად გზასა მას იწროსა. ვიდრემდე არიან შუებანი? ვიდრემდე არიან გემოთმოყუარებანი? ვიდრემდე არიან განსუენებანი ჴორცთანი? არა-მე განმაძღარ ვართა ჯერეთ უდებებითა და სიცილითა და შუებითა და განცხრომითა? კუალადღა მასვე შინა ვიყვნეთ მოუწყინებელად, ტაბლათა ბრწყინვალეთა დაგებასა და ურიდად მთრვალობასა, ჴორცთა ფუფუნებასა, სამოსელთა შუენიერთა მოსასა, საფასეთა და აგარაკთა მოგებასა, ტაძართა მაღალთა შენებასა და სხუათა მათ საქმეთა, რომელნი ამათ შეუდგან? და მერმე რაჲ ყოფად არს? სიკუდილი და სამარე და მატლი და წუთხი და მიწად და მტუერად გარდაქცევაჲ.

არამედ გევედრები, ქრისტესმოყუარენო, დაუტევნეთ ძუელნი ესე და დაძუელებადნი საქმენი და ვაჩუენოთ მოქალაქობაჲ ახალი და განმაახლებელი ჩუენი; ვყოთ ქუეყანაჲ ცად საქმეთა მიერ კეთილთა, უჩუენოთ აქავე წარმართთა, თუ რავდენთა კეთილთაგან დაკლებულ არიან. რამეთუ გჳხილნენ რაჲ მოქალაქობასა შინა კეთილსა მშჳდნი და მდაბალნი, განწმედილნი რისხვისაგან და გულისთქუმათაგან ბოროტთა, შურისაგან და ანგაჰრებისა, და მოქმედად სათნოებისა, თქუან მათ, ვითარმედ: უკუეთუ აქავე ქრისტეანენი ანგელოზ იქმნეს, რაჲ-მე ყოფად არიან შემდგომად ამიერ განსლვისა? უკუეთუ სადა-ესე მსხემ არიან და მწირ და წარმავალ, ესევითარნი არიან, ოდეს მიიღონ თჳსი იგი მამული, რაჲ-მე ყოფად არს მათა?

ესრეთ იგინიცა მოიქცენ, და სიტყუაჲ ღმრთისმსახურებისაჲ წარემარ-თოს, ვითარცა მოციქულთა ზე. უკუეთუ ათორმეტთა მათ ესოდენნი ქუეყანანი მოაქცინეს, უკუეთუ მოვიგეთმცა ყოველთა სათნოებაჲ, გულისჴმაყავთ, თუ ვითარიმცა წარმართებაჲ იქმნა ღმრთისმსახურებისაჲ, რამეთუ უაღრეს სასწაულთასა დაარწმუნებენ წარმართთა საქმენი კეთილნი.

ვიზრუნოთ უკუე ცხორებისათჳს ჩუენისა, რაჲთა სულთაცა ჩუენთა და სხუათაცა სარგებელ ვეყვნეთ, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კე-თილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.1

და ნურარას ვინ მიზეზობს ყოვლადვე: ანუ ცოლსა, ანუ შვილთა, ანუ სიმდიდრესა, ანუ სიგლახაკესა, ანუ განსაცდელთა, ანუ მონობასა, ანუ აზნაურობასა, ანუ სიჭაბუკესა, ანუ სიბერესა, ანუ უძლურებასა, ანუ სხუასა რას საქმესა და იტყჳს, თუ: იგი რაჲმე არა შემინდობს სათნო-ყოფად ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ყოველსავე საქმესა შინა ძალ-უც მოგებაჲ სათნოებისაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, და არცა ჰასაკი შემ-ძლებელ არს დაყენებად, არცა სიმდიდრე ანუ სიგლახაკე, არცა სხუაჲ რაჲვე საქმე, რამეთუ ვხედავთ, ვითარმედ ბერნიცა და ყრმანი და კაცნი ცოლოსანნი და შვილოსანნი და მჴედარნი და მონანი, და ყოვლისავე წესისაგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა.

დანიელ ყრმა იყო და სამნი იგი ყრმანი; და იოსებ მონაჲ იყო; აბრაჰამ მოხუცებული იყო; იობ განსაცდელსა მიეცა დიდსა; ლაზარე გლახაკი იყო და უძლური; ეგრეთვე ტიმოთე უძლურებასა შინა იყო; აკჳლა მეპრატაკე იყო; ლუდია ძოწეულისმოფარდული იყო; კორნელიოს ასისთავი იყო; სტეფანა მესაპყრობილეთმცველი იყო, რომლისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „ნათელ-ვეც სახლსა სტეფანაჲსსა“;2 ონისიმე მონაჲ იყო, განდგომილი უფლისა თჳსისაგან.

ხოლო თავთა მათთჳს მოციქულთა ყოველთა იცით, ვითარ მეთევზურ და მეზუერე იყვნეს ვიეთნიმე, და ამათ ყოველთა არარაჲ ექმნეს საქმენი ესე დამაყენებელ ცხორებისაგან საუკუნოჲსა, არამედ ყოველნი მიიწინეს სასუფეველად საქმეთა მიერ კეთილთა. და რად ვიტყჳ მათ ხოლო, არამედ ავაზაკნიცა და მეძავნი და მეზუერენი ცხონდეს.

ამისთჳს არარაჲ ვის გუაქუს მიზეზი, რამეთუ გონებაჲ ხოლო საჴმარ არს ჩუენდა და ნებაჲ კეთილი. და რომელსაცა საქმესა შინა ვინ იყოს, უკუეთუ ენებოს, ძალ-უც მოგებაჲ სათნოებათაჲ. ვისწრაფოთ უკუე სათნოყოფად ღმრთისა, ვინაჲთგან ყოველთა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა დამკჳდრებად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 5,16. 2 1 კორ. 1,16.