მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:40

39. But he answered and said unto them, An evil and adulterous generation seeketh after a sign; and there shall no sign be given to it, but the sign of the prophet Jonas:40. For as Jonas was three days and three nights in the whale's belly; so shall the Son of man be three days and three nights in the heart of the earth.41. The men of Nineveh shall rise in judgment with this generation, and shall condemn it: because they repented at the preaching of Jonas; and, behold, a greater than Jonas is here.
Matthew თავი 12
40. For as Jonas was three days and three nights in the whale's belly; so shall the Son of man be three days and three nights in the heart of the earth.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (12,40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: განცხადებულად არა თქუა, თუ აღდგეს, რაჲთა არა საბასრობელად შეჰრაცხონ უშჯულოთა მათ, გარნა ესრეთ იგავით თქუა, რომელ მათცა ცნეს, ვითარმედ აღდგომასა მოასწავებს. ამის-თჳსცა ეტყოდეს პილატეს: „უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“.

ხოლო მოწაფეთა ვერ გულისჴმა-ეყვნეს სიტყუანი ესევითარნი აღდგომისათჳს, არამედ ოდეს მკუდრეთით აღდგა, მოეჴსენა მოწაფეთა, ვითარცა იოვანე იტყჳს სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. ეგრეთვე ესე არს. ხოლო აწ არა იცოდეს, არამედ მათ უკეთურთა აგრძნეს ძალი სიტყჳსა მისისაჲ, ამისთჳს უმეტესი სასჯელი მიეჴადოს მათ, რამეთუ არა უმეცრებით, არამედ ნეფსითი იყო უკეთურებაჲ მათი.

ხოლო იხილე, ვითარ გამოწულილვით თქუა: „ეგრეთ იყოსო ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა“, რაჲთა დაფლვაჲ მოასწავოს, და ვერვინ უძლოს თქუმად, თუ: უცნებაჲ რაჲმე იყო; რამეთუ ამისთჳს სამ დღე განაგო საფლავსა შინა ყოფაჲ, რაჲთა ვერვინ ურწმუნო იქმნას...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:38-42 — იონას სასწაული:

38. მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. - გაკვირვებული მახარებელი სიტყვას მაშინ უმატებს, რადგან სასწაულს მაშინ ითხოვენ, როცა უკვე მომხდარ სასწაულებს უნდა დამორჩილებოდნენ. როგორც სხვა მახარებელი ამბობს, სასწაულის ხილვა ზეციდან სურდათ, რადგან ეგონათ, რომ დედამიწაზე სასწაულებს ეშმაკის ძალით აღასრულებდა, სამყაროს მპყრობელი ხომ ეშმაკია. ხოლო მაცხოვარმა რა უპასუხა?

39-40. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. - ამ ხალხს ვითარცა პირმოთნესა და ცბიერს, ბოროტ მოდგმას უწოდებს, ხოლო ვითარცა ღმრთისაგან განდგომილსა და დემონებთან შეერთებულს - მრუშს; სასწაულს - თავის აღდგომას, როგორც უჩვეულო მოვლენას, რადგანაც შთახდა რა გულსა ქუეყანისასა, ქვესკნელს ანუ ჯოჯოხეთს ვგულისხმობ, მესამე დღეს აღდგა. სამ დღესა და სამ ღამეში ნაწილები...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის