მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:9

8. For the Son of man is Lord even of the sabbath day.9. And when he was departed thence, he went into their synagogue:10. And, behold, there was a man which had his hand withered. And they asked him, saying, Is it lawful to heal on the sabbath days? that they might accuse him.
Matthew თავი 12
9. And when he was departed thence, he went into their synagogue:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა“ (12,9-10).:

კუალად შაბათთა შინა კურნებასა აღასრულებს, რაჲთა მუსრვისა მისთჳს თავთა ჴუვილისათა უმეტესად განამართლნეს მოწაფენი. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: უფალმან წარმოადგინა შორის კაცი იგი და ჰკითხა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კეთილისა საქმე? ; ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: „ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი“.

მსგავს არს უკუე, ვითარმედ ორივე იქმნა. რამეთუ ურჩულონი იგი სავსე იყვნეს შურითა და უწყოდეს, ვითარმედ განკურნებაჲ მისი ეგულებოდა უფალსა; ამისთჳს ისწრაფეს პირველვე კითხვად, რაჲთა არა საქმისაგან ხოლო, არამედ სიტყჳსაგანცა აქუნდეს უმეტესი ძალი შესმენად მისა. ხოლო უფალმან მათდა მიაგდო განჩინებაჲ და ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ წარწყმედაჲ?“ და კაცი იგი შორის წარმოადგინა სახიერმან, რაჲ-თამცა იგინი წყალობად მოიყვანნა. ხოლო იხილა რაჲ უკეთურებაჲ მათი,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:9-14 — ხმელი ხელის განკურნება:

9-10. და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი. - სხვა მახარებელთა თქმით, იესომ ჰკითხა ფარისევლებს. შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ რა შურიანები, ფარისევლებმა გააფრთხილეს და ჰკითხეს იესოს, როგორც ამას მათე ამბობს. შემდეგ კი, ქრისტემ თავის მხრივ ჰკითხა მათ, თითქოსდა დასაცინად მათი გულქვაობისა, როგორც სხვა მახარებლები გვიამბობენ. ფარისევლებმა კი იმიტომ ჰკითხეს, რომ მისი ცილისწამების საბაბი ჰქონოდათ.

11-12. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე. - გვაჩვენებს, რომ ანგარებისმოყვარეობისა და იმის გამო, რომ ცხვარი არ დაკარგონ, შაბათს არღვევენ, ადამიანის განკურნებისათვის კი იმავეს კრძალავენ. ამგვარად, ერთსა და იმავე დროს წარმოაჩენს მათ, ვითარცა ანგარებისმოყვარეებს, სასტიკებსა და ღმრთის არად ჩამგდებთ, რადგან ცხვრის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის