მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 13:10

9. Who hath ears to hear, let him hear.10. And the disciples came, and said unto him, Why speakest thou unto them in parables?11. He answered and said unto them, Because it is given unto you to know the mysteries of the kingdom of heaven, but to them it is not given.
Matthew თავი 13
10. And the disciples came, and said unto him, Why speakest thou unto them in parables?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ (13,10-11).:

ღირს არს საკჳრველებისა საქმე იგი მოწაფეთაჲ, ვითარ სურვიელ ღა-თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ-იყო კითხვაჲ; რამეთუ არა ყოვლადვე იქმან ამას. და ოდეს იქმოდინ, - მოწიწებით და კრძალულებით, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ოდეს იყო თჳსაგან, მაშინ ჰკითხეს მოწაფეთა“. ესრეთ განკრძალულნი იყვნეს და გონიერებითა სავსენი.

ხოლო იხილეთ გონებაჲ მათი, ვითარ ზრუნვენ ერისა მისთჳს, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა ეტყოდეს, ვითარმედ: „განუტევე ერი ესე, რამეთუ შეემშია მათ“; და აწ აქა ეტყოდეს: „რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?“ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს იგავით გუეტყჳ ჩუენ? არამედ ერისა მისთჳს ზრუნვენ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათა არა მიცემულ არს“. ესე რაჲ თქუა, არა თუ ამას მოასწავებს, თუ იძულებით რაჲმე არს საქმე იგი, ანუ განწესებულ და განთჳსებულ არს მათთჳს ოდენ, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ იგინი არიან მიზეზ ყოველთა ბოროტთა, რომელთა არა ინებეს შეწყნარებაჲ საიდუმლოთაჲ მათ,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:10-15 — იგავებით სწავლების მიზეზი:

10-12. და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. - ხედავდნენ რა, რომ იესოს ნათქვამში ბევრი რამ გაუგებარი იყო, მოწაფენი, როგორც ხალხზე საერთო მზრუნველნი, მასთან მივიდნენ და ჰკითხეს; ხოლო მან უთხრა: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ, ანუ რადგანაც თქვენ სურვილი და მისწრაფება გაქვთ, ამიტომაც მოგეცათ; ხოლო მათ, რომელთაც მისწრაფება არა აქვთ, არ მიეცემა, რამეთუ იღებს ის, ვინც ეძებს. უფალი ამბობს: ეძიებდით და მოგეცემათო თქვენ. დაუკვირდით, რომ იგავი, რომელიც აქ უფალმა თქვა, რადგანაც ეძიებდნენ, მხოლოდ მოწაფეებმა მიიღეს. ამიტომ კარგად ვამბობთ, რომ ცოდნა მიეცემა მას, ვისაც გულმოდგინება აქვს და გაუმრავლდება კიდეც. ხოლო ვისაც არც გულმოდგინება აქვს და არც შესაფერისი აზროვნება, ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ ჰქონდა, ანუ უკეთუ ვინმეში სიკეთის მცირე ნაპერწკალი ბჟუტავს, ისიც ჩაუქრება, თუკი მას სულით არ გააღვივებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის