📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ (13,10-11).
ღირს არს საკჳრველებისა საქმე იგი მოწაფეთაჲ, ვითარ სურვიელ ღა-თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ-იყო კითხვაჲ; რამეთუ არა ყოვლადვე იქმან ამას. და ოდეს იქმოდინ, - მოწიწებით და კრძალულებით, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ოდეს იყო თჳსაგან, მაშინ ჰკითხეს მოწაფეთა“.1 ესრეთ განკრძალულნი იყვნეს და გონიერებითა სავსენი.
ხოლო იხილეთ გონებაჲ მათი, ვითარ ზრუნვენ ერისა მისთჳს, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა ეტყოდეს, ვითარმედ: „განუტევე ერი ესე, რამეთუ შეემშია მათ“;2 და აწ აქა ეტყოდეს: „რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?“ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს იგავით გუეტყჳ ჩუენ? არამედ ერისა მისთჳს ზრუნვენ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათა არა მიცემულ არს“. ესე რაჲ თქუა, არა თუ ამას მოასწავებს, თუ იძულებით რაჲმე არს საქმე იგი, ანუ განწესებულ და განთჳსებულ არს მათთჳს ოდენ, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ იგინი არიან მიზეზ ყოველთა ბოროტთა, რომელთა არა ინებეს შეწყნარებაჲ საიდუმლოთაჲ მათ, რამეთუ საქმე იგი ნიჭი არს უსასყიდლოჲ. ხოლო არა თუ ვინაჲთგან ნიჭი არს, ამისთჳსმცა თჳთმფლობელობისა წესსა დაჰჴსნიდა, არამედ რომელთა ენებოს, მიეცემის, და რომელთა არა ენებოს, არა მიეცემის. ამისთჳსცა, რაჲთა არცა იგინი სასოწარკუეთილ იქმნენ, არცა ესენი უდებ იქმნენ, შემდგომითა მით სიტყჳთა გამოაჩინა, ვი-თარმედ ჩუენგან არს დასაბამი გინა თუ მიცემისაჲ, გინა თუ არამიცემისაჲ, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა აქუნდეს, მიეცეს; და რომელსა არა აქუნდეს, რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (13,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სასჯელი ესე სიმართლისაჲ, რამეთუ ესრეთ იტყჳს: რომელსა აქუნდეს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ, მიეცეს მას ღმრთისაგანცა ყოველივე კეთილი, ხოლო რომელი გულსმოდგინებისაგან და მოსწრაფებისა ცარიელ იყოს და არარას კეთილსა აჩუენებდეს თავისა თჳსისა მიერ, მას არცა ღმრთისაგან რაჲ მიეცემის, არამედ „რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“. არა თუ ღმერთი მოუღებს,
1 მარკ. 4,10. 2 შდრ. ლუკ. 9,12.
არამედ სიგრილისა მისისათჳს და გულფიცხელობისა არარას მისცემს, და მერმე იგი თავით თჳსით ყოველსავე წარსწყმედს. ეგრეთვე ჩუენ ვყვით კაცთა: უკუეთუ ვის ვასწავლიდეთ კეთილსა და იგი არა ისმენდეს, ოდეს ფრიად ვევედრნით და მოუდრეკელად ვპოით, დაუტევით იგი; ხოლო რომელი გულსმოდგინებით ისმენნ, მოსწრაფებით ვასწავლიდით მას.
კეთილად უკუე თქუა: „რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუსო“; ესე იგი არს, ვითარმედ ყოვლადვე არარაჲ აქუს, არამედ ჰგონიეს, თუ აქუს რაჲმე. და მერმე უმეტესად გამოაცხადა სიტყუაჲ იგი თჳსი, რაჲთა საცნაურ-ყოს, თუ რაჲ არს: „რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს, რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და განვკურნნე იგინი“ (13,13-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ არა ხედვიდეს, აღხილვა ჯერ-იყო თუალთა მათთაჲ. ჰე, უკუეთუმცა ბუნებისაჲ იყო სიბრმე, ჯერ-იყო აღხილვაჲ; ხოლო ვინაჲთგან ნეფსითი იყო დაწუხვაჲ თუალთაჲ, ამისთჳს არა თქუა, თუ: არა ხედვენ, არამედ: „ხედვენ და არა ხედვენო“. რამეთუ მათისა უკეთურებისაგან იყო სიბრმე იგი.
ხედვიდეს განსხმასა ეშმაკთასა და იტყოდეს: „ბერზებულითა, მთავრითა ეშმაკთაჲთა, განასხამსო ეშმაკთა“.1 ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქუნდა მისა მიმართ ერთობაჲ, და იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“.2 ვინაჲთგან უკუე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა, და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ხილვაჲცა იგი და სმენაჲ მიეღოს, რამეთუ არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ არს მათა. რამეთუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აღუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლვად განიზრახვიდეს.
რამეთუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყუაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან იგინი დრკუ იყვნეს და გულარძნილ, ამისთჳს იგავით იწყო სიტყუად. ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ ცუდად აბრალობს მათ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია მოიყვანა დამამტკიცებელად ამის სიტყჳსა და თქუა, ვითარმედ: „აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ“, და შემდგომი ამისი.
1 ლუკ. 11,15; შდრ. მათ. 12,24. 2 შდრ. იოან. 9,16.
ხოლო იხილე წინაჲსწარმეტყუელი იგი, ვითარ გამოწულილვით შეასმენს მათ. რამეთუ არცა მან თქუა, თუ: არა ხედვიდეთ ანუ არა გესმეს, არამედ: „სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთო, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ“.1
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათ თავთა თჳსთა ავნეს და არა სხუამან ვინ ავნო, რამეთუ ესმა რაჲ, ყურნი დაიყვნეს, და იხილეს რაჲ, თუალნი დაიწუხნეს, გული განიზრქეს; ამისთჳსცა წარწყმდეს.
ხოლო იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ყვესო ესე, რაჲთა არა მოიქცენ, და განვკურნნე იგინი; და ამათ სიტყუათა მიერ გარდამატებულსა მას და დამტკიცებულსა უკეთურებასა მათსა მოასწავებს და სრულიადსა განდრეკილებასა; არამედ მოუწოდსვე მოქცევად და უჩუენებს, ვითარმედ უკუეთუ მოიქცენ, განჰკურნებს მათ: „ნუუკუე მოიქცენო, და განვკურნნე იგინი“. გამოაჩინებს, ვითარმედ ძალ-უც მოქცევაჲ, უკუეთუ ინებონ, და სინანულისა მიერ ცხორებაჲ, რამეთუ ღმერთსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ ყოველთავე ცხორებაჲ.
ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ საქმე იგი მათისა სიბრმისაჲ არა ბუნებითი იყო, არცა იძულებითი, ისმინე, რასა ეტყჳს მოწაფეთა მათ თჳსთა და მოციქულთა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის“ (13,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ჴორციელთა მათთჳს იტყჳს თუალთა და სასმენელთა, არამედ გონებისათა. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ესენიცა ჰურიათა ნა-თესავისაგან იყვნეს და მათ თანავე აღზრდილ, გარნა არარაჲ ევნო მათ სიტყუათაგან წინაჲსწარმეტყუელისათა, რამეთუ არცა ყურითა მძიმედ ისმინეს, არცა თუალნი დაიწუხნეს, არამედ ძირი იგი კეთილთაჲ აქუნდა, რომელ არს გულსმოდგინებაჲ და გონებაჲ კეთილი და ნებაჲ უმჯობესისაჲ მჴურვალე.
ხედავა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ“, არა თუ იძულებასა რასმე მოასწავებდა ანუ განთჳსებასა, არამედ ნეფსითსა მას და გულსმოდგინედ შეწყნარებასა მათსა. რამეთუ უკუეთუმცა არა მათისა მის კეთილისა გონებისა იყო გულსმოდგინებით შეწყნარებაჲ იგი, არამცა სანატრელ ქმნილ იყვნეს; არამედ არცა თუალნი დაიწუხნეს, არცა ყურნი დაიმძიმნეს სმენად, ამისთჳს ღირს იქმნეს ნეტარებისა, ვითარცა ეტყჳს კუალად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა“ (13,17).
1 ესაია 6,9.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად სუროდა წინაჲსწარმეტყუელთა მათ და მამათმთავართა ხილვად მოსლვაჲ უფლისაჲ და სასწაულნი მისნი და სმენად ტკბილისა მის ჴმისა მისისა და საღმრთოთა მათ მოძღურებათა მისთა, არამედ მოციქულნი უმეტეს სანატრელ იქმნეს, რამეთუ მათ სარწმუნოებითა ხოლო იხილეს და ესმა, ხოლო ამათ ჴორციელითა თუალითა იხილეს და ჴელითმსახურებად ღირს იქმნეს სიკეთისა მისთჳს გონებათა მათთაჲსა.
ჰხედავა, ვითარ კუალადცა შეაერთებს ძუელსა მას ახალსა თანა და გამოაჩინებს, ვითარმედ არა ხოლო თუ მეცნიერ იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი ყოფადთა მათ, არამედ ფრიადცა სუროდა ხილვად. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ყოვლით კერძო ნეტარებისა ღირს-ყვნა მოციქულნი, მერმე ჰრქუა მათ: „ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ“;1 და განუმარტებს ყოველსა მას ზემოთქუმულსა: მოსწრაფებისათჳს და დაჴსნილობისა, საჴმართმოყუარებისათჳს და უპოვრებისა, მოშიშებისათჳს და სიმჴნისა.
და მერმე უჩუენნა სათნოებისა იგი თითოსახენი საზომნი, რამეთუ კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს არა ერთი გზაჲ გჳჩუენა სათნოებისაჲ, არცა თქუა: უკუეთუ ასეული ნაყოფი არა გამოიღოთ, არა შეგიწყნარებ, არამედ იტყჳს, ვითარმედ: სამეოცისაცა მომღებელი და ოცდაათისაჲცა შეწყნარებულ არს; რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარ ადვილ-ყო გზაჲ ცხორებისაჲ.
სწავლაჲ მე ვითარმედ ქველისსაქმე და ჭირვეულთა წყალობაჲ ქრისტესა მიიწევის
და შენცა, მორწმუნეო, ნუ სრულიად უნაყოფო იქმნები, არამედ უკუე-თუ ვერ ძალ-გიც ქალწულებაჲ, იქორწინე სიწმიდით; უკუეთუ ვერ იქმნები სრულიად უპოვარ, ნუ უდებ იქმნები ქველისსაქმისა მიცემად; უკუეთუ ვერ დაუტევებ ყოველსავე მონაგებსა შენსა ქრისტესთჳს, მიეც მას ზოგი საფასეთა შენთაჲ, ქმენ იგი თანამონაწილედ შენდა, რომელმან არა უღირს-იჩინა წოდებად შენდა მკჳდრად სასუფეველისა. რაოდენიცა მას მისცე, თავსა შენსა მისცემ; მას არარაჲ მიეღო შენგან და თანამონაწილე გყო შენ დიდებისა მის უოხჭნოჲსა, და აწ შენ მცირედი მრავლისა მის წილ არა მისცეა?
მან ზეცისა მკჳდრად გამოგაჩინა, და აწ შენ არცა თუ ქუეყანისაჲ მისცეა? მტერი იყავ და დაგაგო თავსა თჳსსა, და შენ მეგობრობისაცა ნაცვალი არა მიაგოა? და თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა ესე მებრ, რომელ თავსიდებს მეუფე შენგან მიღებად ქველისსაქმისა, არა დიდად ქველისმოქმედებად შეგირაცხიესა? რავდენ საწადელ არს მონისა, უკუეთუ ღირს იქმნას უფლისა თჳსისა წოდებად სერობასა.
1 მათ. 13,18.
ხოლო აწ მეუფემან პირველად უწოდა მონათა თჳსსა ტაბლასა, და აწ შემდგომად წოდებისაცა არა გნებავს ხდად მისა?
მან უცხოჲ ეგე და განვრდომილი სართულსა თჳსსა შეგიყვანა და სი-შიშულე შენი შემოსა, და აწ შენ არა შეიწყნაროა მეუფე შენი? გასუა მან სასუმელი თჳსი, და აწ შენ გრილი წყალიცა არა მიუპყრაა? მან სულითა წმიდითა აღგავსო ღირსი ეგე ტანჯვისაჲ, და აწ შენ, იხილო რაჲ იგი წყურიელი, უგულებელს-ჰყოა? და ეგრეთცა, რაჲ-იგი მისცე მას, არა თუ შენსა მისცემ, არამედ მისსავე; ესე მებრ არა დიდად გიჩნსა და საწადელად, რომელ ჴელითა შენითა ღირს იქმნები პურისა მიცემად და წყლისა შესუმად მეუფისა შენისა? რამეთუ ამით სახითა უპატიოსნეს ყოველთა მღდელთასა იქმნები, რომელთა ბარძიმი ჴელთა უპყრიეს, რამეთუ იგინი მორწმუნეთა აზიარებენ, ხოლო შენ მეუფესა ასუამ.
გულისჴმა-ყავ, თუ ვისა ასუამ, და შეძრწუნდი; მან შეგმოსა შენ სამოსელი ცხორებისაჲ ჴელითა თჳსითა, შენცა ნუ უდებ იქმნები შემოსად მისა, შიშუელი რაჲ იხილო, და განტფობად, იხილო რაჲ განცივებული, რომელმან-იგი ანგელოზთა თანამოდასე გყო შენ. იხილე იგი და ნუგეშინის-ეც საპყრობილესა შინა, რომელმან გიჴსნა საპყრობილეთაგან ჯოჯოხეთისა-თა. უძლურებასა შინა თუ იყოს, მივედ მისა გულსმოდგინებით, რომელმან-იგი მძლავრებისაგან სიკუდილისა გიჴსნა შენ.
აწ უკუე, ოდეს მის მიერ მოცემულნი ესრეთ დიდ არიან და უაღრეს ცნობათა, და ჩუენგან სათხოელი მისი ესრეთ მცირე არს და უნდო, უკუე-თუ ესეცა უნდოჲ არა ვაჩუენოთ, ვითარ ვპოოთ წყალობაჲ?
ეჰა უგუნურებაჲ ფრიადი! ესოდენი მოგუეცა და ესოდენსა კუალად მოველით მოღებად, და ჩუენ საფასისა მიცემად გუშურს, რომლისაგან შემდგომად მცირედისა უნებლიეთ განშორებად ვართ. სხუათა სულნიცა თჳსნი მისცნეს და სისხლნი დასთხინეს, და შენ ნამეტნავსაცა საჴმართა შენთასა არა მისცემა? ვითარ უკუე ჰპოო შენდობაჲ?
აწ უკუე, ძმანო ჩემნო, გულისჴმა-ვყოთ, რავდენი კეთილი მოგუეცა ღმრთისა მიერ და რავდენსა მოველით მოღებად, და განვაგდოთ ჩუენგან სიყუარული წარმავალთაჲ ამათ საქმეთაჲ; ვიქმნეთ მოწყალე და შემწყნარებელ გლახაკთა, რაჲთა არა სასჯელისა დიდისა თანამდებ ვიქმნეთ, რამეთუ ყოველივე, რომელი გლახაკთა ვაჩუენოთ, ქრისტესა ვაჩუენებთ, ვი-თარცა თავადმან ბრძანა.
აწ უკუე შევიმოსოთ თუ მოწყალებაჲ და სახიერებაჲ, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ, განვანათლნეთ სულნი ჩუენნი და აქაცა კეთილად ვცხონდებოდით და მერმესა მას საუკუნესა მიუთხრობელნი იგი კეთილნი დავიმკჳდრნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
სახელითა ყოვლადწმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა დაიწერა მეორე ესე წიგნი ჴელითა ჩუენ ცოდვილთავე, არსენი, იოვანე და ოქროპირისაჲთა, განმანათლებელისა მამისა ეფთჳმეს ნამუშაკევთა. ესე საშოალ წიგნი არს. ვინმცა იკითხვიდეთ და ირგებდეთ, ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათა ჩუენთათჳს, იოვანესა და ეფთჳმესა; დიდი შრომაჲ თავს-უც ამათისა თარგმანებისათჳს. და ვინ გულისჴმა-ყოს კეთილად ძალი ამათ წმიდათა წიგნთაჲ, უმეტეს ულოცვიდეს, და მიჰმადლენ უფალმან ღმერთმან სასყიდელი საუკუნოჲ, ამენ.
და ჩუენ უცბად მწერალთა და სერაპიონ მმოსელისათჳს ლოცვა-ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, და რომელი დაგჳკლია, შენდობა-ყავთ, ღმრთისათჳს.
ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, მონასტერსა წმიდათა მამათა იოვანეს და ეფთჳმესა, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. ქრონიკონი იყო სკჱ.