მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 13:12

11. He answered and said unto them, Because it is given unto you to know the mysteries of the kingdom of heaven, but to them it is not given.12. For whosoever hath, to him shall be given, and he shall have more abundance: but whosoever hath not, from him shall be taken away even that he hath.13. Therefore speak I to them in parables: because they seeing see not; and hearing they hear not, neither do they understand.
Matthew თავი 13
12. For whosoever hath, to him shall be given, and he shall have more abundance: but whosoever hath not, from him shall be taken away even that he hath.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა აქუნდეს, მიეცეს; და რომელსა არა აქუნდეს, რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (13,12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სასჯელი ესე სიმართლისაჲ, რამეთუ ესრეთ იტყჳს: რომელსა აქუნდეს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ, მიეცეს მას ღმრთისაგანცა ყოველივე კეთილი, ხოლო რომელი გულსმოდგინებისაგან და მოსწრაფებისა ცარიელ იყოს და არარას კეთილსა აჩუენებდეს თავისა თჳსისა მიერ, მას არცა ღმრთისაგან რაჲ მიეცემის, არამედ „რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას”. არა თუ ღმერთი მოუღებს, არამედ სიგრილისა მისისათჳს და გულფიცხელობისა არარას მისცემს, და მერმე იგი თავით თჳსით ყოველსავე წარსწყმედს. ეგრეთვე ჩუენ ვყვით კაცთა: უკუეთუ ვის ვასწავლიდეთ კეთილსა და იგი არა ისმენდეს, ოდეს ფრიად ვევედრნით და მოუდრეკელად ვპოით, დაუტევით იგი; ხოლო რომელი გულსმოდგინებით ისმენნ, მოსწრაფებით ვასწავლიდით მას.

კეთილად უკუე თქუა: „რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუსო“; ესე იგი არს, ვითარმედ ყოვლადვე არარაჲ აქუს, არამედ ჰგონიეს, თუ აქუს რაჲმე. და მერმე უმეტესად გამოაცხადა სიტყუაჲ იგი თჳსი, რაჲთა საცნაურ-ყოს, თუ რაჲ არს: „რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს, რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“, რამეთუ იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:10-15 — იგავებით სწავლების მიზეზი:

10-12. და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. - ხედავდნენ რა, რომ იესოს ნათქვამში ბევრი რამ გაუგებარი იყო, მოწაფენი, როგორც ხალხზე საერთო მზრუნველნი, მასთან მივიდნენ და ჰკითხეს; ხოლო მან უთხრა: თქვენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ, ანუ რადგანაც თქვენ სურვილი და მისწრაფება გაქვთ, ამიტომაც მოგეცათ; ხოლო მათ, რომელთაც მისწრაფება არა აქვთ, არ მიეცემა, რამეთუ იღებს ის, ვინც ეძებს. უფალი ამბობს: ეძიებდით და მოგეცემათო თქვენ. დაუკვირდით, რომ იგავი, რომელიც აქ უფალმა თქვა, რადგანაც ეძიებდნენ, მხოლოდ მოწაფეებმა მიიღეს. ამიტომ კარგად ვამბობთ, რომ ცოდნა მიეცემა მას, ვისაც გულმოდგინება აქვს და გაუმრავლდება კიდეც. ხოლო ვისაც არც გულმოდგინება აქვს და არც შესაფერისი აზროვნება, ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ ჰქონდა, ანუ უკეთუ ვინმეში სიკეთის მცირე ნაპერწკალი ბჟუტავს, ისიც ჩაუქრება, თუკი მას სულით არ გააღვივებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის