მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 13:23

22. He also that received seed among the thorns is he that heareth the word; and the care of this world, and the deceitfulness of riches, choke the word, and he becometh unfruitful.23. But he that received seed into the good ground is he that heareth the word, and understandeth it; which also beareth fruit, and bringeth forth, some an hundredfold, some sixty, some thirty.24. Another parable put he forth unto them, saying, The kingdom of heaven is likened unto a man which sowed good seed in his field:
Matthew თავი 13
23. But he that received seed into the good ground is he that heareth the word, and understandeth it; which also beareth fruit, and bringeth forth, some an hundredfold, some sixty, some thirty.
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:16-23 — მოწაფეთა ნეტარება და მთესვარის იგავის განმარტება:

16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:

18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კე-თილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა: ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა. აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამამდე მკისა“ (13,24-30).:

...იხილა ქრისტეს განკაცებითა ქმნილნი ესე კეთილნი, შემოიყვანნა მბრძოლნი: მეფენი მეკერპენი, მოძღუარნი მწვალებელთანი, ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ცრუმოციქულნი და კუალად ჰმზადებს მოყვანებად ანტესსა. ამისთჳს, აქაცა იხილა რაჲ მტერმან, რამეთუ გამოიღეს ნაყოფი, „რომელმანმე ასი და რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი“, ; ; სხუაჲ გზაჲ მოიპოა საცთურისა თჳსისაჲ. ვინაჲთგან წარტაცებად ვერ უძლო თესლისა მის, ვერცა შეშთობად, ვერცა დაწუვად, მაშინ თესლი თჳსისა ღუარძლისაჲ დასთესა შორის მის თესლისა, რამეთუ ეძინა კაცთა მათ. ამას იტყჳს უფალი, რაჲთა მღჳძარე ვიყვნეთ ჩუენ მარადის, რამეთუ მტერი ჩუენი ყოვლადვე მოსწრაფე არს ვნებად ჩუენდა.

თქუას ვინმე, თუ: ვითარ შესაძლებელ არს არადაძინებაჲ? ბუნებითისა ამის ძილისა არადაძინებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო გონებისაჲ შესაძლებელ არს მარადის მღჳძარებაჲ. ხოლო თესვაჲ ესე ღუარძლისაჲ, ოდეს აღესრულა ყოველივე საქმე ყანისაჲ მის, მაშინღა იქმნა, რამეთუ ესრეთ არს საქმე მწვალებელთაჲ - არა თუ სარგებელისათჳს ვისამე, არამედ თჳსისა ამპარტავანებისათჳს სთესვენ ღუარძლსა მას, რომელი-იგი პირველ მცირედ ჩანნ და მერმე განჰფინის გესლი იგი თჳსისა სი...

სრულად ნახვა