ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი იგავთა დასაბამითგან სოფლისაჲთ“ (13,34-35).
ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ“. (მარკ. 4, 33-34) არა თუ ყოვლადვე, რამეთუ მრავალგზის ეტყოდა თჳნიერ იგავისა, არამედ მის ჟამისათჳს თქუა მახარებელმან, ვითარმედ მაშინ არარას ეტყოდა თჳნიერ იგავისა. და რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არარას უცხოსა და უწესოსა იქმოდა, ამისთჳს შემოიყვანა წინაჲსწარმეტყუელი, ამის წესისა წინაჲთვე მქადაგებელი. და გამოაჩინებს გონებასა ქრისტესსა, ვითარმედ არა თუ ამისთჳს ეტყოდა იგავით, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყვესმცა, არამედ რაჲთამცა მოვიდეს იგინი კითხვად მისა და სწავლად უაღრესისა გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳსცა შუენიერცა იყო სიტყუაჲ მისი და საშინელ. ვინაჲთგან უკუე მათ, ვითარცა ზემო ვთქუთ, სმენით ესმოდა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს,...