მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი იგავთა დასაბამითგან სოფლისაჲთ“1 (13,34-35).

ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ“.2 არა თუ ყოვლადვე, რამეთუ მრავალგზის ეტყოდა თჳნიერ იგავისა, არამედ მის ჟამისათჳს თქუა მახარებელმან, ვითარმედ მაშინ არარას ეტყოდა თჳნიერ იგავისა. და რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არარას უცხოსა და უწესოსა იქმოდა, ამისთჳს შემოიყვანა წინაჲსწარმეტყუელი, ამის წესისა წინაჲთვე მქადაგებელი. და გამოაჩინებს გონებასა ქრისტესსა, ვითარმედ არა თუ ამისთჳს ეტყოდა იგავით, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყვესმცა, არამედ რაჲთამცა მოვიდეს იგინი კითხვად მისა და სწავლად უაღრესისა გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳსცა შუენიერცა იყო სიტყუაჲ მისი და საშინელ. ვინაჲთგან უკუე მათ, ვითარცა ზემო ვთქუთ, სმენით ესმოდა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს, არცა კითხვაჲ ინებეს, არცა სწავლაჲ, ამისთჳს დაუტევნა იგინი და წარვიდა, ვი-თარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: მითხარ ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ მის და აგარაკისაჲ“ (13,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ენების კითხვის და ვერ იკადრიან. ვინაჲ უკუე მოიგეს აწ კადნიერებაჲ? ესმა ზემო, ვითარ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცა-თაჲსა“,3 და ამისთჳს შეჰკადრეს კითხვად. ხოლო თჳსაგან ჰკითხეს, - არა თუ ერსა მას ეშურებოდეს, არამედ სიტყუასა მეუფისასა აღასრულებდეს, რომელ თქუა, ვითარმედ: „მათა არა მიცემულ არს“,4 რამეთუ არცა ინებეს მიღებად, არცა სთხოეს. ხოლო რაჲსათჳს დაუტევეს იგავი იგი ცომისაჲ და მდოგჳსაჲ და ღუარძლისაჲ იკითხეს? ვითარცა უმეტესად სხუათასა ცხადთა და ადვილთა გულისჴმისსაყოფელად თანაწარჰჴდეს, ხოლო ესე იკითხეს, ვითარცა შემსგავსებული პირველთქუმულისა მის, რომელი თქუა თესლისა მისთჳს და მთესვარისა. ამისთჳსცა უფალმან განუმარტა მათ. ხოლო ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ იგავთაჲ არა ჯერ-არს შემდგომითი შემდგომად ყოველთა სიტყუათა თარგმანებად,

1 ფსალმ. 77,2. 2 მარკ. 4, 33-34. 3 მათ. 13,11. 4 მათ. 13,11.

რამეთუ ესრეთ თუ ვინ ებრძოდის, ცთომასა შთავარდების. არამედ ესე ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ, თუ რომლისა პირისათჳს ითქუა, და მისი შეწყნარებაჲ გამოუწულილველად. რამეთუ იგავთა შინა მრავალნი სიტყუანი იპოებიან გამოსახვისათჳს და უმეტესისა განცხადებისათჳს თქუმულნი და არა საქმით აღსრულებულნი. ამასვე საქმესა აქა გუასწავებს უფალი და ესრეთ განჰმარტებს იგავსა მას. ამისთჳს დაუტევა თქუმად, თუ ვინ იყვნეს მონანი იგი, რომელნი მოუჴდეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს აღმოფხურად ღუარძლისა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ესე სახედ განწესებისა მის და წესიერ-ყოფისა იგავისა მის თქუა. უკუეთუ არა, და ვითარცა ვთქუთ, თუ ანგელოზთა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარ ეგების, თუმცა ანგელოზნი ეტყოდეს ღმერთსა ესევითართა სიტყუათა? არამედ რაჲთა გამოაჩინოს უფალმან სულგრძელებაჲ თჳსი და არა ადრე აღმოფხურაჲ ცოდვილთაჲ და მოლოდებაჲ სინანულისა მათისაჲ, ამისთჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ იგი. ხოლო აწ, გამოუთარგმანებდა რაჲ იგავსა მას, მონათა მათთჳს არაჲ აჴსენა, არამედ პირი იგი ხოლო მიუთხრა, რომლისათჳს იგავი იგი ეთქუა, და გამოუცხადებს, ვითარმედ თავადი არს მსაჯული და უფალი ყოველთაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ აწ კაცთმოყუარებაჲ მისი და კეთილის-ყოფად განმზადებულებაჲ და მტანჯველობისაგან უცხოებაჲ, რამეთუ ოდეს სთესვიდეს, თავით თჳსით სთესავს, ხოლო ოდეს ტანჯვაჲ ჯერ-იყოს უშჯულოებისა მოქმედთაჲ, ანგელოზთა მოავლენს. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ ესოდენ ხოლო იყოს ბრწყინვალებაჲ მათი, არამედ ვინაჲთგან ჩუენ უბრწყინვალესი მზისაჲ სხუაჲ არარაჲ გჳხილავს, ამის-თჳს სახეთა მოიღებს ჩუენ მიერ საცნაურთა. ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა აწვე მოწევნასა მკისასა მოასწავებს, ვითარცა-იგი ჰრქუა მოციქულთა: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“;1 და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“.2 ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“,3 და აქა თავსა თჳსსა მოასწავებს მთესვარად. რამეთუ მუნ ქადაგებისათჳს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲსა იტყოდა და მათ უწოდა მთესვარად და ამათ მომკალად, ხოლო აქა გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერცა თავადი სთესვიდა და აწ მოციქულთა მიერ იგივე სთესავს, და ქადაგებასა მას თჳსსა უწესს თესლად და სამკალად. რამეთუ ოდეს მოქცევასა მას და მორჩილებასა მსმენელთასა მოასწავებდეს, სამართლად სამკალად სახელ-სდებს საქმესა მას და აწვე ყოფადსა აჩუენებს. ვითარმცა ეტყოდა მოციქულთა, ვითარმედ: რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ვსთესე, აწ თქუენ მიერ მოვჰმკი. რამეთუ წარგავლინებ მოქცევად კაცთა, და აწ არს ჟამი ამის საქმისაჲ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არს სამკალად აწვე“. ხოლო აქა კუალად გამოაჩინებს ჟამსა მას, ოდეს-იგი მსმენელთაგან ეძიებდეს ნაყოფსა მას მათ შორის დათესულისა ქადაგებისასა, და ამისთჳს მკად მომავალსა მას ჟამსა მეორედ მოსლვისა მისისასა იტყჳს, ოდეს მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა მოესწავების, ვითარმედ პირველად მართალნი აღიტაცებიან,4 და აქა იტყჳს, ვითარმედ პირველად ცოდვილნი შეკრებად არიან? აღიტაცებიან პირველად მართალნი შემთხუევად უფლისა, ხოლო დაჯდეს რაჲ ქრისტე განკითხვად, მიეცემიან ცოდვილნი სატანჯველად, და მერმეღა წარვლენ მართალნი სასუფეველად. რამეთუ ვინაჲთგან სუფევაჲ მართალთაჲ ზეცას განწესებულ არს, ხოლო ქრისტე აქა მოვალს განკითხვად ყოველთა, მისცეს რაჲ ცოდვილთათჳს განჩინებაჲ, ვითარცა ბრძანოს, მაშინ, ვითარცა მეუფე დიდებისაჲ, აღდგეს და წარიყვანნეს მოყუარენი თჳსნი ნეტარებასა მას ზეცათა სასუფეველისასა.

ჵ ჭირი იგი და ორკერძო სალმობაჲ უბადრუკთა ცოდვილთაჲ! ერთად, დაწუვაჲ ცეცხლსა შინა უშრეტსა, და მეორედ, გამოვრდომაჲ დიდებისა მისგან სანატრელისა. ამისთჳს გულისჴმა-გჳყოფს უფალი და იტყჳს: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ არამედ ვითარ ვხედავ, ძმანო, ჩუენ დაგჳყოფიან ყურნი სმენად და არა გულისჴმა-ვჰყოფთ ყოფადსა მას ცოდვილთა წარწყმედასა, არცა გუნებავს მოქცევად უფლისა, რაჲთა გჳლხინოს ჩუენ. ამისთჳს მეშინის, ნუუკუე მოიწიოს ჩუენ ზედა დღე იგი და ვიპოვნეთ მოქმედთა თანა უშჯულოებისათა. მაშინ ფრიად ვინანდეთ და ვტიროდით, ხოლო სარგებელი არა იყოს, რამეთუ სარგებელი ცრემლთაჲ და სინანულისაჲ აწ არს.

1 იოან. 4,35. 2 ლუკ. 10,2. 3 იოან. 4,37. 4 შდრ. 1 თეს. 4,16.

ხოლო პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ კუალადცა იგავით ეტყჳს უფალი მოციქულთა. და რაჲსათჳს-მე, ვინაჲთგან ერი იგი განიყარა, მოწაფეთა იგავით ეტყოდა? ამისთჳს, რამეთუ ზემოთქუმულთა მათგან ისწავეს მეცნიერებაჲ. ესოდენ გულისჴმა-ჰყოფდეს, ვიდრეღა ოდეს ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი?“ თქუეს მათ: „ჰე, უფალო“.1 იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა აგარაკსა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარული-თა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი“ (13,44-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იგავი იგი მარცულისა მის მდოგჳსაჲ და ცომისაჲ მცირედითა რაჲმე განყოფილ არიან ურთიერთას, რამეთუ ერთსა პირსა მოასწავებენ, ეგრეთვე აქა იგავნი ესე საუნჯისა და მარგალიტისაჲ ერთსა პირსა მოასწავებენ, ვითარმედ ჯერ-არს ქადაგებისა მის პატივ-ცემაჲ და შეყუარებაჲ უფროჲს ყოველთა მონაგებთა ქუეყანისათა; და ზემოთქუმულნი იგი იგავნი ცომისაჲ მის და მდოგჳსაჲ ძალსა მას მოასწავებდეს ქადაგებისა მის სახარებისასა, ვითარმედ დაღაცათუ მცირედ ჩანს აწ, არამედ ყოველი სოფელი დაიპყრას მან. ხოლო აწ კუალად პატიოსნებასა მას და ბრწყინვალებასა მისსა გამოაჩინებს, რამეთუ აღორძნდების, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, და შესცვალებს სოფელსა უღმრთოებისაგან ღმრთისმსახურებად, ვითარცა შესცვალებს ცომი ყოველსა მას აღსუარულსა აღფუვნებად. პატიოსან არს და მრავალსასყიდლისა უფროჲს მარგალიტისა. არამედ სოფლისა საქმეთაგან არარაჲ იპოვა ჰასაკისა და საზომისა მისისაჲ უპატიოსნეს მისსა, ამისთჳს იგი შემოიღო სახედ. ხოლო შუენიერ არს და განმამდიდრებელ, ვითარცა საუნჯე დიდძალი. ამისთჳს არა ამას ხოლო მოასწავებს, ვითარმედ ჯერ-არს ყოვლისავე დატევებაჲ და მისა გამორჩევაჲ, არამედ რაჲთა სიხარულითცა ვიქმოდით ამას და უწყოდით, ვითარმედ დატევებაჲ ყოვლისავე სოფლისაჲ ვაჭრობაჲ არს და არა დაჭირვებაჲ.

ჰხედავა, ვითარ აგარაკად წოდებულ არს ქადაგებაჲ იგი სასუფეველისაჲ და მას შინა დაფარულ არს ყოველივე კეთილი? ხოლო შენ, კაცო, უკუეთუ არა ყოველივე განჰყიდო, მას ვერ მოიყიდი, და უკუეთუ არა გაქუნდეს სული ფრთხილი და მჴურვალედ მეძიებელი, ვერ ჰპოებ.

აწ უკუე რომელსა ენებოს საუნჯისა მის პოვნაჲ, ორი საქმე უჴმს: უარყოფაჲ ყოვლისავე სოფლისაჲ და საქმეთა მისთა ბოროტთაჲ და ძიებაჲ სა-

1 მათ. 13,51.

უნჯისა მის და მარგალიტისაჲ მჴურვალედ. ამისთჳს იტყჳს: „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი“.

რამეთუ ჭეშმარიტებაჲ ერთ არს და არა მრავალფერ; და ვითარცა რომელსა აქუნდეს მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, დაღაცათუ სხუანი არა ხედვიდენ, რამეთუ სიმცირისა მისთჳს გუამისა მისისა შინაგან თჳსა დაეფარის კაცსა მას, არამედ მომგებელმან მან იცინ, თუ რაბამი სიმდიდრე აქუნ; ეგრეთვე საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ რომელთა აქუნდეს, იციან სიმდიდრე იგი, ხოლო ურწმუნონი უმეცარ არიან, რამეთუ ვერ ხედვენ სიმდიდრესა ჩუენსა. რაჲთა ჩუენცა არა ქადაგებასა მას ხოლო მივენდვნეთ, არცა ვჰგონებდეთ, თუ სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს ცხორებად ჩუენდა, იტყჳს სხუასაცა საშინელსა იგავსა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდესა და დასხდიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (13,47-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა განყოფილ არს ესე ზემოთქუმულთა მათ იგავ-თაგან, - თესლისა მის და ღუარძლისათჳს, - რამეთუ მუნცა რომელნიმე ცხონდეს და რომელნიმე წარწყმდეს? არამედ იგი იგავნი სარწმუნოებისათჳს იყვნეს. პირველნი იგი, - ეკალთა მიერ და კლდისა და გზასა ზედა დათესულისა, - ესენი მოესწავებოდეს, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგებაჲ იგი; და კუალად ღუარძლისა მის მიერ მწვალებელნი გუაუწყნა, რომელთაცა ძედ უკეთურისა სახელ-სდვა. ხოლო აწ მათთჳს იტყჳს, რომელნი საქმეთა მიერ ბოროტთა წარწყმდებიან, რომელნიცა ფრიად საწყალობელ არიან, რამეთუ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მიემთხჳნეს და ეგრეთცა ვერვე ცხონდეს, რამეთუ საქმენი ცოდვისანი ვერ მოიძულნეს. ხოლო ვი-თარ რომელ ოდესმე თავსა თჳსსა იტყჳს მწყემსი იგი სახიერი განმრჩეველად კეთილთა ბოროტთაგან, „ვითარცა განარჩინის მწყემსმან ცხოარნი თიკანთაგან“,1 და აწ აქა ანგელოზთა მოასწავებს? ესე ამისთჳს, რამეთუ ოდესმე კაცობრივრე ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მსმენელთა მათ უძლურებისათჳს და ოდესმე უმაღლეს და გულისჴმისსაყოფელად, რამეთუ ყოველივე განგებულებითა წამის-ყოფისა მისისაჲთა იქმნების. ხოლო აქა მსმენელ-

1 მათ. 25,32.

თა მათთჳს ანგელოზნიცა აჴსენნა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს მეუფე ანგელოზთა და კაცთაჲ. ხოლო რაჲთა არავის ესმას, თუ ჯერკუალი გარე განითხევის, და ჰგონებდეს, ვითარმედ უჭირველ არს განთხევაჲ იგი, ამის-თჳს განჰმარტა სიტყუაჲ ესე და სატანჯველი იგი გამოაჩინა საშინელი, ვი-თარმედ: „შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. იხილეა, რავდენნი გზანი არიან წარწყმედისანი? კლდე იგი და ეკალნი, და გზაჲ და ღუარძლი, და ბადესა შინა პოვნილი ჯერკუალი. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ფართო არს გზაჲ იგი წარწყმედად მიმყვანებელი, და მრავალნი ვლენან მას შინა“.1 ესე ყოველი რაჲ მიუთხრა და საშინელ-ყო აღსასრული სიტყჳსა თჳსისაჲ, მერმე ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი“ (13,51-52).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა, არამედ აქებს და სიმდიდრედ უწესს, და აქებს მოციქულთა, რამეთუ კე-თილად გულისჴმა-ჰყვეს იგი და ჰრწმენა უფლისაჲ? რამეთუ ამისთჳს ყოველივე შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს. და ესე წმიდანი მოციქულნი მიამსგავსნა სახლისა უფალსა მდიდარსა და ჭეშმარიტად მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ძუელისა მის წერილისა ძალი კეთილად ცნეს და ახალი ესე ქადაგებაჲ და მოძღურებაჲ ქრისტესი სარწმუნოებით და გულსმოდგინედ შეიწყნარეს და აღასრულეს. ხოლო რომელნი-იგი ძალსა წერილთასა უმეცარ არიან, არა არიან იგინი სახლისა უფალ. რამეთუ არცა თავით თჳსით აქუს, არცა სხუათაგან მიიღებენ, არამედ უდებებისაგან სიკუდილითა მოსწყდებიან. ეგრეთვე მწვალებელნი სრულიად უცხო არიან ნეტარებისაგან, რამეთუ არცა ძუელისა მის წერილისაგან აქუს ნაწილი, არცა ახლისა, არამედ ორისაგანვე დაკლებულ და განვრდომილ არიან, რამეთუ ორნივე შჯულნი შეერთებულ და შეთხზულ არიან ურთიერთას.

სწავლაჲ მზ გულისჴმის-ყოფისათჳს წერილთაჲსა და სათნოებათათჳს

ვისმინოთ, რომელნი-ესე უდებ ვართ წიგნის-კითხვასა და წერილთა გულისჴმის-ყოფასა, თუ რაოდენი ვნებაჲ შემემთხუევის ჩუენ, რაოდენი სიგლახაკე. რამეთუ ოდეს-მე ჴელ-ვყოთ საქმით მოქალაქობად, რომელნიესე შჯულსა მასცა მოქალაქობისასა უმეცარ ვართ? საქმეთა ზედა ჴორ-

1 მათ. 7,13.

ციელთა ყოველნი მოხარკე არიან, და სამოსელი თუ ვის აქუნ შუენიერი, ზედაჲსზედა ბერტყნ და ზრუნავთ, რაჲთა არა მღილთა შესაჭმელ იქმნას. ხოლო შენ, კაცო, ჰხედავ, ვითარმედ ყოვლისავე მღილისა და მჭამელისა უმეტესად ავნებს დავიწყებაჲ სულსა შენსა, და არა მოსწრაფე იქმნაა კითხვად წიგნთა - სწავლად გულისჴმის-ყოფისა, რაჲთა განაბრწყინვონ სული შენი?

არა განიცდია დღითი-დღე ხატსა მას სათნოებისასა და წესიერებასა ასოთა მისთასა? რამეთუ ჰქონან მას ასონი ფრიად შუენიერნი, თავი და ჴელნი და სხუაჲ ყოველივე. გნებავსა თავისა მისისა ხილვად?

თავი სათნოებათაჲ არს სიმდაბლე. ამისთჳსცა მისგან იწყო უფალმან ნეტარებათა მათ, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“;1 და კუალად თქუა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ვის მივხედნე, გარნა მშჳდსა და მდაბალსა და რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“;2 და კუალად იტყჳს: „მახლობელ არს უფალი მათა, რომელნი განკაფულ არიან გულითა, და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს“.3

ესე არს თავი გუამისა მის სათნოებათაჲსა, რომლისა პირი შუენიერ არს და სასურველ, რამეთუ შემკობილ არს იგი წესიერებითა და სიმშჳდი-თა; თუალნი მისნი განწესებულ არიან სიწმიდითა გულისაჲთა, ამისთჳსცა ღირს იქმნებიან ხილვად უფლისა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“;4

პირი მისი არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ და მარადის გალობაჲ უფლისაჲ ლოცვითა და ვედრებითა ლმობიერითა;

გული მისი არს გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ და დამარხვაჲ მართლმადიდებლობისაჲ და კაცთმოყუარებაჲ და სახიერებაჲ;

გონებაჲ მისი არს სიყუარული, სრულებაჲ იგი და შემაერთებელი და მპყრობელი სათნოებაჲ, სიყუარული ღმრთისა მიმართ და მოყუსისა მიმართ, რომელი ყოველთა უმაღლეს არს;

ჴელ მისა და ფერჴ არიან მოღუაწებანი სულიერნი და საქმენი კეთილნი;

სული გუამისა მის სათნოებათაჲსაჲ არს ღმრთისმსახურებაჲ და გულისჴმის-ყოფით მართლაღსარებაჲ წმიდისა სამებისაჲ და მეცნიერებაჲ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა;

და სხუანი ყოველნივე მცნებანი ასოებ არიან გუამისა მის სათნოებათაჲსა.

ესე გუამი ასოებითურთ თჳსით მოიგეს ყოველთა წმიდათა, ამისთჳს ღირს იქმნნეს ასოებ ქრისტჱსა წოდებად, ვითარცა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“.5 გულის-ჴმა-ვყოთ თითოეულისა წმიდათაგანისა მოქალაქობაჲ და ვპოვოთ სახე ესე მის თანა.

1 მათ. 5,3. 2 ესაია 66,2. 3 ფსალმ. 33,19. 4 მათ. 5,8. 5 1 კორ. 12,27.

და უკუეთუ გნებავს, ვიხილოთ ესე მებრ ნეტარი მახარებელი მათე, რომლისა სიტყუათა დღითი-დღე აღმოვიკითხავთ. დაღაცათუ ყოველნი საქმენი, მოღუაწებანი მისნი აღწერილად გამოწულილვით არა გუქონან, არამედ მცირედისა ამისგანცა შესაძლებელ არს ხილვად ბრწყინვალებაჲ ხატისა მისისაჲ.

იხილეთ უკუე სიმდაბლე მისი, რომელ-იგი ვთქუთ თავად სათნოება-თა, ვითარ შემდგომად მოციქულებისა და მახარებლობისა არა თავ-იდიდა მეზუერედ წოდებად თავისა თჳსისაჲ. ამისგან ცანთ, ვითარი იყო გონებაჲ მისი: მშჳდ და მდაბალ და შემუსრვილ.

იხილეთ მოწყალებისაცა მისისა საზომი, ვითარ ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა გლახაკთა და ყოველივე სოფელი უვარ-ყო და მისდევდა ქრისტესა. იხილეთ მართლაღსარებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ აღწერილისაგან მისისა.

იხილეთ სიყუარული მისი, ვითარ უქადაგა სოფელსა და აღუწერა ღმრთისმსახურებაჲ, რაჲთა არა ცხორებასა ხოლო თჳსსა ქადაგებდეს, არამედ შემდგომად სიკუდილისაცა ჴმაჲ მისი ესმოდის ყოველთავე.

იხილეთ სიმჴნე მისი გუემათა მათგან და ტანჯვათა, რომელნი სხუათა მათ მოციქულთა თანა თავს-ისხნა.

იხილენით ყოველნი კეთილნი საქმენი მისნი საყდრისა მისგან, რომელსა ზედა დაჯდომად არს.

ესევითარსა უკუე სათნოებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, ძმანო, და უფროჲს ყოვლისა სიმდაბლესა და სიყუარულსა და მოწყალებასა, რამეთუ თჳნიერ ამათსა შეუძლებელ არს შესლვად სასუფეველსა ცათასა. ამათგან სხუანიცა კეთილნი საქმენი მოიგებიან და გუამი იგი სათნოებისაჲ სრულ იქმნების. ამისთჳსცა თავ გუამისა მის ვთქუთ სიმდაბლე და გონებად - სიყუარული და გულად - მოწყალებაჲ.

ესევითარი ესე გუამოვნებაჲ და შენაწევრებაჲ სათნოებათაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, ვითარცა საუნჯე დიდძალი, ვითარცა მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ. ესე შევიკრძალოთ, ვიდრეღა სიმდიდრე სოფლისაჲ ცუდი და წარმავალი და მომგებელთა მისთა დიდად მავნებელი, რომლისა ზრუნვაჲ, ვითარცა გესლი, სჭამს სულთა მათთა და მწინკულევანებითა მით ცოდვისაჲთა შებღალულ და ყროლებულ ჰყოფს მათ.

ხოლო რომელსა საუნჯე ესე სათნოებათაჲ აქუნდეს, დაღაცათუ ჴორციელად ფრიად გლახაკ და შეურაცხ იყოს, არამედ სული მისი ბრწყინავს, ვითარცა მარგალიტი, ყუავის, ვითარცა ვარდი, დიდებულ არს, ვითარცა ანგელოზი; არა ჰყვანან მონანი და მსახურნი, რაჲთა უბრძანებდეს მათ, არამედ უბრძანებს ეშმაკთა, და ძრწოლით ევლტიან მას; არა მდგომარე არს წინაშე მეფისა მოკუდავისა, არამედ მდგომარე არს მარადის წინაშე ღმრთისა; არა ჰქონან საუნჯენი წარმავალნი, არამედ საუნჯე მისა არიან კეთილნი სასუფეველისანი; მონად მოუგიენ ვნებანი და გულისსიტყუანი, რომელნი მრავალთა მეფეთა დაიმონებენ, რომელნი მპყრობელთა სოფლისა ამის ამაოჲსათა ჴელმწიფებით უბრძანებენ. იგინი ამისგან ძრწიან და მიხედვადცა ვერ იკადრებენ ამის საუნჯისა მომგებელსა; მეფობაჲ ესე ქუეყანისაჲ და ყოველი საცთური დიდებისა მისისაჲ ესრეთ საკიცხელად აქუს, ვითარცა სამღერელი ყრმათა ჩჩჳლთაჲ, რამეთუ ჰმოსიეს მას სამკაული, რომლისა ხილვადცა მეფეთა ქუეყანისათა ვერ ჴელ-ეწიფების, და აქუს სიმდიდრე წარუპარველი.

ესე საუნჯე და ესე სიმდიდრე მოვიგოთ ჩუენცა, ძმანო, რაჲთა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა მკჳდრ-ყოფად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

[...] იოვანე ოქროპირო, მეოხ გუეყავ წინაშე უფლისა და ღირს-მყავ უღირსი ესე აღსრულებად სწავლათა ამათ შენთა საქმითცა და აღწერითცა ენასა ამას ქართულსა, რაჲთა მადლითა შენითა განათლდეს ქუეყანაჲ [იგი].