თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ პირველად ამხილა და უგულისჴმოებაჲ აყუედრა და მერმე უძლურებისა მათისათჳს კაცობრივისა და ბუნებითისა საქმისაგან განუმარტებს სიტყუასა მას, ვითარმედ: ყოველი, რომელი შევალს მუცლად, არა ჴელ-ეწიფების დადგრომად, არამედ განვალს. და-ღაცათუმცა არა განვიდოდა, არამედ შინაგან დაადგრებოდა, არავე შემაგინებელ არს კაცისა; არამედ უძლურებისათჳს ჰურიათაჲსა მიუგო ესრეთ, ვითარმედ: არა დაადგრების, არამედ განვალს და გუამსა მას კუალად ცარიელსა დაუტეობს. ხოლო ნაშობნი იგი გულისანი, ბოროტნი გულისსიტყუანი, შინაგან იშვებიან და გულსა შინა ჰგიან შემაგინებელად. ხოლო ოდეს გამოეცნენ გარე და საქმედ წარემართნენ, მაშინ უმეტესად შეაგინებენ, რამეთუ გესლი მათი უფროჲსად შევალს სულად. და ვითარცა გარე შემავალნი იგი მუცლად გარევე წარვლენ, ეგრეთვე გულსა შინა შობილნი იგი, საქმით რაჲ აღესრულნენ, გულსავე შინა ჰგიან, უკუეთუ არა ფრიადი-თა ვინ მოღუაწებითა სინანულისაჲთა აღჴოცნეს იგინი.
„ესენი არიანო, რომელნი შეაგინებენ კაცსა: გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი“ და შემდგომი ამათი, „ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“. არა...