📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?“ (15,1-3).
„მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“. ოდეს „მაშინ“? ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი ქმნა, ოდეს სნეულნი განკურნნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა მით პურითა ხუთ ათასნი განაძღნა, ოდეს ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა, ვიდოდა; მაშინ სავსენი იგი ყოვლითა უკეთურებითა მოუჴდეს და ესრეთ ეტყოდეს. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“?
ყოველსა მას ტომებსა განთესულ იყვნეს და ათორმეტად ნაწილად განყოფილ იყვნეს მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, გარნა რომელნი-იგი დედაქალაქსა მას იერუსალჱმსა მკჳდრ იყვნეს, უმეტესი პატივი აქუნდა; ამისთჳსცა უმეტესითა ამპარტავანებითა და უკეთურებითა სავსე იყვნეს. ესევითართა მათგანნი იყვნეს ესენიცა, რომელნი აწ მოუჴდეს და სიტყუათა ამათ ეტყჳან უფალსა.
და იხილე, ვითარ სიტყჳსა მებრ მათისაგან სირცხჳლეულ იქმნებიან, რამეთუ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს გარდაჰვლენ შჯულსა მოსესსა, არამედ: „რაჲსათჳს გარდაჰვლენო მოძღურებასა ხუცესთასა?“ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა მღდელნი იგი მათნი თავით თჳსით მოძღურიდეს ახალთა მოძღურებათა, დაღაცათუ მოსე დიდითა შიშითა და შეჩუენებითა ამცნო მათ, რაჲთა არცა რაჲ შესძინონ, არცა დააკლონ; რამეთუ იტყჳს: „არა შესძინოთ სიტყუასა ამას ზედა, რომელსა გამცნებ დღეს, არცა რაჲ დააკლოთ მას“.1 ხოლო იგინი მრავალსა დააკლებდეს და მრავალსა ცუდად შესძინებდეს, ვითარცა ესე წინამდებარე სიტყუაჲ იყო: უბანელითა ჴელი-თა არაჭამაჲ, და განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ, და რაჲთა იბანებოდიან ზედაჲსზედა. რამეთუ ოდეს-იგი ჯერ-იყოღა დაცხრომაჲ მათი ზმნათაგან, მაშინღა უმეტესად განამრავლეს ზმნაჲ ერსა მას შორის, რაჲთა ყვნენ თავნი თჳსნი, ვითარცა რჩულისმდებელნი. და ესოდენად უშჯულოებად აღემატა საქმე იგი, ვიდრეღა მათთა მათ მცნებათა ისწრაფდეს დამტკიცებად და ღმრთისათა უგულებელსჰყოფდეს. და ესოდენ მტკიცედ აქუნდეს თავით თჳსით დაწესებულნი იგი ზმნანი, ვიდრეღა გარდასლვაჲ მათი დიდად საბრალობელად შეერაცხა და
1 2 სჯ. 4,2.
მცნებანი ღმრთისანი შეურაცხ-ეყვნეს. ამისთჳს აწ ამათ სხუაჲ იგი ყოველი დაუტევეს თქუმად - სასუმლებისათჳს და სტამნებისა და ქუაბებისა, რამეთუ საცინელ იყო, და უბანელითა ჴელითა ჭამისათჳს წარმოიღეს სიტყუაჲ. ესე ამისთჳს ყვეს და ამისთჳს ხუცესნი აჴსენნეს, რაჲთა მოიყვანონ იგი რისხვად და შეურაცხებისა სიტყუათა თქუმად მათთჳს, რაჲთა პოონ მის ზედა მიზეზი ბრალობისაჲ.
ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, თუ რად ჭამდეს მოწაფენი უბანელი-თა ჴელითა. არა თუ განწესებულად და განზრახვით იქმოდეს ამას, არამედ ცუდთა ამათ საქმეთა შეურაცხ-ჰყოფდეს და ჭეშმარიტნი იგი შეეკრძალნეს, და არცა ბანაჲ აქუნდა შჯულად, არცა არაბანაჲ, არამედ ორსავე, ვი-თარცა დახუდის, იქმოდეს.
რამეთუ რომელთა-იგი ბუნებითიცა ჭამადი უგულებელს-ეყო და არას ზრუნვიდეს, ცუდთა ამათ საქმეთა ვითარმცა იურვოდეს? ვინაჲთგან უკუე უბანელად ჭამაჲცა იქმნის მრავალგზის, გინა თუ უდაბნოს რაჲ იყვნიან, ანუ ოდეს-იგი მუსრვიდეს თავსა ჴუვილისასა, ანუ სხუასა ესევითარსა რასმე ჟამსა, მიიღეს საქმე იგი ფარისეველთა მიზეზად ბრალობისა, რომელნი-იგი მარადის დიდთა მათ ცოდვათა თანაწარჰვიდოდეს და ცუდთა საქმეთა დიდად გამოეძიებდეს. ხოლო ქრისტემან ამის პირისათჳს არაჲ მიუგო წუთერთ, არამედ მათნი იგი ცთომანი აბრალნა, რაჲთა დაამჴუას სიქადული მათი და უჩუენოს, ვითარმედ რომელი-იგი დიდთა ცოდვათა იქმოდის, არა უჴმს მცირეთა ცთომათათჳს კადნიერებით შერისხვაჲ და მხილებაჲ სხუათაჲ; და არა თქუა, თუ: საქმე ეგე, რომელსა იტყჳთ, არაჲ არს, არამედ კეთილად იქმან, რომელ არა იმარხვენ წესსა მაგას; რაჲთა არა მისცეს მათ მიზეზი ძჳრისმეტყუელებისაჲ. არცა თქუა, თუ: ჰე, ჭეშმარიტსა იტყჳთ, არა წეს არს საქმე ეგე; რაჲთა არა დაამტკიცოს ცუდი იგი ზმნაჲ მათი. არცა აბრალა ხუცესთა მათ და თქუა, თუ: ბილწნი იგი და უღმრთონი, ვითარ იქმან თავისა თჳსისა მიერ წესთა; რაჲთა არა ბრალობად დასდვან ესე. არამედ მათ მიექცა მხილებად და მათისა პირისაგან მღდელნი იგი სიცრუისანი განაქიქნა, ესევითართა მათ წესთა მეტყუელნი. ამისთჳსცა ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისათჳს, მოკუედინ. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, და დაუმტკიცებელ-ჰყავთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა“ (15,3-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მათ ისწრაფეს გამოჩინებად მოწაფეთა გარდამავალად შჯულისა, ამხილებს უფალი, ვითარმედ თქუენ ხართო და მღდელთმოძღუარნი თქუენნი გარდამავალ და შეურაცხმყოფელ შჯულისა, ხოლო მოწაფენი ჩემნი უბრალო არიან; რამეთუ არა შჯული არს მოძ-ღურებაჲ თქუენი, არამედ ცუდისმეტყუელება. ხოლო გნებავს თუ ხილვად, ვინ არს გარდამავალ შჯულისა, თავნი თქუენნი იხილენით, ვითართა მოძ-ღურებათა ჰმოძღურით. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს: უმოძღურიდეს უღირსნი იგი მღდელნი და ფარისეველნი ჭაბუკთა მიზეზითა ღმრთისმსახურებისაჲთა შეურაცხ-ყოფად მამა-დედათა ესევითარითა სახითა: უკუეთუმცა ვინ მშობელთაგანმან ჰრქუა ძესა თჳსსა: მომეც ცხოვარი ეგე, რომელ გაქუს, ანუ ზუარაკი, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, მიუგის ძემან მან და ჰრქჳს: ძღუნად ღმრთისა განმიწესებიეს ეგე, რომელი შენ აწ გნებავს სარგებელად შენდა მიღებად ჩემგან და დაყენებად შესაწირავსა მას ღმრთისასა, არამედ ესე არა ჴელ-გეწიფების აღებად. და ამის გამო ორი ბოროტი იქმნის: არცა ღმრთისა შეწირიან და მშობელთა თჳსთა არა მისციან მიზეზითა მით ძღუნისა და შესაწირავისაჲთა, შეურაცხყვნიან მშობელნი მიზეზითა ღმრთისმსახურებისაჲთა და ღმერთი შეაწუხიან ტყუილითა მის საქმისაჲთა. ამისთჳს პირველად წარმოუთხრა წერილი იგი შჯულსა შინა პატივისათჳს მშობელთაჲსა და შეურაცხებისა, და ვი-თარ სიკუდილისა თანამდებად თქუა შეურაცხისმყოფელნი მშობელთანი, რაჲთა მათცა ამხილოს და სხუათა მათ ერთა გულისჴმა-უყოს, ვითარმედ სიკუდილისა თანამდებ არიან ესევითართა მათ მოძღურებათა მეტყუელნი და შჯულისა წინააღმდგომნი. რამეთუ უკუეთუ რომელმან სიტყჳთ თქუას ბოროტი მამისა გინა დედისათჳს, სიკუდილისა ღირს არს, რავდენ უფროჲსად თქუენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ღირს ხართ სიკუდილისა მღდელთა თქუენთა თანა, რომელნი საქმით ბოროტსა უყოფთ მშობელთა და სხუათაცა ესევითარსა ამას საქმესა ასწავებთ.
აწ უკუე რომელნი არცა თუ ცხორებად ღირს ხართ, ვითარ აბრალებთ მოწაფეთა საქმეთათჳს ცუდთა? ესრეთ ამხილა რაჲ უშჯულოებაჲ მათი, მეყსეულად შემოიყვანა წინაჲსწარმეტყუელი ესევითარისავე მეტყუელად, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ აქუს მარადის, მოღებად წამებისა წერილთაგან, რაჲთა ცნან, ვითარმედ ყოვლითურთ იგი არს ძუელისაცა და ახლისა უფალი. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ ესე წინაჲსწარმეტყუელისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორგულნო, კეთილად წინაჲსწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა“1 (15,7-9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა წინაჲსწარმეტყუელებისა მის ფრიადი ერთობაჲ სიტყუათა ამათ თანა უფლისათა? ვითარ პირველითგანვე ქადაგებდა და
1 ესაია 29,13.
მოასწავებდა მათსა მას უკეთურებასა, ვითარმედ მცნებათა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ ამისთჳს თქუა: „ამაოდ მსახურებენ მე“; ესე იგი არს, ვითარმედ: იტყჳან სიტყჳთ მსახურებად ჩემდა და მცნებათა ჩემთა არაოდეს იქმან, რამეთუ თავით თჳსით მოძღურებენ და ასწავებენ კაცთა თჳსთა მცნებათა და არა ჩემ მიერ დაწესებულთა.
ესრეთ უკუე ამხილა რაჲ საქმეთაგან მათთა და განჩინებითა თჳსი-თა და წინაჲსწარმეტყუელისა მიერ და განადიდა ბრალობაჲ მათი, არღარა მათ ეტყჳს (რამეთუ იხილნა იგინი უკურნებელად), არამედ შეცვალა სიტყუაჲ თჳსი ერისა მის მიმართ და სწავლასა წინაუყოფს, დიდითა სიბრძნითა აღვსებულსა, და ჭამადთა მეტსა და უსარგებლოსა კრძალვასა დაჰჴსნის.
ხოლო იხილეთ, ოდესღა ყო საქმე ესე: რაჟამს კეთროვანნი განწმიდნა, რაჟამს შაბათი დაჰჴსნა, რაჟამს ქუეყანისა და ზღჳსა მეუფედ გამოაჩინა თავი თჳსი, რაჟამს შჯულნი სულიერნი განაწესნა, რაჟამს ცოდვათა მიტევებაჲ მიანიჭა, რაჟამს მკუდარნი აღადგინნა, რაჟამს მრავალნი სასწაულნი ღმრთეებისა თჳსისანი უჩუენნა კაცთა, მაშინღა იტყჳს ჭამადთათჳს; რამეთუ ყოველნივე წესნი ჰურიათანი ამას საქმესა შინა შეწყუდეულ არიან, და ესე რაჲ დაიჴსნას, ყოველივე დაიჴსნების; რამეთუ ამით გამოაჩინებს, ვითარმედ წინადაცუეთისაცა დაჴსნაჲ ჯერ-არს. გარნა თავადმან არარაჲ თქუა ამის ჯერისათჳს, რამეთუ უპირატეს ყოველთა მათ წესთა შჯულისათა დაწესებულ იყო ესე. არამედ მოწაფეთა მიერ განაწესა დაცხრომაჲ წინადაცუეთისაჲ, და მათცა ძლით უძლეს დაჴსნად მისა მრავლითა ღონის-ძიებითა. ხოლო აწ იხილე, ვითარსა წესსა განაწესებს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა მათ: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: არა თუ პირად შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“ (15,10-11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ფარისეველთა ამხილა და წინაჲსწარმეტყუელიცა მაბრალობელად წარმოუდგინა და ყოვლითურთ პირი დაუყო, მერმე მოუწოდა ერსა მას სიტკბოებით და ჰრქუა: „ისმინეთ და გულისჴმაყავთ: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი“. არა თქუა, თუ: რიდობაჲ ეგე ჭამადთაჲ ცუდ არს, ანუ თუ მოსე ცუდად დააწესა, არამედ წესითა სწავლისაჲთა იწყო სიტყუად და ბუნებითისა საქმისაგან მოიღო მიზეზი ამის წესისაჲ. ხოლო ესე რაჲ თქუა მან, არარაჲ მიუგეს ფარისეველთა, არცა ჰრქუეს, თუ: ღმერთმან ესოდენნი წესნი ჭამადთათჳს განაწესნა რჩულისმდებელისა მიერ, ვითარ აწ შენ გნებავს ესევითართა მათ წესთა დაჴსნაჲ? არამედ ვინაჲთგან ძლიერად ამხილა მათ, არა ხოლო თუ გამოცხადებითა უკეთურებათა მათთაჲთა, არამედ დაფარულთაცა გულისა მათისათა და მზაკუვარებისა მის მათისა გამო-ჩინებითა, ამისთჳს დაეყო პირი მათი და წარვიდეს. რამეთუ უფალმანცა არა გამოცხადებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ მიფარულადრე; ამისთჳს არა თქუა, თუ: ჭამადნი არა შეაგინებენ კაცსა, არამედ: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებსო კაცსა“, რომელ-ესე გულისჴმა-იყოფებოდა უბანელითაცა ჴელითა ჭამისათჳს; რამეთუ თავადი ჭამადისათჳს იტყოდა, ხოლო გულისჴმა-იყოფებოდა მისთჳსცა, ვითარცა აღსასრულსა სიტყჳსასა თქუა, ვითარმედ: „უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“. არამედ ეგრეთცა დაბრკოლდეს ფარისეველნი იგი, არა თუ ერნი, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა ესმა სიტყუაჲ იგი და დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურენ“ (15,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იცის უფალმან უგულებელს-ყოფაჲცა დაბრკოლებისაჲ და არა უგულებელს-ყოფაჲცა, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური“;1 ხოლო აქა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევენით ეგენი; ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმა-თანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (15,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს მოწაფენი, ვითარცა მათთჳს მზრუნველად, გარნა მცირედ იგინიცა განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვერ იკადრებდეს თავისა თჳსისა მიერ თქუმად. ამისთჳს ვითარცა სხუათა მიერ თქუმული წარმოიღეს სიტყუაჲ ესე, რაჲთა ისწაონ ძალი თქუმულთაჲ მათ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ისმინე, რასა იტყჳს მარადის და ყოველსავე შინა მჴურვალე პეტრე:
„გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“ (15,15). რამეთუ გულისზრახვასა მას სულისა თჳსისასა გამოაცხადებდა და ცხადად ვერ იკადრებდა თქუმად, თუ: დავბრკოლდები სიტყჳსა ამისთჳს; გარნა ესრეთ ლიტონად კითხვითა ენება ცნობად განმარტებაჲ სიტყჳსა მის. ამისთჳსცა უფალმან ჩუენმან სიბრძნით მიუგო მათ და ჰრქუა: „ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღმოიფხურენ“. ესე სიტყუაჲ ფარისეველ-თა მათთჳს და მწიგნობართა და მღდელთმოძღუართა თქუა და მათისა მის მოძღურებისათჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: მამისა ჩემისა მიერ ზეცათაჲსა დანერგულნი იგი მცნებანი არიან, ვითარმედ: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“,2 და შემდგომი ამისი. ხოლო მღდელთა მათ მიერ სირცხჳლისათა დაწესებულნი წესნი და წინააღმდგომნი საღმრთოთა მათ მცნებათანი აღმოფხურად არიან ძირითურთ; და ეგრეთვე, რომელნი-იგი უწესოთა
1 მათ. 17,27. 2 2 სჯ. 5,16.
მათ მოძღურებათა დააწესებენ, იგინიცა აღმოიფხურნენ. რამეთუ „ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმათანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“. რამეთუ დიდი ბოროტი არს სიბრმე, ხოლო ესე კუალად ფრიად უძჳრეს არს, რომელ ბრმაჲღა იყოს და წინამძღუარი არა ჰყვეს. უკუეთუ კულა წინამძღურობაჲცა სხუათა ბრმა-თაჲ იკადროს, სამკეცი არს ბოროტი ესე, რამეთუ უკუეთუ უწინამძღუროდ სლვაჲ ბრმისაჲ საცთურ არს, რავდენ უფროჲსად, უკუეთუ სხუათაცა ბრმა-თა უძღოდის? ესრეთ არიანო მწიგნობარნი ესე და ფარისეველნი.
ხოლო პეტრეს განუკჳრდა სიტყუაჲ იგი სხუათა მათ მოწაფეთა თანა. არამედ მათ ესმა რაჲ, თუ: „ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღმოიფხურენ“, ვერარაჲ იკადრეს თქუმად, ხოლო პეტრე ჰრქუა მას: „გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“. ვერ იკადრა ბრალობად, თუ: ვითარ წინააღმდგომსა შჯულისასა იტყჳ, არამედ თარგმანებაჲ ითხოა. ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს, და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“ (15,16-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ პირველად ამხილა და უგულისჴმოებაჲ აყუედრა და მერმე უძლურებისა მათისათჳს კაცობრივისა და ბუნებითისა საქმისაგან განუმარტებს სიტყუასა მას, ვითარმედ: ყოველი, რომელი შევალს მუცლად, არა ჴელ-ეწიფების დადგრომად, არამედ განვალს. და-ღაცათუმცა არა განვიდოდა, არამედ შინაგან დაადგრებოდა, არავე შემაგინებელ არს კაცისა; არამედ უძლურებისათჳს ჰურიათაჲსა მიუგო ესრეთ, ვითარმედ: არა დაადგრების, არამედ განვალს და გუამსა მას კუალად ცარიელსა დაუტეობს. ხოლო ნაშობნი იგი გულისანი, ბოროტნი გულისსიტყუანი, შინაგან იშვებიან და გულსა შინა ჰგიან შემაგინებელად. ხოლო ოდეს გამოეცნენ გარე და საქმედ წარემართნენ, მაშინ უმეტესად შეაგინებენ, რამეთუ გესლი მათი უფროჲსად შევალს სულად. და ვითარცა გარე შემავალნი იგი მუცლად გარევე წარვლენ, ეგრეთვე გულსა შინა შობილნი იგი, საქმით რაჲ აღესრულნენ, გულსავე შინა ჰგიან, უკუეთუ არა ფრიადი-თა ვინ მოღუაწებითა სინანულისაჲთა აღჴოცნეს იგინი.
„ესენი არიანო, რომელნი შეაგინებენ კაცსა: გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი“ და შემდგომი ამათი, „ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“. არა თქუა განცხადებულად, თუ: მათ რომელთამე ჭამადთა მიღებაჲ არა შეაგინებს კაცსა, რამეთუ ვერ შეიწყნარებდეს ჯერეთ შეუორგულებელად, უკუეთუმცა გამოეცხადა არარიდობაჲ ჭამადთა მათ, რომელთა არა აქუნდა ჩუეულებაჲ ჰურიათა მიახლებად. ამისთჳს წესი ესე სიტყჳსა ამის თქუა და მერმე შესძინა, ვითარმედ: „უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“, და დაიდუმა. რამეთუ ესოდენ იყო მათ შორის კრძალვაჲ ჭამადთაჲ, ვიდრეღა შემდგომად აღდგომისაცა იტყოდა პეტრე: „ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა“.1 ამისთჳს უფალმან წუთერთ არა განუჩინა სრულიად საქმე ესე, არამედ ჭეშმარიტებაჲ მიუთხრა, ხოლო სრულიად განმარტებასა თანაწარჰჴდა.
სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი
აწ უკუე ვისწავოთ ჩუენცა, თუ რომელნი საქმენი შეაგინებენ კაცსა. ვისწავოთ და ვივლტოდით, რამეთუ ვხედავ მრავალთა თანა ესევითარსა ჩუეულებასა და ფრიადსა მოსწრაფებასა, რაჲთა მივიდოდიან რაჲ ეკლესიად, სამოსლითა მივიდენ წმიდითა და ჴელითა დაბანილითა, ხოლო რაჲთამცა სული განწმედილი ცოდვათაგან წარმოუდგინეს ღმერთსა, არცა ერთი აქუს მოსწრაფებაჲ. აწ უკუე, ძმანო, არა თუ ვაყენებ ვის დაბანად ჴელთა და პირისა, არამედ მნებავს ესრეთ ბანაჲ, ვითარცა შეჰგავს. ხოლო შეჰგავს, რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტად დაბანად ჴელთა და პირისა და ყოვლისავე გუამისა, რაჲთა წყლისა წილ სათნოებათა მიერ განიბანოს.
რამეთუ მწინკულევანება პირისა არს ძჳრის-ზრახვაჲ, გმობაჲ, გინებაჲ, ტყუილი, სიტყუათა ხენეშთა და უსარგებლოთა მეტყუელებაჲ, სიცილი და კადნიერებაჲ. უკუეთუ არა შეგიცნობიეს თავსა შენსა ესევითარი, შეუორგულებელად მივედ ეკლესიად და მოიღე წმიდაჲ საიდუმლოჲ. ხოლო უკუეთუ მრავალგზის შებღალულ ხარ ამათგან, რაჲ გერგოს წყლითა ბანაჲ პირისაჲ და სიმყრალისა მის ბორტისა პირსა შინა ტჳრთვაჲ. კუალად ჴელთა მწინკულევანებაჲ არს ყოველივე საქმე ცოდვისაჲ: სიძვანი, მრუ-შებანი, ბილწებანი, ანგაჰრებანი, მტაცებლობანი და მსგავსი ამათნი. არს ფერჴთაცა მწინკულევანებაჲ: სლვაჲ გზასა ცოდვისასა. იხილე გულისაცა მწინკულევანებაჲ: გულისთქუმანი ბოროტნი, გემოჲსმოყუარებანი, შურნი, ძჳრის-ჴსენებანი, ზუაობანი, მზაკუვარებანი და სხუანი მსგავსნი ამათნი.
ხოლო შენ უკუეთუმცა მწჳრე გაქუნდა ჴელთა, ვერმცა იკადრე შესლვაჲ ეკლესიად, დაღაცათუ არა-ვე-რაჲ არს მისგან სავნებელი. ვითარ უკუე გარეწართა ამათ ზედა ესრეთ მოსწრაფე ხარ, ხოლო შინაგანთა მათ
1 საქმე 10,14.
და საძიებელთა ზედა ესრეთ უდებ? და რაჲ ვყოთო, მეტყჳან ვიეთნიმე, არა ვილოცვიდეთა? ჰე, ფრიადცა თანაგუაც ლოცვაჲ, გარნა არა შებღალულ-თა ესევითარითა მწინკულევანებითა. კუალად იტყჳს მეტყუელი იგი: რაჲ ვყო, უკუეთუ შთავრდომილ ვიყო მრავალთა ცოდვათაო განსაცდელითა ეშმაკისაჲთა? უკუეთუ შემთხუეულ არიან შენდა ცოდვანი, კაცო, განიბანე თავი შენი და განიწმიდე. - ვითარ განვიბანო? ვითარ განვიწმიდოო? განიბანე ცრემლითა, სულ-თქუმითა, აღსაარებითა; მიეც ქველისსაქმე შენი გლახაკთა, დაეგე, უკუეთუ ვინ შეგიწუხებიეს, მოისპენ ბოროტნი გულისსიტყუნი გულისაგან, დასცხერ ყოვლისავე ცოდვისაგან, ევედრებოდე ღმერთსა ლმობიერებით და ესრეთ განიბანო და განსწმიდნე ყოვლისავე მწინკულისაგან ცოდვათაჲსა. ხოლო უკუეთუ შებღალულ იყო საქმეთაგან ბოროტთა და ენაჲ შენი სავსე იყოს ზრახვითა ბოროტითა და არა განიწმიდო თავი შენი, არამედ ესრეთ შებღალული მიხჳდოდი წინაშე ღმრთისა ლოცვად და ზიარებად, წყლითა განბანაჲ ყოვლადვე არარას გერგოს, არამედ გესმეს შენცა: „უკუეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არა შევისმინო თქუენი“.1 უკუეთუ ვის აქუნდენ ჴელნი შებღალულნი მწჳრითა და მივიდეს ვედრებად მეფისა და უპყრნეს ფერჴნი, ისმინოსა მისი? მე ვჰგონებ, თუ სცეს მას ფერჴითა პირსა. ეგრეთვე შენ, კაცო, ეკრძალე საქმესა ამას და ნუ იკადრებ შებღალული მისლვად წმიდისა მის ბარძიმისა, არამედ განიბანე პირველად, რამეთუ ადვილ არს განბანაჲ ესე და არა ძნელ. უკუეთუმცა არა განეწესა განბანაჲ ესე უფალსა, არამედ ეძიებდამცა ჩუენგან ყოვლადვე შეუგინებლობასა, ძნელმცა იყო ჩუენ ზედა ესე, ხოლო ვინაჲთგან მიუთხრობელითა მით წყალობითა მისითა განაწესა სინანული და შებღალულთა ამათ მრავალთაგან ცოდვათა განგუწმედს ცრემლითა და სულთქუმითა, არარაჲ გუაქუს მიზეზი, არამედ ვისწრაფოთ განწმედად, რაჲთა არა ჩუენდა მომართცა თქუას, ვითარმედ: „ვთქუ შემდგომად ყოველთა მათ ბოროტთა: ჩემდავე მოიქეც, და არა მოიქცა“.2
განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, რამეთუ წერილ არს: „ცხორებაჲ და სიკუდილი ჴელთა შინა ენისათა არს“,3 და „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“.4 აწ უკუე მსგავსად გუგათა თუალისათა დაიცევ ენაჲ შენი, რამეთუ ასწაო თუ მას წესიერებაჲ, იქმნას ეტლ მეუფისა; ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სლვად ყოველსავე ბოროტსა შინა, იყოს იგი საჴედარ ეშმაკისა, რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა და ბოროტისმეტყუელებითა, გულისწყრომით ზრახვითა მოყუსისაჲთა და სხჳთა მრავლითა ბოროტითა. ამისთჳს გევედრები, უკუეთუ გნებავს, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული,
1 ესაია 1,15. 2 იერ. 3,7. 3 იგავ. 18,21. 4 მათ. 12,37.
ვითარმედ: „მნებავს ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა; ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა“.1 აწ უკუე, კაცო, ნუ სირცხჳლეულ-ჰყოფ ენასა შენსა. უკუეთუ არა, ვითარ შეწიროს შენთჳს ვედრებაჲ, ოდეს კადნიერებაჲღა თჳსი წარეწყმიდოს? არამედ შეამკვე იგი სიტკბოებითა, სიმდაბლითა, სახიერებითა, ღირსები-თა ღმრთისაჲთა; აღავსე იგი კურთხევითა, მოწყალებითა, რამეთუ იქმნების სიტყჳთაცა მოწყალებაჲ, რაჟამს ეტყოდის კაცი გლახაკსა სიმშჳდითა და მშჳდობითა; აღავსე კუალად პირი შენი ქებითა უფლისაჲთა და წურ-თითა საღმრთოთა წერილთაჲთა, ვითარცა წერილ არს: „ყოველი თხრობაჲ შენი იყავნ შჯულსა შინა უფლისასა“.2 ესრეთ რაჲ შევამკვნეთ თავნი ჩუენნი, მერმე მოუჴდეთ უფალსა და მეუფესა ჩუენსა და შეუვრდებოდით მუჴლთ-მოდრეკით, არა ხოლო გუამითა, არამედ გონებითაცა ლმობიერი-თა და მჴურვალითა.
გულისჴმა-ვყოთ, თუ ვის შეუვრდებით ანუ რაჲსათჳს შეუვრდებით და რასა ვითხოვთ. ღმერთსა შეუვრდებით, რომელი იხილონ რაჲ სერაბინთა, პირთა დაიფარვენ, რამეთუ ბრწყინვალებასა მას ვერ იტჳრთვენ, რომლისაგან ქუეყანაჲ ძრწის მოხედვითა ხოლო წამის-ყოფისა მისისაჲთა. ღმერთსა შეუვრდებით, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, მხოლოჲ მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ, ამენ. და რაჲსათჳს შეუვრდებით ანუ რასა ვითხოვთ? ჴსნასა საუკუნეთაგან სატანჯველთა, შენდობასა ცოდვათასა, მიმთხუევასა სასუფეველისასა და მკჳდრობასა კეთილთა მათ მოუგონებელთასა. შეუვრდეთ უკუე ჴორცითაცა და გონებითა, რაჲთა მან აღგუადგინნეს ქუემდებარენი ესე; შეუვრდეთ და ვითხოოთ ზემოწერილნი იგი საქმენი, შენდობაჲ ცოდვათაჲ და გამოჴსნაჲ გეჰენიისაგან და წყალობაჲ მისი უხუებით. ნუმცა რას ჴორციელსა ვითხოვთ, ნუცა მტერთა ჩუენთა ვსწყევთ, გარნა ხოლო ეშმაკთა. ნუმცა ვის კაცთაგანსა შეასმენ, ძმაო, ლოცვასა შინა. ხოლო გნებავს თუ შესმენაჲ, თავსა თჳსსა შეასმენდი; უკუეთუ გნებავს აღლესვაჲ ენისა შენისაჲ, ცოდვათა შენთა განქიქებად აღლესე. ნუ მას იტყჳ, უკუეთუ რაჲმე ძმამან გავნო, არამედ რაჲ-იგი შენ ავნე თავსა შენსა, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი ვნებაჲ. და ნანდჳლვე ვერვის ჴელ-ეწიფების ვნებად შენდა, უკუეთუ არა შენ თჳთ ავნო თავსა შენსა.
აწ უკუე, გნებავს თუ მავნებელთა და ბოროტისმყოფელთა შენთა შესმენაჲ, ყოვლისა პირველად თავი თჳსი შეასმინე, და კეთილი იყოს შენდა შესმენაჲ ესე. ხოლო უკუეთუ მოყუსისა შესმენაჲ სთქუა ლოცვასა შინა, დიდად ავნო თავსა თჳსსა; და სიტყუაჲცა მებრ ესე ცრუ არს, რამეთუ რაჲ სავნებელი სთქუა სხჳსა მიერ შენ ზედა მოწევნად? გინებანი, ანუ ზღვე-
1 1 ტიმ. 2,8-9. 2 ზირ. 9,20.
ვანი, ანუ ჴორციელნი ჭირნი სთქუნეა? არამედ უკუეთუ განვიფრთხოთ ესე ყოველი, უფროჲსად სარგებელ არს ჩუენდა, რამეთუ რომელმან ესევითარი რაჲმე უყოს მოყუასსა, არა თუ მას ავნებს, არამედ თავსა თჳსსა. და ესე არს ყოველთა ბოროტთა დასაბამი, რომელ არცა თუ ვიცით, ვინ არს ვნებული, ანუ ვინ არს მავნებელი. რამეთუ ესე თუმცა ვიცოდეთ, არაოდეს ვავნეთმცა თავთა ჩუენთა ძჳრის-ზრახვითა და ძჳრის-ჴსენებითა ძმათაჲთა; და მიკჳრს, ვითარ უმეცარ ვართ საქმესა ამას, ვითარმედ შეუძლებელ არს, თუმცა მეორისაგან ვის ბოროტი შეემთხჳა, არამედ კაცად-კაცადი თავსა თჳსსა ავნებს, რომელი-იგი ეგონოს, თუ მოყუასსა ავნო.
აწ უკუე რომელმან-იგი წარიტაცა მონაგები შენი, რომელმან გაზღვია, რომელმან ჭირ-გაფრო, თავსა თჳსსა ავნო, ხოლო შენ დიდად გარგო, უკუეთუ ახოვნად თავს-იდვა შენ. რამეთუ უკუეთუ ვინ მოიტაცოს მეორისაგან მახჳლი და განიწონოს გულსა თჳსსა, რომელსა ევნო, რომელმან მიიტაცა ანუ რომლისაგან მისტაცა? საცნაურ არს, ვითარმედ იგი წარწყმდა, რომელმან მიიტაცა. ეგრეთვე არიან ჴორციელნი ესე საქმენი ყოველნივე, რომელნიცა ვინ მეორისაგან მოიტაცნეს და ძმაჲ თჳსი შეაწუხოს, თავსა თჳსსა ავნებს და მას არგებს.
ამისთჳს, საყუარელნო, ნუმცა ვინ ავნებს ძმასა ჴორციელად, რაჲთა არა სულსა თჳსსა განიწონოს მახჳლი, ნუცა ვინ შეწუხებულთაგანი მწუხარე არს, რამეთუ არა ევნო, არამედ უფროჲსღა ერგო; ნუ ძჳრსა იჴსენებს, რაჲთა არა სარგებელი თჳსი წარიწყმიდოს, არამედ აკურთხევდინ და ულოცევდინ მაჭირვებელთა თჳსთა, რაჲთა მოიღოს ღმრთისაგან უხუებით კურთხევაჲ. ესრეთ თუ აღვასრულოთ მცნებაჲ ქრისტესი, აქაცა მყუდროებით ვცხოვნდებოდით, ძმანო, და საუკუნესა მასცა ნავთსაყუდელსა მივიწინეთ და წარუვალთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.