მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 17:18

17. Then Jesus answered and said, O faithless and perverse generation, how long shall I be with you? how long shall I suffer you? bring him hither to me.18. And Jesus rebuked the devil; and he departed out of him: and the child was cured from that very hour.19. Then came the disciples to Jesus apart, and said, Why could not we cast him out?
Matthew თავი 17
18. And Jesus rebuked the devil; and he departed out of him: and the child was cured from that very hour.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს თქუა, თუ: „ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო?“ გამოაჩინა, ვითარმედ არა სამძიმარ ანუ საშინელ იყო მისა სიკუდილი იგი ჯუარ-ცუმისაჲ, არამედ უფროჲსად საწადელ ცხორებისათჳს ჩუენისა, და უმეტესად მათ შორის ქცევაჲ იყო მძიმე და მათისა მის გულარძნილებისა თავს-დებაჲ.

ხოლო ბრძანა რაჲ მოყვანებაჲ მისი და მოჰგუარეს, „მეყსეულად სულმან მან არაწმიდამან დააკუეთა იგი“, ვითარცა მარკოზ იტყჳს, „და ვითარცა დაეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა“. ესე ყოველი ურწმუნოებისაგან იქმნებოდა კაცისა მის, რაჲთამცა მოვიდა სარწმუნოებად. ამისთჳსცა ჟამიცა ჰკითხა: „რავდენი ჟამი არს, ვინაჲთგან ყოფილ არს ესე მაგის თანა?“ რაჲთამცა მოიყვანა იგი თქუმად სიტყუათა სარწმუნოებისათა. ხოლო ვინაჲთგან მან თქუა, ვითარმედ: „სიყრმითგან. და რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“, მიუგო უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:14-18 — მთვარეული ყრმის განკურნება:

14-15. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა. - გამომდინარე სიტყვებიდან, რომელთაც ქრისტე ამ კაცის მისამართით ამბობს - ჰოჲ ნათესავი ურნმუნო - და ბრალდებიდან, რომელსაც მოწაფეებს უყენებს, ჩანს, რომ იგი ფრიად ურწმუნო ყოფილა. მიზეზი ავადობისა არა მთვარე, არამედ დემონი იყო, რომელიც მთვარის აღვსებას უცდიდა და მაშინ დაეცემოდა ხოლმე სნეულს, რათა ქმნილება ღმრთისა, ვითარცა ბოროტი, დაეგმოთ. ხოლო შენ მოიაზრე, რომ ყოველი უგუნური, წმინდა წერილის მიხედვით, მსგავსად მთვარისა, იცვლება, ხან სათნოებით განდიდებულად წარმოგვიდგება და ხან რისხვისა და გულისთქმის ცეცხლში ვარდება, ხან კიდევ წყალში - ტალღათა შინა, ცხოვრების მრავალთა საზრენავთა, სადაც ლევიათანი - ეშმაკი მკვიდრობს. ანუ იგი წყალთა ზედა მეფობს. განა ტალღებს არ ჩამოჰგავს მდიდართა მუდმივი საზრუნავები?

16-18. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის