მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 17:19

18. And Jesus rebuked the devil; and he departed out of him: and the child was cured from that very hour.19. Then came the disciples to Jesus apart, and said, Why could not we cast him out?20. And Jesus said unto them, Because of your unbelief: for verily I say unto you, If ye have faith as a grain of mustard seed, ye shall say unto this mountain, Remove hence to yonder place; and it shall remove; and nothing shall be impossible unto you.
Matthew თავი 17
19. Then came the disciples to Jesus apart, and said, Why could not we cast him out?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მცირედმორწმუნეობითა თქუენითა. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (17,19-20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: შიში შეუჴდა გულსა მოწაფეთასა და ურვაჲ, ვითარმედ: ნუუკუე წარწყმიდეს მადლი იგი, რწმუნებული მათდა? რამეთუ მიეღო ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა. ამისთჳს, ვითარცა საქმისათჳს დაფარულისა, თჳსაგან ჰკითხვენ უფალსა. და თავადმან განუმარტა მათ, ვითარმედ ვერსრულებისაგან სარწმუნოებისა შეემთხჳა, არა თუ სხჳსა რაჲსმე ბრალისთჳს.

ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: რაჲსათჳს ეტყოდა: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! და მიიცვალოს“? ოდეს სადა მიცვალეს მოციქულთა მთაჲ ადგილით თჳსით? ესრეთ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან, ვითარმედ ფრიად უაღრესნი და უზეშთაესნი საქმენი ქმნეს მათ შეცვალებისა მთათაჲსა.

იხილეთ, რავდენნი მკუდარნი აღადგინნეს! რავდენ უკუე უმეტეს არს და უზეშთაეს სულისა განსრულისა გუამისაგან მოქცევად გუამადვე თჳსა და სიკუდილისა განდევნად გუამისა მისგან და აღდგინებად სამარესა შეწყუდეულისა, ვიდრეღა შეცვალებაჲ მთისა ადგილით თჳსით.

ხოლო ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ მრავალთა წმიდათა, ფრიად უდარესთა საზომისა მის მოციქულთაჲსა, პირველ არამრავლისა ჟამისა ჩუენისა ამის ნათესავისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:19-21 — რწმენა, ლოცვა და მარხვა:

19-21. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა? ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ. ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა. - მოციქულებს შეეშინდათ, ხომ არ დავკარგეთო ბოძებული მადლი დემონთა ზედა. ამიტომაც ჰკითხეს შეშფოთებულებმა, როცა მარტონი დარჩნენ. უფალი საყვედურობს მათ, როგორც სრულყოფილებისაგან ჯერ კიდევ შორს მყოფთ, და ეუბნება: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. თქვენ რომ მხურვალე, ცხოველი რწმენა გქონოდათ, თუნდაც მცირე, დიდს აღასრულებდით. თუ სად გადადგეს მოციქულებმა მთები, ამის შესახებ არსად წერია, მაგრამ, ალბათ, გადადგეს და არ დაწერილა, რადგან ყველაფერი როდია ჩაწერილი; სხვაგვარად: გარემოებას არ მოუთხოვია და ამიტომაც არ გადაუდგამთ, თორემ ბევრად მეტი გააკეთეს. ყურადღება მიაქციე, უფალმა რა უთხრა: ჰრქუათ მთასა ამას, მიიცვალე ამიერ იქი, ანუ, როცა ეტყვით, მაშინ გადადგება. მაგრამ მოციქულებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის