მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 17:24

23. And they shall kill him, and the third day he shall be raised again. And they were exceeding sorry.24. And when they were come to Capernaum, they that received tribute money came to Peter, and said, Doth not your master pay tribute?25. He saith, Yes. And when he was come into the house, Jesus prevented him, saying, What thinkest thou, Simon? of whom do the kings of the earth take custom or tribute? of their own children, or of strangers?
Matthew თავი 17
24. And when they were come to Capernaum, they that received tribute money came to Peter, and said, Doth not your master pay tribute?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპარნაუმდ, მოუჴდეს, რომელნი ხარკსა შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?“ (17,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ხარკი ესე, რომელსა აწ ეძიებენ? რაჟამს მოსწყჳდა ღმერთმან ეგჳპტეს ყოველი პირმშოჲ, მიერითგან ბრძანა, რაჲთა პირმშონი ძეთა ისრაჱლისათანი მისა განჩინებულ იყვნენ. ამათ პირმშოთა წილ განიჩემა ტომი ლევისი მსახურებად მარადის უფლისა.

ხოლო ოდეს-იგი აღირაცხნეს ლევიტელნი, იპოა რიცხჳ მათი უდარეს პირმშოთა მათ ერისა ებრაელთაჲსა. მაშინ ნაკლულევანებისა მისთჳს ბრძანა ნეშტთა მათგან მოღებად საჴსრად ხუთი სასწორი თავად-თავად. მიერითგან განეწესა პირმშოთაგან ხარკისა მის ესევითარისა მოჴდად.

ხოლო ვინაჲთგან ქრისტე პირმშოჲ იყო, ამის ჯერისათჳს ეტყჳან პეტრეს, ვითარცა თავსა მოწაფეთა მისთასა, რამეთუ მისა თქუმად ვერ იკადრეს. და-ღაცათუ ჯეროანი მეცნიერებაჲ მისთჳს არა აქუნდა, არამედ ვითარცა კაცსა ხედვიდეს, გარნა პატივ-სცემდეს აურაცხელთა მათთჳს სასწაულთა.

ვინაჲთგან უკუე ხარკსა მას ქალაქად-ქალაქად კრებდეს, ამისთჳს კაპარნაომს თქუეს ესე, რამეთუ მამულად მისა შერაცხილ იყო იგი. და პეტრესცა კითხვისსახედ ჰრქუეს და არა სიფიცხით: „მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მან ჰრქუა: ჰე“. მათ ჰრქუა, ვითარმედ: ჰე, მოგცეს, ხოლო უფალსა არარაჲ მიუთხრა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:24-27 — დიდრაქმა და სტატირი თევზში:

24-25. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მას ჰრქუა: ჰე. - ღმერთმა ინება, რომ ნაცვლად ებრაელ პირმშოთა, მისთვის ლევის ტომი მიეძღვნათ. ლევის ტომი 22000 კაცს ითვლიდა, ხოლო პირველშობილ ყრმათა რიცხვი 22073 იყო. იმ პირმშოთა წილ, რომელნიც ლევის ტომზე მეტი აღმოჩნდნენ, ღმერთმა მღვდლებისთვის დიდრაქმის მიცემა დააწესა. აქედან წარმოიშვა ჩვეულება, რომ დიდრაქმა, რომელიც ხუთი სიკლი ან ორასი ობოლია, საერთოდ ყველა პირმშოს უნდა გადაეხადა. რადგან უფალიც პირმშო იყო, ამ გადასახადს ისიც იხდიდა. შესაძლოა, ქრისტეს სასწაულთა მხილველებს შერცხვათ და ამიტომაც არა მას, არამედ პეტრეს უთხრეს; ან კიდევ ასე უფრო ცბიერებისა გამო მოიქცნენ, ე. ი. თითქოსდა იმის თქმა უნდოდათ, თქვენი მოძღვარი, რომელიც სჯულის მტერია, განა დიდრაქმის გადახდას მოისურვებსო.

25-26. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის