📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).
პირველ ამისა, აბრალა რაჲ პეტრე სიტყჳსა ამისთჳს, ფრიად შეჰრისხნა მას. და კუალად მოსე და ელია მთასა ზედა ვნებისა მისისათჳს იტყოდეს და საქმესა მას დიდებად უწოდეს, და მამამან ზეცით წამა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა რაჲ ვნებისა მისისათჳს, შეწუხნეს ფრიად. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს ყოფადთა მათ საქმეთა, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“;1 და ლუკა იტყჳს: „ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს“.2
ხოლო უმეცარ თუ იყვნეს, რაჲსათჳს შეწუხნეს? გარნა არა ყოველსავე იყვნეს უმეცარ. ესე ესმოდა, ვითარმედ ჯერ-არს მიცემად მისა „ჴელთა კაცთაჲსა, და მოკლან იგი“, და ამას გულისჴმა-ჰყოფდეს, ხოლო უმეცარ იყვნეს, თუ სიკუდილმან მისმან დაჰჴსნას ძალი სიკუდილისაჲ და შემუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და განათავისუფლნეს კაცნი მძლავრებისაგან ეშმაკისა. და სხუანი იგი ბევრეულნი კეთილნი, რომელნი იქმნეს სიკუდილითა მისითა, დაფარულ იყვნეს მათგან, და საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ არა იცოდეს. ამისთჳს მწუხარე იყვნეს ფრიად, ესმოდა რაჲ მოძღურისა მის და მეუფისა სახიერისა ვნებაჲ და სიკუდილი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპარნაუმდ, მოუჴდეს, რომელნი ხარკსა შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?“ (17,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ხარკი ესე, რომელსა აწ ეძიებენ? რაჟამს მოსწყჳდა ღმერთმან ეგჳპტეს ყოველი პირმშოჲ, მიერითგან ბრძანა, რაჲთა პირმშონი ძეთა ისრაჱლისათანი მისა განჩინებულ იყვნენ. ამათ პირმშოთა წილ განიჩემა ტომი ლევისი მსახურებად მარადის უფლისა.
ხოლო ოდეს-იგი აღირაცხნეს ლევიტელნი, იპოა რიცხჳ მათი უდარეს პირმშოთა მათ ერისა ებრაელთაჲსა. მაშინ ნაკლულევანებისა მისთჳს ბრძანა ნეშტთა მათგან მოღებად საჴსრად ხუთი სასწორი თავად-თავად. მიერითგან განეწესა პირმშოთაგან ხარკისა მის ესევითარისა მოჴდად.
1 მარკ. 9,32. 2 ლუკ. 9,45.
ხოლო ვინაჲთგან ქრისტე პირმშოჲ იყო, ამის ჯერისათჳს ეტყჳან პეტრეს, ვითარცა თავსა მოწაფეთა მისთასა, რამეთუ მისა თქუმად ვერ იკადრეს. და-ღაცათუ ჯეროანი მეცნიერებაჲ მისთჳს არა აქუნდა, არამედ ვითარცა კაცსა ხედვიდეს, გარნა პატივ-სცემდეს აურაცხელთა მათთჳს სასწაულთა.
ვინაჲთგან უკუე ხარკსა მას ქალაქად-ქალაქად კრებდეს, ამისთჳს კაპარნაომს თქუეს ესე, რამეთუ მამულად მისა შერაცხილ იყო იგი. და პეტრესცა კითხვისსახედ ჰრქუეს და არა სიფიცხით: „მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მან ჰრქუა: ჰე“. მათ ჰრქუა, ვითარმედ: ჰე, მოგცეს, ხოლო უფალსა არარაჲ მიუთხრა, რამეთუ ერიდებოდა ესევითარისა თქუმად. ხოლო სახიერმან მან და ყოვლისავე მეცნიერმან უსწრო და ჰრქუა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამ-ჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე იგი და ჰპოო მის შორი სატირი. მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“ (17,25-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პეტრე იშიშვოდა თქუმად მისა, უსწრო უფალმან და წარმოიღო სიტყუაჲ ესე. ხოლო ესე იგი არს, ვითარმედ: არა თანამაც მე მიცემაჲ ხარკისაჲ, რამეთუ უკუეთუ მეფენი ქუეყანისანი არა შვილთაგან მიიღებენ ხარკსა, არამედ უცხოთაგან, რავდენ უფროჲსად ჩემი ჯერ-არს აზნაურებაჲ ხარკის მიცემისაგან, რომელი-ესე არა ქუეყანისა მეფისაჲ, არამედ მეუფისა მის ზეცათაჲსა ძე ვარ და თჳთ მეუფე. გარნა „რაჲთა არა დავაბრკოლნეთო, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და ჰპოო მის შორის სატირი“, რომელი-იგი იყო ოქროჲ, რომელიცა უბრძანა მიცემად: „მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“.
რამეთუ პეტრეცა პირმშოჲ იყო, და სატირი იგი ესოდენი იყო, რომელ ორთა მათ პირმშოთა ხარკსა გარდამატებულად გარდაიჴდიდა. ხოლო პირველად გამოაჩინა, ვითარმედ არა თანამდებ არს იგი ხარკისა, და მერმე ბრძანა მიცემად, რაჲთა არა დაბრკოლდენო. ხოლო სხუასა ადგილსა უგულებელს-ყო დაბრკოლებაჲ მათი, ოდეს-იგი ჭამადთათჳს იტყოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს, ვითარმედ: ოდესმე, ჟამსა თჳსსა, ჯერ-არს ზრუნვაჲ არა დაბრკოლებად ვიეთმე, და კუალად სხუასა ჟამსა - უზრუნველობაჲ საქმისა ამის.
ხოლო სახითა მითცა მიცემისაჲთა გამოაჩინა თავი თჳსი, ვითარმედ იგი არს ღმერთი და უფალი ყოველთაჲ. რამეთუ პირველცა აჩუენა, ვითარ აქუს ჴელმწიფებაჲ ყოვლისაჲ, რაჟამს-იგი შეჰრისხნა ზღუასა და ქართა, და იყო დაყუდებაჲ დიდი; და კუალად, ოდეს პეტრეს უბრძანა სლვაჲ წყალ-თა ზედა. და აწცა თჳსივე დიდი ჴელმწიფებაჲ გამოაჩინა, რამეთუ ბრძანა წარსლვაჲ და აღმოღებაჲ თევზისაჲ, რომელსა შინა იყო სატირი, ვითარცა ვინ საუნჯეთაგან თჳსთა ბრძანის გამოღებად.
ხოლო ზღუაჲ ძრწოლით ჰმონებდა ბრძანებასა მეუფისასა. ამისთჳსცა სიტყჳთა მისითა, ოდეს-იგი ღელვოდა, ყო მეყსა შინა დაყუდებაჲ დიდი; და კუალად, პეტრე შეიწყნარა რაჲ, მისითავე ბრძანებითა მყარ იქმნა ქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ჴმელი ქუეყანაჲ; და კუალად აწ, ესმა რაჲ ბრძანებაჲ მისი, მოსცა თევზი იგი, რომელსა სატირი ეტჳრთა.
ხოლო პეტრესიცა საქებელ არს და საწადელ შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, ვითარ საქმე ესრეთ უღონოჲ ესმა რაჲ, კეთილად ჰრწმენა და სარწმუნოებით წარვიდა ზღუად მოღებად თევზისა მის. ხოლო ქრისტემან მისისა კეთილად მორწმუნეობისათჳს და მორჩილებისა ზიარ-ყო თავსა თჳსსა მიცემასა მას შინა ხარკისასა, ვითარცა ეტყჳს: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ (18,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცობრივი რაჲმე გულისსიტყუაჲ შეუჴდა მოწაფეთაცა. ამისთჳსცა მახარებელი იტყჳს: „მაშინ მოუჴდესო“. ესე იგი არს, ოდეს ესოდენი პატივი აჩუენა პეტრეს, ვიდრეღა ხარკისა მიცემასა შეიმოყუსა, რეცა კაცობრივი შეემთხჳა მათ. რამეთუ ოდეს-იგი სამნი წარიყვანნა თაბორს, არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, ხოლო ოდეს ერთისა მომართ მოიწია პატივი, რეცა შეწუხნეს. რამეთუ პირველცა ჰრქუა მას, ვითარმედ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა“;1 და კუალად: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“;2 და კუალად აქა: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“. ამის ყოვლისათჳს მოუჴდა მათ გულისსიტყუაჲ კაცობრივი.
ხოლო ჰრცხუენოდა თქუმად, თუ: რაჲსათჳს პეტრეს უფროჲს ჩუენ ყოველთასა პატივ-სცემ? არამედ ესრეთ ჰკითხეს: „ვინ-მე უფროჲს იყოსო სასუფეველსა ცათასა?“ ჰხედავა, ვითარ ნაკლულევანებაჲცა მათი სავსე იყო კეთილითა? რამეთუ არარაჲ თქუეს, არცა გამოიძიეს ამის საწუთროჲსათჳს, არამედ სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ხოლო ამისა შემდგომად ესეცა გულისსიტყუაჲ აღმოიგდეს და ყოველსავე ზედა ურთიერთას პატივ-სცემდეს.
ხოლო ჩუენ ვერცა თუ ნაკლულევანებასა მათსა მივსწუთებით, არცა ვეძიებთ, თუ ვინ-მე იყოს უფროჲს სასუფეველსა ცათასა, არამედ თუ ვინ უფროჲს არს საშუებელსა ამას შინა და დიდებასა ქუეყანისასა, ცუდსა ამას და წარმავალსა, ვინ უმდიდრეს არს, ვინ უძლიერეს არს, ყოველსავე ჴორციელსა და კაცობრივსა გამოვეძიებთ და სულიერსა არარას. ხოლო იგინი სასუფეველისათჳს ცათაჲსა ეძიებდეს.
ხოლო ქრისტემან გამოაცხადა გონებაჲ მათი და მისცა პასუხი არა სიტყჳსაებრ მათისა, არამედ გულისზრახვისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და თქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმაჲ ესე, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“ (18,2-4).
1 მათ. 16,17. 2 მათ. 16,19.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს უფალი მოწაფეთა: თქუენ გამოეძიებ-თო, თუ ვინ-მე უფროჲს იყოს, და უზეშთაობისათჳს იცილობით, ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: რომელი არა ყოველთა უმდაბლეს იყოს, ყოვლადვე შესლვადცა სასუფეველსა არა ღირს არს. ამის უკუე ჯერისათჳს კეთილად წარმოადგინა სახედ ყრმაჲ იგი ჩჩჳლი და კეთილისა გონებისა უფალი და ყოველთავე ვნებათაგან განშორებული და ეტყჳს, ვითარმედ: რომელსა სურის სასუფეველისათჳს ცათაჲსა, ესრეთ იყავნ, ვითარცა ყრმაჲ ესე, სავსე სიმდაბლითა და სიწრფოებითა, სიმშჳდითა და უმანკოებითა, განწმედილი შურისაგან და ზუაობისა, უცხოჲ გულისთქუმათაგან ბოროტთა და ყოვლისავე მანკიერებისაგან. რამეთუ არა სიმჴნე ხოლო საჴმარ არს და სიბრძნე, არამედ სიმდაბლეცა და უმანკოებაჲ, და რომელსა არა აქუნდენ ესე სათნოებანი, დიდად ნაკლულევან არს იგი საქმეთაგან ცხორებისათა.
კეთილად უკუე წარმოადგინა ყრმაჲ იგი ჩჩჳლი და უმანკოჲ სახედ სათნოებისა, რამეთუ ესევითარი ყრმაჲ გინა თუ იგინოს ვისგანმე, გინა თუ შეურაცხ იქმნას, გინა თუ პატივ-ეცეს და იქოს და იდიდოს, არცა პირველისა მისთჳს განრისხნების და აღივსების შურითა, არცა მეორისა ამისთჳს აღზუავნების და ამაღლდების, არცა სხუანი იგი ვნებანი ჰმძლავრობენ.
ჰხედავა, ვითარ ბუნებითთა მათ სათნოებათა მიმართ მიწოდს ჩუენ და გჳჩუენებს, ვითარმედ საქმენი ესე კეთილნი ბუნებით არიან ჩუენ თანა, და არა უცხოჲ არს, არცა ძნელ ბუნებითისა საქმისა წარმართებაჲ, უკუეთუ გუენებოს.
ამისთჳსცა ყრმაჲ იგი უმანკოჲ სახედ წარმოადგინა და ეტყჳს: იხილეთ ყრმაჲ ესე, ვითარ თავისუფალ არს დიდებისმოყუარებისაგან, გემოჲთმოყუარებისაგან და ვეცხლისმოყუარებისა, რომელ-ესე ძირნი არიან და მშობელნი ყოველთა ვნებათანი. არა იპოების ამას თანა შური, არცა ზაკუვაჲ, არცა ცილობაჲ, არცა მრისხანებაჲ, არცა ტრფიალებაჲ ბოროტი, არცა სხუაჲ რაჲმე ვნებათაგანი წარმწყმედელთა სულისათა; უფროჲსად აქუს ფრიადი სიმდაბლე, სიმშჳდე, უმანკოებაჲ, უზრუნველობაჲ, მშჳდობაჲ, სიხარული, სახიერებაჲ, სიწმიდე, და ამათ ესევითართა სათნოებათა ზედა არავე ზუაობს, რომელ-ესე უმეტესისა და უაღრესისა სათნოებისა სახე არს, ესრეთ დიდთა სათნოებათა ქონებაჲ და მათ ზედა არა ზუაობაჲ.
ჰხედავთა, ვითარ ბუნებით არიან კაცთა თანა სათნოებანი? რამეთუ უკუეთუმცა არა ბუნებით იყვნეს, ვითარ ესე ყოველი არს ყრმასა ამას თანა? აწ უკუე რაჲ სიძნელე არს, ანუ რად შეუძლებელ მოგებად, რაჲ-იგი ბუნებით არს კაცსა თანა?
ნანდჳლვე უკუე ბუნებით არიან ჩუენ თანა სათნოებანი, ძმანო, ხოლო ვნებანი გარეგან ბუნებისა, ვითარცა აწ გამოჩნდა იგავისა ამისგან ყრმისა მის უბიწოჲსა. ამისთჳსცა, ჩჩჳლ რაჲ არნ ყრმაჲ, ყოველნი ესე კეთილნი იპოვნიან მის თანა, ხოლო მოიწიის რაჲ სიორძილე გუამისაჲ, და თჳსი მფლობელობისა იგი ნებაჲ განძლიერდის და მიეცის მას ჴელმწიფებაჲ ნეფსით თჳსით დამარხვად ბუნებითთა მათ სათნოებათა, მიერითგან მის ზედა არს, გინა თუ ინებოს ბუნებითისა მის დამარხვად, გინა თუ ბუნებისა გარეგანისა მის შეწყნარებაჲ, რომელ არიან ვნებანი.
ვერ ჴელ-ეწიფების უკუე კაცსა თქუმად, თუ: უცხო არიან ჩემგან სათნოებანი, და ძალისა უმეტეს არს მათი წარმართებაჲ, რამეთუ წინააღუდგების ბუნებაჲ და ამხილებს ტყუილსა მისსა და შესწამებს, ვითარმედ ბუნებით არიან მის თანა კეთილნი საქმენი. ამისთჳსცა, შემო-რაჲ-ვიდა სოფლად, მეყსეულად მიეცნეს მას ღმრთისა მიერ კეთილნი იგი, ხოლო უკუეთუ მან ნეფსით წარწყმიდნა და შემოიღო თავსა შორის თჳსსა უცხოთა ვნება-თა სიყუარული და ჩუეულებაჲ და ყვნა ბუნებისა გარეგანნი იგი შინაგან და ბუნებითნი უარ-ყვნა, არავისი არს ცთომაჲ, გარნა მისი.
ამის ესევითარისა პირისა გამოცხადებად ენება უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს; ამისთჳს კეთილი იგი და ჩჩჳლი ყრმაჲ წარმოადგინა. და უმეტესად დაამტკიცებს სწავლასა ამას და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ესევითარი სახელი-თა ჩემითა, მე შემიწყნაროს“ (18,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ხოლო თუ თქუენ ესევითარნი იყვნეთო, შეხჳდეთ სასუფეველსა, არამედ უკუეთუ სხუანიცა ესევითარისა ამის სათნოებისა მოღუაწენი შეიწყნარნეთ სახელისა ჩემისათჳს და სიყუარულისათჳს კე-თილთა საქმეთაჲსა, ღირს იქმნეთ სამკჳდრებელსა მას სასუფეველისასა. რამეთუ რომელმან ესევითარი ღმრთისმსახურებისა მუშაკი შეიწყნაროს, მე შემიწყნარებს, რამეთუ ესოდენ სათნო არიან ჩემდა მდაბალნი და უმანკონი, ვიდრეღა შეწყნარებასა მათსა ჩემდა შეწყნარებად შევჰრაცხავ.
რამეთუ ყრმად აქა ყოველთავე იტყჳს, რომელნი სიმდაბლითა და სიწრფოებითა და უმანკოებითა და სიწმიდითა ყრმათა უბიწოთა მიმსგავსებულ იყვნენ და მრავალთაგან დაწუნებულ და შეურაცხად ჩნდენ. ამისთჳსცა სიტყუასა ამას უმეტესად დაამტკიცებს არა პატივისა ამისგან ხოლო ზემოწერილისა, არამედ სატანჯველისა მისგანცა, რომელსა შემდგომად იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა“ (18,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ბრძანებს მეუფე და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: რომელმან შეიწყნარნეს მდაბალი და უმანკონი და მუშაკნი სათ-
ნოებისანი პატივით და ლმობიერად და არა მიხედნეს ჴორციელსა შეურაცხებასა მათსა და სიმცირესა, არამედ სახელისა ჩემისათჳს პატივ-სცეს მათ, ღირს არს იგი სასუფეველსა ცათასა, რამეთუ ესევითარი იგი მე შემიწყნარებს, რომელ-ესე უმეტესი პატივი არს, ვიდრეღა შესლვაჲ სასუფეველსა.
ეგრეთვე კუალად, რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს ესევითართა მათ ღმრთისმოყუარეთა კაცთა (რამეთუ ამას უწოდა დაბრკოლებად), ეგევი-თარი იგი ბოროტისა სატანჯველისა ღირს არს; ამისთჳსცა სოფლისა საქმეთაგან მოიღო უფალმან სახე ხილული: დამოკიდებაჲ წისქჳლისაჲ და დანთქმაჲ ზღუასა შინა.
რამეთუ შეწყობილებაჲ სიტყჳსაჲ ესრეთ იყო, რაჲთამცა ეთქუა: რომელმან არა შეიწყნაროს ერთი მცირეთა ამათგანი, მე არა შემიწყნარებს, რომელ-ესე ყოვლისავე სატანჯველისა უმწარეს იყო; გარნა ვინაჲთგან უგულისჴმოთა და ფრიად ზრქელთა გონებითა ესე ვერ შეაგონებდა, ამის-თჳს წისქჳლი თქუა და ზღუასა დანთქმაჲ. არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: წისქჳლი დამოკიდებად არს ქედსა მისსა და დანთქმად არს ზღუასა, არამედ: „უმჯობეს არსო მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი და დაინთქას უფსკრულსა ზღჳსასა“. ამით გამოაჩინებს, ვითარმედ უძჳრესი ამისა მიელის სატანჯველი ესევითარსა მას.
იხილეა, ვითარ ორკერძოვე საშინელად გამოაჩინა საქმე ესე? სახი-თა ამით ხილულითა ცხად-ყო სიტყუაჲ თჳსი და საცნაურად განაჩინა, ვი-თარმედ ფრიად უძჳრეს არს განმზადებული იგი ესევითართათჳს საშჯელი სახესა ამას ხილულსა. იხილეა, ვითარ ძირითურთ აღმოფხურა ამპარტავანებაჲ, ვითარ განკურნა სენი იგი ზუაობისაჲ, ვითარ გუასწავა არა ძიებაჲ პატივისა და უხუცესობისაჲ, არამედ ყოვლადვე სიმდაბლისა ძიებაჲ და უდარეს ყოველთასა შერაცხვაჲ თავთა თჳსთაჲ?
სწავლაჲ ნჱ ამპარტავანებისათჳს
და ნანდჳლვე არარაჲ არს უძჳრეს ამპარტავანებისა. ესე წარსწყმედს სრულიად ცნობასა კაცისასა და უგუნურთა უუგუნურესად გამოაჩინებს. და ვითარცა-რაჲ კაცი სამწყრთეული ჰგონებდეს თავსა თჳსსა უმაღლეს მთათა და აღიპყრობდეს ჴელსა, რაჲთამცა უზეშთაეს მთისა მაღლისა გამოაჩინა, არარას სხუასა სახესა უგუნურებისა მისისასა ვეძიებთ, ეგრეთვე, ოდეს იხილო კაცი ზუავი და ამპარტავანი, რომელი ჰგონებდეს თავსა თჳსსა ყოველთა უაღრეს და შეურაცხებად უჩნდეს სხუათა სწორებაჲ, ნუ-ღარას ეძიებ სხუასა სამხილებელსა და სასწაულსა უგუნურებისა მისისასა. ესევითარი იგი ფრიად უსაკიცხლეს არს ცოფთა და ნავღლიანთასა, რამე-თუ ამისი სიცოფე ნეფსით არს, ხოლო მათი - უნებელად.
ესევითარმან მან ქმნის თუ ცოდვაჲ, ვერარაჲვე შეიგონის, რამეთუ ვითარცა ტყუე მიმოუტაციეს იგი ეშმაკსა და თუალნი გონებისა მისისანი დაუბნელებიან; ყოველთავე ზედა მაღლოინ, იქადინ ჴორციელთა და ცუდ-თა საქმეთათჳს, დიდებისათჳს წარმავალისა, გინა სიმდიდრისა, გინა თუ ძლიერებისა, ანუ თუ დიდებულთა შვილებისა.
კაცო, რაჲსათჳს ჰზუაობ და იქადი ესევითართა ამათ საქმეთა ზედა? ესე ყოველი „ამაოებაჲ არს ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო“,1 იტყჳს წერილი. რაჲ არს დიდებულთა შვილებაჲ? არარაჲ არს, გარნა სახელი ხოლო, საქმეთაგან ცარიელი, და ესე სიტყუაჲ კეთილად და განცხადებულად სცნა დღესა მას სიკუდილისასა.
ხოლო გნებავს თუ, აქავე გულისჴმა-ყავ, რამეთუ არცა ერთი რაჲ არს ამის საქმისაგან უმეტესობაჲ. ამისთჳსცა ყოველნივე განსაცდელნი სოფლიონი მო-თუ-იწინენ, გინა თუ ბრძოლაჲ, გინა თუ ძრვაჲ, გინა თუ სნებაჲ, ანუ თუ სიკუდილი, სწორებით მოვლენ მდიდართა ზედა და გლახაკთა. და ვითარცა-იგი გლახაკსა არა ჰრიდებენ, ეგრეთვე არცა მდიდარსა და დიდებულთა შვილსა.
და ამასცა ვიტყჳ, ვითარმედ: უმეტესადღა მდიდართა ზედა მოიწევიან განსაცდელნი და მწუხარებანი, ვიდრეღა გლახაკთა. მდიდართა ზედა არიან შიშნი მეფეთანი, მთავართა და ჴელმწიფეთა უზეშთაესთანი; არა მრავალნი ტაძარნი მდიდართანი და სახლნი შუენიერად გამოქანდაკებულნი დაირღუნესა ბრძანებითა მეფეთაჲთა, გინა თუ განდგომილებითა ერისაჲთა? და ყოველი სიმდიდრე მათი იავარ-იქმნა. ხოლო გლახაკი ამის ყოვლისაგან თავისუფალ არს.
აწ უკუე, კაცო, რაჲსათჳს ჰზუაობ სიმდიდრესა ზედა და დიდებულთა შვილებასა? რად ჰმაღლოჲ მთავრობასა ზედა და აზნაურებასა? მიჩუენე სულისა მთავრობაჲ და აზნაურებაჲ, ვითარი აქუნდა მას, რომელი ჴორციელად გლახაკ იყო და უპოარ, ხოლო მეფენი ძრწოდეს მისგან; რომელი კადნიერებით ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა ქორწინებად ცოლი ფილიპეს, ძმისა შენისაჲ“.2
და კუალად, ვითარ იყო პირველ მისა მოსილი იგი ხალენითა, რომლისაგან იმალვოდა აქაბ მეფე; ვითარ იყვნეს მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი. უკუეთუ გაქუს ესევითარი სულიერი აზნაურებაჲ, მაშინღა ნუვე ჰზუაობ, რამეთუ „საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გული-თა“;3 ხოლო უფროჲსად ამაოთა ამათ და წარმავალთა საქმეთათჳს ზუაობაჲ დიდი უგუნურებაჲ არს. რამეთუ სულნი მდიდართა და დიდებულთა ქუეყანისათა უმრავლესნი ვერაგობისაგან თჳსისა და ცოდვისმოყუარებისა ფრიად შორს არიან ჭეშმარიტისა მის აზნაურებისაგან, და უფროჲსღა, მონა არიან არა ხოლო თუ ცოდვისა, არამედ ყოველთა კაცთაცა. რამეთუ არა-
1 ეკლ. 1,2. 2 მათ. 14,4. 3 იგავ. 16,5.
რაჲ ესრეთ დაჰჴსნის აზნაურებასა მას სოფლისასა, ვითარ შემსჭუალვაჲ გონებისაჲ საქმეთა სოფლისათა და დიდებასა კაცობრივსა.
ესე ჰყოფს სულსა მონა არა თუ ერთისა კაცისა ანუ ერთისა ვნებისა, არამედ ბევრეულთა კაცთა და უმრავლესთა ვნებათა. და უძჳრესი ესე არს, რამეთუ რომელთაცა იგი ჰმონებნ, მტერვე მისა იყვნიან და შურითა შეიწუებოდიან მისა მიმართ. უბადრუკი იგი ჰმონებნ, ვითარცა უფალთა, და ეშინინ, ვითარცა მბრძოლთაგან, და იგინი ებრძოდიან, ვითარცა მტერნი. ესრეთ არიან საქმენი ცუდისა მის და ამაოჲსა დიდებისა და ტრფიალთა მისთანი.
ხოლო სულიერთა და ღმრთისმოყუარეთა კაცთა მოქალაქობაჲ არა ესრეთ არს, არამედ ერთსა თუ ევნებინ, სხუათა მის თანა ელმინ, უკუეთუ უხარინ, მის თანა მხიარულ იყვნიან; ვითარცა იტყჳს მოციქული: „უკუეთუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი“.1 და კუალად იტყჳს: „ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?“2 ესრეთ არს საქმე ღმრთისმოყუარეთაჲ.
აწ უკუე, ძმანო, რაჲსათჳს ღელვათა შინა დავინთქმით და არა მივისწრაფით ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა, რომელ არს სათნოებაჲ? რაჲსათჳს არა დაუტეობთ სახელსა კეთილისასა და საქმესა შევიტკბობთ? რამეთუ დიდებაჲ და ძლიერებაჲ და სიმდიდრე და ყოველივე ესევითარი სოფლისა ამის საწუთროჲსა საცთურთა შინა სახელით ხოლო წოდებულ არს, ხოლო საქმეთაგან ცარიელ არს, გარნა ღმრთისმოყუარეთა შორის საქმით არს ესე ყოველი. მათ აქუს ჭეშმარიტი სიმდიდრე, მათ აქუს ჭეშმარიტი ძლიერებაჲ, ჭეშმარიტი დიდებაჲ, და სხუაჲ ყოველივე კეთილი მათ შორის მტკიცე არს და შეურყეველ, სამარადისო და წარუვალ.
ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, მოვიგოთ, ძმანო, ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ და ბოროტისა მისგან მონებისა განვათავისუფლნეთ თავნი ჩუენნი; და ნუმცა საწადელ გჳჩნს ზუაობაჲ მთავრობისაჲ, ნუცა მძლავრობაჲ სიმდიდრისაჲ, ნუცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ შიში ღმრთისაჲ და სათნოებაჲ იყავნ ჩუენდა სასურველ. მოვიძულოთ ზუაობაჲ და ამპარტავანებაჲ, შევიყუაროთ სიმდაბლე და სიმშჳდე და უმანკოებაჲ, რაჲთა ამასცა სოფელსა სათნოდ ღმრთისა ვცხონდებოდით და საუკუნეთა მათ კეთილთა მკჳდრ-ყოფად ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ლოცვა-ყავთ მამისა იოვანესთჳს და მამისა ეფთჳმესთჳს.
1 1 კორ. 12,26. 2 2 კორ. 11,29.