მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 17:3

2. And was transfigured before them: and his face did shine as the sun, and his raiment was white as the light.3. And, behold, there appeared unto them Moses and Elias talking with him.4. Then answered Peter, and said unto Jesus, Lord, it is good for us to be here: if thou wilt, let us make here three tabernacles; one for thee, and one for Moses, and one for Elias.
Matthew თავი 17
3. And, behold, there appeared unto them Moses and Elias talking with him.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკა რვასა დღესა იტყჳს, არა თუ წინააღუდგების მათეს, არამედ ფრიადცა ეწამების; რამეთუ იგი მასცა დღესა, რომელსა შინა ეტყოდა სიტყუათა მათ, და მასცა, ოდეს-იგი მთად აღვიდა და ფერი იცვალა, თანააღჰრაცხავს, ხოლო მათე შორის გარდასრულთა მათ ხოლო იტყჳს. და ორივე ესე ერთ არს.

იხილეთ უკუე, ვითარ მათე განცხადებულად აღსწერს, ვითარმედ სხუანი იგი უფროჲს მისსა პატივცემულ იქმნეს. ამას იოვანეცა მრავალგზის იქმს, დიდთა მათ ქებათა პეტრესთა ჭეშმარიტებით წარმოიტყჳს, რამეთუ შურისა და ზუაობისაგან უცხო იყო კრებული წმიდათა მათ მოციქულთაჲ.

რაჲსათჳს-მე უკუე სამნი იგი ხოლო წარიყვანნა? ესე ამისთჳს, რამეთუ უზეშთაესსა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მჴურვალისა მისთჳს სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაჲსა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშჳდისა და სიკეთისათჳს სულისა მისისა უფროჲს ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმჴურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გჳც სუმად სასუმელი იგი, ; და არა ხოლო თუ თქუა, არამედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:1-3 — ფერისცვალება მთაზე:

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი. - ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლუკა ამბობს: და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე და სხვა. რადგან ლუკა პირველ დღესაც მიათვლის და ბოლოსაც, როცა ისინი მთაზე ავიდნენ, მათე კი მათ გამორიცხავს. პეტრე იმიტომ წაიყვანა, რომ ძლიერ უყვარდა უფალი, იოვანე - იმიტომ, რომ თვითონ მას უყვარდა იგი, ხოლო იაკობი - ვითარცა მოშურნე მისი; ცხადია, რომ მოშურნეობდა, რის გამოც შეჰპირდა სასმელის შესმას და რის გამოც ჰეროდეს მახვილით მოიკლა იუდეველთა გულის მოსაგებად.

1-2. და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. - მაღალ მთაზე აიყვანა ისინი, რათა ეჩვენებინა, რომ უკეთუ ვინმე არ ამაღლდება, ვერც მსგავსი სანახაობის ღირსი გახდება; განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქრისტეს დიდთა სასწაულთა დაფარულად აღსრულება ჩვეულებად ჰქონდა, რადგან თუკი ხალხი დაინახავდა, რომ ღმერთია, არ ეფიქრა, რომ ადამიანი მოჩვენებითად იყო. როცა ფერისცვალების შესახებ ისმენ, ნუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის