მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (16,28).

ვინაჲთგან ზემო მრავალი წარმოუთხრა მოწევნადთა მათთჳს მათ ზედა განსაცდელთა და სიკუდილისა, და აუწყა მათ თჳსიცა ვნებაჲ და მრავალი ძნელოვანი მოასწავა შემთხუევად მათდა, და იყო ყოვლისავე მის საჭიროჲსა მოწევნაჲ ამასვე ცხორებასა, ხოლო კეთილნი იგი მის საუკუნოჲსანი და ცხორებაჲ სულთაჲ და მოსლვაჲ მისი დიდებითა მამისაჲთა შემდგომად მრავალთა ჟამთა მოლოდებად იყო, ამისთჳს სათნო-იჩინა მეუფემან ჩუენებადცა მათდა ამასვე სოფელსა სახე დიდებისა მის, რომლითა მოსლვად იყო, რაოდენ ძალ-ედვა მათ ხილვად; რაჲთა არცაღა ვნებისა მისთჳს უფლისა მწუხარე იყვნენ, არცა თჳსისა ურჩულოთა მიერ ტანჯვისა და მოკლვისათჳსღა ელმოდის, და უფროჲსღა პეტრეს, რომელი დიდად მწუხარე იყო, ესმა რაჲ, ვითარმედ მიცემად არს უფალი ვნებად.

და იხილეთ, ვითარ განაწესა საქმე ესე განმგებელმან მან ყოველთამან: ზემო თქუა სასუფეველისათჳს და სატანჯველისა, ვითარმედ: „უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, ამან პოოს იგი“; და ვითარმედ: „მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა, და მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ამათ უკუე სიტყუათა მიერ მოასწავა სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიცა. გარნა ჯოჯოხეთისა სახე საქმით არარაჲ უჩუენა, გარნა ხოლო სიტყჳთ, იგავითა მით მდიდრისაჲთა, და რომელსა ემოსა სამოსელი არასაქორწინე, და სხჳთა მრავლითა, ხოლო სასუფეველისა სახე ხილულითა თუალითა უჩუენა მათ. ესე ამისთჳს: უკუეთუმცა ვინმე იყვნეს ზრქელნი გონებითა და უგულისჴმონი, მათთჳს კეთილ იყო და ჯეროან სატანჯველთა სახისა ხილვაჲ, ხოლო ესენი გონიერნი იყვნეს და სულიერნი. ამისთჳს სამართალ იყო მათდა ჩუენებად სახე სასუფეველისაჲ, რომელსა მიმავალ იყვნეს, და რამეთუ მისსა მას სახიერებასა კეთილისა ჩუენებაჲ შუენოდა, ვითარცა წყაროსა და მიზეზსა კეთილთასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკა რვასა დღესა იტყჳს, არა თუ წინააღუდგების მათეს, არამედ ფრიადცა ეწამების; რამეთუ იგი მასცა დღესა, რომელსა შინა ეტყოდა სიტყუათა მათ, და მასცა, ოდეს-იგი მთად აღვიდა და ფერი იცვალა, თანააღჰრაცხავს, ხოლო მათე შორის გარდასრულთა მათ ხოლო იტყჳს. და ორივე ესე ერთ არს.

იხილეთ უკუე, ვითარ მათე განცხადებულად აღსწერს, ვითარმედ სხუანი იგი უფროჲს მისსა პატივცემულ იქმნეს. ამას იოვანეცა მრავალგზის იქმს, დიდთა მათ ქებათა პეტრესთა ჭეშმარიტებით წარმოიტყჳს, რამეთუ შურისა და ზუაობისაგან უცხო იყო კრებული წმიდათა მათ მოციქულთაჲ.

რაჲსათჳს-მე უკუე სამნი იგი ხოლო წარიყვანნა? ესე ამისთჳს, რამეთუ უზეშთაესსა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მჴურვალისა მისთჳს სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაჲსა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშჳდისა და სიკეთისათჳს სულისა მისისა უფროჲს ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმჴურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გჳც სუმად სასუმელი იგი,1 და არა ხოლო თუ თქუა, არამედ აღასრულაცა სიტყუაჲ თჳსი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთჳს სიკუდილისაჲ. რამეთუ ესოდენ ფიცხელ იყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიჰმადლა ჰურიათა მოკლვაჲ მისი. ესრეთ უმეტესსა საზომსა იყვნეს სამნი ესე. ამისთჳს იგინი მიიყვანნა, რაჲთა უმეტესად უძლონ ხილვად, რამეთუ ხილვაჲ იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკუე ხილვისათჳს იყო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არიან ვიეთნიმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი დიდებითა თჳსითა“. ესე იგი არს, ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარ მეგულების მეორედ მოსლვად.

ხოლო სახელები არა თქუა სამთაჲ მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაჲთა არარაჲ კაცობრივი შეემთხჳოს სხუათა მათ, რამეთუ ყოველნი სურვიელ იყვნეს ხილვად დიდებისა მის. ხოლო უწინარეს ესოდენთა დღეთა ამისთჳს თქუა ესე, რაჲთა განმზადებულ იქმნენ გონებანი მათნი ხილვისა მისთჳს და სურვიელ, და არა მოულოდებელად შეემთხჳოს და განცჳბრდენ.

ხოლო რაჲსათჳს წარმოადგინნა მუნ მოსე და ელია? მრავალი არს ამის საქმისა მიზეზი:

პირველად ამისთჳს, ვინაჲთგან ერნი იტყოდეს მისთჳს, ვითარმედ ელია არს, სხუანი იტყოდეს, იერემია არსო, სხუანი იტყოდეს, ერთი ვინმე არსო წინაჲსწარმეტყუელთაგანი. ამისთჳს თავნი იგი წინაჲსწარმეტყუელ-თანი წარმოადგინნა, რაჲთა იხილონ მოწაფეთა, თუ რავდენი განყოფილებაჲ არს შორის მეუფისა და მონათა, და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი პეტრესი, რომელ აღიარა ძედ ღმრთისა ცხოველისად.

1 შდრ. მათ. 20,22; მარკ. 10,38.

მეორედ ამისთჳს, რამეთუ იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ გარდამავალი არს იგი შჯულისაჲ, და მგმობრად სახელ-სდებდეს და იტყოდეს: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“;1 და კუალად ეტყოდეს: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და შენ რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“.2

ხოლო რაჲთა გულისჴმა-ყონ მოწაფეთა და მათ მიერ ყოველთა, ვითარმედ შურისაგან ზრახვიდეს ამას, და ვითარმედ არცა შჯულისა გარდამავალ არს, არცა ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა, არამედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს, ამისთჳს წარმოადგინა შჯულისმდებელი იგი მოსე და მოშურნე იგი მგმობართა ზედა ელია. რამეთუ არცა, თუმცა შჯულისა გარდამავალ იყო და არამცა მეუფე იყო შჯულისაჲ, წარმოუდგამცა მოსე, ვითარცა მონაჲ, არცა, თუმცა ცუდად იტყოდა თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, წარმოუდგამცა ძრწოლით ელია, მოშურნე იგი ღმრთისმსახურებისათჳს.

მესამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს უფალი ცხოველთა და მკუდართაჲ, და ჴელმწიფებაჲ აქუს ცხორებისა და სიკუდილისაჲ, და მეუფე არს ზეცისა და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთაჲ. ამისთჳს პირველვე აღსრულებული იგი და რომელსა არღა ეხილვა გემოჲ სიკუდილისაჲ, შორის წარმოადგინნა.

მეოთხედ ამისთჳს, რაჲთა გამოაჩინოს დიდებაჲ იგი ჯუარისაჲ და ნუგეშინის-სცეს პეტრეს და მისთანათა, შეშინებულთა ვნებისა მისისათჳს, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ეჩუენნეს მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას და იტყოდეს განსლვასა მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს“.3 ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარ-ცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.

მეხუთედ ამისთჳს, ვინაჲთგან თქუა: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“;4 წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თჳსი სიკუდილად სიტყჳსათჳს ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თჳსთა ამას საწუთროსა, რაჲთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე - აქაბს დაჴსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაჲ სოფლისაჲ და უპოვარებაჲ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაჲ მოსეს აქუნდა ამის საწუთროჲსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთჳს წარმოადგინნა იგინი, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანააც ბაძვაჲ სათნოებისა მა-თისაჲ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოჲ, და წინამძღურობაჲ ერისა მორწმუნისაჲ, რაჲთა იყვნენ მშჳდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაჲ იგინი დიდებით, ამას ყოველსა

1 იოან. 9,16. 2 იოან. 10,33. 3 შდრ. მათ. 17,3; ლუკ. 9,30-31. 4 მათ. 16,24; მარკ. 8,34.

მოაჴსენებდა მოწაფეთა; და ამისთჳს წარმოადგინნა გამობრწყინვებულნი იგი ძუელსა შინა, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ: უკუეთუ მათ აჩრდილსა მას შინა ესოდენი ახოვნებაჲ აჩუენეს და სათნოებაჲ, ფრიად უმეტესი უჴმს ამათ ჩუენებად, გამობრწყინდა რაჲ მზე სიმართლისაჲ და განგუათავისუფლნა მძლავრებისაგან ეშმაკისა და მოჰფინა ნათელი აზნაურებისაჲ კაცთა ზედა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პირველ ამისა ასმიოდა, ვითარმედ ჯერარს აღსლვაჲ იერუსალჱმდ და ვნებაჲ უფლისაჲ მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, აქუნდა შიში იგი გულსავე თჳსსა, დაღაცათუ შეჰრისხნა მას უფალმან და მრავლით კერძო უჩუენა სარგებელი დიდებულისა მის განგებისაჲ, არამედ იგი მწუხარევე იყო და შეძრწუნებულ ვნებისათჳს უფლისა. ამისთჳს, იხილა რაჲ მთასა მას ზედა ესევითარი დიდებაჲ, ენება, რაჲთამცა ყოვლადვე მუნ იყვნეს და არამცა წარვიდეს იერუსალჱმდ. ხოლო დაღაცათუ ცხადად ვერღარა იკადრებდა თქუმად, თუ: ნუ აღვალთ იერუსალჱმდ, არამედ რეცა სხჳთა მიზეზითა ეტყჳს ამას ესევითარითა გულისსიტყჳთა, რაჲთამცა მარადის მუნ იყვნეს, და არღარამცა აქუნდა შიში მღდელთმოძღუართაგან ანუ ფარისეველთა, არცა იჭჳ მოკლვისა მისისაჲ. ამისთჳს თქუა: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“, რამეთუ იხილა მოსე, რომელი ნისლსა შევიდა და ღმრთისა მიმართ ზრახვიდა, და ელია, რომელმან ცეცხლი გარდამოიყვანა ზეცით მთასა მას ზედა და უშჯულონი იგი დაწუა, და ენება, რაჲთამცა მარადის მუნ იყვნეს მათ თანა, და არავისგან აქუნდა შიში.

იხილეა მჴურვალებაჲ სიყუარულისა მისისაჲ ქრისტეს მიმართ? რამე-თუ ნუ ამას გამოეძიებ, თუ რად იტყოდა უჴმარსა სიტყუასა; რამეთუ არღა მოეღო მაღალი იგი გულისჴმის-ყოფაჲ. არამედ ესე იხილე, თუ რაოდენ ეტყინებოდა მის შორის ცეცხლი ქრისტეს სიყუარულისაჲ; რამეთუ არა თუ თჳსისა სიკუდილისაგან ეშინოდა და ამისთჳს ესრეთ იტყოდა. ნუ იყოფინ! და იხილე, ოდეს თჳსისა თავისათჳს მოვიდა სიტყუაჲ, რაჲ-იგი ჰრქუა უფალსა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა. დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ“.1

და სიტყუაჲ თჳსი საქმით დაამტკიცა, რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს ერნი იგი მახჳლითა და წათებითა შეპყრობად იესუსა, არცა შეშინდა, არცა ივლტოდა, არამედ ახოვნად განეწყო ბრძოლად ესოდენისა მიმართ ერისა და მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური

1 შდრ. იოან. 13,37; მათ. 26,35.

მისი. ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ თჳსისა თავისათჳს აქუნდა შიში, არამედ შეიწუებოდა გული მისი მოძღურისა მისთჳს სახიერისა. ამის-თჳს იტყოდა: „გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“

რასა იტყჳ, ჵ პეტრე? არა უპირატეს მცირეთა დღეთა განჰყავი იგი მონათაგან და აღიარე და სთქუ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“?1 ვითარ უკუე აწ კუალად მონათა თანა აღჰრაცხავ მას და ეტყჳ: „ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“?

ჰხედავთა, ვითარ პირველ ჯუარ-ცუმისა ქრისტესა უძლურ იყვნეს და ვერ მიწთომილ სრულსა გულისჴმის-ყოფასა? რამეთუ დაღაცათუ გამოუცხადა მას მამამან, გარნა ვერ უძლო მან სრულიად დამარხვად გულსა თჳსსა გამოცხადებაჲ იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა არა პირველთქუმულისა ხოლო მიზეზისათჳს, არამედ საკჳრველებისაგანცა ხილვისა მის დიდებულისა.

ამისთჳს მახარებელნი გამოაჩინებენ, ვითარმედ ზარისა მისგან და საკჳრველებისა შეძრწუნდა გონებაჲ მისი, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს“;2 და ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.3

ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგნეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე და ფრიად უმეტესად მაშინ შეემთხჳა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაჲ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაჲ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაჲ მზისაჲ; ვითარმცა უკუე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?

ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალმან, არცა მოსე ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდამო ჴმა-სცა ღრუბლით გამო. რაჲსათჳს ღრუბლით გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაჲ მისი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ღრუბელი და ნისლი გარემო მისა“,4 და „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა“,5 და „მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა“.6 და ამაღლებისათჳს უფლისა იტყჳს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვი-თარმედ: „ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა“.7 ხოლო რაჲთა

1 მათ. 16,16. 2 მარკ. 9,6. 3 ლუკ. 9,32-33. 4 ფსალმ. 96,2. 5 ფსალმ. 103,3. 6 დან. 7,13. 7 საქმე 1,9.

გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ჴმაჲ იგი, ამისთჳს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაჲ მოჰფინა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაჲ გამოაჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“.1 და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა“.2 ხოლო აქა ვინაჲთგან არა შეშინებაჲ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთჳს ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა - ნათელი თუალთშეუდგამი და ჴმაჲ სიხარულისაჲ.

პეტრე იტყოდა, ვითარმედ: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა - ტალავარი ჴელითუქმნელი - მოჰფინა და ძე იგი საყუარელი წამა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“.

ხოლო ჴმაჲ ესე რაჲ ისმა, რაჲთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხჳსა ვისმე მათგანისა იყო ჴმაჲ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთჳს არს, ამისთჳს მოწევნასა მას ჴმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს, და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მხოლოჲ იხილვა, და ჴმაჲ იგი ღა-ღადებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“. ვინაჲთგან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამან ძე იგი საყუარელი და თანაარსი, ხოლო მას ვითარმცა მიჰვიწყებოდა გამოცხადებაჲ იგი, ამისთჳს შეშინებულ იყო ვნებისა მისისათჳს და ჰგონებდა, თუ უნებელი რაჲმე შეემთხუევის, ამისთჳს აწ განცხადებულად, ჴმითა მაღლითა, ღრუბლით გამო ნათლისაჲთ გამოუცხადა სამთავე, თავთა მათ მოციქულთასა, და წამა მამამან ძე იგი თანადაუსაბამოჲ და თანაარსი: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“.

ისმინე, ჵ პეტრე, ჴმაჲ ესე და ნუღარა შეშინებულ ხარ. რამეთუ ჯერიყო შენდა პირველ ამის ჴმისაცა გულსავსეობაჲ ძალისა მისისათჳს და უწყებაჲ, ვითარმედ რომელმან-იგი მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, ჴელეწიფების თჳსისაცა ტაძრისა ჴორცთაჲსა აღდგინებად. ხოლო ვინაჲთგან ჯერეთ უმეცარ ხარ საიდუმლოჲსა მის, ისმინე ჴმაჲ მამისაჲ და უშიშ იყავ.

1 გამ. 24,18; 19,16,18. 2 ფსალმ. 17,12.

რამეთუ აჰა ესერა გაუწყა, ვითარმედ „ესე არს ძე მისი საყუარელი“. ვინაჲთგან უკუე ღმერთი ძლიერ არს და უძლეველ, ეგრეთვე ძე მისი თანაარსი ძლიერ არს და უძლეველ, და ვერ ჴელ-ეწიფების სიკუდილსა უფლებად მის ზედა, არცა სავნებელ არს მისდა ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ. რამეთუ უკუეთუმცა სავნებელ იყო, არამცა მისცა მამამან ძე იგი საყუარელი და თანასწორი, რომელი მან სათნო-იყო.

რაჲ არს ესე: „რომელი მე სათნო-ვიყავ“? ესე იგი არს, რომელსა ზედა განსუენებულ ვარ, რომელი ყოვლითურთ სწორ არს ჩემ თანა, და ერთ არს ნებაჲ და განზრახვაჲ მისი ჩემ თანა. რამეთუ ჭეშმარიტად ჰგიეს იგი ძედ ყოვლითურთ და ერთ არს მამისა თანა განუყოფელად.

„ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“. უკუეთუ ჯუარ-ცუმაჲ ენებოს, ნუ წინააღუდგებით; უკუეთუ თქუენ გამცნოს სიკუდილისა და ტანჯვისა თავს-დებად სოფელსა შინა, ნუ შეორგულდებით; უკუეთუ ახალი წესი და მცნებაჲ განაგოს ყოველსავე ზედა, მაგისი ისმინეთ. არა არს ნებაჲ მისი ჩემგან განყოფილ, არამედ ერთ არს ჩემ თანა შეუცვალებელად. ამისთჳსცა ყოველი სიტყუაჲ მისი, ვითარცა ჩემი, ისმინეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა მათსა და შეეშინა ფრიად. მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით, ნუ გეშინინ! და აღიხილნეს თუალნი მათნი და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო“ (17,6-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იორდანესაცა ზედა ისმა ესევითარი ჴმაჲ ზეცით, და ერი მრავალი იყო, და არარაჲ ვის ესევითარი შეემთხჳა. და ამისა შემდგომცა, ოდეს-იგი „მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: გადიდე და კუალადცა გადიდო, და ერი იგი... იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო“,1 და არარაჲ ესრეთ შეემ-თხჳა, ვითარ უკუე აწ, მოწაფეთა ესმა რაჲ, დავარდეს პირსა ზედა შეშინებულნი? ესე ამისთჳს, რამეთუ მაშინ ჴმაჲ ხოლო ისმა საწამებელად მისისა მის ძეობისა, ხოლო აწ განცხადებულად იხილეს დიდებაჲ მისი მოწაფეთა, არა თუ რაოდენ იყო (რამეთუ ვინმცა უძლო ხილვად დიდადშუენიერებასა მას დიდებისა მისისასა?), არამედ რაოდენ ძალ-ედვა გონებასა მათსა ტჳრთვად, იხილეს ნათელი თუალთშეუდგამი და ცვალებაჲ ფერისა მისისაჲ ბრწყინვალებად გამოუთქუმელად და ელვარებაჲ სამოსელთა მისთაჲ. და ყოვლითურთ დიდებით დიდებულ იყო ხილვაჲ იგი, და იგინი შეძრწუნებულ იყვნეს და ზარგანჴდილ პირველ სმენისაცა ჴმისა მის, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „არა იცოდა პეტრე, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს“.2 ხოლო ვიდრეღა იგინი ხილვისა მისგან შეშინებულ იყვნეს, მეყსეულად ღრუბელი იგი ნათლისაჲ აგრილობდა, და ჴმაჲ იგი დი-

1 იოან. 12,28-29. 2 მარკ. 9,6.

დებული მამისაჲ მოიწია. მერმე სრულიად შეძრწუნდეს, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანი-სცეს უფალსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აღიხილნეს თუალნი მათნი და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“ (17,8-9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს შიში იგი და ზარი გარდაემატა ძალსა მათსა, მა-შინ სახიერმან მან დაჰჴსნა იგი, „შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!“ და დიდებაჲ იგი ხილვისაჲ მის დაფარა, და იხილეს იგი მხოლოჲ სახითა მითვე და წესითა, რომელსა ჩუეულ იყვნეს.

ხოლო ამისთჳს უბრძანა, რაჲთა ხილვასა მას არავის აუწყებდენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ პირველ ჯუარ-ცუმისა ძნიად შესაწყნარებელ იყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყუანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარაჲ იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემო ვთქუთ ამის ჯერისათჳს. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: მარადის ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ: „ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგესო“. რამეთუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაჲ, ოდეს-იგი სული წმიდაჲ მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთაჲ თანაშემწედ აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა.

სწავლაჲ ნვ მეორედ მოსლვისათჳს და ვახშისათჳს

არავინ არს უკუე უსანატრელეს მოციქულთასა და უფროჲსად სამთა მათ ყოვლადქებულთასა, რომელნი ღრუბელსა მას შინა ნათლისასა ღირს იქმნეს შესლვად მეუფისა თანა; არამედ უკუეთუ გუენებოს, ვიხილოთ ჩუენცა ქრისტე, არა ვითარ-იგი მაშინ იხილეს მათ მთასა ზედა, არამედ ფრიად უბრწყინვალესად, დიდებულსა მას მეორედ მოსლვასა მისსა. რამე-თუ მაშინ ჰრიდა მოწაფეთა და ესოდენ უჩუენა ბრწყინვალებაჲ თჳსი, რაოდენ ძალ-ედვა მათ ტჳრთვად, ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი მოვიდეს დიდებითა მამისაჲთა არა მოსეს და ელიას თანა ხოლო, არამედ ურიცხუთა მათ მჴედრობათა თანა ანგელოზთასა, მთავარანგელოზთა თანა და ქერაბინთა, ბევრეულთა მათ თანა სერაბინთა და სხუათა მათ დასთა, და არა ღრუბელი აგრილობდეს, არამედ ყოვლითურთ ცანი ძრწოლით განეხუნენ, და დაჯდეს იგი საყდართა დიდებისათა, და ყოველი ბუნებაჲ კაცთაჲ წარდგეს წინაშე მისსა, ვინმცა უძლო მითხრობად ანუ გონებითაცა მიწუთომად მაშინდელსა მას დიდებასა და ბრწყინვალებასა მისსა? რამეთუ ჭეშ-

მარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოზნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვნენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა; და რომელთამე ეტყოდის: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“,1 და სხუათა ჰრქუას: „ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“;2 და კუალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს ცეცხლად საუკუნოდ, და რომელსამე უწოდდეს მონად ბოროტად, უკეთურად და მედგარად; და სხჳსა ნაწილსა ორგან განკუეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს; სხუა-თა კუალად უბრძანებდეს შეკრვად ჴელით და ფერჴით და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდის ჟამისა მისგან?

მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, და ფრიად უმეტესცა მზისა. არამედ არაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალესი მზისა, ამისთჳს მას მოვიღებთ სახედ მაშინდლისა მის მართალთა ბრწყინვალებისა. რამე-თუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე“,3 ამისთჳს ესრეთ თქუა, რამეთუ არღარაჲ პოა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალესი მზისა, რაჲთამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკუეთუ არა, ესე ცხად არს, თუ რაჲზომ უმეტეს იყო ბრწყინვალებაჲ იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ აჰა ესერა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა, ხოლო მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალებაჲ იგი ნათელსა მზისასა, რომელ ყოვლადვე ვერ იტჳრთეს მოწაფეთა, არამედ დაცჳვეს პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკუე გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსლვისასა უმეტეს მზისა, ხოლო ვაჲ ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე და შიში და ძრწოლაჲ შეედვას მათ, რაჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდინ. მაშინ არად საჴმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაჲ, რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან. ყოველივე შიშუელ და თავდადრეკილ იყოს წინაშე მისსა; არა არს მუნ მდიდარი და გლახაკი, ძლიერი და უძლური, ბრძენი და უმეცარი, მონაჲ და აზნაური, არამედ ესე წესნი და სახენი დაიჴსნებიან, და გამოძიებაჲ საქმეთაჲ თუალუხუავი იხილვების, და მოქმედნი უშჯულოებისანი სირცხჳლეულნი გამოჩნდებიან.

ამისთჳს, საყუარელნო, გევედრები: აღვიძუარცუნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ, რაჲთა დიდებაჲ უფლისაჲ გამობრწყინდეს ჩუენ ზედა, ჴელ-ვყოთ მცნება-თა უფლისათა აღსრულებად, რამეთუ არარაჲ შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველნი მცნებანი მისნი ადვილ და შესაძლებელ არიან.

ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, და სცნა სიადვილე მცნებათა ღმრთისათაჲ: „შე-ღათუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი და ძაძაჲ შთაიცუა და ნაცარი დაიფინო, მითცა არავე ჰრქჳან მარხვა და დღე სათ-

1 მათ. 25,34. 2 მათ. 25,23. 3 მათ. 17,2.

ნო უფლისა; რამეთუ არა ესევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე, იტყჳს უფალი, არამედ განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ ცოდვისაჲ, განუტევენ პყრობილნი მიტევებით და ყოველი ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქე“.1

იხილე სიბრძნე იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: წარმოთქუნა პირველად ძნელოვანნი და გამოაჩინა, ვითარმედ არა თუ ჭირსა და შრომასა ეძიებს ღმერთი, არამედ მორჩილებასა მისსა, რამეთუ ადვილად მოგუცემს წყალობასა მისსა, უკუეთუ გუენებოს, და გჳჩუენებს, ვითარმედ სათნოებაჲ ადვილ არს და სუბუქ, ხოლო ცოდვაჲ მძიმე არს და მწარე. ამისთჳს ცოდვასა სახელ-სდვა გულარძნილებად და კრულებად სიცრუისა, და სათნოებასა - ჴსნილებად და აზნაურებად.

„განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაჲ ცოდვისაჲ“.

ჭეშმარიტად, ცოდვაჲ კრულებაჲ არს სულისაჲ და ჴელბორკილი არს მრავალფერად გულარძნილი, რომელი შეაშთობს და აჭირვებს სულსა მას შეკრულსა გულარძნილებითა მისითა.

აწ უკუე, მორწმუნენო, განვხეთქნეთ ჩუენგან აპაურნი ცოდვისანი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მისი, შევიტკბოთ სათნოებაჲ და მცნებანი უფლისანი შევიყუარნეთ, რამეთუ უღელი მისი ტკბილ არს, და ტჳრთი მისი მცირე არს და სუბუქ. ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ: „განუტევენო პყრობილნი მიტევებით და ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქე“. ზემო კრულებად სიცრუისა და გულარძნილებად ყოველსავე ცოდვასა უწოდა, ხოლო აწ ჴელისწერილნი სიცრუისანი აჴსენნა, რომელ არიან ჴელისწერილნი იგი ვახშთა და აღნადგინებთანი, რომელნი-იგი დიდად სავნებელ და წარმწყმედელ არიან სულისა, რაჲთა გჳჩუენოს, თუ რაჲზომ ადვილ და სუბუქ არს კეთილისა საქმე. რამეთუ რაჲ სიძნელე არს არამოჴდაჲ ვახშისაჲ გლახაკისაგან? რაჲ სიმძიმე არს ამას შინა? ჭეშმარიტად არცა ერთი, გარნა ვნებაჲ იგი ანგაჰრებისაჲ იქმს ამას ყოველსა.

გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ ამისთჳს მოგეცნეს საფასენი ღმრთისა მიერ, რაჲთა ნუგეშინის-სცემდე გლახაკთა, არა თუ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად განამრავლებდე ჭირთა და მწუხარებათა მათთა. რამეთუ აწ სახითა ნუგეშინის-ცემისაჲთა უფროჲსად აღაორძინებ განსაცდელსა სიგლახაკისა მისისასა, მისცემ საფასესა, რაჲთა უმეტესად განამრავლო საფასე; მისცემ ოქროსა გინა ვეცხლსა, რაჲთა მოიგო ოქროჲ და ვეცხლი უმეტესი ჭირისა მისგან გლახაკისა მის, რომელმან ივასხა.

ბოროტ არს ვაჭრობაჲ ესე, საძაგელ არს ჴელოვნებაჲ ესე, და ღონე საძულელ არს ესე წინაშე ღმრთისა. მიეც, საყუარელო, ოქროჲ შენი და ვეცხლი და მოიყიდე სასუფეველი ცათაჲ. ნუ მცირესა და უნდოსა სავაჭ-

1 ესაია 58, 5-6.

როსა მოივაჭრებ, ვახშსა და აღნადგინებსა ათეულსა საფასისა შენისასა გინა ხუთეულსა, არამედ ცხორებაჲ იგი უკუდავი მოიგე.

რაჲსათჳს გლახაკ ხარ გონებითა და დავრდომილ? რაჲსათჳს უგუნური ვაჭარი ხარ, ფრიადისა მიმცემელი და მცირედისა მომღებელი? საფასისა წილ წარწყმედადისა სასუფეველი საუკუნოჲ მოგეცემის, და შენ არა მოიღებ მას, არამედ მცირედისა აღნადგინებისათჳს მოიშთვები. ჵ ფრიადი ესე სიცოფე! რად დაუტეობ ღმერთსა და კაცობრივთა სარგებელთა სდევ? რაჲსათჳს მდიდარსა მას და განმამდიდრებელსა ყოველთასა თანაწარჰჴდები და გლახაკისა მისგან ეძიებ აღნადგინებსა შენსა და ცუდად აშთობ მას? მდიდარი იგი მეუფე მზა არს მოცემად, ჴელი განუმარტებიეს და წინაგიყოფს ნიჭსა მას დიდებულსა, და შენ თანაწარჰჴდები მას და მისგან გნებავს მოღებად, რომელი იძულებითცა მცირედსა მოცემად ვერ შემძლებელ არს.

იგი წადიერ არს მოცემად და ესე მწუხარე არს; იგი ასწილად მოგცემს და ესე ასეულსაცა ვერ შემძლებელ არს; იგი ცხორებასა საუკუნოსა მოგცემს და ესე - წარწყმედასა; იგი თანანადებსა შენსა ქებით და დიდებით მოგცემს და ესე - შფოთით და გინებით.

აწ უკუე არა უკუანაჲსკნელი უგუნურებაჲ და სიცოფე არსა დიდთა მათ კეთილთა დატეობაჲ და უნდოთა ამათ და ცუდთა ძიებაჲ? რავდენნი აღნადგინებისათჳს დიდთა განსაცდელთა შთავარდეს, რავდენთა თავნიცა თჳსნი და მოყუასნიცა დააგლახაკნეს, რავდენნი ამის ჯერისათჳს სრულიადსა წარწყმედასა მიეცნეს!

და ნუ ამას იტყჳ, კაცო, თუ გლახაკი იგი წადიერ არს მოცემად აღნადგინებისა, რამეთუ ესე გარდამატებულისა მის ანგაჰრებისა შენისათჳს იქმნების, ვინაჲთგან თჳნიერ ვახშისა არა ავასხებ. ამისთჳს აიძულებს ჭირი გლახაკსა მას წადიერებად აღნადგინებისა მოცემასა და შენისა მისთჳს უსახურობისა მადლიერ არს, არამედ შენ გულისჴმა-ყავ, რაოდენსა ბრალსა ამის საქმისასა წარმოიტყჳან წერილნი ძუელნი და ახალნი.

გარნა იტყჳან ვინმე მევახშეთაგანნი, ამისთჳს მოვიღებო აღნადგინებსა, რაჲთა მივსცე იგი გლახაკთა.

გულსავსე იყავ, კაცო, ვითარმედ ესევითარი ქველისსაქმე ღმერთსა არა ჰნებავს. უმჯობეს არს არამიცემაჲ გლახაკთადა, ვიდრეღა ესევითარისა მონაგებისაგან მიცემაჲ. უკუეთუ აღნადგინებისაგან იქმოდი ქველისსაქმესა, გრქუას შენ ღმერთმან, ვითარმედ: არა ესევითარი ქველისსაქმე გამოვირჩიე მე. ვახში და აღნადგინები სრულიად განგდებულ არს შჯულისაგან საღმრთოჲსა. და არა ესე ხოლო, არამედ წესისაგანცა პირველთა მათ მეფეთა და მთავართაჲსა საძულელ იყო ესე საქმე.

რამეთუ შჯულსა შინა ჰრომაელთა სამეფოჲსასა ესრეთ განწესებულ არს, რაჲთა მთავართა მათგან, რომელთაცა სჳნკლიტოს ეწოდების, რომელიცა იპოოს აღნადგინებისა მიმღებელად, განვარდეს სამთავროჲსაგან თჳსისა; ხოლო აწ ჩუენცა ვქადაგებთ, ვითარმედ ყოველი მევახშე და აღნადგინებისა მკრებელი განაგდებს თავსა თჳსსა სასუფეველისაგან ცათაჲსა.

აღნადგინები მსგავს არს ნაშობთა იქედნისათა, რამეთუ ვითარცა იგინი შეშჭამენ საშოსა დედისასა, ეგრეთვე ესე შეშჭამს სულთა მათ მომგებელთა მისთასა.

ამათ ესევითართა ჴელისწერილთათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ განხეთქეო“, რამეთუ უფალმან ესრეთ გჳბრძანა: „ავასხებდითო, ვინაჲ-იგი არა მოელოდით მოღებასა“.1 ხოლო შენ, კაცო, არა მას ოდენ ეძიებ, რომელი მიეც, არამედ აღნადგინებისაცა მოჴდად იკადრებ გლახაკისაგან და ჰგონებ, თუ ამით ჯერითა საფასეთა შენთა განამრავლებ; არამედ უწყოდე, ვითარმედ საფასისა წილ ცეცხლსა მას უშრეტსა აღატყინებ შენ ზედა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, უცხო-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ამის უჯეროებისაგან; მოვიწყჳდნეთ ბოროტნი ესე ჩუეულებანი, დავამჴუნეთ აღნადგინებნი იგი ანგაჰრებისანი; განვიჴსნათ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ; განვხეთქოთ გულარძნილებაჲ ყოვლისავე ცოდვისაჲ; განუტევნეთ პყრობილნი მიტევებით და ყოველი ჴელისწერილი სიცრუისაჲ განვხეთქოთ; ვსცეთ მშიერთა პური და გლახაკნი უსადგურონი შევიყვანნეთ სახლად ჩუენდა; ვიხილოთ თუ შიშუელი, შევმოსოთ იგი და თჳსი ნათესავისა ჩუენისაჲ არა უგულებელს-ვყოთ (ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ და წმიდისა ნათლის-ღებისა ძმანი ჩუენნი); მოვიგოთ სიყუარული, სახიერებაჲ, კაცთმოყუარებაჲ, სიწმიდე, სიმდაბლე, ლმობიერებაჲ; უცხოვყვნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისავე ცოდვისაგან; შევინანნეთ პირველქმნილნი უშჯულოებანი; მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი.

ესრეთ თუ ვყოთ, ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთისმსახურებაჲ უნაკლულებით. რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად, ჩას, რამეთუ არცა განღებად რაჲ ჴელ-გუეწიფების“,2 გარნა ხოლო საქმენი ჩუენნი, გინა კეთილნი, გინა ბოროტნი.

აწ უკუე, ძმანო, კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რაჲთა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდადშუენიერებასა მას უფლისასა, მო-რაჲ-ვიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თჳსითა განკითხვად ყოველთა კაცთა, და დავდგეთ მარჯუენით მისა და გუესმას ჴმაჲ იგი კურთხევისაჲ და მივემ-თხჳნეთ მკჳდრობასა მას სასუფეველისა ცათაჲსა.

ამას ესევითარსა კეთილსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ლუკ. 6,34. 2 1 ტიმ. 6,6-7.