მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 17:8

7. And Jesus came and touched them, and said, Arise, and be not afraid.8. And when they had lifted up their eyes, they saw no man, save Jesus only.9. And as they came down from the mountain, Jesus charged them, saying, Tell the vision to no man, until the Son of man be risen again from the dead.
Matthew თავი 17
8. And when they had lifted up their eyes, they saw no man, save Jesus only.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აღიხილნეს თუალნი მათნი და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“ (17,8-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს შიში იგი და ზარი გარდაემატა ძალსა მათსა, მა-შინ სახიერმან მან დაჰჴსნა იგი, „შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!“ და დიდებაჲ იგი ხილვისაჲ მის დაფარა, და იხილეს იგი მხოლოჲ სახითა მითვე და წესითა, რომელსა ჩუეულ იყვნეს.

ხოლო ამისთჳს უბრძანა, რაჲთა ხილვასა მას არავის აუწყებდენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ პირველ ჯუარ-ცუმისა ძნიად შესაწყნარებელ იყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყუანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარაჲ იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემო ვთქუთ ამის ჯერისათჳს. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: მარადის ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ: „ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგესო“. რამეთუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაჲ, ოდეს-იგი სული წმიდაჲ მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთაჲ თანაშემწედ აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:6-9 — გარდამოსვლა მთიდან და დუმილის მცნება:

6-8. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. - ვერ გაუძლეს რა ღრუბლის ნათელსა და მისგან გამომავალ ხმას, მოწაფენი პირქვე დაემხნენ და ქუთუთოები ძილმა დაუმძიმათ. ძილში აქ ხილვისაგან გამოწვეული გულისწასვლა იგულისხმება. დიდხანს გაგრძელებულ შიშს, რაც ნახეს, იმის ხსოვნა რომ არ წაეშალა, იესომ ისინი გააღვიძა და გაამხნევა. მოწაფეებმა მხოლოდ იესოღა იხილეს, რათა არ გეფიქრა, რომ ხმა არა მის, არამედ მოსესა და ელიას მიმართ იყო, რადგანაც ძე ღმრთისა იგია.

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. - თავმდაბლობისა გამო ეუბნება მათ, რომ არავის უთხრან და კიდევ იმიტომ, რომ ვინც ამას მოისმენდა, შემდეგში, როცა ჯვარზე გაკრულს ნახავდა, არ ცდუნებულიყო, რადგან შეიძლებოდა იგი იმ მატყუარად მიეჩნიათ, რომელიც ღმრთის შესაფერისს მოჩვენებითად აკეთებდა. ხოლო შენ შეისწავლე, რომ ღმრთის ხილვა მოხდება შემდგომად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის