მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:6

5. And whoso shall receive one such little child in my name receiveth me.6. But whoso shall offend one of these little ones which believe in me, it were better for him that a millstone were hanged about his neck, and that he were drowned in the depth of the sea.7. Woe unto the world because of offences! for it must needs be that offences come; but woe to that man by whom the offence cometh!
Matthew თავი 18
6. But whoso shall offend one of these little ones which believe in me, it were better for him that a millstone were hanged about his neck, and that he were drowned in the depth of the sea.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა“ (18,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ბრძანებს მეუფე და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: რომელმან შეიწყნარნეს მდაბალი და უმანკონი და მუშაკნი სათნოებისანი პატივით და ლმობიერად და არა მიხედნეს ჴორციელსა შეურაცხებასა მათსა და სიმცირესა, არამედ სახელისა ჩემისათჳს პატივ-სცეს მათ, ღირს არს იგი სასუფეველსა ცათასა, რამეთუ ესევითარი იგი მე შემიწყნარებს, რომელ-ესე უმეტესი პატივი არს, ვიდრეღა შესლვაჲ სასუფეველსა.

ეგრეთვე კუალად, რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს ესევითართა მათ ღმრთისმოყუარეთა კაცთა (რამეთუ ამას უწოდა დაბრკოლებად), ეგევი-თარი იგი ბოროტისა სატანჯველისა ღირს არს; ამისთჳსცა სოფლისა საქმეთაგან მოიღო უფალმან სახე ხილული: დამოკიდებაჲ წისქჳლისაჲ და დანთქმაჲ ზღუასა შინა.

რამეთუ შეწყობილებაჲ სიტყჳსაჲ ესრეთ იყო, რაჲთამცა ეთქუა: რომელმან არა შეიწყნაროს ერთი მცირეთა ამათგანი, მე არა შემიწყნარებს, რომელ-ესე ყოვლისავე სატანჯველისა უმწარეს იყო; გარნა ვინაჲთგან უგულისჴმოთა და ფრიად ზრქელთა გონებითა ესე ვერ შეაგონებდა, ამის-თჳს წისქჳლი თქუა და ზღუასა დანთქმაჲ. არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: წისქჳლი დამოკიდებად არს ქედსა მისსა და დანთქმად არს ზღუასა, არამედ: „უმჯობეს არსო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:5-7 — საცდური და დაბრკოლება:

5-6. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. - ეუბნება: არა მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალნი, არამედ უკეთუ ჩემი გულისთვის სხვა თავმდაბალთაც პატივს მიაგებთ, ჯილდოს მიიღებთ, რადგან რაჟამს ყრმებს, ანუ თავმდაბალთ შეიწყნარებთ, მე შემიწყნარებთ. შემდეგ პირიქითაც ამბობს: რომელმან დააბრკოლოს, ანუ შეურაცხყოს, ერთი მცირეთა ამათგანი, ანუ ისინი, რომელნიც თავს იმცირებენ და იმდაბლებენ, დიდიც რომ იყოს, უმჯობეს არს მისა დამოთუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა თჳსსა. თვალსაჩინოდ წარმოადგენს რა ფიზიკურ სასჯელს, სურს აჩვენოს, რომ მრავალ ტანჯვას გადაიტანენ ისინი, რომელნიც ქრისტესმიერი სიმდაბლის მქონეთ შეურაცხყოფენ და აცდუნებენ. შენ კი მოიაზრე, რომ უკეთუ ვინმე მართლაც მცირეს ანუ სუსტს აცდუნებს, ნაცვლად იმისა, რომ ყოველი ღონით წამოაყენოს, დაისჯება, რადგან პატარას ცდუნება უფრო ადვილია, ვიდრე დიდისა.

7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2007 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,:

...ულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ ().

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ ()

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ...

სრულად ნახვა