მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:8

7. Woe unto the world because of offences! for it must needs be that offences come; but woe to that man by whom the offence cometh!8. Wherefore if thy hand or thy foot offend thee, cut them off, and cast them from thee: it is better for thee to enter into life halt or maimed, rather than having two hands or two feet to be cast into everlasting fire.9. And if thine eye offend thee, pluck it out, and cast it from thee: it is better for thee to enter into life with one eye, rather than having two eyes to be cast into hell fire.
Matthew თავი 18
8. Wherefore if thy hand or thy foot offend thee, cut them off, and cast them from thee: it is better for thee to enter into life halt or maimed, rather than having two hands or two feet to be cast into everlasting fire.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვად ცხორებასა მკელობელისაჲ გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა ცეცხლისასა“ (18,8-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ასოთათჳს იტყჳს სიტყუათა ამათ. ნუ იყოფინ! არამედ თჳსთათჳს და მეგობართა, რომელნი ასოთა ჩუენთა სწორად საყუარელ და საჴმარ იყვნენ ჩუენდა, ვითარცა სხუასაცა ადგილსა ზემო თქუა და აწცა მასვე იტყჳს. რამეთუ არარაჲ ესრეთ სავნებელ არს, ვითარ შეერთებაჲ უკეთურთა თანა; რამეთუ მრავალგზის რომელი ჭირმან და იძულებამან ვერ ქმნის, მეგობრობამან და სიყუარულმან ქმნის, გინა თუ სავნებელი, გინა თუ სარგებელი. ამისთჳს დიდითა სიმტკიცითა და გარდაკუეთილითა განჩინებითა გჳბრძანებს განშორებად კაცთაგან მავნებელთა სულისათა, გინა თუ თჳსნი იყვნენ, გინა თუ მეგობარნი, საყუარელნი და საჴმარნი, ვითარცა თუალი მარჯუენე, გინა თუ ჴელი; და ესენი მოასწავნა მომყვანებელად საცთურთა.

იხილეა, ვითარ საცთურთაგან ყოფადი ვნებაჲ წინაჲთვე დააყენა? გუაუწყა ყოფადი იგი, რაჲთა განკრძალულ ვიყვნეთ; გჳჩუენა ბოროტთა მათ სიდიდე, რაჟამს თქუა: „ვაჲ სოფელსა საცთურთაგან“; კუალად მისცა ვაებაჲ მომპოვნებელსა საცთურთასა, რაჲთა გამოაჩინოს, რაოდენისა სასჯელისა ღირს არს; კუალად შეძინებითა მით იგავისაჲთა აღაორძინა შიში იგი, და არა კმა-ეყო ესე, არამედ გჳჩუენა გზაჲცა, რომლითა იქმნების...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:8-9 — მავნე კავშირთა მოკვეთა:

8-9. უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. - ხელსა, ფეხსა და თვალში მეგობრები იგულისხმე, რომელნიც სნეულის ნაწილებად გვყავს. თვით ამგვარი, ანუ უახლოესი მეგობრებიც კი, უკეთუ ისინი ჩვენთვის მავნებელნი გამოდგებიან, უნდა მოვიძულოთ და, ვითარცა დამპალი ნაწილები, მოვიკვეთოთ, რათა სხვებიც არ დააზიანონ. ამგვარად აქედან ნათელია, რომ ცდუნებათა ანუ ვნების მომტან ადამიანთა მოსვლა აუცილებელიც რომ იყოს, არ არსებობს აუცილებლობა ჩვენი წახდენისა. უკეთუ ისე მოვიქცევით, როგორც უფალმა გვითხრა, და ვინც ზიანს გვაყენებს, თუნდაც ისინი მეგობრები იყვნენ, მოვიკვეთთ, არ ვევნებით.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის