მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 2:1

1. Now when Jesus was born in Bethlehem of Judaea in the days of Herod the king, behold, there came wise men from the east to Jerusalem,2. Saying, Where is he that is born King of the Jews? for we have seen his star in the east, and are come to worship him.
Matthew თავი 2
1. Now when Jesus was born in Bethlehem of Judaea in the days of Herod the king, behold, there came wise men from the east to Jerusalem,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულის-ჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ, და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად. ხოლო პირველად, უკუეთუ გნებავს, შემოვიღოთ შორის, რასა-იგი იტყჳან მტერნი ჭეშმარიტებისანი. რამეთუ ესოდენ ეუფლა მათ ეშმაკი, ვიდრე ამათცა სიტყუათა ზედა ჴელ-ჰყოფს აღჭურვად მათდა და ბრძოლად ჭეშმარიტებისა. და ისმინეთ, რასა იტყჳან ბირებითა ეშმაკისაჲთა: აჰა ესერა შობასა ქრისტესსაო ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ-ესე სასწაული არს სიმტკიცისა მის ვარსკულავთმრაცხელთაჲსა.

აწ ვჰკითხოთ ამაოთა მათ და ცუდისმეტყუელთა: უკუეთუ ქრისტე რჩულსა მას ზედა და წესსა ვარსკულავთმრაცხელობისასა იშვა, ვითარ დაჴსნა ვარსკულავთმრაცხელობაჲ და განაქარვა ბედთამეტყუელებაჲ და შობისა ჟამთა ძიებაჲ, დაუყო პირი ეშმაკთა, ესევითარისა მომპოვნებელ-თა, განიოტა საცთური და ყოველივე სახე გრძნებისაჲ განაქარვა? უკუეთუ ზრახვასა მას ვარსკულავთმრაცხელთასა დაამტკიცებდა, რაჲსათჳს ყოველთა წინაწარმეტყუელთა მიერ სიცრუედ და საცთურად სახელ-სდვა მას? ისმინეთ, რასა იტყჳს პირითა ესაია...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:1-2 — ვარსკვლავი და მოგვთა მოსვლა:

1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა. - ბეთლემი ითარგმნება როგორც "სახლი პურისა", ხოლო იუდეა, როგორც "აღსარება". დაე, აღსარების წყალობით, ახლა ჩვენც სახლად სულიერი პურისა ვიქცეთ.

დღეთა ჰეროდე მეფისათა. - ჰეროდე იხსენიება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო, ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა. როცა მთავარნი იუდას ტომიდან შეწყდნენ, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა, "წარმართთა მოლოდინის" ხანა დადგა ().

მეფისათა. - რადგან სხვა ჰეროდეც იყო, მეოთხედმთავარი, ამიტომაც მათე მის მეფურ პატივზე მიუთითებს. აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ. - რისთვის მოვიდნენ მოგვები? რაღა თქმა უნდა, იუდეველთა განსასჯელად. უკეთუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს, იუდეველებს , თავის გასამართლებლად რაღა რჩებათ? ამასთან, იმისთვისაც მოვიდნენ, რომ დიდება ქრისტესი კიდევ უფრო განბრწყინებულიყო დამოწმებით მოგვებისა, რომელნიც უფრო დემონებს ემსახურებოდნენ და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის