იხილეა, ვითარ ყოველივე სამხილებელად ჰურიათა იქმნებოდა? რამეთუ ვიდრემდის არა ეხილვა იგი, დაღაცათუ სმენითა ოდენ შობისა მისისაჲთა აღშფოთნეს, არამედ ჯერეთ შური იგი მათი არა აღტყინებულ იყო საჴუმილად დიდად, ამისთჳს ჭეშმარიტებით მიუთხრნეს წამებანი იგი საწინაწარმეტყუელოთა ჴმათანი ჰეროდეს. ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს მიუთხრობელნი იგი სასწაულნი მისნი იხილნეს, აღეგზნეს შურითა მით საეშმაკოჲთა და განმცემელ ჭეშმარიტებისა იქმნეს; არამედ ჭეშმარიტებაჲ ყოვლით კერძო ბრწყინვიდა, და ვერარაჲ ავნეს მას მტერთა მათ, არამედ ყოველივე სალმობაჲ და ვნებაჲ მათსავე თავსა მიექცა. და აქაცა იხილე, ვითარ განგებულებით საკჳრველნი საქმენი იქმნებოდეს: რამეთუ ისწავეს ერთმანერთისაგან და ასწავეს ურთიერთას მოგუთა მათ და ჰურია-თა; რამეთუ ჰურიათა ესმა მოგუთაგან, ვითარმედ ვარსკულავმან ქადაგა სპარსეთს შობაჲ ქრისტესი, და კუალად მოგუთა ისწავეს ჰურიათაგან, ვი-თარმედ რომელი-იგი ვარსკულავმან აუწყა მათ, ესე არს, რომელსა წინაწარმეტყუელნი პირველ მრავლისა ჟამისა ქადაგებდეს, და გამოკითხვაჲ იგი მოძღურებისა მიზეზ განცხადებულისაჲ ექმნა ორთავე. და მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იძულებით...
Matthew 2:5
4. And when he had gathered all the chief priests and scribes of the people together, he demanded of them where Christ should be born.5. And they said unto him, In Bethlehem of Judaea: for thus it is written by the prophet,6. And thou Bethlehem, in the land of Juda, art not the least among the princes of Juda: for out of thee shall come a Governor, that shall rule my people Israel.
Matthew თავი 2