მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).

იხილეა, ვითარ ყოველივე სამხილებელად ჰურიათა იქმნებოდა? რამეთუ ვიდრემდის არა ეხილვა იგი, დაღაცათუ სმენითა ოდენ შობისა მისისაჲთა აღშფოთნეს, არამედ ჯერეთ შური იგი მათი არა აღტყინებულ იყო საჴუმილად დიდად, ამისთჳს ჭეშმარიტებით მიუთხრნეს წამებანი იგი საწინაწარმეტყუელოთა ჴმათანი ჰეროდეს. ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს მიუთხრობელნი იგი სასწაულნი მისნი იხილნეს, აღეგზნეს შურითა მით საეშმაკოჲთა და განმცემელ ჭეშმარიტებისა იქმნეს; არამედ ჭეშმარიტებაჲ ყოვლით კერძო ბრწყინვიდა, და ვერარაჲ ავნეს მას მტერთა მათ, არამედ ყოველივე სალმობაჲ და ვნებაჲ მათსავე თავსა მიექცა. და აქაცა იხილე, ვითარ განგებულებით საკჳრველნი საქმენი იქმნებოდეს: რამეთუ ისწავეს ერთმანერთისაგან და ასწავეს ურთიერთას მოგუთა მათ და ჰურია-თა; რამეთუ ჰურიათა ესმა მოგუთაგან, ვითარმედ ვარსკულავმან ქადაგა სპარსეთს შობაჲ ქრისტესი, და კუალად მოგუთა ისწავეს ჰურიათაგან, ვი-თარმედ რომელი-იგი ვარსკულავმან აუწყა მათ, ესე არს, რომელსა წინაწარმეტყუელნი პირველ მრავლისა ჟამისა ქადაგებდეს, და გამოკითხვაჲ იგი მოძღურებისა მიზეზ განცხადებულისაჲ ექმნა ორთავე. და მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იძულებით წინაწარმეტყუელებასა მას ჭეშმარიტებისასა აღმოიკითხვენ და სიტყუათა მათ გამოსთარგმანებენ, დაღაცათუ არა ყოველთა; რამეთუ ჰრქუეს რაჲ, ვითარმედ: „ბეთლემს ჰურიასტანისასა“, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინაწარმეტყუელისა მიერ: „და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“,1 შემდგომი ამისი დაიდუმეს, რამეთუ პატივ-სცემდეს და ესათნოებოდეს ჰეროდეს უმეტეს ჭეშმარიტებისა. ხოლო რაჲ იყო შემდგომი ამის სიტყჳსა? „და გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა“.2

ეძიებენ უკუე ვიეთნიმე და იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს იყო ესე, რომელ ვინაჲთგან წინაჲსწარვე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ ბეთლემით გამოჩინებაჲ ქრისტესი, ნაზარეთს იქცეოდა იგი შემდგომად შობისა, და ამის გამო დაიფარვოდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა? არამედ არა ესრეთ არს ესე, რამეთუ ესევითარითა ამით სახითა უფროჲსღა გამოაცხადა სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ-იგი ნა-

1 მათ. 2,6; მიქ. 5,2. 2 მიქ. 5,2.

ზარეთს მკჳდრ იყო დედაჲ მისი და ჟამსა შობისასა იპოა ბეთლემს; გამოაცხადა, ვითარმედ განგებულებით იქმნა საქმე იგი. ამისთჳსცა არა თუ იშვა რაჲ, მეყსეულად წარვიდა მიერ, არამედ ორმეოცი დღე დაყო ბეთლემს შინა, რაჲთა მისცეს ჟამი გამომეძიებელთა გამოძიებად ყოველივე, რომელიცა ენებოს.

რამეთუ მრავალი იყო აღმძრველ მათა ძიებად საქმეთა მათ, უკუეთუმცა ენება განფრთხობაჲ ძილისა მისგან უგულისჴმოებისა; რამეთუ მოსლვასა მას ზედა მოგუთასა აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და მათ თანა მეფეცა ჰეროდე, და წინაწარმეტყუელი შორის შემოვიდოდა, და მის მიერ თქუმულნი აღმოიკითხვოდეს, და სამსჯავროჲ დიდი შემზადნებოდა, და სხუაჲ მრავალი აღესრულებოდა ყოფასა მას მათსა ბეთლემს, რომელსაცა ლუკა კეთილად წარმოიტყჳს: მიქუმასა მას სჳმეონისსა, სიტყუათა მათ ანაჲსთა, წინაწარმეტყუელებასა ზაქარიაჲსსა, დიდებისმეტყუელებასა ანგელოზთასა, საკჳრველებასა მას მწყემსთასა, და ესე ყოველი არა კმა იყოა მიზეზისა მიცემად - პოვნად შობილისა მის? რამეთუ უკუეთუ მოგუთა სპარსეთით მოსრულთა არა დაეფარა ადგილი იგი, ვითარმცა არა პოეს მკჳდრთა და მახლობელთა ადგილისათა? ამისთჳს უკუე შობასა თჳსსა გამოაჩინა თავი თჳსი მრავლითა საკჳრველებითა უფალმან და, იხილა რაჲ უგულისჴმოებაჲ იგი ჰურიათაჲ და გულფიცხელობაჲ, დაფარა თავი თჳსი და იქცეოდა ქუეყანასა ზედა ოცდაათ წელ თჳნიერ სასწაულთა და საკჳრველებისა; და მერმე კუალად გამოაჩინა დიდებულებაჲ თჳსი უბრწყინვალესად, რამეთუ არღარა მოგუნი, არცა ვარსკულავი ქადაგებდა მას, არამედ მამაჲ ზეგარდამო ძედ საყუარელად სახელ-სდებდა წყალთა მათ ზედა იორდანისათა, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად დაუსაბამოჲ ძე და სიტყუაჲ მამისაჲ; და სული წმიდაჲ გარდამოჴდა თავსა ზედა მისსა, რაჲ-თა აჩუენოს ყოველთა, ვითარმედ მისა მიმართ არს ჴმაჲ იგი მამისაჲ; და იოვანე ყოვლითა კადნიერებითა ყოველსა ზედა ჰურიასტანსა ქადაგებდა და ესევითარითა მით მოძღურებითა აღავსებდა შენსა და უდაბნოსა; და წამებაჲ იგი სასწაულთაჲ ღაღადებდა, და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი დაბადებულნი ბრწყინვალითა ჴმითა ჴმობდეს დიდებულებასა მისსა.

ხოლო ჟამსა მას შობისასა ესოდენი იქმნა, რაოდენ ჯერ-იყო საცნაურყოფად შობილისა მის. რამეთუ რაჲთა არა თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა უწყით, თუ ოდეს იშვა ანუ რომელსა სოფელსა, ამისთჳს აღესრულნეს სასწაულნი იგი განცხადებულნი: ვარსკულავისა გამოჩინებაჲ და მოგუთა მოსლვაჲ და ანგელოზთა დიდებისმეტყუელებაჲ და სხუაჲ იგი, რომელი ზემო ვაჴსენეთ, რაჲთა არცა ერთი მიზეზი აქუნდეს არა ძიებისაჲ და არცა თაყუანის-ცემისაჲ შობილისა მის. ხოლო შენ იხილე გამოწულილვით სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ, რამეთუ არა თქუა, თუ: ბეთლემო, შენ შორის დაადგრეს, არამედ: „შენგან გამოვიდესო მთავარი“, რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ ესრეთ ქადაგა პირველითგანვე წინაწარმეტყუელმან შობაჲ ოდენ ბეთლემს უფლისაჲ და არა ზრდილობაჲ ანუ დამკჳდრებაჲ მას შინა. არამედ კუალად ჰურიანი, გუელნი იგი, ნაშობნი იქედნეთანი (რომელთათჳს იტყჳს დავით: „უცხო იქმნეს ცოდვილნი დედისაგან, რომელ არს ჭეშმარიტებაჲ იგი ქადაგებისაჲ მის წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლისაგან უცხო იქმნეს იგინი, სცთებოდეს საშოჲთგან, იტყოდეს სიცრუესა. გულისწყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისა მის, ასპიტისა ყრუჲსა, რომლისანი დაყოფილ არიან ყურნი მისნი; არა ესმინ მას ჴმაჲ მსახრვალისა ჴელოვანისა, არცა მიიღის წამალი წამლისმცემელისაგან ბრძნისა“1 ), ესენი კუალად წინააღმიდგებიან და ბადეთა დამირწყვენ უუძლურესთა ქსელთა დედაზარდლისასა და იტყჳან, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“,2 ზორობაბელისთჳს თქუმულ არსო. აწ უკუე ვჰკითხოთ ყრუთა მათ ასპიტისა მსგავსთა, თუ რომელი შეწყობილებაჲ აქუს სიტყუასა ამას ზორობაბელისთჳს, ვითარმედ: „გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა“,3 ანუ ვითარ მოეზავოს მას სიტყუაჲ ესე, თუ: „შენგან გამოვიდეს, ბეთლემო, მთავარი“? ვინაჲთგან ზორობაბელ არა ჰურიასტანს, არამედ ქუეყანასა ბაბილოვნელთასა იშვა, ამისთჳსცა ზორობაბელ ეწოდა, რომელ ითარგმანების „თესული ბაბილონს“, ვითარცა უწყიან, რომელთა უსწავიეს ენაჲ ასურასტანელთაჲ; ვითარ უკუე მოეზავოს მას სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ-იგი განცხადებულად ჩანს, ვითარმედ ქრისტესთჳს იტყჳს, ვითარმედ: „შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა“, და მიზეზსა ბრწყინვალებისა მისისასა იტყჳს, ვითარმედ: „შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“.

და ვინ არს უგულისჴმოჲ იგი და უგუნური, რომელმან არამცა გულის-ჴმა-ყო, ვითარმედ შობისათჳს ქრისტესისა იქმნა ბეთლემი სახელოან და არა სხჳსა რაჲსათჳსვე? რამეთუ რომელ-იგი პირველ უცნაურ იყო და უნდო, შემდგომად შობისა უფლისა ესოდენ დიდებულ იქმნა და სახელოვან, რომელ კიდითგან ქუეყანისაჲთ მოვლენ ხილვად ქუაბსა მას და ბაგასა და ადგილსა მას ტალავრისასა, რომლისათჳსცა იტყოდა წინაწარმეტყუელი: „არაჲთა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა“, - ესე იგი არს, სამ-თავროთა შინა იუდაჲს ნათესავთაჲსა, და სიტყჳთა ამით იერუსალჱმიცა მოასწავა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა უმცირეს ხარ სახელოანთა მათ სამთავროთასა, არცა თუ იერუსალჱმისა უმრწემეს ხარ.

არამედ ესე ყოველი არა შეესმოდა უგულისხმოთა მათ ჰურიათა, არცა ყურად-იღებდეს თჳსსა მას სარგებელსა; რამეთუ წინაწარმეტყუელნი არა იტყოდეს ესოდენ სიმაღლესა მას ბუნებითისა დიდებისა მისისასა, რაოდენ ქველისმოქმედებისა მისისა სიმრავლესა, ვითარცა-იგი პირველ შობი-

1 შდრ. ფსალმ. 57,4-6. 2 მათ. 2,6; მიქ. 5,2. 3 მიქ. 5,2.

სა თქუა ანგელოზმან: „უწოდო სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“.1 და კუალად მოგუთა მათ არა თქუეს, თუ: სადა არს ძე ღმრთისაჲ? არამედ: „სადა არს შობილი იგი მეუფე ჰურიათაჲ?“2 და კუალად ამას ადგილსა არა თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: შენგან გამოვიდეს ძე ღმრთისაჲ, არამედ: „შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“;3 რამეთუ ჯერ-იყო დაწყებასა ახლისა მის ქადაგებისასა უძლურებასა მას მსმენელთასა თანამიყოლად, რაჲთა არა დაბრკოლდენ, და ცხორებისათჳს მათისა მითხრობაჲ, რაჲთა ამითა უმეტესად მოიყვანნეს სარწმუნოებად; ამისთჳსცა რავდენნიცა წამებანი და ქადაგებანი იპოებიან დაწყებისა ახლისა რჩულისანი და მოსლვისათჳს უფლისა, რომელ-იგი ჟამსა ოდენ შობისა მისისასა აღესრულებოდეს, არარად დიდსა და მაღალსა ქადაგებენ მისთჳს, ხოლო რავდენნი შემდგომისა მის ჟამისათჳს თქუმულ არიან, უმეტესად იტყჳან დიდებულებისა მისისათჳს; რამეთუ შემდგომად სასწაულთა მისთა გამოცხადებისა, აღესრულებოდა რაჲ ქებისა შესხმაჲ იგი ყრმათაჲ, ისმინე, ვითარ მოასწავა წინაწარმეტყუელმან: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“;4 და კუალად: „ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოარე და ვარსკულავნი, რომელნი შენ დაჰბადე“;5 რომლითა-ესე გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი და მპყრობელი ყოვლისაჲვე.

და კუალად ამისა შემდგომად ამაღლებისა მისისათჳს თქუმული წინაწარმეტყუელებაჲ სწორებასა მას მისსა მამისა თანა მოასწავებს და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“;6 და ესაია იტყჳს: „რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ“.7 არამედ ამას ადგილსა სიტყუაჲ ჰურიათა მიმართ იყო, ამისთჳს თქუა: „რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“,8 და მან ყოველივე სოფელი დამწყსო. არამედ, ვითარცა ზემო ვთქუ, არა გამოაცხადებს ჯერეთ სიტყუასა მას წარმართთა შეწყნარებისასა, რაჲთა არა მიზეზ დაბრკოლებისა სცეს ჰურიათა, რამეთუ ესე გულისჴმისსაყოფელ არს მარადის, რომელ ვითარცა-იგი უფალმან განაგო მოქალაქობაჲ მისი ქუეყანასა ზედა, მასვე წესსა და მასვე სახესა ზედა წინაწარმეტყუელნიცა და მოციქულნიცა განაგებენ და შეჰმზადებენ სიტყუასა თჳსსა.

თქუას უკუე გამომეძიებელთაგანმან ვინმე, ვითარმედ: რად არა სამწყსო მისა იქმნა ერი იგი ისრაჱლთაჲ, ვითარცა იტყჳს, თუ: „მან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“? არამედ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან ესევითარისამან, ვითარმედ არა დაშთა ესეცა სიტყუაჲ აღუსრულებელად, არამედ დამწყსო მან ერი ისრაჱლისაჲ, რამეთუ რაჟამს-იგი თქუა წინაწარმეტყუელმან, თუ: „მან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, ისრაჱლად აქა

1 მათ. 1,21. 2 მათ. 2,2. 3 მიქ. 5,2. 4 ფსალმ. 8,3. 5 ფსალმ. 8,4. 6 ფსალმ. 109,1. 7 ესაია 11,10. 8 მიქ. 5,2.

მათ უწოდა, რომელთა ერისა მისგან ებრაელთაჲსა ჰრწმენა ქრისტე; ვი-თარცა პავლე თარგმნის ამას სიტყუასა და იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავადო“.1 ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად, და ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინა მოციქულმან, ვითარმედ არა თუ ყოველ-თა ჰურიათა ეწოდების ისრაჱლ ანუ შვილ აბრაჰამისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ჰრწმენა ქრისტე და იქმნეს აღთქუმისა მის მამათაჲსა მკჳდრ, იგინი არიან ისრაჱლ, მხილველნი იგი და მორწმუნენი ღმრთისანი; რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ისრაჱლი - „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“. აწ რომელნი-იგი არიან ესევითარნი, მათცა ეწოდების ერი ღმრთისა, და იგინი დაამწყსნა ქრისტემან, მწყემსმან მან კეთილმან, რომელმან თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“.2 რომელნი-იგი იცნა, ვითარმედ მისნი არიან, მათცა ჰმწყსის და სული თჳსი დადვა ცხოვართათჳს.

ხოლო სხუანი იგი ჰურიანი, რომელთა არა ინებეს მეუფებაჲ მისი მათ ზედა, არამედ ნეფსით თჳსით იჯმნეს მისგან, არა ისრაჱლ არიან, არცა შვილ აბრაჰამისა, არამედ შვილნი არიან ეშმაკისანი, ვითარცა ეტყოდა მათ უფალი: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა“;3 და მერმე გამოუცხადა, თუ ვინ არს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“.4 ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“.5 ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა თაყუანისცემაჲ უფლისაჲ მოგუთა თანა და დიდებისა მიცემაჲ ღმრთისა, რამეთუ მოიწია ჟამი განახლებისა მათისაჲ და გამოჴსნისაჲ ცოდვათაგან; რამეთუ არარაჲ ესმა ფიცხელი სიტყუაჲ, არცა ქადებაჲ სატანჯველთაჲ და შიში ბრალთა მოჴდისაჲ, არამედ ესმოდა მოსლვაჲ მწყემსისა ტკბილისა და სახიერისაჲ, და არა მოდრკა ფიცხელი იგი გული მათი, არამედ ყოველივე ბოროტი იზრახეს მისთჳს და თანაშემწე იყვნეს ჰეროდესა, ვითარცა ესერა მოგჳთხრობს მახარებელი და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. და წარავლინნა ბეთლემად და ჰრქუა: მივედით და გამოიძიეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და, რაჟამს ჰპოოთ, მითხართ მე, რაჲთამცა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“ (2,7-8).

1 რომ. 9,6-7. 2 იოან. 10,14. 3 იოან. 8, 39,41. 4 იოან. 8,44. 5 ფსალმ. 48,15.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უკუანაჲსკნელი ესე უგუნურებაჲ და სიბორგილე! ამას ყოველსა იტყოდა, რაჲთამცა უძლო პოვნად შობილისა მის მეუფისა და მოკლვად; და არა შეიკდიმა, არცა შეიგონა ესოდენისა მის საკჳრველებისაგან და არა გულისჴმა-ყო, ვითარმედ უზეშთაეს კაცობრივისა ბუნებისა და წესისა იყო საქმე იგი; რამეთუ წოდებაჲ იგი ვარსკულავისა მიერ მოგუთაჲ მათ და მოსლვაჲ იგი მათი შორით ქუეყანით თაყუანის-ცემად სახუეველთა შინა და ბაგასა მწოლარისა ყრმისა და ქადაგებანი იგი პირველითგან წინაწარმეტყუელთანი უაღრეს წესისა მის კაცობრივისა იყვნეს, არამედ არარამან ამათგან გულისჴმა-უყო ურჩულოსა მას, რამეთუ ესრეთ არს უკეთურებაჲ, მარადის უგუნურებისა და სიცოფისა მომატყუებელ. და იხილეთ აქაცა გარდამატებული იგი გონებაცთომილებაჲ: უკუეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ და ცნა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს იგი, ვითარ ჴელ-ჰყოფდა წინაგანწყობად საღმრთოჲსა მის ძალისა? უკუეთუ კულა ურწმუნო იყო თქუმულთა მათ და არა მოელოდა აღსრულებასა მათსა, რაჲსათჳს ეშინოდა და შიშისათჳს მოკლვად განიზრახვიდა?

ორკერძოვე უკუე უგუნურებითა და სიცოფითა სავსე იყო ზაკულებაჲ იგი, და ესეცა დიდისა უგუნურებისაჲ იყო საქმჱ, რომელ ჰგონებდა, თუ მოგუთა მათ მისსა სიტყუასა უმეტეს პატივ-სცენ, ვიდრეღა რომლისათჳს აღმოსავალით მოვიდეს წინამძღურობითა ვარსკულავისაჲთა; რამეთუ უკუეთუ პირველ ხილვისა ესრეთ მოტყინარე იყვნეს სურვილითა მისითა, შემდგომად ხილვისა და თაყუანის-ცემისა ვითარმცა თავს-იდვეს განმცემელ-ყოფად ცხორებისა მომცემელისა მის ყრმისა? არამედ უგუნურმან ჰეროდე ესე ყოველი არა გულისჴმა-ყო, რამეთუ ბოროტად ცუნდრუკებდა, და მოუწოდა იდუმალ მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან. ამისთჳს იდუმალ მოუწოდა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ ჰურიანი დიდითა წადიერებითა მირბიოდინ თაყუანის-ცემად მისა, და არა იცოდა გარდარეული იგი უკეთურებაჲ მათი. ამისთჳს ფარულად და იდუმალ გამოიკითხა მოგუთა მათგან, რაჲთა უცნაურად მოკლას იგი და არა აღ-ძრას ყოველი ერი შეწევნად მისა. არამედ იგინი ესოდენითა სიბოროტი-თა სავსე იყვნეს, ვიდრეღა თანაშემწე ექმნეს ჰეროდეს ძიებასა მას მისსა, რაჲთამცა მოსრული იგი ცხორებად მათდა და განთავისუფლებად მისცეს ჴელთა მისთა. ამის ჯერისათჳს იდუმალ მოუწოდა მოგუთა და გამოიკითხა ჟამი იგი არა ყრმისაჲ, არამედ გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ; რამეთუ იგი პირველ მრავლისა ჟამისა ჩუენებულ იყო მათდა, რაჲთა ჟამი იგი წარმომართებისა მათისაჲ და სლვისაჲ წარჴდეს და ჟამსა ოდენ შობისა უფლისასა მოიწინენ. რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა სახუეველითა მით შეხუეული პოონ ქრისტე და თაყუანის-სცენ, რაჲთა უზეშთაეს იყოს საკჳრველებისა იგი საქმჱ. ამისთჳს პირველ მრავლისა ჟამისა იხილეს მოგუთა ვარსკულავი იგი; რამეთუ უკუეთუმცა ოდეს უფალი იშ-

ვა პალესტინეს, მაშინმცა გამოჩინებულ იყო ვარსკულავი აღმოსავალს, წარმომართებასა მას მათსა და სლვასა შინა გზისასა არა მცირედნი დღენი წარჴდებოდეს, და არამცა ეპოვნა იგი სახუეველთა შინა. ამისთჳსცა, მო-რაჲ-სწყჳდნა ჰეროდე ჩჩჳლნი ბეთლემისანი, ორით წლითგან და უდარესნი მოსწყჳდნა, ვითარცა მოგუთაგან ესწავა, და მანცა შესძინა უმეტესი რაჲმე ფრიადისა მის უკეთურებისა და გულისწყრომისაგან, რამე-თუ ესრეთ უცთომელ ჰგონებდა განზრახვასა თჳსსა, რაჲთა არა განერეს ჴელთა მისთა უფალი ყოველთაჲ, რომლისა ჴელთა შინა არს სულები ყოველთა არსთაჲ. ჵ სიბრმე იგი მისი! „წარვედით და გამოიძიეთო ყრმისა მისთჳს და, რაჟამს ჰპოოთ, მითხართ მე, რაჲთა მეცა მოვიდე და თაყუანის-ვსცე მას“; თქუღა, ურჩულოო, უკუეთუ ჭეშმარიტსა იტყჳ, რაჲსათჳს იდუმალ მოუწოდ? უკუეთუ კულა სტყუი და ზაკუვაჲ არს გულსა შენსა, ვითარ არა გულისჴმა-ჰყოფ, ვითარმედ იდუმალ მოწოდებითა მით განცხადნებად არს მზაკუარებაჲ შენი? არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, სული უკეთურებისაგან შეპყრობილი პირუტყუთაცა უუგუნურეს არს.

„წარვედით და გამოიძიეთო ყრმისა მისთჳს“. არა თქუა, თუ: გამო იძიეთ შობილისა მისთჳს მეუფისა, არამედ ყრმისათჳს, რამეთუ ეშინოდა მეფედ წოდებად მისა, ნუუკუე ევნოს პატივსა თჳსსა. ხოლო მოგუთა მათ ვერ აგრძნეს მისი იგი უკეთურებაჲ, რამეთუ ოდესმცა მოიგონეს, თუ ესევითარსა საშინელსა საქმესა ჴელ-ყოს ბოროტმან მან, არამედ თჳსისა მის სიწრფოებისა მსგავსად ჰგონებდეს სხუათა მათცა. ამისთჳს წერილ არს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ესერა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ“ (2,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს მიეფარა, რაჲთა საჴმარ იქმნას მათდა კითხვაჲ ჰურიათაჲ და ესრეთ განისმეს ყოველთა შორის საქმე იგი. ხოლო ვინაჲთგან მიუთხრეს მეფესაცა და ყოველსა ერსა შობაჲ იგი უფლისაჲ, და მათ იწყეს გამოძიებად საიდუმლოჲსა მის და წინაწარმეტყუელისა თქუმული შორის შემოიღეს, და ყოვლით კერძო საქმე იგი დიდებული ცხად იქმნა, კუალად ვარსკულავი იგი ეჩუენა, და მერმე ანგელოზი ეტყოდა. ესრეთ ყოველი წესიერად და კეთილად აღესრულებოდა. წარვიდეს უკუე იერუსალჱმით ბეთლემს წინამძღურობითა ვარსკულავისაჲთა, რაჲთა სცნა ამისგანცა, ვითარმედ არა იყო ვარსკულავი იგი ერთი მრავალთა მათ ვარსკულავთაგანი, რამეთუ არა არს საქმე ესე წესისა მის ვარსკულავთაჲსა; და უძღოდა მათ დღისი მზისა ბრწყინვალებასა შინა, ვიდრემდე მიიყვანნა ბეთლემს. ხოლო თქუას თუ ვინმე, ვითარმედ: რაჲღა საჴმარ იყო მათდა წინამძღურობაჲ ვარსკულავისაჲ, ვინაჲთგან ცნეს, ვითარმედ ბეთლემს იშვა? არამედ დაღაცათუ ბეთლემს შობაჲ ესმა, გარნა ვინაჲ უწყოდეს ადგილი იგი და სახლი? რამეთუ არა თუ ჴორციელითა და კაცობრივითა დიდებითა საცნაურ იყო, არამედ ყოვლით კერძო უნდოებაჲ და სიგლახაკე გამოირჩია. ამისთჳსცა, გამო-რაჲ-ვიდეს მოგუნი იგი იერუსალჱმით, იხილეს კუალად ვარსკულავი, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად“ (2,9-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ იყო ორივე ესე, მოსლვაჲცა აღმოსავალით მოგუთაჲ მათ და წინამძღურობაჲცა ვარსკულავისაჲ, და კმა იყო საქმე ესე ქვისა უფიცხესთაცა შეგონებად. რამეთუ უკუეთუმცა მოგუთა მათ ეთქუა, თუ ანგელოზი ეტყოდა მათ, ანუ თუ ჴმაჲ წინაწარმეტყუელთაჲ ესმა მათ, სიტყუაჲმცა ვიდრემე აქუნდა ჰურიათა თქუმად, ვითარმედ სცთეს იგინი ანუ უცნებაჲ რაჲმე იხილეს; ხოლო აწ ვარსკულავი იგი განცხადებულად ჩანს და ყოველთავე წინააღმდგომთა პირსა დაუყოფს, რომელი-იგი უძღოდა მოგუთა მათ ვიდრე ბეთლემადმდე და მერმე მივიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი, რაჲთა უჩუენოს მათ, ვითარმედ მისდა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. ამისთჳს იგინიცა აღივსნეს სიხარულითა დიდითა, იხილეს რაჲ ვარსკულავი იგი. აღივსნეს სიხარულითა, რამეთუ არა ცუდ იქმნა შრომაჲ მათი, არამედ ღირს იქმნეს ხილვად, რაჲ-იგი წინაწარმეტყუელთა და მამათმთავართა სწადოდა ხილვად და ვერ იხილეს; აღივსნეს სიხარულითა, რამეთუ ღირს იქმნეს ყოველთა უპირატეს თაყუანის-ცემად მეუფისა მის მეუფეთაჲსა და ქადაგებად მისა ყოველსა სოფელსა; ესრეთ სავსე იყვნეს სურვილითა ქრისტესითა, რამეთუ სავსე იყვნეს ყოვლითა სიბრძნი-თა და გონიერებითა. ამისთჳს ამათ უწოდა უფალმან, რამეთუ ესენი იყვნეს ყოველთა მათ მკჳდრთა სპარსეთისათა უბრძნეს და ყოვლითავე სწავლულებითა სწავლულ. ჰხედავა, ვითარ ჯეროვნებით უჩუენა მათ ვარსკულავი? რამეთუ აჰა ესერა შემდგომად სიტყჳსა მის მღდელთმოძღუართა და მწიგნობართაჲსა იხილეს რაჲ ვარსკულავი, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს და მისი ჰრწმენა წინამძღურობაჲ, ვიდრემდე მიიყვანნა იგინი და დაადგინნა ზედა, სადაცა იყო შობილი იგი ყრმაჲ, დამბადებელი და მპყრობელი ყოველთაჲ.

ჰრცხუენოდენ მარკიონს, ჰრცხუენოდენ პავლეს სამოსატელსა, რომელთა არა ინებეს ხილვად, რაჲ-იგი მოგუთა მათ იხილეს, შვილთა ეკლესიისათა; რამეთუ არა მრცხუენის ესრეთ წოდებად მათდა.

ჰრცხუენოდენ მარკიონს და ხედევდინ ღმერთსა ჴორცთშესხმულსა და თაყუანისცემულსა მოგუთა მათ მიერ; ჰრცხუენოდენ სამოსატელსა მას პავლეს და ხედევდინ, ვითარ არა ლიტონი კაცი თაყუანის-იცემების. რამე-თუ ჴორცთშესხმასა მისსა ბაგაჲ იგი და სახუეველნი წამებენ; ხოლო რომელ ჩჩჳლისა მისთჳს პირველ შობისავე ვარსკულავი აღმოსავალით ეჩუენა და მოიყვანნა მოგუნი იგი, კაცნი დიდებულნი და სახელოანნი, და შეწირეს მათ ძღუენი, რომელ-იგი წეს იყო ღმრთისა შეწირვად, ესე ყოველი წამებს, ვითარმედ არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი ჴორცთშესხმული ცხორებისათჳს კაცთაჲსა.

ჰრცხუენოდენ ჰურიათაცა, ურჩულოთა მათ გულფიცხელთა, რომელნი ხედვენ მოგუთა მათ ბარბაროზთა შორით მოსრულთა თაყუანისცემად უფლისა, და არცა თუ მათ თანა ინებეს მისლვაჲ და თაყუანისცემაჲ. რამეთუ რაჲ-იგი მაშინ იქმნებოდა, წესი იყო და სახე ყოფადთაჲ მათ, და დაწყებისა მისგან საქმეთაჲსა ჩნდა, ვითარმედ უსწროს ერმან მან წარმართთამან კრებულსა მას ჰურიათასა შეწყნარებად უფლისა. რამე-თუ წეს ესრეთ იყო, რაჲთამცა ჰურიანი პირველ მოსრულ იყვნეს სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო ვინაჲთგან იგინი ნეფსით განმცემელ იქმნეს აზნაურებისა თჳსისა, ამისთჳს წინაუკუმო იქმნეს საქმენი იგი; და იხილა რაჲ მათი გარდამატებული მედგრობაჲ და უკეთურებაჲ, ჰრქუა უფალმან მოწაფეთა: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“.1 რამეთუ აქაცა არა ჯერ-იყო პირველ ჰურიათაჲსა თაყუანის-ცემაჲ მოგუთაჲ, არცა ესოდენისა სიშორისაგან სწრობად მკჳდრთა მათ მის ქალაქისათა, არცა რომელთა არასადა ასმიოდა მისთჳს, პირველ ცნობად მათსა, რომელნი წიგნთა შინა და სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა აღზრდილ იყვნეს; არამედ ვინაჲთგან ესრეთ უგულისჴმო იპოვნეს ჰურიანი და ყოვლადვე არა ინებეს თჳსისა უმჯობესისა ძიებაჲ, ამისთჳს მყოფთა მათ სპარსეთისათა უსწრვეს პირველ იერუსალჱმელთაჲსა თაყუანის-ცემად უფლისა, ვითარცა ოდესმე პავლე ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირს გიშჯიან თავნი თჳსნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ“.2 და აქაცა მათ უღირდა მღჳძარებაჲ და სწავლაჲ შობისათჳს უფლისა; ხოლო ესე რაჲ არა ქმნეს, არამედ პირველ ეუწყა შორიელთა მათ და მოვიდეს სიხარულით და ესმა მათგან საკჳრველი იგი დიდებული, არავე მირბიოდეს უბადრუკნი იგი ჰურიანი თაყუანის-ცემად, არცა ინებეს ხილვად კეთილთა მათ მოუგონებელთა, საიდუმლოსა მას, რომლისა ხილვად სწადის ანგელოზთა. ამისთჳსცა იგინი რაჲ უდებ იქმნეს და ძილითა მით სიკუდილის მსგავსითა შეპყრობილ, უცხოთა მათ და შორიელთა მიიტაცეს მიუთხრობელი იგი ნიჭი და ღირს იქმნეს თაყუანის-ცემად მეუფისა.

1 მათ. 28,19. 2 საქმე 13,46.

სწავლაჲ ზ

კრძალულებით ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათჳს და სივლტოლისათჳს სახიობათაგან

აწ უკუე ჩუენცა ვჰბაძვიდეთ მოგუთა მათ და ჩუეულებათა მათგან ბარბაროზებრივთა განვეშორნეთ და ქუეყანაჲ იგი ვნებათაჲ დაუტეოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ხილვად ქრისტესა, რამეთუ იგინიცა უკუეთუმცა არა შორს განშორებულ იყვნეს ქუეყანისაგან თჳსისა, არამცა ღირსქმნილ იყვნეს ხილვად მისა. განვეშორნეთ ჩუენცა საქმეთაგან ქუეყანისათა, რამეთუ მოგუნიცა იყვნეს რაჲ ქუეყანასა და სოფელსა თჳსსა, ვარსკულავი ხოლო იხილეს, და განეშორნეს რაჲ სპარსეთით, ღირს იქმნეს ხილვად მზესა მას სიმართლისასა. განვეშორნეთ ჩუენცა სოფლისაგან და საქმე-თაგან მისთა. დაღაცათუ მრავალნი შეშფოთნებოდინ მეფენი და ერნი და მძლავრებითა მრავლითა გუაყენებდენ, ჩუენ უშიშად და დაუყენებელად ქრისტესა ვეძიებდეთ; უკუეთუ სურვილი და სიყუარული მისი განუშორებელ იყოს ჩუენგან, ყოველივე ძნელოვანი ადვილ იქმნას წინაშე ჩუენსა. უკუეთუმცა არა ეხილვა მათ ყრმაჲ იგი ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, არამცა განრომილ იყვნეს რისხვისა მისგან ჰეროდესისა; რამეთუ პირველ ხილვისა მისისა ყოვლით კერძო აღდგეს მათ ზედა ბრძოლანი, შიშნი და მწუხარებანი, ხოლო ვინაჲთგან ღირს იქმნეს ხილვასა და თაყუანის-ცემასა მისსა, დაწყნარებაჲ და უშიშობაჲ დიდი იქმნა მათ ზედა, და არღარა ვარსკულავი, არამედ ანგელოზი უძღოდა მათ, რამეთუ პატივცემულ იქმნეს ხილვითა ღმრთისა განჴორციელებულისაჲთა და შეწირვითა ძღუნისა რჩეულისაჲთა.

აწ უკუე შენცა, მორწმუნეო, დაუტევე ერი იგი ჰურიათაჲ და ქალაქი იგი აღშფოთებული, მძლავრი იგი მკლველი, უცნებაჲ და სახიობაჲ ყოველივე სოფლიოჲ და მიისწრაფე ბეთლემდ, რომელ არს ტაძარი პურისა მის სულიერისაჲ, წმიდაჲ ეკლესიაჲ, სადა-ესე მარადღე იხილვების უფალი მწოლარე საკურთხეველსა ამას ზედა წმიდასა, ვითარცა მაშინ ბაგასა ზედა. დაღაცათუ მწყემსი იყო და მოხჳდე აქა, იხილო ყრმაჲ იგი, ჩუენისა ცხორებისათჳს მოსრული სავანესა ამას, და ნეტარ იყოს შენდა; დაღაცათუ მეფე იყო და არა მოხჳდე, არცა ღირს იქმნა ხილვად მისა, არარას სარგებელ გეყოს შენ გჳრგჳნი იგი და პორფირი; დაღაცათუ მოგჳ იყო, არა გექმნას ესე დამაბრკოლებელ, უკუეთუ ხოლო პატივად მოხჳდე და თაყუანის-ცემად და არა დათრგუნვად ძისა ღმრთისა, უკუეთუ შიშით და სიხარულით მოუჴდე და არა შეურაცხებით და უდებებით. არამედ ეკრძალე, ნუ ჰეროდეს ემსგავსები და სთქუა: „მოვიდე მეცა და თაყუანის-ვსცე მას“,1 და მო-რაჲ-ხჳდე, მოკლვაჲ მისი განიზრახო. იცია, თუ ვინ არიან

1 მათ. 2,8.

ესენი? ესე არიან მსგავს ჰეროდესა, რომელნი უღირსებით ეზიარებოდინ წმიდათა მათ საიდუმლოთა, რომელთათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“.1 ესევი-თართა მათ აქუს თავთა თჳსთა შორის მძლავრი იგი ბოროტი, შეწუხებული მეუფებისათჳს ქრისტესისა, უბოროტესი იგი პირველისა მის ჰეროდესა, უკეთური ბელიარ, რომელმან მაშინ ჰეროდე მბრძოლად ღმრთისა აღადგინა და აწცა მორჩილთა მისთა ბევრეულთა ბოროტთა საბრჴესა შესთხევს და მიავლენს მათ სახითა თაყუანის-ცემისაჲთა და საქმითა მკლველობისაჲთა.

გუეშინოდენ უკუე ჩუენცა, ნუუკუე სახე მვედრებელთა და თაყუანისმცემელთაჲ გუაქუნდეს და საქმე წინააღმდგომთაჲ გუეტჳრთოს; ამისთჳს შიშით და ძრწოლით მოუჴდეთ თაყუანის-ცემად, განვაგდოთ ჩუენგან, რაჲცა ბოროტი გუაქუნდეს, შევწიროთ მისა ძღუნად, რაჲცა კეთილი და პატიოსანი იპოებოდის ჩუენ თანა: გინა თუ ოქროჲ, გინა თუ ვეცხლი, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე საფასეთაგანი და პატივცემული კაცთა მიერ. ხოლო ვითარ შევწიროთ მისა? გლახაკთა განუყოთ, და შეიწიროს მან თავისა თჳსისად. ნუ უდებ იქმნები, კაცო, ამას ზედა, რაჲთა არა დაისაჯო. უკუე-თუ მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს თაყუანის-ცემად და ძღუენი რჩეული მიუპყრეს, რაჲ-მე მიუგო შენ, რომელი ყოლადვე არა სწყალობ გლახაკ-თა, არცა მცირესა უტევანსა თავს-იდებ სლვად და ხილვად უძლურისა ანუ პყრობილისა? არა უწყია, ვითარმედ თავისა თჳსისად შეჰრაცხავს უფალი, რაჲ-იგი გლახაკთა თანა და უძლურთა და პყრობილთა და ყოველთა ჭირვეულთა თანა ვქმნათ? მოგუთა მათ უცხოთა და ბარბაროზთა ოქროჲ შეწირეს, მური და გუნდრუკი, ხოლო შენ პურისაცა ნატეხსა ძლით მისცემ. მათ იხილეს ვარსკულავი იგი და განიხარეს, ხოლო შენ, იხილო რაჲ ქრისტე, უცხოჲ, შიშუელი და ჭირვეული, არა ლმობიერ იქმნები. მითხარღა, ვინ თქუენგანმან თავს-იდვა ესოდენი შრომაჲ ქრისტესთჳს, ვითარ მოგუთა მათ, ყოვლითავე სიბრძნითა სავსეთა? შრომაჲ დაითმინეს და გზაჲ დიდი ვლეს სურვილითა თაყუანის-ცემისა მისისაჲთა. და რად ვიტყჳ ესოდენსა შრომასა? მრავალნი არცა თუ სახლისა თჳსისაგან თავს-იდებენ მისლვად ეკლესიად და ხილვად უფლისა სულიერსა მას ბაგასა ზედა მწოლარედ, უკუეთუ არა ცხენებითა და ეტლებითა იქმნას მისლვაჲ მათი; სხუანი კუალად უცალოებათა ცუდთა ანუ თეატრონად მისლვათა ჰყოფენ მიზეზ აქა არაშემოკრებისა. ეჰა საკჳრველი! უცხოთესლთა მათ და ბარბაროზთა არცა ეხილვა იგი, არცა იცნობდეს და ესოდენი შრომაჲ თავს-იდვეს სურვილითა ხილვისა მისისაჲთა. და შენ, კაცო მორწმუნეო, რომელსა გიხილავს დიდებაჲ უფლისაჲ და ღირსქმნულ ხარ კეთილთა მათ მისთა,

1 1 კორ. 11,27.

არა ჰბაძავ მათსა მას მოსწრაფებასა, არამედ დაუტეობ უფალსა და მიხუალ ხილვად სახიობათა და როკვათა და სიმღერათა. რამეთუ მასვე ჴელვჰყოფ სიტყუად, რაჲ-იგი პირველ ვთქუ: არა გსურის ხილვაჲ უფლისაჲ სულიერსა მას ბაგასა ზედა მწოლარედ, არამედ გსურის ხილვად დედა-თა მროკველთაჲ. არა ღირს არსა საქმე ესე მეხის-ტეხისა და ცეცხლისა დამწუველისა? მითხარღა, უკუეთუმცა მეფემან მიგიწოდა პალატად და შეგიყვანებდესმცა ხილვად მისა, საყდართა ზედა სამეუფოთა მჯდომარესა, თავს-იდევმცა დატეობაჲ მისი და მისლვაჲ მღერად და წარდგომაჲ თეატრონად, სადა-იგი სახიობათა უცნებანი იქმნებიან? და არაჲვე არს ესოდენი სარგებელი ხილვასა შინა მეფისა მოკუდავისა და მიწისაგანისასა. ხოლო აქა, სადა მეუფე უკუდავი მჯდომარე არს, ღმერთი და უფალი ყოველთაჲ, და წინაგიყოფს ტაბლასა უოხჭნოსა, რომელსა ზედა ეგზების ცეცხლი იგი შემწუველი ცოდვათაჲ და განმანათლებელი სულისაჲ, თანაწარჰჴდები და მიისწრაფი ხილვად მროკველთა და მსახიობელთა! ჵ დიდი ესე სიბრმე! უფალი ზის წყაროსა ზედა უკუდავებისასა და წყალსა ცხოელსა ასუამს მომავალთა მისა, ვითარცა ოდესმე სამარიტელისა ზე, და არავინ მოვალს სუმად, არამედ რომელნიმე ჴორცითაცა ამაოთა და ცუდთა საქმეთა შექცეულ არიან; და რომელნიმე დაღაცათუ ჴორცითა მოვიდენ, გონებითა არა აქა არიან. ხოლო უფალი არავე განგუეშორების ესოდენსა ამას უმადლოებასა ზედა, არამედ ზის სულგრძელებით და გუევედრების სუმად სიწმიდისა მის სიწმიდით და ღაღადებს: „წმიდაჲ წმიდათა მიიღეთ“. არა წყალსა ლიტონსა გუასუამს, არამედ ყოვლადწმიდასა და განმაცხოელებელსა სისხლსა მისსა, რომელი-იგი სახე არს და საჴსენებელ სიკუდილისა მისისა და მიზეზ ჩუენისა ცხორებისა. ამათ ესევითართა კეთილთა დაუტეობ, უბადრუკო, და საეშმაკოთა საქმეთა ხედვად მიხუალა? რაჲმცა იყო უძჳრეს ამისა? არა უწყია, ვითარმედ ცეცხლსა ბრძოლათასა და სა-ჴუმილსა ბილწებისასა აღატყინებ გულსა შინა შენსა ხედვითა პირთა მათ ბოროტთაჲთა? უკუეთუ კულა იკადრო თქუმად, ვითარმედ: არა მევნების ხედვითა მით, ურწმუნო არს სიტყუაჲ შენი; დაღაცათუ სარწმუნო-ჰყო, უმეტესისა ბრალისა თანამდებ ხარ, რომელ დამაბრკოლებელ სხუათა იქმნები და მაწუეველ შესაკრებელსა მას ბოროტსა მისლვად, რომლითა სირცხჳლეულ-ჰყოფ სულსაცა შენსა და სახელსაცა კაცობრივსა. გარნა ვინ არს იგი, რომელსამცა არა ევნებოდა ხილვითა პირთა მათ მავნებელ-თაჲთა? არავინ არს, ვითარ ვჰგონებ, გარნა იგინი, რომელნი განშორებულ არიან ესევითართა ხილვათაგან; ხოლო რომელი მიისწრაფდეს ხილვასა მას ბოროტსა, გულისთქუმათაგან შეკრული მიისწრაფის და თავსა თჳსსა თანამდებ-ჰყოფს გეჰენიასა ცეცხლისასა, რამეთუ უკუეთუ მიხედნეს ვინ გულისთქუმით დედაკაცსა, იმრუშა, ვითარცა ბრძანებს უფალი, რომელი დღე ყოველ უშუერებასა მას ხედვიდეს, არამცა სრულიად ტყუე გულის-თქუმისა იქმნაა?

გევედრები ყოველთა: განეშორენით ხედვასა პირთა ბოროტთაჲსა და სახიობათა საეშმაკოთა, წარმწყმედელთა სულისათა. გულისჴმაყავთ, ვითარ ოდეს სიტყუაჲ სიქადულისაჲ შემოვიდეს, იტყჳთ, ვითარმედ: ქალაქი ჩუენი უაღრეს არს ყოველთა ქალაქთა, და ამიერ არს დასაბამი სახელისა მის ქრისტეანეთაჲსა; და ოდეს საქმეთა სიწმიდისა და ღმრთისმოშიშებისათა ჯერ-იყოს ჩუენებად, უდარეს იპოებით მცირეთა და უსწავლელთა ქალაქთასა, და არა სირცხჳლ-გიჩნსა?! ხოლო არიან ვიეთნიმე თქუენ შორის, რომელნი-იგი, რაჟამს ესევითართა სიტყუა-თა ვიტყოდი, იტყჳან: რაჲ არს სიტყუაჲ შენი, რომელ ყოვლისავე სიხარულისა და განცხრომისაგან გუაყენებ? ანუ რასა-მე გუაწუევ ყოფად, წარსლვად უდაბნოთა და წესსა მონაზონებისასა შემოსადა? ესე არიან სიტყუანი უგუნურთა და უგულისხმოთანი; ამისთჳს მელმის, რომელ ჰგონებთ, თუ მონაზონთა ხოლო თანააც სიწმიდე და წესიერებაჲ. არა უწყითა, ვითარმედ ქრისტემან რჩული ქრისტეანობისაჲ ყოველთა ზოგად გუამცნო? რამეთუ იტყოდის რაჲ, თუ: „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით“,1 და შემდგომი ამისი, არა მონაზონთა ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველთა ქრისტეანეთა; და სხუაჲ ყოველივე მცნებაჲ ზოგად მოცემულ არს ერისკაცთა და მონაზონთა, თჳნიერ ხოლო ქორწინებისა. და უფროჲსად ამასცა ზედა კნინღა და შეასწორებს ყოველთა მოციქული და იტყჳს: „ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; რომელ-თაღა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ“,2 რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.

აწ უკუე ვეტყჳ მათ, რომელნი მეტყჳან, თუ: რაჲ არს ესე? უდაბნოდ წარსლვად და მონაზონებად გჳბრძანება? ვითარმედ უკუეთუმცა მისმენდით, გაწჳემცა ესე სიხარულით, რამეთუ იქმნეს აწ ქალაქნი და სოფელნი მსგავს სოდომისა და გომორისა. და ვითარმცა ვის არა ვაწჳე წარსლვაჲ უდაბნოდ და მონოზონებად, გარნა არავის ვაიძულებ ამას ზედა, რამეთუ ესე კაცად-კაცადისა ნებასა ზედა არს; ხოლო ამას გეტყჳ და გამცნებ, რაჲ-თა მცნებათა ქრისტესთა იმარხვიდეთ, რამეთუ თანამდებ ხართ; არა გაყენებ ქორწინებად, არამედ გამცნებ, რაჲთა სიწმიდით და წესიერებით იყვნეთ და არა უწესოებით და სავსე სირცხჳლითა და მრავლითა ცოდვითა; არა გაიძულებ უდაბნოდ განსლვასა, არამედ გაიძულებ ყოველთავე ჩუეულებათა ცოდვისათა მოწყუედად და ყოფად სახლთა შინა თქუენთა სიწმიდითა და სიმართლითა. რაჲ ზიარებაჲ არს თქუენი შესაკრებელთა მათ თანა საეშმაკოთა, სადა-იგი ჴმანი და სიტყუანი ცოდვისანი ითქუმიან, სადა-იგი ხილვანი ბილწებისანი იხილვებიან, სადა-იგი ისართა გულისთქუმისათა განუწონებს ეშმაკი გულსა მას მხედველთაჲსა? რაჲ-იგი თქუმადცა არა ჯერ-არს, მას ხილვად დღე ყოველ ვითარ თავს-იდებ? ამას ესევითარ-

1 მათ. 5,28. 2 1 კორ. 7,29.

სა ბოროტსა ჩუეულებასა გაიძულებ მოწყუედად და მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად შეწევნითა მისითა.

ხოლო აწ სიტყუაჲ ესე ამის პირისა დავაცხრვო, რამეთუ უწყი, ვითარმედ არა დაგავიწყდეს მცნებაჲ ესე. უკუეთუ კულა ამისა შემდგომად პირველსა მასვე უდებებასა დაადგრეთ, უფიცხესად აღვლესო მახჳლი იგი მხილებისაჲ და მჯდომი იგი ბოროტი ღრმად განვკუეთო; და არა დავსცხრე ბრძოლად, ვიდრემდე განვაბნიო კრებული იგი და მწყობრი ეშმაკისაჲ და წმიდა-ვყო შესაკრებელი ეკლესიისაჲ, რაჲთა განვერნეთ ამისცა სოფლისა სირცხჳლსა და კდემასა გონებისასა და მერმისაცა მწარისა მის სირცხჳლისაგან განვთავისუფლდეთ და საუკუნესა მას ცხორებასა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.