მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 2:8

7. Then Herod, when he had privily called the wise men, enquired of them diligently what time the star appeared.8. And he sent them to Bethlehem, and said, Go and search diligently for the young child; and when ye have found him, bring me word again, that I may come and worship him also.9. When they had heard the king, they departed; and, lo, the star, which they saw in the east, went before them, till it came and stood over where the young child was.
Matthew თავი 2
8. And he sent them to Bethlehem, and said, Go and search diligently for the young child; and when ye have found him, bring me word again, that I may come and worship him also.
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:7-12 — ჰეროდეს ხრიკი, მოგვთა თაყვანისცემა და ძღვენი:

7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა.- ჰეროდემ ფარულად ისინი იუდეველთა გამო იხმო, რადგან ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა იუდეველებს ყრმის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოეჩინათ და გადარჩენაც მოფიქრებოდათ იმისი, ვისაც ისინი მომავალში უნდა გაეთავისუფლებინა. ამიტომაც იზრახავს ბოროტებას ფარულად.

და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. - ანუ ყოველივე ზუსტად შეიტყო. ვარსკვლავი ხომ მოგვებს მანამდე გამოუჩნდა, ვიდრე უფალი დაიბადებოდა. იმდენად, რამდენადაც გზაში მათ დიდი დრო დაეკარგებოდათ, ვარსკვლავი ადრევე გამოჩნდა, რათა ყრმისათვის თაყვანი მაშინ ეცათ, როცა ის ჯერ კიდევ სახვევებში იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ვარსკვლავი ქრისტეს შობასთან ერთად გამოჩნდა, ამიტომ მოგვები მთელი ორი წელი მოდიოდნენ და უფალი არცა სახვევებსა და არცა ბაგაში, არამედ ორი წლისა შინ, დედასთან ერთად იხილესო, მაგრამ შენ უპირატესობა პირველად თქმულს მიანიჭე.

8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს. - მეფისთვისო კი არ უთხრა, არამედ ყრმისათვისო, რადგან მისი სახელიც კი ეჯავრებოდა, რითაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
კრძალულებით ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათჳს და სივლტოლისათჳს სახიობათაგან:

...ბელ გეყოს შენ გჳრგჳნი იგი და პორფირი; დაღაცათუ მოგჳ იყო, არა გექმნას ესე დამაბრკოლებელ, უკუეთუ ხოლო პატივად მოხჳდე და თაყუანის-ცემად და არა დათრგუნვად ძისა ღმრთისა, უკუეთუ შიშით და სიხარულით მოუჴდე და არა შეურაცხებით და უდებებით. არამედ ეკრძალე, ნუ ჰეროდეს ემსგავსები და სთქუა: „მოვიდე მეცა და თაყუანის-ვსცე მას“, და მო-რაჲ-ხჳდე, მოკლვაჲ მისი განიზრახო. იცია, თუ ვინ არიან ესენი? ესე არიან მსგავს ჰეროდესა, რომელნი უღირსებით ეზიარებოდინ წმიდათა მათ საიდუმლოთა, რომელთათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“. ესევი-თართა მათ აქუს თავთა თჳსთა შორის მძლავრი იგი ბოროტი, შეწუხებული მეუფებისათჳს ქრისტესისა, უბოროტესი იგი პირველისა მის ჰეროდესა, უკეთური ბელიარ, რომელმან მაშინ ჰეროდე მბრძოლად ღმრთისა აღადგინა და აწცა მორჩილთა მისთა ბევრეულთა ბოროტთა საბრჴესა შესთხევს და მიავლენს მათ სახითა თაყუანის-ცემისაჲთა და საქმითა მკლველობისაჲთა.

გუეშინოდენ უკუე ჩუენცა, ნუუკუე სახე მვედრებელთა და თაყუანისმცემელთაჲ გუაქუნდეს და საქმე წინააღმდგომთაჲ გუეტჳრთოს; ამისთჳს შიშით და ძრწოლით მოუჴდეთ თაყუა...

სრულად ნახვა