მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 21:28

27. And they answered Jesus, and said, We cannot tell. And he said unto them, Neither tell I you by what authority I do these things.28. But what think ye? A certain man had two sons; and he came to the first, and said, Son, go work to day in my vineyard.29. He answered and said, I will not: but afterward he repented, and went.
Matthew თავი 21
28. But what think ye? A certain man had two sons; and he came to the first, and said, Son, go work to day in my vineyard.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; და მოუჴდა პირველსა მას და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს; ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან“ (21,28-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად იგავით ეტყჳს მათ და ამხილებს უმადლოებასა და უკეთურებასა მათსა და მოასწავებს სასოწარკუეთილთა მათ მოქცევასა და მორჩილებასა. რამეთუ იგავი ესე ორთა მათ ძეთაჲ მოასწავებს საქმესა მას წარმართთა და ჰურიათასა. რამეთუ წარმართთა არა ასმიოდა შჯული, არცა აღეთქუა მორჩილებაჲ, და საქმით აჩუენეს მორჩილებაჲ და შევიდეს საქმედ ვენაჴსა მას ცხორებისასა, რომელ არიან მცნებანი ქრისტესნი და ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ.

ხოლო ჰურიათა ასმიოდა შჯული და წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი და ეთქუა, ვითარმედ: ყოველი, რავდენი თქუას ღმერთმან, ვქმნათ და ვისმინოთ; და საქმით აჩუენეს ურჩებაჲ ბოროტი.

ამისთჳსცა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ შჯული იგი სარგებელ რასმე ეყოფვის, უჩუენებს უფალი, ვითარმედ უფროჲსღა დასასჯელ მათა იქმნების, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არა მსმენელნი შჯულისანი, არამედ მოქმედნი შჯულისანი განმართლდენ ღმრთისა მიერ“. ხოლო რაჲთა თავით თჳსით დაშჯილ იყვნენ, მათვე პირითა თჳსითა უბრძანა განჩინებისა მიცემად, და ვინაჲთგან ნეფსით არა ინებეს აღსაარებად ჭეშმარიტისა, იგავითა მით ათქუმია, რომელსა ეძიებდა....

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:28-32 — ორი ძე: მეძავნი და მეზვერენი წინ გიძღვიან:

28-32. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი. - უფალს აქ ორგვარი ხალხი შემოყავს. ერთნი. რომელთაც თავიდანვე დადეს აღთქმა და ასეთები იუდეველები იყვნენ; მათ თქვეს: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ (გამოსვლ. 24.3); ხოლო მეორენი - ურწმუნონი, მაგალითად, მეზვერენი, მეძავნი და აგრეთვე, წარმართნი, რომელნიც, თუმცა, თავდაპირველად ღმრთის ნებას არ დაემორჩილნენ, მაგრამ ბოლოს შეინანეს და შეისმინეს....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის