ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრევე უყვეს“ (21,33-36).
ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედება-თა ღმრთისათა, რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის კაცისმკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი იგი, მივლინებულნი მათა, მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა.
და კუალად ესეცა მოესწავების ამის იგავისა მიერ, ვითარმედ ერთი არს ღმერთი და მეუფე ძუელისა მის და ახლისა შჯულისაჲ, და თუ ვი-თარ დიდნი იგი და გამოუთქუმელნი კეთილნი აღესრულნეს სიკუდილითა...