მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 22:15

14. For many are called, but few are chosen.15. Then went the Pharisees, and took counsel how they might entangle him in his talk.16. And they sent out unto him their disciples with the Herodians, saying, Master, we know that thou art true, and teachest the way of God in truth, neither carest thou for any man: for thou regardest not the person of men.
Matthew თავი 22
15. Then went the Pharisees, and took counsel how they might entangle him in his talk.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას“ (22,15).:

მაშინ, ოდეს-იგი თანაედვა ლმობიერებად მოსლვაჲ და განკჳრვებად დიდისა მისთჳს კაცთმოყუარებისა მისისა, ოდეს-იგი უჴმდა შეშინებაჲ მერმისა მისთჳს სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაჲ, მაშინ უმეტესადღა გარდაჰმატეს სიბოროტე მათი. და ვინაჲთგან აღჳრ-სხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო, და კუალად განცხადებულად ჴელთა დასხმად ვერ იკადრებდეს, რამეთუ ერისა მისგან ეშინოდა, ამისთჳს ზრახვა-ყვეს ღონისა მოძიებად, რაჲთა სიტყჳთა საბრჴე უგონ მას და განდგომილებისა ბრალი შეჰჴადონ განდგომილთა მათ ღმრთისაგან.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:15-22 — კეისრის ხარკი და ღმრთისა:

15-16. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა. - რაკიღა ფარისეველნი ასე მზაკვრული ჩანაფიქრისა გამო იქცევიან, ლუკა მახარებელი მათ მზირებს უწოდებს, რომელნიც ქრისტეს შესაპყრობად იყვნენ მიგზავნილნი, ხოლო ჰეროდიანები ან ჰეროდეს მეომრები იყვნენ, ან ისინი, რომელნიც ჰეროდეს ქრისტედ მიიჩნევდნენ. როცა იუდას მთავრები აღარ იყვნენ და ჰეროდე გამეფდა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ იგი ქრისტე იყო. ამგვარ ადამიანებთან მიდიან ფარისეველნი, რათა ქრისტეს მახე დაუგონ. მოისმინე, როგორ საუბრობენ ისინი მასთან და ეუბნებიან:

16-22. და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის