📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას“ (22,15).
მაშინ, ოდეს-იგი თანაედვა ლმობიერებად მოსლვაჲ და განკჳრვებად დიდისა მისთჳს კაცთმოყუარებისა მისისა, ოდეს-იგი უჴმდა შეშინებაჲ მერმისა მისთჳს სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაჲ, მაშინ უმეტესადღა გარდაჰმატეს სიბოროტე მათი. და ვინაჲთგან აღჳრ-სხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო, და კუალად განცხადებულად ჴელთა დასხმად ვერ იკადრებდეს, რამეთუ ერისა მისგან ეშინოდა, ამისთჳს ზრახვა-ყვეს ღონისა მოძიებად, რაჲთა სიტყჳთა საბრჴე უგონ მას და განდგომილებისა ბრალი შეჰჴადონ განდგომილთა მათ ღმრთისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალაღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისარსა ანუ არა?“ (22,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ჴელმწიფებასა ქუეშე ჰრომთასა შესრულ იყვნეს და ხარკი ზედაედვა. ვინაჲთგან უკუე იხილეს ამისა პირველად, ვი-თარმედ კაცთა მათ, თევდა და იუდა, განდგომილებაჲ იზრახეს და ამის-თჳს მოიკლნეს, ენება უღმრთოთა მათ ქრისტესიცა ესევითარისა საქმისა იჭუსა შეგდებად. ამისთჳს მოწაფენი მათნი მჴედართა თანა ჰეროდესთა მიუვლინნეს (რამეთუ მათ ეწოდებოდა ჰეროდიან), რაჲთამცა ორკერ-ძო მახე დაურწყვეს: უკუეთუ მიცემაჲ თქუას ხარკისაჲ, მათ აბრალონ და თქუან, თუ: კაცთა თუალ-აღებ; უკუეთუ არამიცემაჲ თქუას, აქუნდენ მათ მჴედარნი ჰეროდესნი მოწამედ, და მისცენ იგი მთავარსა, ვითარცა განდგომილებისა მასწავლელი; ვითარცა ლუკა გუაუწყებს, ვითარმედ წინაშე ერისა ჰკითხესო,1 რაჲთა უმრავლესნი მოწამენი აქუნდენ. არამედ წინააღმდგომი შეემთხჳა და მრავალთა წინაშე ემხილა უგუნურებაჲ მათი.
„და ჰრქუეს მას: ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარო“. ჵ უშჯულონო, ვინაჲთგან იცით, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ვითარ უწინარეს მცირედისა მაცთურად ხადოდეთ და გარდამაქცეველად ერისა და მოკლვად ისწრაფდით? ვაჲ თქუენდა, ორგულნო!
ვინაჲთგან პირველ ამისსა ჰრქუეს ამპარტავანებით: „რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ?“2 და პირი დაუყო მათ უფალმან, ამისთჳს აწ ორგუ-
1 ლუკ. 20,26. 2 მათ. 21,23.
ლებით მოძღურით და ჭეშმარიტით ხადიან, რაჲთამცა ათქუმიეს სიტყუაჲ განდგომილებისაჲ. რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „არა ჰზრუნავ არავისთჳს და არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა“, ჰეროდესთჳს და კეისრისათჳს იტყოდეს, რაჲთამცა პოეს მის ზედა შესმენაჲ ჰეროდეს მიმართ და პილატესა, ვითარცა განმდგომელისაჲ.
ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: რომელი უმჯობეს არს? არამედ: „შენ რაჲ გნებავსო, ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისა ანუ არა?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რასა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მათ: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს“ (22,18-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან განცხადებული და პირურცხჳნოჲ იყო უკე-თურებაჲ მათი, ამისთჳს ცხადად ამხილა თავადმან. პირველად შეაშფოთნა თხრობითა დაფარულთა მათთაჲთა, რაჲთა ცნან უცნობოთა მათ, ვი-თარმედ მხილველი არს დაფარულთაჲ და ღმერთი არს განმკითხველი გულთაჲ, ნუუკუე შეიკდიმონ. არამედ არავე შეირცხჳნეს, არცა შეიკდიმეს ლირბთა მათ.
ამისთჳს სამართლად წინაჲთვე იერემია განაქიქებს სახლსა მას ისრაჱლისასა და ეტყჳს: „პირი ვითარცა როსპიკისაჲ გექმნა შენ, ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ. და არა მიწოდე მე მამად და მფლობელად შენდა“.1
ეგრეთვე უფალი ორგულად და გამომცდელად ეტყჳს. მერმე დრაჰკანი იგი ითხოა და ხატი და ზედაწერილი იკითხა, არა თუ უმეცარ იყო, არამედ რაჲთა მათ ათქუმიოს პირითა თჳსითა სამართალი იგი, ვითარცა მრავალგზის იქმს; რამეთუ თქუეს რაჲ, ვითარმედ: კეისრისაჲ არს ხატი და ზედაწერილი, ჰრქუა მათ: „მიეცითო კეისრისაჲ კეისარსა“.
ხოლო რაჲთა მათ კუალად ვერ პოონ სიტყუაჲ თქუმად, თუ: კაცთა მორჩილებად გჳბრძანება? ამისთჳს დაურთო: „და ღმრთისაჲ ღმერთსაო“. რამეთუ ჯერ-არს კაცთადა მიცემაჲ მათისა მის წესისაჲ, და ღმრთისა მიცემად, რაჲ-იგი თანანადებ არს ღმრთისა მიმართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „მისცემდით ყოველთა თანანადებსაო: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში“.2
ხოლო შენ, კაცო, ოდეს გესმას, თუ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა“, უწყოდე, ვითარმედ მათ საქმეთა იტყჳს მიცემად კეისრისა, რომელნი ღმრთისმსახურებასა არა ავნებენ, ვითარ არს ხარკი ანუ ზუერი, გინა თუ ესევითარი რაჲმე. ესე არიან კეისრისანი. ხოლო უკუეთუ ესევითარსა რას-
1 იერ. 3,3-4. 2 რომ. 13,7.
მე ეძიებდეს კეისარი (რომელ არს მეფე), რომელ სულისა სავნებელ იყოს და ღმრთისაგან განმყოფელ, არა ჯერ-არს მორჩილებაჲ. უკუეთუ ესევი-თარსა რასმე ზედა ვჰმორჩილობდეთ, არა კეისრისაჲ არს იგი საქმე, არამედ ეშმაკისა ხარკი არს და ზუერი ესევითარი იგი.
ესმა რაჲ ესე უკეთურთა მათ, და დაეყვნეს პირნი მათნი, დაუკჳრდა მიუთხრობელი იგი სიბრძნე, ხოლო არავე ჰრწმენა, არცა შეიგონეს, ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ ღმრთეებისათა, ვითარ დაფარულსა გულისა მათისასა გამოუცხადებდა. არამედ შეპყრობილნი ურწმუნოებითავე და ჰურიებრითა უკეთურებითა განეშორნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „დაუტევეს იგი და წარვიდეს“. და მერმე მოუჴდეს სადუკეველნი.
ჵ უგუნურებაჲ იგი და სიცოფე! ჯერ-იყო პირველთა მათ პირის-დაყოფასა ზედა სხუათაჲ მათ შეკდიმებაჲ, გარნა ესრეთ არს უკეთურებაჲ, მარადის ურცხჳნო და ცხარ. ამისთჳს მახარებელი განკჳრვებით მათისა მის გულფიცხელობისათჳს იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ“ (22,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მას დღესაო, ოდეს იგინი სირცხჳლეულნი წარვიდეს, სადუკეველნი მოუჴდეს. რამეთუ სხუაჲ წვალებაჲ არს იგი ჰურიათა შორის, განყოფილი ფარისეველთაგან და ფრიად მათსა უდარესი, რამეთუ სადუკეველნი იტყჳან: არა არს აღდგომაჲ, არცა ანგელოზი, არცა სული; რამეთუ სრულიად ზრქელ გონებითა არიან და ყოვლითურთ ჴორც. ხოლო ფარისეველნი აღიარებენ აღდგომასა და ანგელოზსა და სულსა, რამეთუ მათ შორისცა მრავალი არს განწვალებაჲ. და იხილეთ, ვითარ მანკიერებით ჰყოფენ სადუკეველნი იგი სიტყუასა თჳსსა, რეცა გამოჩინებად, თუ აღდგომაჲ არა არს. ამისთჳს ზაკუვით ჰლიქნიან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. იყვნეს ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა ნათესავი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აწ აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?“ (22,23-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ მოპოვნებული იყო და არა ჭეშმარიტი, რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ ყოფილ იყო, ვინაჲთგან ორთა და სამთა შეირთეს დედაკაცი იგი და მოკუდეს, სხუანი არღარა თავს-იდებდეს შერთვად, უფროჲსღა, რამეთუ ფრიადი იყო ჰურიათა შორის ზმნაჲ; არამედ მოიპოეს სიტყუაჲ ესე და შჳდნი თქუნეს, რაჲთამცა უმეტესად განამტკიცეს სიტყუაჲ თჳსი და არამცა მისცეს ადგილი სიტყჳს-გებისაჲ უფალსა.
ხოლო თავადმან არა სიტყუათა მიმართ მისცა პასუხი, არამედ გულისზრახვათა, რამეთუ მარადის დაფარულსა გულთა მათთასა განაცხადებდა. იხილეთ უკუე, ვითარ განუმარტა ორივე. ესე იგი არს, ვითარმედ აღდგომაჲ ყოფად არს, და არა ესევითარი, ვითარ იგინი ჰგონებდეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნი, არცა ძალი ღმრთისაჲ“ (22,29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იგინი მოსეს სიტყუასა წინაუყოფდეს და მეცნიერებასა იქადოდეს, ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: ყოვლადვე არა იცით ძალი წიგნთაჲ, არცა ძალი ღმრთისაჲ გულისჴმა-გიყოფიეს. ამისთჳს ჴელ-ჰყოფთ გამოცდასა ჩემსა. უკუეთუმცა ანუ ბუნებითისა გულისჴმის-ყოფისაგან, ანუ წერილთა მეცნიერებისაგან იცოდეთ, ვითარმედ ღმრთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს, ესრეთმცა არა იტყოდეთ, არამედ ფრიადი ეგე უგულისჴმოებაჲ არს მიზეზ ურწმუნოებისა თქუენისა და რომელ ჰგონებთ, თუ მერმესა მას ცხორებასა ესევითარნი საქმენი არიან. არამედ გულისჴმა-ყავთ სახე იგი მერმისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი იყვნენ ცათა შინა“ (22,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ რომელ არა იქორწინებდენ, ამისთჳს იყვნენ ვი-თარცა ანგელოზნი, არამედ რომელ-იგი იყვნენ ვითარცა ანგელოზნი, ამის-თჳს არა იქორწინებდენ. ამით მცირითა სიტყჳთა მრავალი ცუდი და ამაოჲ მრავლისმეტყუელებაჲ დაჰჴსნა და გულისჴმა-გჳყო, ვითარმედ წარმავალ არს სახე ამის სოფლისაჲ.
ესრეთ უჩუენა რაჲ წესი იგი აღდგომისაჲ, მერმე უეჭუელად ყოფადი იგი აღდგომაჲ მოასწავა სიტყუათაგანვე მოსესთა, რომელთა მეცნიერებასა ზუაობდეს, და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“ (22,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, არა იწოდებისო არაარსთაჲ და განქარვებულთაჲ და არღარასადა ყოფადთაჲ, არცა არააღდგომადთაჲ ღმერთი. რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს, თუ: მე ვიყავ ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, არამედ „მე ვარო“. საცნაურ არს, ვითარმედ არსთაჲ და ცხოელთაჲ არს, არა თუ არაარსთაჲ. ვითარცა ადამ დღესა მას, რომელსა ჭამა ხისა მისგან, დაღაცათუ ცხოელ იყო, არამედ მკუდრად შერაცხილ იყო, ვინაჲთგან განჩინებაჲ სიკუდილისაჲ მიიღო, ეგრეთვე ესენი, დაღაცათუ მომკუდარ იყვნეს, არამედ სულითა და აღთქუმითა მით აღდგომისაჲთა ცხოელ იყვნეს.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რაჲსათჳს უკუე იტყჳს მოციქული: „რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოელთაცა ზედა უფლებდეს“?1 არამედ უწყოდენ მეტყუელთა მათ, ვითარმედ ესე სიტყუაჲ პირველსა მას არა წინააღუდგების, რამეთუ მკუდარნი აჴსენნა მოციქულმან ჴორცითა მომკუდარნი, რომელთა ეგულების კუალად აღდგომაჲ, და ცხოელნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღა შინა იქცევიან. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: იცის წერილმან სხუაჲცა სახე მკუდრობისაჲ, რომლისათჳსცა იტყჳს: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“.2 ყოვლით კერძოვე უკუე სხუასა პირსა ზედა თქუმულ არს ესე, თუ: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი“, და სხუაჲ არს სიტყუაჲ იგი: „რაჲთა მკუდართა ზედა და ცხოელთა უფლებდეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“ (22,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა, თუ: „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“, არა თუ სადუკეველთათჳს თქუა. ნუ იყოფინ! არამედ იგინი იძლინეს და სირცხჳლეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი არა უკე-თურებითა შეპყრობილ იყვნეს, მიიღეს სარგებელი, რამეთუ „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“.
სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს
ვინაჲთგან უკუე გუასწავა უფალმან, ვითარ აღესრულების წესი მერმისა მის აღდგომისაჲ, „ვითარცა ანგელოზნი იყვნენო ცათა შინა“, მოედით აწ, მორწმუნენო, ვიღუაწოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა მივემთხჳნეთ პატივსა მას ანგელოზთა თანა დგომისასა და არა დავისაჯნეთ ბნელსა მას გარესკნელსა, სადა-იგი იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ და სხუანი იგი მიუთხრობელნი სატანჯველნი.
აწ უკუე, გნებავს თუ, გიჩუენნე აქავე ვიეთნიმე მობაძავნი მოქალაქობისა მის ანგელოზთაჲსა. უკუეთუ ამისა ხილვად წადიერ ხართ, კუალად უდაბნოდ წარვიდეთ, კუალად ზემოთქუმულნი იგი სიტყუანი ვაჴსენნეთ.
ვიხილნეთ დღესცა ბანაკნი იგი სულიერნი მოღუაწეთანი, არა ტილოებისა კარვებითა და რკინისა ლახურებითა დაბანაკებულნი, რამეთუ ამას
1 რომ. 14,9. 2 ლუკ. 9,60.
პირსა ზედა დავაცხრვეთ გუშინდელი სიტყუაჲ, არამედ შიშუელნი ყოველ-თა ამათ ჴორციელთა საშურველთაგან და ყოვლით კერძო სულიერად შე-ჭურვილნი. მოედით უკუე და ბრძოლაჲცა და წყობაჲ იგი მათი იხილეთ და ჰპოვნეთ მუნ წინამბრძოლნი იგი და სპასალარნი ბოროტთა მათ ვნებათანი, ახოვნებითა მით ღმრთისმსახურთაჲთა მომწყდარნი, და სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ საქმით აღსრულებული, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე იესუჲსთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით“.1 ნანდჳლვე მუნ იხილნეთ ყოველნი ვნებანი და გულისთქუმანი, მომწყდარნი მახჳლითა მით სულისაჲთა.
ამისთჳს არა არს მათ შორის მთრვალობაჲ და ნაყროვანებაჲ, რამეთუ მთრვალობაჲ მოკლულ არს წყლისა სუმითა, და ნაყროვანებაჲ მომწყდარ არს მარხვითა. ნეტარ არიან იგი მჴედარნი, რომელთა მოუკლავს მრავალ-თავი იგი მჴეცი, რომელ არს მთრვალობაჲ. რამეთუ ვითარცა ზღაპართა მათ შინა საწარმართოთა გამოსახულ არს მრავალთავი იგი ვეშაპი, ესრეთ არს ჭეშმარიტად მთრვალობაჲ, მრავალ ასხენ თავნი ბოროტნი: ერთკერ-ძო სიძვაჲ, მეორედ მრისხანებაჲ, ამიერ გინებანი, იმიერ ტრფიალებანი ბილწნი, სიმრავლე ცუდადმეტყუელებისაჲ, დაჴსნილებაჲ, სიცოფე, ვერაგობაჲ, განრყუნილებაჲ გონებისაჲ, უცნებათა სიბნელე, გულისსიტყუათა შეგინებულთა უფსკრული. ესე ყოველნი ბოროტთა თავნი, შენაწევრებულითა მით ასოებითურთ მათით, მომწყდარ არიან მათ სანატრელთა მიერ, რომელ-ესე ჴორციელთა მჴედართა ვერ ჴელ-ეწიფების ქმნად, რამე-თუ რომელნი-იგი ბევრეულთა მბრძოლთა ეწყვებოდიან, ამათ ვნებათაგან ძლეულ იყვნიან და დამონებულ, და გმირნი ახოანნი, ვითარცა ტყუენი შეკრულნი ჴელბორკილითა, ესრეთ ჰმორჩილობდიან მათ.
აწ უკუე იხილეთ ნეტართა მათ ბანაკისა ძალი და სიმჴნე, რამეთუ დედაჲ იგი და ერისთავი მრავალთა მათ ვნებათაჲ სრულიად მოუკუდინებიეს; ხოლო ვინაჲთგან წინამძღუარი მოკლულ არს, სხუანი იგი სრულიად უჴმარ არიან. იხილეა ბრწყინვალე ესე ძლევაჲ? რომელსა, ყოვლისა სოფლისა მჴედრობანი თუ ერთად შეკრბენ, ვერ აღასრულებენ, ამას ერთი დაბებკულითა ძაძითა მოსილი მონაზონი აღასრულებს. რამეთუ ჰბაძვენ იგინი მეუფესა თჳსსა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან; ამისთჳს აღამაღლოს თავი“.2 ესე იგი არს, ლიტონი და გლახაკობისა ცხორებაჲ აღირჩიოს, მო-რაჲ-ვიდეს ქუეყანად, და სასუმლად მისა იყოს წყალი. ამისთჳს აღამაღლოს ბუნებაჲ იგი, რომელი ჩუენგან მიიღოს.
ეგევითარი აქუს მოღუაწეთა მათ მოქალაქობაჲ; ამისთჳს მძლენი არი ან უხილავსა მას შინა წყობასა. და სხუანიცა მრავალნი ჰპოვნე მათ მიერ მოკლულნი ვნებანი და ამაონი გულისთქუმანი, რომელთა მონა არიან
1 გალ. 5,24. 2 ფსალმ. 109,7.
მეფენი, მთავარნი და ძლიერნი სოფლისანი. მივედ ტაბლათა მათთა და იხილნე თითოსახენი გულისთქუმანი, ჴელოვნებანი მზარაულთანი, შჯულის-დებანი მათისა მის ვერაგობისანი, თითოფერთა მფრინველთა და ოთხფერჴთა დაწყუედანი, თითოგუართა ტკბილთა და ხილთა განწესებანი, პირად-პირადთა ღჳნოთა და თაფლუჭთა შეზავებანი, გუარად-გუარადად ტაბლისა შემკობანი, წიგნნი აღწერილნი ესევითართა განგებულებათათჳს, განწყობილნი მწდეთა და ტრაპეზთმოძღუართა და ზემდგომელთანი, სიმრავლენი მოკიცხართა და მემღერთა და მგოსანთანი, სიქადულნი გრძელად ჯდომისათჳს და ფრიადისა სუმისა. იხილენა მრავალნი იგი მძლავრებანი გულისთქუმათანი? ესე ყოველი ვისთჳს არს? მიხედენ, უბადრუკო, საზომსა მუცლისა შენისასა, რაოდენი არს, და გრცხუენოდინ ესოდენისა მის შფოთისა და მიმოკუეთებისაგან.
ესე ყოველივე წმიდათა მათ მოღუაწეთა მიერ მკუდრად შერაცხილ არს, და არარაჲ მათ შორის იპოების. პური ხოლო და წყალი ჰპოო მუნ, გინა თუ მცირედი მხალი და ცერცჳ, და ესეცა არა უზომოდ, არამედ საჴმარად ხოლო ბუნებისა. ამისთჳს დიდი დაწყნარებაჲ არს მათ შორის, და შუებისმოყუარეთა მათ შორის - დიდი შფოთი.
ხოლო შინაგანისა განყოფილებაჲ ორთაჲ მათ ვითარ-მე მიგითხრა? განაღე გული შუებისა და მთრვალობისა მოყუარეთაჲ და ჰპოო მუნ ყოველივე სიმყრალე, ყოველივე საძაგელებაჲ, გულისთქუმანი ბოროტნი, გულისსიტყუანი ბილწნი; შევედ გონებასა მოღუაწეთასა და იყნოსე სული სურნელებისაჲ, წურთანი საიდუმლოთა საღმრთოთანი, ხილვანი მაღალთა მათ ხედვათანი, ბრწყინვალებაჲ თუალთშეუდგამი იხილო მათ შორის, მოფენილი სულისაგან წმიდისა.
კუალად განყოფილებაჲ მათისა მის და ამათისა ტაბლისაჲ ვითარ-მე გულისჴმა-გიყო? ტაბლაჲ მოღუაწეთაჲ პურისმტეთა თჳსთა სასუფეველად მიავლენს, ხოლო ტაბლაჲ შუებისა და მთრვალობისა მოყუარეთაჲ - გეჰენიად ცეცხლისა.
ამის ტაბლისა ბოროტისაჲ დამგებელი ეშმაკი არს, ხოლო ტაბლისა მის მონაზონთაჲსა შემმზადებელი ქრისტე არს, და პურისმტე მათი იგი არს, ვითარცა იტყჳს თავადი: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“.1 ხოლო მომთრვალეთა პურისმტე ეშმაკი არს, რამეთუ სადაცა მთრვალობაჲ არს, მუნცა ეშმაკი, სადა სიტყუანი ბილწნი ითქუმიან და სიმღერანი და როკვანი, მუნ ეშმაკნი როკვენ.
ესევითარი იყო ტაბლაჲ იგი მდიდრისაჲ მის. ამისთჳს არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო, მი-რაჲ-ვიდა მერმესა მას სოფელსა; გარნა მოღუაწენი იგი ღმრთისმსახურებისანი ამის ყოვლისა ბოროტისაგან უცხო
1 იოან. 14,23.
არიან. ამისთჳს ანგელოზთა ჰბაძვენ და უჴორცოთა მოქალაქობაჲ ჴორცთა შინა აღუსრულებიეს. ხოლო ესეცა თუ გულისჴმა-ჰყო, თუ ვინაჲ შეიმზადებიან ტაბლანი იგი შუებულთანი, ანუ ვინაჲ მოღუაწეთანი, სცნა ბუნებაჲ მათიცა.
ვინაჲ უკუე შეიმზადებიან ტაბლანი მდიდართანი? ჭირისაგან გლახაკ-თაჲსა და სულთქუმისაგან დავრდომილთაჲსა და ცრემლთაგან ჭირვეულ-თაჲსა, მონახუეჭისაგან ობოლთაჲსა და მონატაცებისაგან ქურივთაჲსა.
ხოლო ტაბლაჲ ღმრთისმსახურთაჲ აღეგების შრომისაგან ჴელთა მათ-თაჲსა, ნიჭთაგან ღმრთისათა და საუნჯეთა მათგან უხუად მომნიჭებელისათა. აწ უკუე, საყუარელნო, ნუ გუცონის სტუმრებად მათდა, მუნ ვისწაოთ, რავდენითა საკრველითა შეკრულ ვართ, მუნ ვისწავლოთ დაგებაჲ ტაბლისაჲ უოხჭნოჲთა სანოაგითა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ საშურვებელად მაჭირვებელთა ჩემთა; სცხე ზეთი თავსა ჩემსა, და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვი-თარცა ურწყულმან. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა“.1
ესე არს ტაბლაჲ და მთრვალობაჲ სულიერი, სავსე კეთილითა. ესე არს წყალობისა უფლისა ჩუენ ზედა მომყვანებელი და დამამკჳდრებელი ჩუენი სახლსა უფლისასა, რომელ არს ზეცისა იერუსალჱმი და მიუთხრობელნი იგი კეთილნი. მუნ მკჳდრ-ყოფად ღირსმცა ვართ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ფსალმ. 22,5-6.