მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 23:13

12. And whosoever shall exalt himself shall be abased; and he that shall humble himself shall be exalted.13. But woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites! for ye shut up the kingdom of heaven against men: for ye neither go in yourselves, neither suffer ye them that are entering to go in.14. Woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites! for ye devour widows' houses, and for a pretence make long prayer: therefore ye shall receive the greater damnation.
Matthew თავი 23
13. But woe unto you, scribes and Pharisees, hypocrites! for ye shut up the kingdom of heaven against men: for ye neither go in yourselves, neither suffer ye them that are entering to go in.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).:

ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათ-თა აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴელის-აპყრობაჲ თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ ვითარ ბოროტ არს, ისმინეთ!

„მიზეზითაო განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასჯელი“. რამეთუ ყოველივე მოქმედი ბოროტისაჲ ღირს სატანჯველისა არს, ხოლო რომელმან მიზეზად ბოროტის-ყოფისა თჳსისა წესი და სახე ღმრთისმსახურებისაჲ მოიღოს, ფრიად უძჳრესი სასჯელი მიიღოს მან, ვითარცა უშჯულონი იგი იქმოდეს. ამისთჳს განაქიქებს უფალი უკურნებელსა მას უკეთურებასა მათსა, რაჲთა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა მათთაგან, რაჲთა არა პატივისა მისთჳს მათისა ბაძვად საქმეთა მათთა მოვიდენ. ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“, ამისთჳს აწ აჴსენებს საქმეთა მათთა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ამათ ესევითართა საქმეთა იტყოდა არა ბაძვად.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:13-15 — ვაი თვალთმაქცთათვის:

13. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი. - ორგულებს უწოდებს მათ, რადგანაც თუმცა თავს ღმრთისმოსავებად წარმოადგენდნენ, მაგრამ არაფერს ღმრთისმოსაობისთვის შესაფერისს არ აკეთებდნენ, არამედ, სჭამდნენ რა ქვრივთა ქონებას, ამ მიზეზით განგრძობილად ანუ ხანგრძლივად ლოცულობდნენ. ისინი ცრუნი იყვნენ, გულწრფელებს დასცინოდნენ და ძარცვავდნენ მათ. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი, ანუ იმისათვის, რომ ქვრივებს ყველაფერს უჭამდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მხარში ამოდგომოდნენ და გაჭირვებაში ხელი გაემართათ; ან სხვაგვარად: ისინი მკაცრად იქნებიან განსჯილნი იმისთვის, რომ კეთილი საქმის - ლოცვის საბაბით, ბოროტებას სჩადიან და ქვრივთა ქონებას ჭამენ. ყველაზე დიდ სასჯელს იმსახურებს ხომ ის, ვინც სიკეთის ნიღბით ბოროტებისათვის აცდუნებს.

14. ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. - არა მხოლოდ თქვენ ხართ ურწმუნონი და ბიწიერად მცხოვრებნი, -...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის