📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).
ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათ-თა აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴელის-აპყრობაჲ თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ ვითარ ბოროტ არს, ისმინეთ!
„მიზეზითაო განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასჯელი“. რამეთუ ყოველივე მოქმედი ბოროტისაჲ ღირს სატანჯველისა არს, ხოლო რომელმან მიზეზად ბოროტის-ყოფისა თჳსისა წესი და სახე ღმრთისმსახურებისაჲ მოიღოს, ფრიად უძჳრესი სასჯელი მიიღოს მან, ვითარცა უშჯულონი იგი იქმოდეს. ამისთჳს განაქიქებს უფალი უკურნებელსა მას უკეთურებასა მათსა, რაჲთა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა მათთაგან, რაჲთა არა პატივისა მისთჳს მათისა ბაძვად საქმეთა მათთა მოვიდენ. ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“,1 ამისთჳს აწ აჴსენებს საქმეთა მათთა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ამათ ესევითართა საქმეთა იტყოდა არა ბაძვად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჴაშთ სასუფეველი ცათაჲ წინაშე კაცთა; თქუენ შეარა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად“ (23,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა დიდი ბრალობაჲ არს, უკუეთუ ვის სახე და წესი წინამძღურობისაჲ აქუნდეს და არა სარგებელ ეყოფოდის კაცთა. ხოლო უკუეთუ ავნებდესცა და აყენებდეს შესლვად ცხორებასა, რაჲ-მე იყოს ნუგეშინის-ცემაჲ მისი? ესრეთ იყვნეს უღმრთონი იგი; ოდეს უბრძანებდიან, ესოდენ დაამძიმიან ტჳრთი სხუათა ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ უძლის ტჳრთვად, ხოლო ოდეს მათ უჴმნ კეთილისა რაჲსმე ყოფად, ესოდენ წინააღმდგომსა იქმოდიან, ვიდრეღა სახე ბოროტისა ექმნიან ყოველთა. ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმედ ეპყრა სხუათა წარწყმედაჲ. რამეთუ საქმე მოძღურისა და წინამძღურისაჲ არს მოძიებაჲ და ცხორებაჲ წარწყმედულთაჲ, ხოლო წარწყმედაჲ ცხორებად მიმავალ-თაჲ საქმე არს უშჯულოთაჲ. არამედ ისმინეთ კუალად სხუაჲცა უძჳრესი ბრალობაჲ მათი:
1 მათ. 23,3.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირი; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა“ (23,15).
ყოველმან რომელმან შრომით რაჲმე მოიგის, ჰრიდებნ წარწყმედასა შრომით მოგებულისასა, ხოლო იგინი არცა თუ შრომით მოპოვნებულ-თა მათ ჰრიდებდეს. ამით სიტყჳთა ორსა ბრალობასა მათსა გამოაჩინებს: ერთად, ფრიად უჴმარობასა და ვერაგობასა, მოქცევად ვიეთმე წარმარ-თობისაგან, და ვითარმედ ფრიადითა შრომითა ძლით ერთი ვინმე ანუ ორი მოიგიან; რამეთუ მწირ მათ ეწოდებოდა, რომელნი წარმართთაგან ჰურიობად მოიქციან. და მეორე ბრალი მათი, რამეთუ რომელიცა სადმე მოიგიან მწირი, არა მცველ იქმნიან ცხორებისა მისისა და მასწავლელ უმჯობესისა, არამედ განმცემელ და მიზეზ წარწყმედისა და სახე ბოროტისა თჳსთა საქმეთაგან; რამეთუ ოდეს მოწაფე ხედვიდეს მოძღუარსა ბოროტისა მოქმედად, უძჳრეს იქმნების. რამეთუ ოდეს მოძღუარი კეთილ იყოს და სათნოებათა მოქმედ, მოწაფეცა ჰბაძავნ სადმე; ხოლო ოდეს მოძღუარი ბოროტსა იქმოდის, მოწაფე უძჳრესღა იქმნების სიადვილისა მისთჳს უკეთურებისა. „ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა“. - ესე იგი არს, ყოვლითურთ ნაწილ გეჰენიისაო ორ წილ თქუენსა; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგინიცა ნაწილნი არიან გეჰენიისანი და მოძღუარნი ბოროტისანი, რომელნი-იგი ყოვლით კერძო წარწყმედისა მასწავლელ იყვნეს და არა ცხორებისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებად“ (23,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა მათისა მის ფრიადისა უგუნურებისა საქმე იყო, რომელ უდიდესთა მცნებათათჳს არარაჲ აქუნდა ზრუნვაჲ, და უდარესთა, არა ფრიად საძიებელთა, გამოიწულილვიდეს; და კუალად უწესოებასაცა მათსა გამოაჩინებს. რამეთუ ზემო თქუა, ვითარმედ: „შეკრიან ტჳრთი მძიმე და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა“,1 ხოლო აწ იტყჳს, ვი-თარცა-ესე გესმა. რამეთუ ესრეთ ფრიად იყო უწესოებაჲ მათი, რომელ ოდესმე ზომისა უმეტესი სიმძიმე დასდვიან, რომელთა მიმართ აქუნ შური რაჲმე ანუ მტერობაჲ, სხუათა ზომისა უმეტესად აღუსუბუქიან, ანუ ქრთამისათჳს, ანუ სიყუარულისა რაჲსათჳსმე და თუალთხუვისა ჴორციელისა, რამეთუ იყვნეს იგინი ყოვლითურთ ჴორც, და არარაჲ იპოებოდა მათ თანა სულიერი.
1 მათ. 23,4.
„ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებადო“. რამეთუ ათეულისა მიცემაჲ მცირეთაცა საქმეთაგან არავე დააყენა, ვინაჲთგან ესეცა მოწყალებისავე სახე იყო, გარნა უაღრესთა მათ საქმეთა უმეტესი ჯერ-არს მოსწრაფებაჲ და შეკრძალვაჲ.
„სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“. რამეთუ ესე არიან განმწმედელნი სულისანი და სხუათა სათნოებათა აღმაორძინებელნი. სამარ-თალი მოიყვანებს კაცსა გულისჴმის-ყოფად და ლმობიერებად მოყუსისა მიმართ, რაჲთა არა იყოს იგი ტჳრთთა მძიმეთა დამდებელ და შეუნდობელ უმრწემესთა მიმართ. ამის წესისაგან იშვების წყალობაჲ და კაცთმოყუარებაჲ. და ვიყვნეთ რაჲ სხუათა მიმართ მოწყალე და კაცთმოყუარე, და მწუხარეთა თანა გუელმოდის და სიხარულსა ზედა და წარმატებასა მოყუსისასა გჳხაროდის, ვხადით ჩუენ ზედა წყალობასა და კაცთმოყუარებასა ღმრთისასა და ვიპოებით აღმასრულებელ მცნებასა მას სიყუარულისასა, რომელი-იგი თავ არს ყოველთავე მცნებათა შჯულისათა. ამას ყოველსა ზედა საჴმარ არს სარწმუნოებაჲ, საფუძველი იგი და სართული სათნოება-თაჲ, რომლისა მიერ ყოველივე კეთილი დაემტკიცების. და ყოვლითურთ დიდ არს ქებაჲ, და გამოუთქუმელ არს სარგებელი სამთა ამათ საქმე-თაჲ. ამისთჳსცა ვითარცა დიდნი და მოსაგებელად სათანადონი აჴსენნა უფალმან „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“, რომელთაგან უბადრუკნი იგი ცარიელ იყვნეს და ათეულისათჳს ცერეცოჲსა და ძირაკისა და პიტნაკისასა მოსწრაფებასა აჩუენებდეს. ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: „ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არავე დატევებად“. ათეულისა მისთჳს უკუე არა ბრძანა, თუ ქმნად არა ჯერ-არს, რამეთუ არა ჟამი იყო წუთერთ მცნებათა მათ შჯულისათა დაჴსნად. ხოლო ოდეს შემოიღოს სიტყუაჲ განწმედათა მათთჳს და განბანათა ჴორციელთა, რომელთა ჰურიანი იზმნიდეს და არა გულისჴმა-ჰყოფდეს, სრულიად დაჰჴსნის წესსა მას. ამისთჳს თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ! ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი გასწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, და შინაგანი სავსე არს ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმელისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი წმიდაჲ“ (23,24-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება გამოჩინებად, ვითარმედ არარაჲ სავნებელ არს ყოვლადვე, არცა საბრალობელ უგულებელს-ყოფაჲ ჴორციელთა განბანა-თა და მეწმინდურობათაჲ, ხოლო სულიერთა ბიწთა არაგანწმედაჲ დიდისა სასჯელისა ღირს არს, და სათნოებათა არამოგებაჲ დიდად საბრალობელ არს. ამისთჳს ბურნაკად უწოდა განბანათა მათ ჴორციელთა, რომელსა ჩუეულ იყვნეს ჰურიანი, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანიან, არა ჭამიან“.1 და სხუაჲ მრავალ არს, რომელ მოეღო მოძღურებაჲ ხუცესთაგან: „განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტომანებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ“;2 ესე ყოველი უნდო იყო და არარაჲ, ამისთჳს ბურნაკად უწოდა.
ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა, რომელნი სულსა შეაგინებდეს, აქლემად სახელ-სდვა, რამეთუ დიდ იყო სავნებელი მათი. ამისთჳს თქუა: „რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ“. რამეთუ მცირენი იგი მცნებანი დიდთათჳს განწესებულ არიანო, ხოლო ვინაჲთგან დიდნი იგი შეურაცხ-გიყოფიან, „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და მსგავსნი ამათნი, ცუდ არს და ამაო არასათანადოთა მათ ძიებაჲ. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ პირველ მისისა განკაცებისაცა არა დიდად საძიებელ იყვნეს ესე საქმენი, არამედ „სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“ და სიყუარული და სხუანი იგი დიდნი მცნებანი შჯულისანი იყვნეს თანაწარუვალ და საძიებელ. ვინაჲთგან უკუე მაშინვე არა დიდად საძიებელ იყვნეს, რავდენ უფროჲსად აწ, გამოჩნდა რაჲ ბრწყინვალედ მადლი ღმრთისაჲ და განეწესნეს მოძღურებანი მაღალნი, სრულიად ცუდ იქმნეს და უჴმარ ესევითარნი იგი ჴორციელნი საქმენი.
ამისთჳს წინამძღურად ბრმად უწოდა მათ, რამეთუ რომელთა-იგი უძ-ღოდეს, საკრძალავთაგან არა აკრძალებდეს და ცუდთა საქმეთათჳს დიდსა კრძალულებასა აჩუენებდეს. და ნანდჳლვე ესე საქმე არს ბრმათა წინამძღუართაჲ. უკუეთუ ბრმაჲ ბრმასა უძღოდის, სადა ვაკე არნ და წრფელ, ჰგონებნ, თუ ჴნარცჳ არს, და გარეწარჴდის და მივიდის, სადა მთხრებლი არნ ანუ მღჳმე, და ჰგონებნ, თუ ველი არს უცთომელი, და ორნივე შთავარდიან წარსაწყმედელად. ესრეთ იქმოდის წინამძღუარნი იგი ჰურიათანი, არად სავნებელთა საქმეთა ზედა კრძალულებასა აჩუენებდეს და დიდთა ცოდვათა ურიდად ერეოდეს.
ამისთჳს იტყჳს უფალი: „განწმიდეთ შინაგანი იგი სასუმელისაჲ, რაჲთა გარეშეცა წმიდა იყოს“. არა თუ სასუმლისათჳს იტყჳს და პაროფსიდისა, რამეთუ მათი განწმედაჲ გინა არაგანწმედაჲ არარად შეერაცხა უფალსა, არამედ სულისათჳს იტყჳს და ჴორცთა, შინაგანად უწესს სულსა და გარეშედ ჴორცთა. ნუ ჴორცთა განბანასა იხარკებთო, ვითარმცა რაჲმე თანანადები იყო ესე, არამედ სულნი თქუენნი განწმიდენით ყოვლისაგანვე ცოდვისა, და ესრეთ იყვნენ ჴორცნიცა წმიდა ბილწებისა მისგან ცოდვისა. ხოლო აწ თქუენ წინააღმდგომსა იქმთ: სულნი თქუენნი სავსე არიან ყოვლითა ბილწებითა და არაწმიდებითა, და სრულიად უდებ-გიყოფიან, ხოლო განბანასა ჴორცთასა მოსწრაფე ხართ და ჰგონებთ, თუ კეთილსა რასმე იქმთ, და მოქადულ ხართ ცუდსა ზედა და უსარგებლოსა.
1 მარკ. 7,3. 2 მარკ. 7,4.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეთცა თქუენ გარეშე ჰგონიეთ კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა“ (23,27-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გამოაჩინა მაჩუენებლობისა და კაცთმოთნეობისა მათისა ვნებაჲ და შინაგანი იგი ორგულებაჲ და ბილწებაჲ მათი და ყოვლითურთ წარწყმედულობაჲ, რამეთუ ამისთჳს არა ჰრწმენა მისი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს ორგულებითა და ყოვლითავე უშჯულოებითა. ხოლო ამას ესევითარსა სიბოროტესა და საძაგელებასა მათსა არა ქრისტე ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“1 უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად;2 ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ.3 და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა
ხოლო აწცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო შინაგან სავსე არიან ყოვლითავე უშჯულოებითა. რამეთუ ჩუენ შორისცა ფრიადი ზრუნვაჲ არს, ფრიადი მოსწრაფებაჲ სიწმიდისათჳს სამოსელთაჲსა, ბანისათჳს პირისა და ყოვლისავე გუამისა, შუენიერებისათჳს სამოსელთაჲსა, ბრწყინვალებისათჳს სახლთაჲსა და ყოვლისათჳსვე ჴორციელისა საქმისა, ხოლო სულისათჳს არცა ერთი არს ზრუნვაჲ და საურა-
1 ფსალმ. 5,10. 2 ესაია 1,4. 3 2 სჯ. 32, 5-6.
ვი. არამედ უკუეთუმცა ვინ განაპო კაცად-კაცადისა ჩუენისა გონებაჲ და გამოაცხადამცა დაფარულნი გულისანი, მრავალიმცა პოვა სულმყრალობაჲ და მატლი და წუთხი ფრიადი, - გულისთქუმათა მათ ვიტყჳ ბოროტთა, რომელნი-იგი უსაძაგელეს მატლისა არიან, და სხუათა მათ ვნებათა - უპატიოებისა და ბილწებისათა.
ბოროტ იყო ჰურიათათჳსცა ესრეთ ყოფაჲ, ამისთჳსცა აყუედრებს უფალი და უწესს საფლავად განგოზილად, შინაგან სავსედ ყოვლითა არაწმიდებითა. ხოლო ფრიად უძჳრეს არს და უმძიმეს ჩუენი ესე, რომელნი ღირსქმნილ ვართ ტაძარ ღმრთისა ყოფად, უკუეთუ ვიქმნეთ კუალად სამარე ზეღებულ ანუ საფლავებ განგოზილ და სავსე ყოვლითავე არაწმიდებითა. ჵ დიდი ესე განსაცდელი! უკუეთუ სადა-იგი ქრისტე დაემკჳდრა და სული წმიდაჲ მოვიდა და საიდუმლონი ღმრთისანი აღესრულნეს, იქმნას მერმეღა ესევითარი იგი სამარე სავსე არაწმიდებითა და სულმყრალობითა, რაოდენისა უბადრუკებისა ღირს არს საქმე ესე, რაოდენისა გლოვისა და გოდებისა, ოდეს ასონი იგი ქრისტესნი იქმნენ საფლავ დაყროლებულ?!
ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართო ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“.1 გულისჴმა-ყავ, კაცო, დღე იგი მეორედ შობისაჲ, ვითართა კეთილთა ღირს იქმენ, ვითარითა სამკაულითა შეიმკვე, ვითარ ტაძარ ღმრთისა იქმენ, არა ოქროჲთა განგლესილ და მარგალიტითა მოსხმულ, არამედ სულითა წმიდითა განბრწყინვებულ. აწ უკუე ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა იქმნე კუალად ქუაბ ავაზაკთა და საფლავ, სავსე არაწმიდებითა. გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პალატსა შინა სამეუფოსა აკალდამაჲ არა ეშენების. ეგრეთვე შენ, იყო თუ საფლავ განგოზილ და სამარე ზეღებულ, ზეცისა იერუსალჱმსა ვერ შეხუალ, და უფროჲსად ვთქუა, ვითარმედ აქაცა საძაგელ იქმნები ყოველთა შორის. უკუეთუმცა ვის ეტჳრთა გუამი მკუდრისა დაყროლებულისაჲ და მიმოვიდოდა, არამცა ყოველნი ივლტოდესა მისგან? ეგრეთ არიან, რომელთა სულნი ცოდვათაგან მკუდარ არიან და უშჯულოებათაგან დაყროლებულ. ვინმცა შეიწყალა ესევითარი იგი? უკუეთუ მან თჳთ არა შეიწყალოს თავი თჳსი, სხუამან ვითარ შეიწყალოს იგი? მითხარღა, კაცო, უკუეთუმცა ვინ ადგილსა სერობისა და სიხარულისა შენისასა დაჰფლა გუამი მკუდრისაჲ, არამცა გიძნდა საქმე იგი? ხოლო აწ შენ სულსა ცოდვითა მომკუდარსა დასდებ გუამსა შინა, სადა-იგი ქრისტემან სავანე-ყო თანა მამით და სულით წმიდითურთ, და არა გეშინისა, ნუუკუე ელვანი და მეხის-ტეხანი მოიწინენ შენ ზედა ზეცით? ანუ ვითარ იკადრო ტაძრად ღმრთისა შესლვად, არა თუ განიწმიდო თავი შენი ესევითარისა ბილწებისაგან ცრემლითა მით სინანულისაჲთა?
1 1 კორ. 12,27.
ჰბაძევდ, კაცო, მეძავსა მას, რომელმან სცხო ნელსაცხებელი ფერჴთა ქრისტესთა და სახლი იგი აღავსო სურნელებითა. და ნუ უფროჲსად წინააღმდგომსა იქმ, რაჲთამცა აღავსე სახლი ღმრთისაჲ სულმყრალობითა. ნუ ამას ხედავ, თუ შენ არა იყნოსებ სულმყრალობასა მას; ესე უფროჲსად უძჳრეს არს, რომელ სრულიად საცნობელნი შენნი დაყოფილ არიან. განიფრთხვე და გულისჴმა-ყავ სენი იგი ბოროტი ცოდვისაჲ და განკურნე თავი შენი, ვიდრეღა ჟამი არს კურნებისაჲ. არა გესმისა, რასა ჰგალობ დღი-თი-დღე? „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე“.1 აწ უკუეთუ საკუმეველისა წილ კუამლი სულმყრალობისაჲ აღვიდოდის შენგან და საქმეთა შენთაგან, ვითარმცა არა საშჯელსა მძიმესა ღირს იქმენ? რაჲ არს კუამლი იგი სულმყრალობისაჲ? მრავალნი მოვლენ ეკლესიად და ლმობიერად ლოცვისა წილ და ვედრებისა განიცდიან ქმნილკეთილობასა დედათასა და სახნიერობასა ყრმათასა; რაჲ არს უკუე, არა გიკჳრსა, ვითარ არა ცეცხლი მოივლინების ზეცით, ანუ განეღების ქუეყანაჲ და დაანთქამს ესევითართა მათ?
ჭეშმარიტად ესე საქმენი ღირს არიან ცეცხლისა და წუმწუბისა და მწარისა მის გეჰენიისა, გარნა ღმერთი სულგრძელ არს და მრავალმოწყალე და არა მოავლენს რისხვასა, არამედ დრო-გუცემს და მიგჳწოდს სინანულად. რასა იქმ, ჵ კაცო, შუენიერებასა დედათასა განიცდია ტაძარსა შინა ღმრთისასა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთისასა, სადა-იგი ამის მებრ საქმისათჳს გამცნებს უფალი, ვითარმედ: „რომელმან მიხედა დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა გულსა შინა თჳსსა“,2 არა შეიკდიმებ სიძვად და მრუშებად თუალითა და გულითა? არცა შეედების ძრწოლაჲ ძუალთა შენთა ესევითარისა მედგრობისათჳს?
ამას ესევითარსა საქმესა თეატრონნი გასწავლიან თქუენ, წყარონი იგი წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთჳს ეტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესევითართა მათ, ვითარმედ: „არა არიან თუალნი შენნი კეთილ, არცა გული შენი - წრფელ“.3 უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი,4 და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს, და მრავალთა მადლი მოციქულებისაჲ მიიღეს, და მამანიცა მაღალსა მას საზომსა სიწმიდისასა მიწევნულ იყვნეს.
1 ფსალმ. 140,2. 2 მათ. 5,28. 3 იერ. 22,17. 4 შდრ. საქმე 1,14.
ხოლო აწ ჩუენ უბადრუკთა ამათგან და საწყალობელთა ყოველივე ესე წარწყმდა, რამეთუ მამანი უძჳრეს იქმნეს ცხენთა მდრანჯობელთა, და დედათა წესი პატიოსნებისაჲ შეცვალეს სახედ მეძავთა. ამისთჳს ვიქმნენით ყოველნი საფლავ, სავსე ძუალებითა მკუდართაჲთა, და ყოვლითა არაწმიდებითა გარეშევიმკვებით, რაჲთა სათნო-ვეყოფოდით კაცთა, ხოლო შინაგან სავსე ვართ ყოვლითა ბოროტითა ცოდვისაჲთა, რომლისაგან აღვალს სულმყრალობაჲ შემაურვებელი, რომელი განიოტებს ჩუენგან სულსა წმიდასა.
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, დავსცხრეთ ესევითართა ამათ ვნებათაგან და ნუ აღვიტყინებთ თავთა ჩუენთათჳს უმეტესად ცეცხლსა მას გეჰენიისასა; აღვიხილნეთ თუალნი გონებისანი და განვიწმიდნეთ სულნი ჩუენნი სინანულითა და კეთილისა საქმითა, რაჲთა საწუთროჲცა ესე ცხორებაჲ სიწმინდით აღვასრულოთ და საუკუნოთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.