მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 23:31

30. And say, If we had been in the days of our fathers, we would not have been partakers with them in the blood of the prophets.31. Wherefore ye be witnesses unto yourselves, that ye are the children of them which killed the prophets.32. Fill ye up then the measure of your fathers.
Matthew თავი 23
31. Wherefore ye be witnesses unto yourselves, that ye are the children of them which killed the prophets.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა და სთქჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“ (23,29-30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ამისთჳს არს ვაჲ მათდა, რომელ აღაშენებენ საფლავებსა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობენ მოსაჴსენებელსა მათსა, ანუ რომელ აბრალებენ მკლველთა მათთა, არამედ ამისთჳს არს ვაჲ მათდაო, რომელ საქმეთა მათ და სიტყუათა ესევითართა მიერ იჩემებენ ბრალობასა მამათა მათთასა, და იგინი უძჳრესსა მათთასა იქმან. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ იჩემებდეს სიტყუათა მათ და არა ჭეშმარიტებით იტყოდეს, ისმინეთ ლუკაჲსი, ვითარ იტყჳს: „ეწამებით სადმე და თანასათნო-ეყოფითო საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ“. - გამოაჩინებს უკუე და განაქიქებს გონებათა მათთა, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა აშენებდეს: არა პატივისათჳსო წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, არამედ საცნაურ-ყოფად...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:29-33 — წინასწარმეტყველთა მკვლელნი:

29-31. ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. - მწარე ხვედრს უქადის მათ არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა საფლავებს აშენებდნენ, რადგან ეს ღმრთისთვისაც სათნო იყო, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსაჩვენებლად აკეთებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ განსჯიდნენ რა თავიანთ მამებს, თვითონ მათზე უარესად იქცეოდნენ, ბიწიერებით აღემატებოდნენ და აშკარად ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო, მაშინ, როცა თვითონ თავად წინასწარმეტყველთა უფლის მოკვლა სურდათ. ამიტომაც დასძენს ქრისტე:

32-33. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? - სიტყვებით: თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთანი იმას კი არ უბრძანებს, ან აქეზებს, მომკალითო, არამედ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის