თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ უძჳრესთაცა ბოროტთა ღირს იყვნეს. ხოლო დღეთა მათ იტყჳს ბრძოლისათა. და ესრეთ გულისჴმა-ყავთ თქუმული ესე, ვითარმედ: უკუეთუმცა უმეტესთარე დღეთა განგრძდა ბრძოლაჲ იგი ჰრომთაჲ ჰურიათა მიმართ, ყოველივემცა ნათესავი ებრაელთაჲ წარწყმდა; რამეთუ „ყოველი ჴორციელი“ ამას ადგილსა ჰურიათა ნათესავისათჳს თქუა, ვითარმედ უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი ბრძოლისანი, არამცა განერა ყოვლადვე ერთიცა ჴორციელი ებრაელთა ტომისაჲ. რამეთუ ესოდენ განძჳნდა მათ ზედა რისხვაჲ კეისრისაჲ, რომელ არა ჰურიასტანს შინა მყოფთა ხოლო, არამედ სხუათაცა ქუეყანათა, სადაცა ტომისაგან ებრაელთაჲსა იპოვის, დევნაჲ და მოწყუედაჲ ებრძანა. ხოლო ვინაჲთგან ქალაქი გამოიღეს და აურაცხელი იგი სრვაჲ ქმნეს, დააცხრვეს ბრძანებაჲ იგი სხუათა სოფელთა მყოფთა ჰურიათა მოწყუედისაჲ.
ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი“. რჩეულად იტყჳს მორწმუნეთა, რამეთუ მრავალნი მოქცეულ იყვნეს ქრისტესა ერისა მისგან ჰურიათაჲსა, და მათთჳს შემოკლდეს დღენი იგი ბრძოლისანი, რაჲთა არა შეემთხჳოს მათ ძჳრი. და მიზეზითა მით მორწმუნეთაჲთა მრავალნი ურწმუნონიცა დაშთეს განთესულნი...