📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარეუკუნიქცევინ კუალად აღებად სამოსლისა თჳსისა“ (24,16-18).
პირველად თქუა ბოროტთა მათთჳს, რომელნი მოწევნად იყვნეს ქალაქსა მას ზედა, მერმე წარმოთქუნა განსაცდელნი იგი, რომელ შემთხუევად იყვნეს მოციქულთადა, და ვითარ უძლეველ-ყოფად იყვნეს და ყოვლისავე სოფლისა ეგულებოდა მოვლაჲ ქადაგებითა მით საღმრთოჲთა; ხოლო აწ კუალად ბოროტთა მათ ჰურიათა ზედა მომავალთა იტყჳს, რაჲთა საცნაურ-ყოს, ვითარმედ: ოდეს მოციქულნი ბრწყინვიდენ ყოველსავე სოფელსა მოძღურებითა საღმრთოჲთა, მაშინ ჰურიანი უკუანაჲსკნელთა ჭირთა და ბოროტთა შინა იყვნენ.
და იხილე, ვითარ გამოაცხადებს სიძნელესა მის ბრძოლისასა და იტყჳს: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად“. ესე იგი არს, ოდეს ესე ყოველი იქმნებოდის, ოდეს საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ დადგეს ადგილსა წმიდასა, რომელ არიან მჴედრობანი იგი უესპასიანეს და ტიტესნი, მაშინ ძლიერად ივლტოდეთ, რამეთუ არღარა არს თქუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ. ესე ამისთჳს თქუა, რამეთუ პირველცა იქმნა მათ ზედა მრავალგზის მოწევნაჲ მბრძოლთაჲ, და კუალად განძლიერდეს, ვითარ-იგი სენაქერიმის ზე და ანტიოხოზის ზე, რამეთუ მაშინცა მოუჴდეს მჴედრობანი და დაიპყრეს ტაძარი, არამედ აღდგეს მაკაბელნი და მოაქციეს საქმჱ თჳსი უმჯობესად.
ხოლო რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ აწცა ეგრეთვე ყოფად არს, ამისთჳს ესევითარსა სასოებასა ყოველსავე მიუღებს და ეტყჳს, ვითარმედ: ამას ოდენ ეძიებდინ კაცად-კაცადი, რაჲთა შიშუელი განერეს. ამისთჳს ერდოთა ზედა მდგომარესაცა არა აწუევს გარდმოსლვად და აღებად სახლისაგან სამოსელსა თჳსსა ანუ სხუასა რასმე, რაჲთა ამით ყოვლითა სიმძაფრე იგი ჭირთაჲ მათ მოასწავოს და დაუსრულებელობაჲ განსაცდელთაჲ. ამისთჳს აგარაკსა მყოფთა ამცნებს არა მოქცევად და აღებად სამოსლისა თჳსისა. რამეთუ ვინაჲთგან შინა მყოფთა უჴმს სივლტოლაჲ, გარეშეთა ვითარ ეგების ყოვლადვე შესლვაჲღა ქალაქად? ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა!“ (24,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მიდგომილთა - ამისთჳს, რამეთუ ვერ ძალ-უც ადვილად სივლტოლაჲ ტჳრთითა მით მიდგომილებისაჲთა დამძიმებულნი; ხოლო რომელნი აწოებდენ - ამისთჳს, რომელ შეპყრობილ არიან სიყუარულითა მით და წყალობითა შვილთა მათ მწოვართაჲთა, დატევებად მათა ელმის და წარყვანებად ვერ ძალ-უც, რამეთუ საფასეთა უგულებელს-ყოფაჲ ადვილ არს, ხოლო ბუნებითთა მათ საქმეთა ვერვინ თანაწარჰჴდეს.
ვითარ ეგების მიდგომილისა სუბუქ-ყოფაჲ? ანუ რომელი აწოებდეს, ვითარ შეურაცხ-ყოს ნაშობი იგი თჳსი? ამისთჳს ვაებაჲ არს ორთადავე ჟამსა მას სივლტოლისა და ჭირისასა. კუალად გამოაჩინებს სიმძაფრესა მას განსაცდელისასა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს“ (24,20-21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ ჰურიათა მიმართ არს სიტყუაჲ მისი, და ბოროტთა მათთჳს მათ ზედა მოწევნადთა წარმოიტყჳს? რამეთუ არა თუ მოციქულთა ეგულებოდა შაბათისა მარხვაჲ, არცა მუნ ყოფაჲ, ოდესიგი უესპასიანე და ტიტე ქალაქსა მას ჰბრძოდეს, რამეთუ მაშინ უმრავლესნი მოციქულთაგანნი აღსრულებულ იყვნეს, და რომელნიცა სოფელსაღა შინა იყვნეს, სხუათა ქუეყანათა იქცეოდეს და არა იერუსალჱმს. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა მოციქულთათჳს არს სიტყუაჲ ესე, არამედ ჰურიათათჳს. ხოლო რაჲსათჳს თქუა ზამთარი და შაბათი? ზამთარი ამისთჳს, რამეთუ ძნელ არს ჟამსა ზამთრისასა სივლტოლაჲ; და შაბათი ამისთჳს, რამეთუ წესი იგი შჯულისაჲ არა შეუნდობდა დღესა შაბათისასა სლვად. რამეთუ ვინაჲთგან სივლტოლაჲ ჯერ-არს მსწრაფლი ჟამსა მას, ხოლო ორივე ესე დამახრწეველ არს, - ზამთარიცა და შაბათიცა, - ილოცეთ, რაჲთა არა ესევითარი რაჲ შეგემთხჳოს დაყენებაჲ, არამედ დაუხრწეველად უძლოთ სივლტოლად.
ხოლო სიტყუასა ამას, რომელ იტყჳს, თუ: „იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, არცაღა ყოფად არს“, ნუვინ ჰგონებს, თუ უმეტეს ზომისა თქუმულ არს, ანუ თუ არა ესრეთ იქმნა ჭეშმარიტად. არამედ აღმოიკითხენ იოსიპოსის მიერ აღწერილი და ცნას ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ამას ვერვინ იტყჳს, თუ მორწმუნე იყო კაცი იგი და ნეფსით აღაორძინა მოწევნულთა მათ ჭირთა თხრობაჲ, რამეთუ ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ჰურიაჲ იყო და სრულიად ჰურიაჲ და მოშურნე მამულთა მათ წესთა მათთაჲ. ისმინეთ უკუე, რასა იგი იტყჳს:
„ყოველსავე თხრობასა განსაცდელთასა და ყოველსავე სიტყუასა სძლევს ბოროტთა მათ სიმრავლე, და ბრძოლაჲ ესევითარი არა რომელსა სადავე ნათესავსა ზედა მოწევნულ არს, ვითარ-იგი ქალაქსა მას იერუსალჱმსა და ერსა მას ზედა ჰურიათასა მოიწია. რამეთუ ესოდენი იყო სიყმილი, ვიდრეღა დედანი შვილთა თჳსთა ჭამისათჳს ურთიერთას ჰჴდებოდეს და ჴორცსა მას ზედა ნაშობთა თჳსთასა ბრძოლასა იქმოდეს, რაჲთა არავინ მისტაცოს, არამედ თჳთ ჭამონ; და საშონი იგი, რომელთა შვეს, ნაშობთა მათთა საფლავ იქმნებოდეს; და სხუანი გუამებსა მკუდართასა დაყროლებულსა დაჰბძარვიდეს და საზრდელად იჴუმევდეს. და ყოვლით კერძო საწყალობელ და საწყინო არს განსაცდელთა მათ აღწერაჲ და წარმოთქუმაჲ“.
ამას ყოველსა და სხუასა უმრავლესსა იოსიპოს წარმოიტყჳს; რამეთუ მუნ იყო იგი მაშინ იერუსალჱმს, ჟამსა მას ბრძოლისასა, და აღწერნა ბოროტნი იგი მათ ზედა მოწევნულნი. და იტყჳს, ვითარმედ სამასი ბევრი მამაკაცი მოსწყდა ჰურიათაჲ მაშინ, რომელნი სიყმილითა წარწყმდეს, სხუანი ურთიერთას ბრძოლითა მოწყდეს შეყენებასა მას ქალაქისასა, და სხუანი ჰრომთა მიერ, რომელნიმე მახჳლითა მოისრნეს, და რომელნიმე ცეცხლი-თა დაიწუნეს. ხოლო ახოვანნი მათნი და წარჩინებულნი ჰრომედ წარივლინნეს უბანთა ზედა განსაქიქებელად და ცხენთა სარბიელსა შინა მჴეცთა საჭმლად მიეცნეს წინაშე ყოვლისა ერისა. ხოლო ყრმანი, რომელნი უმეტეს ათჩჳდმეტისა წლისა იყვნეს, განიბნინეს მრავალთა ქალაქთა და სოფელთა მოსაწყუედელად ცხენთა სარბიელსა შინა მახჳლითა და მჴეცთა მიცემითა; ხოლო რომელნი უდარეს იყვნეს ათჩჳდმეტისა წლისა, იგინი ოდენ მონად და ტყუედ წარიყვანნეს და განიყიდნეს უცხოთესლთა ნათესავთა შორის, და რიცხჳ მათი აღვიდა ცხრა ბევრად, რომელნი მონად და ტყუედ განისყიდნეს.
აწ უკუე ვჰრქუათ ჰურიათა: რაჲსათჳს მოიწია თქუენ ზედა, ჵ უბადრუკნო, ესოდენი იგი და ესევითარი ზეგარდამო რისხვაჲ, უფიცხესი ყოველთავე რისხვათა, ოდესვე მოწევნულთა არა ხოლო თუ ჰურიასტანსა ზედა, არამედ ყოველსა სოფელსა? რამეთუ არასადა ვის აჴსოს ესევითარი სხუასა ნათესავსა ზედა მოწევნული. არა საცნაურ არსა და ცხად, ვითარმედ კადნიერებისა მისთჳს და უშჯულოებისა, რომელ აჩუენეთ მეუფესა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს და შემჭუალეთ იგი ჯუარსა? დაღაცათუ თქუენ არა შეიწამოთ, ყოველი სოფელი წამებს, და ჭეშმარიტებაჲ იგი საქმეთაჲ ჴმამაღლად ღაღადებს, რამეთუ ჭეშმარიტად არცა პირველ, არცა უკუანაჲსკნელ უძლოს ვინ თქუმად, თუ მოიწია სხუასა ნათესავსა ზედა ესევითარი ბოროტი. და ესე ღირსად იქმნა და სამართლად, რამეთუ არცა სადა იპოვა კაცთა ნათესავსა შორის ესრეთ უკეთურებისა და უშჯულოებისა მოქმედი, ვითარ-იგი ჰურიათა. ამისთჳს უძჳრესი ყოველთა შეემთხჳა მათ, ვითარცა ესერა მოასწავებს უფალი და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს. და უკუე-თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი“ (24,21-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ უძჳრესთაცა ბოროტთა ღირს იყვნეს. ხოლო დღეთა მათ იტყჳს ბრძოლისათა. და ესრეთ გულისჴმა-ყავთ თქუმული ესე, ვითარმედ: უკუეთუმცა უმეტესთარე დღეთა განგრძდა ბრძოლაჲ იგი ჰრომთაჲ ჰურიათა მიმართ, ყოველივემცა ნათესავი ებრაელთაჲ წარწყმდა; რამეთუ „ყოველი ჴორციელი“ ამას ადგილსა ჰურიათა ნათესავისათჳს თქუა, ვითარმედ უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი ბრძოლისანი, არამცა განერა ყოვლადვე ერთიცა ჴორციელი ებრაელთა ტომისაჲ. რამეთუ ესოდენ განძჳნდა მათ ზედა რისხვაჲ კეისრისაჲ, რომელ არა ჰურიასტანს შინა მყოფთა ხოლო, არამედ სხუათაცა ქუეყანათა, სადაცა ტომისაგან ებრაელთაჲსა იპოვის, დევნაჲ და მოწყუედაჲ ებრძანა. ხოლო ვინაჲთგან ქალაქი გამოიღეს და აურაცხელი იგი სრვაჲ ქმნეს, დააცხრვეს ბრძანებაჲ იგი სხუათა სოფელთა მყოფთა ჰურიათა მოწყუედისაჲ.
ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი“. რჩეულად იტყჳს მორწმუნეთა, რამეთუ მრავალნი მოქცეულ იყვნეს ქრისტესა ერისა მისგან ჰურიათაჲსა, და მათთჳს შემოკლდეს დღენი იგი ბრძოლისანი, რაჲთა არა შეემთხჳოს მათ ძჳრი. და მიზეზითა მით მორწმუნეთაჲთა მრავალნი ურწმუნონიცა დაშთეს განთესულნი სხუათა სოფელთა. ხოლო უკუეთუმცა არა რჩეულთა მათთჳს შემოკლებულ იყვნეს დღენი იგი, არცა თუ ერთიმცა ჰურიათაგანი განრომილ იყო. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი“, რაჲთა არა იშიშვოდინ მოციქულნი, თუ მათ თანავემცა მოსწყდეს, არამედ ცნან, ვი-თარმედ უფროჲსღა მორწმუნეთა მიერ მათგანიცა მრავალნი დაშთებიან, არა თუმცა ესენი მათ ძლით წარწყმდეს. ამათ ესევითართა სიტყუათა მიერ გულისხმა-უყო, ვითარმედ ძუელისა მის შჯულისა წესნი ყოველნი დაჴსნად არიან. რამეთუ ვინაჲთგან ტაძარი და ქალაქი დაირღუევის და მოლოდებაჲ შენებისაჲ არღარა არს, საცნაურ არს, ვითარმედ შჯულისაცა წესნი დაიჴსნებიან; გარნა ესრეთ განცხადებულად ესე არა თქუა, არამედ წინამდებარითა მით სიტყჳთა მოასწავა.
ხოლო თქუენ იხილეთ, ძმანო, განგებულებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, ვითარ იოვანე არარაჲ აღწერა ამისგანი, რაჲთა არავინ თქუას, თუ: იპოვა ჟამსა მას ბრძოლისასა და ამისთჳს აღწერა. რამეთუ შემდგომად წარტყუენვისა მის იერუსალჱმისა მრავალთა ჟამთა იქცეოდა მახარებელი იოვანე სოფელსა შინა, გარნა არარაჲ აღწერა ამის პირისათჳს თქუმულთა სიტყუათაგანი, არამედ მათე და მარკოზ და ლუკა აღწერეს, რომელნი-იგი პირველ წარტყუენვისა მის და მოოჴრებისა იერუსალჱმისა აღესრულნეს და არა ეწიფნეს ხილვად საქმისა მის, რაჲთა ყოვლით კერძო ბრწყინვიდეს წინაჲსწარმეცნიერებაჲ და მოსწავებაჲ ყოფადთაჲ მათ უფლისა მიერ, რაჲთა ვერცა ერთი სიტყუაჲ აქუნდეს ურწმუნოთა თქუმად.
აქამომდე ყო სიტყუაჲ მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა უფალმან და ამიერითგან იწყებს სასწაულთა მეორედ მოსლვისა თჳსისა უწყებად მოციქულთა და ყოველთა მორწმუნეთადა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველითგანვე ორისა ამის პირისათჳს ჰკითხეს მოციქულთა: მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა და მეორედ მოსლვისათჳს უფლისა. რამეთუ ოდეს-იგი მოუჴდეს და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა, და თავადმან მიუგო, ვითარმედ: „ამენ გეტყჳ თქუენ, არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“; მერმე, დაჯდა რაჲ მთასა ზეთისხილისასა, მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე ყოველი?“ ესე იგი არს, ოდეს იყოსო, რომელ ესევითარნი საქმენი იქმნესმცა, რომელ აქა ქვაჲ ქვასა ზედა არა დაშთეს, „და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“
ხოლო უფალმან მოოჴრებისა მის იერუსალჱმისა და წარწყმედისათჳს ერისა მის ჰურიათაჲსა და დარღუევისათჳს ტაძრისა მიუთხრა, რაოდენ ჯერ-იყო, და ამას ზედა დაასრულა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს, რომელ არიან მორწმუნენი, შემოკლდენ დღენი იგი“.
ამიერითგან იწყებს მეორედ მოსლვისა თჳსისათჳს თხრობად: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. ოდეს „მაშინ“? გულისჴმა-ყავ კეთილად, რამეთუ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ამას ადგილსა ესე სიტყუაჲ, თუ: „მაშინ“, არა შედგომილებასა მოასწავებს ზემოთქუმულთასა. რამეთუ სადა შედგომილებასა მოასწავებდა, თქუა: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსაო“.1 ხოლო აქა არა ესრეთ, არამედ აღასრულა რაჲ პირი იგი იერუსალჱმისა მოოჴრებისაჲ, შეუდგინა და თქუა, „მაშინო“. არა თუ მაშინ, ოდეს იერუსალჱმი მოოჴრდეს, არამედ ოდეს ჟამი იგი მოვიდეს, ოდეს აღესრულებოდის, რომელსა ეგულების აწ თქუმად. ეგრეთვესახედ დაწყებასა სახარებისასა ქმნა მახარებელმან, რამეთუ წარმოთქუა შობაჲ იესუჲსი ქალწულისაგან და მოსლვაჲ მოგუთაჲ და შთასლვაჲ უფლისაჲ ეგჳპტედ და კუალად მიერ აღმოსლვაჲ და სიკუდილი ჰეროდესი, და მეყსეულად დაურთო და თქუა: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი“.2 ხოლო იგი შემდგომად ოცდაათისა წლისა მოვიდა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ
1 მათ. 24,29. 2 მათ. 3,1.
მათ დღეთათჳს თქუა, ოდეს უფალი ჩჩჳლღა იყო, არამედ იგი თხრობაჲ აღასრულა და მერმე თქუა: „მათ დღეთა შინაო“, ოდეს-იგი იქმნა მოსლვაჲ იოვანესი. ეგრეთვე ამას ადგილსა ჟამსა მას, რომელი ყოფად იყო შორის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და ყოვლისა სოფლისა აღსასრულისა, თანაწარჰჴდა და იტყჳს ჟამისა მისთჳს, რომელი ყოფად არს მცირედ პირველ აღსასრულისა: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. პირველ ყოვლისა ამას განაკრძალებს, რამეთუ ვი-თარცა-იგი მოციქულთა ზე მრავალნი მაცთურნი გამოჩნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და მრავალ-თა აცთუნებდენ“,1 ეგრეთვე პირველ მეორედ მოსლვისა უფლისა მრავალნი მაცთურნი გამოჩნდებიან, უძჳრესნი პირველგამოჩინებულთა მათ.
ამისთჳს განაკრძალებს მორწმუნეთა და აუწყებს სახესა თჳსისა მის დიდებულისა მოსლვისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ვითარ-ესე პირველსა მას მოსლვასა ბეთლემს ვიშევ და ვიქცეოდი ერთსა ყურესა სოფლისასა, უცნაურად მრავალთაგან, ეგრეთ იქმნების მეორეცა იგი მოსლვაჲ ჩემი, არამედ განცხადებულად ყოფად არს იგი და დიდებითა დიდითა, და არად საჴმარ არიან მაუწყებელნი, რაჲთამცა იტყოდეს, თუ: აქა არს ქრისტე ანუ იქი, რამეთუ „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამოჩნდის მზისაღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს ბრწყინვალედ დიდებით მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“. ამისთჳს ნუ ისმენთ მათსა, რომელნი გეტყოდინ, თუ: „აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ მათი“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ“ (24,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა ანტესთჳს იტყჳს და მოასწავებს სხუათაცა ვიეთმე მსახურთა და თანაშემწეთა მისთა, რომლისათჳს იტყჳს პავლეცა მოციქული ესრეთ: „რაჟამს გამოჩნდესო კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი“.2 და მერმე იტყჳს: „მაშინ გამოჩნდესო უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის“.3 ამისთჳს უფალი განგუაკრძალებს და იტყჳს: „უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ“ (24,26).
1 მათ. 24,5. 2 2 თეს. 2,3-4. 3 2 თეს. 2,8-10.
არა თქუა, თუ: მივედით, იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ: ყოვლადვე ნუ მიეახლებითო, ნუცა მიხუალთ მისა, რამეთუ დიდ იყოს მაშინ საცთური სასწაულებითა მით და ნიშებითა ტყუვილისაჲთა.
„უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს“. გამოაცხადა ამით სიტყჳთა, თუ ვითარი ყოფად არს მოსლვაჲ მაცთურისაჲ მის: ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად, გარეშე ნიშებისა მის ტყუვილისა და საუცრად ჩუენებულისა; და მერმე გულისხმა-გჳყოფს თჳს[ს]ა მას მოსლვასა, ვითარ-ძი იყოს: „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამოჩნდის მზისაღმოსავალითო და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (24,27).
ხოლო თუ ვითარ ჩანნ ელვაჲ, ყოველთა მიერ საცნაურ არს. არა უჴმს მაუწყებელი, არცა ქადაგი, არამედ გამობრწყინდეს რაჲ წამსა შინა თუალისასა, უჩუენებს ყოველთა ელვარებასა თჳსსა, სახლთაცა შინა მყოფთა და საუნჯეთა შინა მსხდომარეთა. ეგრეთ იყოს დიდებული იგი მოსლვაჲ ქრისტესი, და ფრიად უმეტეს და უბრწყინვალეს ელვასა, მეყსა შინა ყოველთა იხილონ და განკჳრდენ.
და კუალად სხუასაცა მოგუცემს სახესა: „სადა არნ მძორი, მუნცა შეკრბის ორბებიო“ (24,28). ამით სიტყჳთა სიმრავლესა მას მოასწავებს ანგელოზთასა, მოწაფეთა და ყოველთავე წმიდათასა, რომელნი შეკრებად არიან წინაშე მისა, მო-რაჲ-ვიდეს დიდებითა მით გამოუთქუმელითა. მერმე იტყჳს დიდებულთა მათ და მიუთხრობელთა საკჳრველებათა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღე-თაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ“ (24,29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა დღეთა ჭირსა იტყჳს? ანტესა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა მისთასა, რამეთუ დიდი ჭირი ყოფად არს მაშინ, სიმრავლესა მას შინა მაცთურთასა, გარნა არა მყოვარჟამი იყოს ჭირი იგი; რამეთუ უკუეთუ ბრძოლაჲ იგი ჰურიათაჲ რჩეულთა მათთჳს შემოკლდა, არა უმეტესადღა ესევითარი იგი განსაცდელი შემოკლდესა რჩეულთათჳსვე? რამეთუ „მეყსეულადო შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს“, და შემდგომი ამისი. რაჟამს მაცთურთა მათ საცთური განეფინოს და მორწმუნენი ჭირსა შინა იყვნენ, მეყსეულად იქმნას დიდებული იგი მოსლვაჲ უფლისაჲ, და საცთური იგი განქარდეს, რამეთუ დიდი შფოთი ყოფად არს მაშინ სოფელსა შინა; ამისთჳს შეამოკლებს უფალი ჟამსა მას და განაქარვებს საცთურსა მოსლვითა თჳსითა.
ხოლო უწყითა, ვითარ იქმნების მოსლვაჲ იგი მისი დიდებული? შეიცვალების სახჱ ამის სოფლისაჲ, რამეთუ „მზჱ დაბნელდების“, არა თუ უჩინო იქმნების, არამედ იძლევის და დაიფარვის ნათლისა მისგან მოსლვისა უფლისა; და „ვარსკულავნი დამოცჳვენ“, რამეთუ რადღა საჴმარ არიან იგინი, ვინაჲთგან ღამე არღარა არს; „და ძალნი ცათანი შეიძრნენ“, სამართლად და ჯეროვნად შეიძრნენ განკჳრვებისაგან, იხილონ რაჲ ესოდენი შეცვალებაჲ. რამეთუ ოდეს-იგი იქმნეს ვარსკულავნი, შეძრწუნდეს და განკჳრდეს, ვითარცა იობსა შინა წერილ არს: „ოდეს იქმნეს ვარსკულავნი, მაქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნიო“,1 ეტყჳს უფალი იობსა. უკუეთუ მაშინ შეძრწუნდეს და განკჳრდეს, არა უფროჲსად განკჳრდენა, ოდეს ხედვიდენ შეცვალებასა ყოვლისასა? და მათ თანამონანი კაცნი განიკითხვოდინ, და ყოველივე სოფელი წარდგომილ იყოს წინაშე საშინელისა მის სამშჯავროჲსა; და ყოველთავე, რომელნიცა ადამისითგან მუნ ჟამადმდე მეორედ მოსლვისა უფლისა იყვნეს კაცნი, მოეჴადებოდის სიტყუაჲ საქმეთა მათთაჲ. ამას ყოველსა ზედა ვითარ არა შეძრწუნდენ და შეიძრნენ დიდითა განკჳრვებითა?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა“ (24,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „სასწაული ძისა კაცისაჲ“ არს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯუარი, რომელი-იგი მაშინ გამოჩინებად არს; უბრწყინვალეს არს მზისთუალისა, რამეთუ იგი დაბნელდების, ხოლო ესე ბრწყინავს, ესოდენ უმეტეს იყოს ნათელსა მზისასა ბრწყინვალებაჲ მისი. ხოლო რაჲსათჳს გამოჩნდების სასწაული იგი ჯუარისაჲ? რაჲთა სრულიად სირცხჳლეულ იქმნენ და პირი დაეყოს უშჯულოთა ჰურიათა, და რაჲთა ვიხილოთ ყოველთა კაცთა სახე იგი სიკუდილისა მისისაჲ, რომელი ჩუენთჳს თავს-იდვა: წყლულებანი იგი და სიკუდილი საყუედრელი და შეურაცხი. ამისთჳს ჯუარითა მოვალს ქრისტე განკითხვასა მას, რაჲთა დიდად განმართლდეს საშჯელი მისი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (24,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყებდენ უშჯულონი და ცოდვილნი, ოდეს იხილონ ჯუარი და წარდგებოდინ განკითხვად, რამეთუ არა საჴმარ იყოს მაშინ შემასმენელთა ძიებაჲ და მოწამეთაჲ, არამედ კაცად-კაცადი თჳსი შემასმენელი და შემწამებელი იყოს. და იტყებდენ ცოდვილნი, ოდეს იხილონ, რომელ უფალმან თავს-იდვა სიკუდილი ჯუარითა, რაჲთამცა იგინი აცხოვნნა, და მათ არა ინებეს სარგებელი იგი დიდი. იტყებდენ ჰურიანი, რამეთუ ჯუარს-აცუეს, რომლისა თაყუანის-ცემაჲ თანაედვა შიშით და ძრწოლით.
იხილეა, ვითარ გამოსახა საშინელად მეორედ მოსლვაჲ თჳსი? ვითარ განაფრთხვნა გონებანი მოწაფეთანი, რაჲთა აქუნდეს ნუგეშინის-ცემაჲ დიდი და იცოდინ, თუ რაოდენითა ბრწყინვალებითა გამოჩნდების მაშინ
1 იობ 38,7.
სასწაული ჯუარისაჲ, და არა სირცხჳლ-უჩნდეს ჯუარ-ცუმაჲ მისი, არცა იგლოვდენ. ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“.1 ამისთჳს იტყებდენ ჰურიანი, იხილონ რაჲ, ვითარმედ ესე იგი არს, რომელსა უგუმირეს ლახურითა ჯუარსა ზედა. ხოლო აჴსენა რაჲ ჯუარი, მეყსეულად თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა“ (24,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, თუ: ვინაჲთგან ჯუარი ვაჴსენე, ნუ ჰგონებთ, თუ კუალადცა შესაწუხებელი რაჲმე ყოფად არს, რამეთუ იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი არა ჯუარსა ზედა, არამედ ღრუბელთა ზედა, ძალითა გამოუთქუმელითა და დიდებითა მრავლითა. ვითარსახედ ამაღლდა მთით ზეთისხილთაჲთ, ეგრეთვესახედ მოვიდეს ღრუბლითა, დიდითა მით დიდებითა. ხოლო ჯუარი წინაშე უვიდოდის, რაჲთა იხილონ უშჯულოთა მათ და თავით თჳსით დაისაჯნენ და იტყებდენ. გარნა არა აქამდინ ოდენ იქმნების ჭირი მათი, არამედ ტყებაჲ იგი იქმნას, რაჲთა თჳთ მათვე დასაჯნენ თავნი თჳსნი. ხოლო შემდგომი ამისი ისმინეთ, რასა იტყჳს უფალი, ისმინეთ ყოველთა და გულისხმა-ყავთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა“ (24,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო შენ ოდეს ესე გესმას, მორწმუნეო, ვითარმედ რჩეულთა მათ შეჰკრებენ ანგელოზნი, გულისხმა-ყავ დაშთომილთა მათ ჭირი და ტანჯვაჲ: პირველად, იხილონ რაჲ მომავალი უფალი, იტყებდენ; მერმე, განირჩინენ რაჲ და განეშორნენ რჩეულთაგან, - ესე მეორე განსაცდელი. ხოლო დაშთომილნი იგი სატანჯველად მიეცემიან. ჵ უკუანაჲსკნელი იგი წარწყმედაჲ! და ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“,2 ეგრეთვე აქა თქუა: „მაშინ იტყებდენო ტომნი ქუეყანისანი“, რომელთა არარაჲ მოიგეს ნაწილი ზეცისა კეთილთაჲ, არამედ იყვნეს ყოვლითურთ მიწა და ქუეყანისა საქმეთა დამონებულ. რამე-თუ ვინაჲთგან წარმოუთხრა ბრძოლანი იგი ბოროტნი და ტყუეობანი, რომელნი შემთხუევად იყვნეს ჰურიათადა, რაჲთა ცნან, ვითარმედ აქაცა ძჳრი შეემთხჳოს და მუნ იტანჯნენ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: იტყებდენ და რჩეულთაგან განეშორნენ და მიეცნენ გეჰენიასა ცეცხლისასა. ამათ სიტყუათა მიერ მოწაფეთა გულსა მხიარულ-ჰყოფს, რაჲთა ცნან, რაოდენთა ბოროტთაგან იჴსნებიან და რაბამთა კეთილთა მიემთხუევიან.
1 ზაქ. 12,10. 2 მათ. 23,39.
ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ცხად და ბრწყინვალე და დიდებულ არს მოსლვაჲ მისი, რაჲსათჳს ანგელოზთაღა მიავლენს წოდებად რჩეულთა მათ? ესე ამისთჳს, რაჲთა უმეტესად პატივ-სცეს მათ ამითცა სახითა. ხოლო პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღრუბლითა აღიტაცნენო“.1 აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ოდეს-იგი საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი აღდგენ, მაშინ რჩეულნი იგი შეკრიბნენ ანგელოზთა, ხოლო შეკრებულნი იგი ანგელოზ-თა მიერ აღიტაცნენ ღრუბელთა. და ესე ყოველი მეყსა შინა იქმნას, წამსა თუალისასა, რამეთუ არა თუ ცათა შინა მჯდომარე მიუწოდს მათ, არამედ „თავადი გარდამოჴდეს ზეცით საყჳრითა ღმრთისაჲთა“,2 ვითარცა მოციქული იტყჳს. ხოლო რასა მოასწავებს ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ? - აღდგომასა და სიხარულსა და გამოჩინებად საკჳრველებისა მის მათ საქმეთაჲსა და შესაწუხებელად ქუედაშთომილთა მათ.
სწავლაჲ ოვ დღისა მისთჳს საშინელისა; და ვითარმედ მრავალნი მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს დააკლდებიან კეთილთა მათ საუკუნეთა
ვაჲ ჩემდა დღისა მისთჳს საშინელისა! ჯერ-იყო ჩუენდა სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ჴსენებაჲ, ხოლო აწ ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა უფროჲსად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქმნებით, ოდეს ვაჴსენოთ იგი. ანუ მე ოდენ შემემთხუევის ესე, ხოლო თქუენ მოხარულ ხართ ჴსენებითა მისითა?
ესე უწყი, ვითარმედ ოდეს სიტყუანი ესე მესმოდინ, ძრწოლაჲ შემედების და მწარედ ვგოდებ და სიღრმეთაგან გულისათა სულთ-ვითქუამ, რამეთუ უწყი, ვითარმედ არა მაქუს ნაწილი მათ თანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოზნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ; არამედ სხუათა მათ თანაზიარ-ყოფად ვარ, რომელნი ქუემო იჴსენებიან, - სულელთა მათ თანა ქალწულთა და მონისა მის, რომელმან დაჰფლა ქანქარი უფლისა თჳსისა, და სხუათა მათ თანა ცოდვილთა.
ამისთჳს ვიგლოვ და ვცრემლოი, ოდეს მოვიჴსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვვარდებით ჩუენ ცოდვილნი, ვითართა კეთილთა და სა-შუებელთაგან საუკუნეთა და წარუვალთა, მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს. რამეთუ უკუეთუმცა ჭირი დიდი გჳჴმდა და შჯულიმცა მძიმე დადებულ იყო, ჯერ-იყო ეგრეთცა დადებაჲ თავთა თჳსთაჲ სიკუდილად და არა გამოჴუებად დიდებისა მისგან; გარნა ვთქუა, თუ გუაქუნდა მცირედ რაჲმე მიზეზი, რაჲთამცა ვთქუთ, თუ ფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ, რამეთუ შრომაჲ დიდ იყო, და ჟამი - გრძელ, და ტჳრთი -
1 1 თეს. 4,17. 2 1 თეს. 4,16.
მძიმე; იყო მიზეზი ესე არარაჲვე, გარნა ვთქუა, თუ მცირედ რაჲმე სიტყუაჲ გუეპოვებოდა.
ხოლო აწ ესევითარი სიტყუაჲ და მიზეზი არარაჲ გუეპოების, და ესე არს მწარე და ძნელ; და ამას საქმესა ეგულების უძჳრეს გეჰენიისა წერტაჲ მაშინ გულთა ჩუენთაჲ, ოდეს მცირედისა ჟამისათჳს და კნინადისა შრომისათჳს სასუფეველი ცათაჲ დაგუჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქუმელნი და მოუგონებელნი. რამეთუ ნანდჳლვე ჟამი მცირე არს და მოკლე, და შრომაჲ - კნინოდენი და ფრიად სუბუქი, ხოლო ჩუენ დაჴსნილ ვართ და სრულიად ქუემწოლარე.
კაცო, მოღუაწებაჲ შენი ქუეყანასა ზედა არს, და გჳრგჳნი - ცათა შინა; ჭირი შენი კაცთა შორის არს, და პატივი - ღმრთისაგან; სრბაჲ შენი ორ დღე არს, და სასყიდელი - საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა; ბრძოლაჲ ჴორცითა ამით განჴრწნადითა არს, და ნიჭნი იგი - უჴრწნელ და წარუვალ.
აწ უკუე დაღაცათუ ქრისტესთჳს არა ვინებოთ მოღუაწებაჲ, თჳთ თავით თჳსით იგივე შეგუემთხუევის. რამეთუ დაღაცათუ ქრისტესთჳს არა თავს-იდვა სიკუდილი, თჳთ ბუნებით სიკუდილი თანაგაც. უკუეთუ ქრისტესთჳს არა დაუტევნე საფასენი, მცირედღა, და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცარიელი განხჳდე. აწ უკუე სახიერი იგი უფალი მას ეძიებს შენგან, რომელსა-იგი თჳნიერ ნებისაცა შენისა სიკუდილი მიგი-ღებს; მას გენუკევს ნეფსით ქმნად, რაჲ-იგი უნებლიეთცა შემთხუევად არს შენდა.
ამას ოდენ გეტყჳს, რაჲთა უნებელი იგი თანანადები ნეფსით ჰქმნა მისისა სიყუარულისათჳს. ჰხედავა, ვითარ ადვილ არს ღუაწლი ესე, და ტჳრთი ესე - სუბუქ? რომელი-იგი უეჭუელად შემთხუევად არს შენდა, იგი ნეფსით ქმენ ჩემთჳსო, - გეტყჳს ტკბილი იგი და სახიერი მეუფჱ, - და კმა არს ჩემდა ესე მორჩილებაჲ. რომელ-იგი სხუასა ავასხებ საფასესა, მე მავასხე, და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე; ჴორცთა მაგათ, რომელთა სხუასა დაამონებ, მე დამამონენ, და შრომაჲ შენი არა იქმნას ცუდ, რამეთუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლისა გარდაჴდითა.
აწ, საყუარელო, ესე სიტყუანი მეუფისანი ყურად-იხუენ და გულისხმა-ყავ. რაჲ არს ესე, რომელ ყოველსა საქმესა ზედა მას პატივ-სცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს, გინა თუ სესხებაჲ იყოს, გინა თუ ვაჭრობაჲ, გინა თუ მჴედრობაჲ (უკუეთუ სესხებაჲ იყოს, რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ; უკუეთუ ვაჭრობაჲ იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდის, მას ეზავები; უკუეთუ მჴედრობაჲ იყოს, რომელიცა უხჳ და კეთილადმიმნიჭებელი იყოს მეფჱ, მას შეეწყნარები); ხოლო ქრისტჱ უმეტეს ყოველთასა მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა მცირედისა და არარაჲსა შრომისა წილ და უნდოჲსა წარსაგებელისა წილ. არა გთნავს სესხებაჲ ესე, გინა ვაჭრობაჲ, გინა მჴედრობაჲ მისი. რაჲ არს ესე სისულელე? რაჲ არს ესე უგუნურებაჲ?
კუალად გეტყჳს უფალი: რაჲსათჳს ქუე დაჰფლავ საფასესა შენსა და მიწათა არწმუნებ საუნჯესა შენსა? მომეც მე ნამარხევად; არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქუეყანაჲ? მან მრავალგზის არცა თუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებითურთ მოგცე, და რომელ მე მარწმუნე, ამის ჯერისათჳს დიდი კეთილი გიყო. რამეთუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყუარებ მათ. აწ უკუე ჩემდა მომართ დადევ ნაწილი შენი და რასაცა იქმოდი, ჩემ მიერ ქმენ, და ნეტარ იყოს შენდა. უკუეთუმცა სესხებაჲ გნებავს, მე მავასხე; უკუეთუ შენებაჲ გნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე, მე მოგცე ადგილი უსასყიდლოდ; უკუეთუ სამკაული გიჴმს, ჩემი მიიღე; უკუეთუ საჭურველი გიჴმს, ჩემი შეიმოსე; უკუეთუ შიშუელ ხარ, ჩემი შთაიცუ; უკუეთუ საზრდელი გიჴმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ; უკუეთუ სლვაჲ გნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე; უკუეთუ სამკჳდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკჳდრო; უკუეთუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ჴელოვანი და მაშენებელი მე ვარ. რამეთუ მე რომელსაცა მოგცემ, სასყიდელსა არა ვეძიებ, არამედ უფროჲსღა სასყიდელი მოგცე ამისთჳს მებრ, უკუეთუ ჩემი იჴმარო და სხჳსა არავისი იქმნა მოქენე.
ამის სიყუარულისა უმეტესი რაჲ ეგების, კაცო? მე გექმნა მამა, მე - ძმა, მე - სიძე უხრწნელებისა, მე - სადგურ, მე - სამკაულ, მე - საფასე, მე - საფუძველ. რაჲ გენებოს, ყოველი კეთილი გეპოვოს ჩემ თანა; ნუსადა იჭირვი, მოვედ ჩემდა, მე განგისუენო; მე შენთჳს მონებად მოვედ, მე შეგიყუარე, მე ასოდ ჩემდა გიწოდე, მე - ძმად და დად და დედად, მე შენ-თჳს დავგლახაკენ, შენთჳს ჯუარს-ვეცუ, შენთჳს სიკუდილი თავს-ვიდევ და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქუესკნელით, ზეცას შენთჳს მეოხ ვარ მამისა, ქუეყანად შენთჳს მოვედ მამისა მიერ შუვამდგომელად. აწ უმეტესი ამისა რაჲ გიჴმს? ანუ რაჲსათჳს მევლტი მე, რომელმან ესრეთ შეგიყუარე შენ? რად დამიტეობ მე და სოფელსა ამას ჰმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რაჲსათჳს ჭურსა განჴურეტილსა შთაასხამ? რამეთუ ესრეთ არს, რომელი სოფელსა ამას ჰმონებდეს. რაჲსათჳს ცეცხლად შთააბნევ შრომა-თა შენთა? რაჲსათჳს ჰაერთა სცემ? რაჲსათჳს ამაოდ ჰრბი შენ?
არა ყოვლისავე ჴელოვანებისა აღსასრული არსა? ჰე, ჭეშმარიტად. აწ უკუე მიჩუენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერარაჲ ძალ-გიც ჩუენებად, რამეთუ „ამაოებაჲ ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო არს“.1 ხოლო უკუეთუ ჩემ თანა დასდვა ნაწილი შენი და ჩემთჳს იყოს შრომაჲ შენი, მიგცე შენ სამკჳდრებელად სასუფეველი ცათაჲ, და ჰსუფევდე ჩემ თანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.
ძმანო ჩემნო საყუარელნო, არა გესმისა სიტყუანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად ამას ყოველსა მეტყჳს ჩუენ და ფრიად უმრავლესსა. უკუეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩუენდა; უკუეთუ ურჩ ვექმნეთ, ვაებაჲ სა-
1 ეკლ. 1,2.
უკუნოჲ მოგუეცეს. ეჰა საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისაჲ და გულისთქუმანი ბილწებისანი საწადელ არიან ჩუენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი.
განვიდეთღა, კაცო, სამაროვანად; მიჩუენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი ანუ სხუაჲ თჳსთაგანი. გულისხმა-ყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა. სადა არს, რომელი-იგი ოქროჲთა შემკობილ იყო და ოქროქსოვილი ემოსა, რომელი-იგი ეტლთა ზედა ოქროქანდაკებულთა აღმჴედრებულ იყო, და მჴედრები ათასეული წინაშე უვიდოდა, და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთამე სცემდა, რომელთამე მოსწყუედდა, რომელთამე შეაწყუდევდა, სხუათა ანიჭებდა, სხუათა ადიდებდა და ჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისაჲ? შთაიხედენღა საფლავსა მისსა და მიჩუენე დიდებაჲ მისი. ვერრას ვხედავ, გარნა მატლთა და წუთხსა, ძუალთა და ნაცარსა და მტუერსა. იგი ყოველივე აჩრდილი იყო და წარჴდა, ზღაპარი იყო და დაივიწყა, სიზმარი იყო და საკიცხელ იქმნა. და ჰე თუმცა აქამომდე იყო სიძნელე მათი - ამაოება ოდენ და დავიწყება.
ხოლო უძჳრესი ესე არს, რომელ დიდებაჲ იგი და პატივი და შუებაჲ და ბრწყინვალებაჲ აჩრდილ იყო და განქარდა, ხოლო მის მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ჩუენთა ცოდვაჲ არა აჩრდილებრ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩუენ თანა ჰგიეს საუკუნესა მას, და ცხად იყოს ყოველ-თა წინაშე მტაცებელობანი იგი და ანგაჰრებანი, სიძვანი და მრუშებანი და სხუანი იგი ბოროტნი, ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოდგენ წინაშე ჩუენსა. რომლითა-მე თუალითა მივხედნეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს? რამეთუ წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა, და ყოველთავე საქმეთა ჩუენთა გამოძიებაჲ ყოფად არს გამოწულილვით, და ესე ჭეშმარიტ არს და უეჭუელ.
ხოლო უკუეთუ ვინ ურწმუნო იქმნების მერმისა მისთჳს საშჯელისა, აღმოიკითხენინ წინაჲსწარმეტყუელნი და ცნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა ამის, და გულისხმა-ყავ საქმეთაგანცა ამის სოფლისათა. მიხედენინ მათ, რომელნი აქა იტანჯებიან, რომელნიმე საპყრობილეთა შინა და დილეგ-თა წყუდიადთა შეწყუდეულნი, სხუანი მღჳმეთა შინა და ორმოთა, სხუანი ეშმაკისაგან იგუემებიან, სხუანი ცნობამიღებულ არიან, სხუანი სენთაგან უკურნებელთა შეპყრობილ არიან, სხუანი სიგლახაკესა შინა სამარადისოსა დავრდომილ არიან, ანუ თუ სიყმილითაცა მოსწყდებიან, სხუანი გლოვათა მწარეთა შთავარდებიან სიკუდილითა საყუარელთა მათთაჲთა, სხუანი ტყუეობასა და მონებასა უცხოთესლთასა მიცემულ არიან. და ვინ აღრაცხნეს ბოროტნი ამის საწუთროჲსანი? აწ ესე ყოველნი ცოდვათათჳს იტანჯებიან. დაღაცათუ არიან მრავალნი, რომელნი უმეტესისა სასყიდლისა მოღებად გამოიცდებიან, ვითარ-იგი იობის ზე იქმნა, გარნა აწ მათთჳს არა ვიტყჳ, გარნა მათ ვაჴსენებ, რომელნი მისაგებელად ცოდვისა მიეცემიან განსაცდელთა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უკუეთუმცა სხუათაცა ცოდვილთა არა მიელოდა საშჯელი და სატანჯველი, არცამცა ამათ შეემთხუეოდა ესევითარი აქა. რამეთუ არა ეგების ესე, თუმცა ღმერთმან ყოველთამან რომელნიმე ტანჯნა და რომელნიმე, უძჳრესთა ცოდვათა მოქმედნი, უტანჯველად დაუტევნა; არამედ უეჭუელად არს მას საუკუნესა საშჯელი და სატანჯველი მათთჳს, რომელთა ცოდვანი არა აღიჴოცნენ აქავე ანუ ნეფსითითა ჭირითა და სინანულითა, ანუ უნებელთა განსაცდელთა მოწევნითა.
აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი ჩუენნი, რაჲთა საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან განვერნეთ და სასუფეველსა ცათასა მკჳდრ ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარები-თა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.