მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 24:36

35. Heaven and earth shall pass away, but my words shall not pass away.36. But of that day and hour knoweth no man, no, not the angels of heaven, but my Father only.37. But as the days of Noe were, so shall also the coming of the Son of man be.
Matthew თავი 24
36. But of that day and hour knoweth no man, no, not the angels of heaven, but my Father only.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალთა მიერ საძიებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ ვითარ უმეცარ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე დღესა მას და ჟამსა აღსასრულისასა. და უფროჲსად მოწაფენი იგი უშჯულოჲსა არიოზის და ევნომიოზისნი მრავალგზის წინაგჳყოფენ სიტყუასა ამას თანაშემწედ მათისა მის ცუდადმეტყუელებისა და ბოროტისა მის ზრახვისა და ესრეთ წაჰრევენ, ვითარმედ: ვითარ თანასწორ არს ძე მამისა, ვინაჲთგან თავადი წამებს, ვი-თარმედ: „დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“? და მრავალსა ესევითარსა ბირებითა ეშმაკისაჲთა წარსწმასნიან.

ამისთჳს, ვინაჲთგან სიტყუასა ამას მოვიწიენით, ვთქუათ მადლი-თა ღმრთისაჲთა, რაჲ-იგი მამათაგან გჳსწავიეს. დაღაცათუ ქრისტესმბრძოლთა მათ ურცხჳნოებაჲ ვერ დავჰჴსნათ (რამეთუ რომელიმცა სიტყუაჲ იპოვა მათისა მის მედგრობისა განმკურნებელ?), არამედ მოყუარეთა უფლისათა და მართლითა მით სარწმუნოებითა შეზღუდვილთა გულსავსე-ყოფად არა უდებ ვიქმნნეთ. პირველად უკუე ამას ვიტყჳ, ვითარმედ გონებასა მას მოწაფეთასა გულსავსე-ყოფაჲ ენება, ვინაჲთგან უკუე იგინი წადიერ იყვნეს ცნობად დღესა მას და ჟამსა აღსასრულისასა. ხოლო არა ჯერ-იყო ესე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:36-41 — დღე და ჟამი უცნობია:

36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. - აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არცა ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს, ხოლო სიტყვებითგარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისაკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა: მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდათ. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა. ისევე როგორც მამებს ხშირად უჭირავთ ის, რასაც ბავშვები ეძებენ, მაგრამ რადგან მიცემა არ უნდათ, მალავენ და ეუბნებიან, ჩვენ არ გვაქვს ის, რასაც თქვენ ეძებთო, და ბავშვებიც ტირილს წყვეტენ, ასევე უფალიც მოციქულთა დასაწყნარებლად, რომელთაც დღისა და საათის შეტყობა სურდათ, ამბობს, რომ არც მე ვიცი, არამედ მხოლოდ მამამო. სინამდვილეში კი იმაზე, რომ მან ის დღეც იცის და საათიც, მრავალი რამ მეტყველებს. ყოველივე, რაც მამას აქვს, აქვს ძესაც, უკეთუ მამამ იცის ის დღე, იცის იგი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის